რა უნდა იცოდეთ?

რედაქტირება

სანამ ამ ენის შესწავლას დაიწყებდეთ თქვენ უნდა იცოდეთ :

  • HTML / XHTML
  • JavaScript

AJAX - Asynchronous JavaScript and XML(ასინქრონიზებული JavaScript და XML)

რედაქტირება

Ajax არ არის ახალი პროგრამირების ენა, მაგრამ ის არის უკეთესი, უფრო სწრაფი და ინტერაქტული ვებ პროგრამების შექმნის ტექნოლოგია.
Ajax-ის დახმარებით თქვენს JavaScript-ს შეუძლია დაუკავშირდეს სერვერს XMLHttpRequest ობიექტის გამოყენებით. ამ ობიექტის დახმარებით, თქვენს JavaScript-ს შეუძლია ივაჭროს ვებ სერვერით, გვერდის განახლების გარეშე.
Ajax იყენებს ასინქრონიზებულ მონაცემთა გადაცემას ბრაუზერსა და ვებ სერვერს შორის და საშუალებას აძლევს ვებ გვერდს სერვერიდან მოითხოვოს ინფორმაციის მხოლოდ ის ბიტები, რომლის მიმოხილვაც სურს მომხმარებელს.
Ajax ტექნოლოგია ინტერნეტ პორგრამებს აქცევს უფრო პატარა, სწრაფ და მომხმარებელზე მორგებულ პროგრამებად.

ვებ სტანდარტები

რედაქტირება

Ajax ბაზირებულია შემდეგ ვებ სტანდარტებზე:

  • JavaScript
  • XML
  • HTML
  • CSS

Ajax-ში გამოყენებული ვებ სტანდარტები კარგადაა განსაზღვრული და უზრუნველყოფილია ყველა ბრაუზერის მიერ. Ajax-ის პროგრამები არიან ბრაუზერისგან და პლათფრომისგან დამოუკიდებელი.

Ajax, როგორც უკეთესი ინტერნეტ პროგრამა

რედაქტირება

ბევრი ვებ პროგრამა სხვა სისტემურ პროგრამებზე სასარგებლოა, რადგან ეს პროგრამები არის ადვილად დასაყენებელი, უზრუნველყოფილი და ადვილად შესაქმნელი.

თუმცა ინტერნეტ პროგრამები არ არის ყოველთვის „მდიდარი“ და მომხმარებელზე მორგებული, ისე, როგორც სისტემური პროგრამები.

Ajax-ით ინტერნეტ პროგრამები შესაძლოა გახადოთ უფრო მდიდარი და მომხმარებელზე მორგებული.