ძველი რომის ისტორია/რესპუბლიკის კულტურა

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვერგილიუსის ხელნაწერიდან ფრაგმენტი

რომაული ლიტერატურა წარმოადგენს ლათინურ ენაზე დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს რომის დაცემამდე. რომაულ ლიტერატურას ძველ ბერძნულ ლიტერატურასთან ერთად უკავია მნიშვნელოვანი ადგილი ანტიკურ ლიტერატურაში. მიუხედავად სიძველისა იგი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. რომაული ლიტერატურის უზველესი ძეგლები ძვ. წ. III საუკუნეს მიეკუთვნება. მან განიცადა ბერძნული ლიტერატურის გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოირჩევა ორიგინალურობით. ასევე რომაულ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა ჟანრები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა ბერძნულ ლიტერატურაში, შემდეგ კი მან უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ევროპულ ლიტერატურაზე.

რომაული ლიტერატურის დაყოფა ხდება ეპოქების მიხედვით და ყოველ ეპიქას თავისი დამახასიათებელი ნისნები აქვს.

უძველესი პერიოდი

რედაქტირება

მხატვრული ლიტერატურა რომში წარმოიშვა შედარებით გვიან. რომი უკვე ჩამოყალიბებული ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომელიც აკონტროლებდა თითქმის მთელ იტალიას, ხოლო ლიტერატურა კი როგორც ასეთი ჯერ ჩანასახოვან სტადიაზე იყო. ფართოდ გავრცელებული იყო ფოლკლორი, მითები და ლეგენდები, ასევე რიტუალური გიმნები, მაგრამ ლიტერატურა თანამედროვე გაგებით არ არსებობდა.

ლიტერატურის განვითარების ასეთ სურათზე ალბათ იმან იმოქმედა რომ ბერძნულ გავლენამდე რომაელები განიცდიდნენ ეტრუსკული კულტურის გავლენას, ხოლო ამ უკანასკნელებს უმეტესად რელიგიური დანისნულების მწერლობა ჰქონდათ და არა მხატვრული ლიტერატურა. შესაბამისად რომშიც მწერლობა რელიგიას ემსახურებოდა.

რომაული პოეზიის უძველესი ძეგლებიც სწორად რელიგიური გიმნებია. ტიტუს ლივიუსისგან ვიცით თუ რა სახით შემოვიდა ეტრუსკებისგან რელიგიური გიმნების სიმღერის ტრადიცია. ეს ძვ. წ. 364 წელს მოხდა, ეპიდემიის დროს ღმერთების გულის მოსაგებად რომაელებმა ეტრუსკი მომღერლები მოიწვიეს გიმნების შესასრულებლად.

რომაული ფოლკლორი როგორც ავღნისნეთ ძალიან მდიდარია. რომაელი ისტორიკოსები გადმოგვცემენ ქალაქის ისტორიას სავარაუდო დაარსების თარიღიდან ძვ. წ. 753 წლიდან საკმაოდ ზუსტად და დაწვრილებით, თუმცა ისინიც საკმაოდ კრიტიკულად აფასებენ ამ დაარსების სესახებ არსებულ გადმოცემებს. ლივიუსი გვამცნობს რომ ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს გა გადაწვეს, ამიტომ მანამდე მომხდარი მოვლენები არა დოკუმენტურად არამედ გადმოცემების სახით უფრო შემორჩა.

პირველ რომაელ მწერალად მიიჩნევენ აპიუს კლავდიუს ბრმას, რომელიც ძვ. წ. IV - III საუკუნეების პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან შექმნა სენტენციების კრებული, რომელმაც ძალიან მწირად მოაღწია ჩვენამდე, ჩაატარა ორთოგრაფიის რეფორმა, დაწერა იურიდიული ტრაქტატები და ერთი სამხედრო პოლიტიკური სიტყვა პიროსის წინააღმდეგ.

არქაული პერიოდი

რედაქტირება

დიდი საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ დაიწყო რომაული კულტურის ელინიზაცია. III საუკუნის შუა პერიოდისთვის ეტრურიამ დაკარგა თავისი პოლიტიკური და კულტურული მნისვნელობა, მათი გავლენა კი ბერძნულმა გავლენამ ჩაანაცვლა. თუ მანამდე განათლებულმა რომაელებმა მსობლიური ლათინურის გარდა იცოდნენ ეტრუსკული ენა ახლა უკვე ბერძნულს სწავლობდნენ. ამან გამოიწვია რომაელების მიერ ბერძნული ლიტერატურის გაცნობა, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული იყო.

რომში ბერძნული ლიტერატურის პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშა ლივიუს ანდრონიკუსმა, რომელიც ტყვედ იყო ჩამოყვანილი რომში. იგი ასწავლიდა ბერძნულ და ლათინურ ენებს. მან პირველად თარგმნა ჰომეროსის პოემა ოდისეა ლათინურად. ამის გარდა იგი თეატრისთვის წერდა და თარგმნიდა პიესებს. მიუხედავად იმისა რომ მის ლათინურს საკმაოდ ცუდად აფასებდნენ, მან მოახდინა რომის კულტურაში ნამდვილი რევოლუცია.

პირველი რომაელი პოეტი გახდა გნეუს ნევიუსი. იგი მოღვაწერობდა პირველი პუნიკური ომის შემდეგ. ნევიუსმა გაამდიდრა პოეზია და კომედია რომაული სიუჟეტებით. კომედიებში იგი ღიად დასცინოდა რომის სახელმწიფო მოღვაწეებს, რისთვისაც მოგვიანებით სასტიკად დაისაჯა. მან დაწერა პოემა "პირველი პუნიკური ომის შესახებ" რომელიც ძველ რომში ძალიან პოპულარული იყო.

მეორე განთქმული რომაელი პოეტი იყო კვინტუს ენიუსი, რომლის ეპიკურ პოემას ანალები ვერგილიუსის ენეიდამდე ბადალი არ ჰყავდა. მიუხედავად იმისა რომ იგი არ იყო ლათინი და ლათინური ენა მისთვის მსობლიური არ იყო, მან მოახდინა რომაულ პოეზიაში გადატრიალება. მან ლათინური პოეზიისთვის დამახასიათებელი ლექსის წყობა შეცვალა.

ფაილი:Cato.jpeg
კატონი უფროსი

პოეზიისგან და დრამისგან განსხვავებით პროზა რომში უფრო მოგვიანებით განვითარდა. რომაული პროზის პირველი ცნობილი წარმომადგენელია მარკუს პორციუს კატონი. იგი ძირითადად ისტორიასა და ორატორობაზე წერდა, რაც მოგვიანებით რომაული მხატვრული პროზის ძირითადი ჟანრები გახდა. კატონი ბერძნული გავლების დიდი მოწინააღმდეგე იყო და ცდილობდა თავისი პროზით დაემტკიცებინა რომ ბერძნული გავლენის გარეშეც შეუძლიათ რომაელებს საკუთარი ლიტერატურის შექმნა.

ისტორიოგრაფია რომაელთათვის არ იყო ახალი, მაგრამ კატონამდე რომაელი ისტოტრიკოსები (უმცროსი ანალისტები) წერდნენ ბერძნულად, რადგან რომის ისტორია წარმოადგენდა რომის სიდიადის პროპაგანდის საშუალებას ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ამიტომ განკუთვნილი იყო არა რომაელებისთვის არამედ უმეტესად ბერძნებისთვის.

ციცერონისთვის ცნობილი იყო კატონის 150 სიტყვა. მის ნაწარმოებებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო "საწყისები" (Origines), რომისა და იტალიის ისტორიის შესახებ. ჩვენამდე სრულად კატონის ვერცერთმა ნაწარმოებმა ვერ მოაღწია.

მოცემული პერიოდის ყველაზე გამოჩენილი რომაელი კომედიოგრაფი იყო ტიტუს მაკციუს პლავტუსი. მას 130 კომედიას მიაწერდნენ, მაგრამ ძვ. წ. I საუკუნეში რომაელმა მეცნიერმა ვარონმა მხოლოდ 21 კომედია მიიჩნია ნამდვილად პლავტუსის ავტორობით. ამ კომედიებმა დღემდე მოაღწია. მათ შორის ყველაზე პოპულარულებია "განძი", "კურკულიონი", "ტყუპები", "ტრაბახა მეომარი", "მატყუარა მონა", "ტყვეები" და "ამფიტრიონი".

პუბლიუს ტერენციუსი წარმოშვებით კართაგენელი იყო. მან დაწერა 6 კომედია, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ესენია: "ადრიანიკა" (ძვ. წ. 166), "დედამთილი" (ძვ. წ. 165), "თვითმგვემი" (ძვ. წ. 163), "საჭურისი" (ძვ. წ. 161), "ფორმიონი" (ძვ. წ. 161) და "ძმები" (ძვ. წ. 160). მისი კომედიები უკვე სუფთა რომაული იყო და მოქმედი პირები არა ბერძნები, არამედ რომაელები იყვნენ.

ტრაგედია

რედაქტირება

კომედიაზე მეტად, ბერძნული გავლენა იგრძნობა რომაულ ტრაგედიაში. რომში ტრაგედიებს წერდნენ ენიუსი და სხვა დრამატურგები, მაგრამ ტრაგედიამ ვერ დაიმკვიდრა რომში თავი. რამდენადაც პოპულარული იყო კომედია, იმდენად წარუმატებელი გახდა ტრაგედია. თანაც რომაულ მითოლოგიაში ტრაგედიისთვის შესაბამისი სიუჟეტები არ არსებობდა. ამრიგად ტრაგედიამ რომის ფართო მასებში პოპულარობას ვერ მიაღწია და ვიწრო განათლებული წრის ხვედრი გახდა.

ლიტერატურის ოქროს ხანა

რედაქტირება

ლიტერატურის კლასიკური პერიოდი იწყება ძვ. წ. II საუკუნის ბოლოდან. ლიტერატურის საგანი გახდა პოლიტიკური მდგომარეობა და რომში წარმოიშვა პუბლიცისტიკა. პოლიტიკოსები თავის სიტყვებს აქვეყნებენ, წერენ ბიოგრაფიებს და ავტობიოგრაფიებს, მემუარებს და ა.შ. გაიუს გრაქხუსი თავის პოლიტიკურ პროგრამას აქვეყნებს "ეპისტოლეს" სახით. ამ პერიოდში ასევე სწრაფად განვითარდა ისტორიოგრაფია. საბოლოოდ გარომაულდა კომედიაც. ამ ჟანრმა ჩამოიშორა ბერძნული სიუჟეტების გავლენა და სუფთა რომაულ რეალიებს ასახავდა.

რომში წარმოიშვა სრულიად ახალი ჟანრი, რომელსაც არ აქვს ანალოგი ბერძნულ ლიტერატურაში, ეს არის სატირა. სატირის ფუძემდებელი არის გაიუს ლუცილიუსი. სატირაში ავტორი უშიშრად აკრიტიკებდა თავის თანამედროვეობის ზნეობის ვარდნას. ამ ჟანრმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა.

 
ციცერონი

ოქროს ხანის ლათინური პროზის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია მარკუს ტულიუს ციცერონი. რომის რესპუბლიკის უდიდესი ორატორის მოღვაწეობით იწყება ლათინური ლიტერატურის ოქროს ხანა, ანუ კლასიკური ლათინური.

ციცერონის ლიტერატურული მოღვაწეობა ზალიან მდიდარია. მას ეკუთვნის სიტყვები ორატორულ ხელოვნებაზე, იურისპრუდენციაზე, რომაულ სამართალზე, სახელმწიფო წყობაზე და ა.შ. მის ორატორულ ხელოვნებაში ლათინური ენა აყვანილია ახალ სიმაღლეებზე. მას ასევე ეკუთვნის ნამუშევრები ორატორული ხელოვნების თეორიაზე, ფილოსოფიაზე და ისტორიაზე.

გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა რომაელი ლიტერატორებისთვის მისაბაძი ეტალონი.


გაიუს იულიუს კეისარი რომაული ლიტერატურის სრულიად განსხვავებულ სტილს გვთავაზობს. მისი ორატორობა სრულიად განსხვავდება ციცერონისეულ გამდიდრებული აზიური სტილისგან. იგი იყო მშრალი ლაკონიური ახალატიური სტილის წარმომადგენელი, თუმცა სიმშრალე მის ლიტერატურას სულაც არ ავნებს. კეისარის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია "გალური ომების შესახებ ჩანაწერებმა" და "სამოქალაქო ომის შესახებ ჩანაწერებმა". ამ ნაწარმოებების ენა ლაკონიური და მკაფიოა.

ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ ორატორები გორტენზიუსი, მარკუს ბრუტუსი, მაგრამ მათმა შემოქმედებამ ჩვენამდე ვერ მოაღწია.

პროზის ერთერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო მარკუს ტერენციუს ვარონი, რომელიც წერდა ფილოსოფიაზე, ფილოლოგიაზე, სიძველეებზე, ორატორობის თეორიაზე, სამართალზე, ნავიგაციაზე, სასოფლო მეურნეობაზე და ა.შ. კატონის შემდეგ იგი იყო რომაული მეცნიერული პროზის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.

ისტორიოგრაფია

რედაქტირება

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ პერიოდში განვითარდა რომაული ისტორიოგრაფიაც. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ ტიტუს ლივიუსი, გაიუს სალუსტიუს კრისპუსი და კორნელიუს ნეპოსი. მათ ლიტერატურა ახალ დონეზე აიყვანეს, როდესაც მხატვრულ პროზას უკვე ორატორობასთან ჭიდილი შეეძლო.

 
ტიტუს ლივიუსი

ტიტუს ლივიუსმა ახალი დიდი ნაბიჯი გადადგა რომაულ ისტორიოგრაფიაში. მან დაისახა გრანდიოზული ამოცანა - აღეწერა რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან. თანამედროვე მკვლევარები ლივიუსს აბრალებენ ანალიზის არ ქონას და წყაროებისადმი ზედმეტ ნდობას, მაგრამ ლივიუს არც ჰქონდა მიზნად დასახყული მოვლენების გაანალიზება, ხოლო რაც შეეხება წყაროებს იგი თვითონ უსვავს ხაზს რომის დაარსების ლეგენდისადმი კრიტიკულ დამოკიდებულებას, შემდეგ კი გალების მიერ რომის აღებაზე იგი მიუთითებს რომ მანამდე აღწერილი მოვლენები ნახევრად ლეგენდარულია და გადმოცემებითაა ცნობილი. კრიტიკის მიუხედავად უნდა ვაღიაროთ რომ ლივიუსის ნაშრომი ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მოცემულ დარგში. სამწუხაროდ მისი ისტორიის მხოლოდ 1/4 მოაღწია ჩვენამდე.

ლივიუსის ლიტერატურული ნიჭი კი ყველა შეფასებით, უმაღლეს დონეზეა. იგი ცოცხალი ენით აღწერს მოვლენებს, გადმოგვცემს გმირების სიტყვებს და მიისწრაფის წარსულის გმირობები ახალი თაობისთვის მაგალითი გახადოს. როგორც ლიტერატურულ ეპოსს, „რომის ისტორიას“ ბადალი არ ჰყავს. ერთერთმა თანამედროვე მკვლევარმა ლივიუსს რომაელი ჰომეროსი უწოდა.

 
ჰორაციუსი

რომაული პოეზიის ოქროს ხანა უფრო გვიან დადგა, ოქტავიან ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში. პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოების როლის შემცირებამ და ერთპიროვნული მმართველობის ჩამოყალიბებამ ორატორობას მნისვნელობა შეუმცირა, მაგრამ პოეზიის განვითარებას მისცა ბიძგი. ამ დროს მოდაში შემოდის ნაწარმოებების საჯაროთ კითხვა და ლიტერატურული წრეების ჩამოყალიბება. ყველაზე ცნობილია მეცენატის წრე, რომელშიც შედიოდნენ ვერგილიუსი და ჰორაციუსი, რომლებიც რომაული პოეზიის უმნიშვნელოვანესს წარმომადგენლებად ითვლებიან. ვერგილიუსის ყველაზე მნიშვნელოვანი პოემაა "ენეიდა", რომელის ლათინური ეპიკური პოეზიის შედევრს წარმოადგენს.

 
ოვიდიუსი

ჰორაციუსი წერდა ლირიკულ ლექსებს, ოდებს. მის შემოქმედებაში იგრძნობა ბერძნული პოეზიის დიდი გავლენა. ამავე პერიოდში განვითარდა ელეგია, რომელიც მაშინ არ მიეკუთვნელობა ლირიკურ პოეზიას. ელეგია როგორც წესი სასიყვარულო ჟანრი იყო. ამ ჟანრის ცნობილიწარმომადგენლები არიან ალბიუს ტიბულუსი, სექსტუს პროპერციუსი და პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი. სწორეთ ამ პოეტების შემოქმედებაა რომაული პოეზიის ოქროს ხანა.

იხ. ასევე: