Adobe Flash - ყოფილი Shockwave Flash და Macromedia Flash - არის მულტიმედიური პროგრამა, რომელიც შექმნა და გაავრცელა Adobe Systems-მა, ხოლო უფრო ადრე კი Macromedia-მ. პროგრამა შეიქმნა 1996 წელს და მან პოპულარობა მოიპოვა ვებ გვერდებზე ანიმაციის ჩასმის საშუალებით. Flash -ში შესაძლებელია შეიქმნას ანიმაცია, თამაშები, რეკლამები და სხვადასხვა ვებ კომპონენტები, ასევე შესაძლებელია ვიდეოს ვებ ვერდზე ინტეგრაცია და სხვა მრავალი ინტერნეტ პაკეტების შექმნა. Flash მანიპულაციას უკეთებს ვექტორულ და რასტულ გრაფიკას და ის უზრუნველყოფს აუდიოსა და ვიდეოს ორმხრივ დინებას. ის შეიცავს სკრიფტინგის ენას, რომელსაც ActionScript ქვია. ის გამოიყენება თითქმის ყველა მთავარ ბრაუზერში, ზოგიერთ ტელეფონსა და ელექტრონულ მოწყობილობაში. რამოდენიმე პროგრამას, სისტემას და მოწყობილობას, რომელიც შეიცავს Adobe Flash Player-ს, აქვს საშუალება გამოსახოს Flash. SWF ფორმატის ფაილებს, რომელებსაც ტრადიციულად ეძახიან ფლეშ ფილმებს(Flash Movies), ან ფლეშ თამაშებს (Flash Games), აქვთ .swf ფაილური გაფართოება და შესაძლოა ისინი გამოყენებულ იქნან ვებ კომპონენტებად. Flash Video (FLV) ფაილებს აქვთ .flv ფაილური გაფართოება.

ისტორია რედაქტირება

პროგრამა Flash-ის შექმნა Jonathan Gay-მ ჩაიფიქრა. 1993 წლის იავარში, Jonathan Gay, Charlie Jackson, და Michelle Welsh-მა შექმნეს პატარა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია FutureWave Software, სადაც შექმნეს მათი პირველი პროდუქცია სახელად - SmartSketch. ინტერნეტ ტექნოლოგიების გაბრწყინების ხანაში FutureWave-მა დაიწყო ვექტორებზე დაფუძნებული ინტერნეტ ანიმაციის შესაქმნელი ისნტრუმენტის რეალიზაცია. 1995 წელს FutureWave-მა მოდიფიკაცია გაუკეთა SmartSketch-ს და დაამატა კადრული ანიმაცია და შეუცვალა სახელი FutureSplash Animator, Macintosh-ზე და PC-ზე. ამავდროულად კომპანიამ დაიმატა მეორე პროგრამისტი, Robert Tatsumi, არტისტი Adam Grofcsik და PR სპეციალისტი Ralph Mittman. პროგრამა შესთავაზეს Adobe-ს. 1996 წლის დეკემბერში, Macromedia-მ შეიძინა პროდუქტი და შემდგომ გამოუშვა სახელით Flash, “Future” და “Splash” სახელების შეზავებით.

პლეიერი(Player) რედაქტირება
  • Macromedia Flash 2 (1997) შესაძლებლობები: სტერეო ხმის უზრუნველყოფა, გაუმჯობესებული Bitmap ინტერგრაცია, ღილაკები, ბიბლიოთეკა და ორი ფერის ჩანაცვლების შესაძლებლობა.
  • Macromedia Flash 3 (1998) შესაძლებლობები: ანიმაციის შექმნის გაუმჯობესებული საშუალება, ფლეიბექი და პუბლიკატორი. ამავე წელს, Macromedia-მ გაყიდა 100,000 Flash პროდუქტი.
  • Macromedia Flash 4 (1999) შესაძლებლობები: Microsoft Internet Explorer 5-ში ინტეგრაციისას მიაღწია Plash Player-ის 100 მილიონ ინსტალაციას.
  • 2000 წელს, Flash Player უკვე განაწილებული იყო ყველა AOL, Netscape და Internet Explorer ბრაუზერებში. ორი წლის შემდეგ ის მოყვებოდა Windows XP-ს ყველა პაკეტს.
  • Macromedia Flash 5 (2001) შესაძლებლობები: Flash 5 დიდი ნახტომი იყო შესაძლებლობებში, Flash სკრიფტინგის შესაძლებლობების ევოლუციასთან ერთად გამოვიდა სკრიფტინგის ენა ActionScript.
  • Macromedia Generator იყო ფლეშ ფაილების შემცველობიდან დიზაინის გამოყოფის პირველი ინიციატივა. Generator 2.0 გამოვიდა 2001 წლის აპრილში. Generator-ის გამოშვება შეწყდა 2002 წელს, რადგან გამოვიდა Flash Remoting-ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლეოდა მონაცემების განუწყვეტლივ ტრანსმისიას სერვერსა და კლიენტს შორის, Coldfusion სერვერის მეშვეობით.
  • 2000 წლის ოქტომბერში, Jakob Nielsen-მა დაწერა პოლემიკური სტატია Flash-ის გამოყენების შესახებ, სათაურით "Flash 99% Bad".
  • 2001 წლის სექტემბერში, მიმოხილვამ აჩვენა, რომ ამერიკის 10 უდიდესი საიტიდან, შვიდი დამზადებული იყო Flash ტექნოლოგიით.
  • Macromedia Flash MX გამოვიდა 2002 წლის 15 მარტს და თან მოყვა ახალი Macromedia Flash Player 6, ვიდეოს უზრუნველყოფით, პროგრამის კომპონენტებით, ბიბლიოთეკით და ის იყო ადვილად მოსახმარი.
  • Macromedia Flash Communication Server MX, ასევე გამოვიდა 2002 წელს, რომელიც ვიდეოს Flash Player 6-ში გამოსახვის საშუალებას აძლევდა.
  • Macromedia Flash MX 2004 გამოვიდა 2003 წლის სექტემბერში, 8-ჯერ სწრაფი Runtime შესაძლებლობით და მას მოყვა Macromedia Flash Player 7, ასევე მას შესაძლებლობა ჰქონდა შეექმნა დიაგრამები, გრაფიკები და დამატებითი ტექსტური ეფექტები. ასევე მას შეეძლო PDF და Adobe Illustrator 10-ს ფაილების იმპორტირება. ასევე განვრცობილ იქნა ActionScript 2.0.
  • Macromedia Flash 8 (2005) ითვლება ფლეშის მეხუთე ვერსიის ყველაზე დიდ განახლებად. ახალი ფილტრის ეფექტები და შერევის რეჟიმები, bitmap-ის კეშირება, ახალი On2 VP6 ვიდეო კოდეკი, გაუმჯობესებული ვიზუალიზაციის ძრავა, სახელით - FlashType, ემულატორი მობილურებისათვის და რამედენიმე განახლება ActionScript 2.0-ში.
  • 2005 წლის, 3 დეკემბერს Adobe Systems-მა შეიძინა Macromedia.
  • Adobe Flash Player 9 Windows და Mac OS-სათვის გამოვიდა 2006 წელში.
  • Adobe Flash Player 9 Linux-თვის გამოვიდა 2007 წლის იანვარში.
  • Adobe Flash 9 Public Alpha გამოვიდა 2006 წელს და მას მოყვა ActionScript 3.0 საცდელი ვერსია.
  • Adobe Flash CS3 გამოვიდა 2007 წელს, რომელიც არის Flash 9 Public Alpha-ზე ორიენტირებული და აქვს Adobe products-ში ინტეგრაციისათვის საჭირო რამოდენიმე განახლება.