ძველი რომის ისტორია/იტალიის დაპყრობა

რომის რესპუბლიკამ გრძნელი გზა განვლო ქალაქ-სახელმწიფოდან ხმელთაშუაზღის ჰეგემონამდე. ძვ. წ. 390 წელს რომი გალებმა აიღეს და დაწვეს, მაგრამ ამან კი არ მოტეხა რომაელები, არამედ უკვე 40 წლის შემდეგ მათ ლათინური ომის შედეგად დაიმორჩილეს ლათინები, გადაიტანეს სამი სამნიტური ომი, რის შედეგადაც გაბატონდნენ სამხრეთ იტალიაში და ეტრუსკებთან ომმა მოუტანა ეტრუსკებზე ბატონობაც.

რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდში ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ლიდერობდნენ ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები და კართაგენი. მათ შორის განუწყვეტლივ ომები მომდინარეობდა. ძვ. წ. III საუკუნეში საერთაშორისო ასპარეზზე გამოვიდა გაძლიერებული რომის რესპუბლიკა. იტალიაში არსებული ბერძნული ქალაქები ხანგძლივი ომების შედეგად ძალიან დასუსტდნენ. ამ დროისთვის დამოუკიდებლობა მხოლოდ იტალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქემბა, ელიუსმა და რეგიუსმა შეინარჩუნეს. სიცილიაზე ყველაზე ძლიერი ქალაქი იყო სირაკუზები, რომელსაც მთელი კუნძული ემორჩილებოდა, მაგრამ კართაგენთან ხანგძლივი ომების შედეგად ისიც ძალიან დასუსტდა.

რომაელებმა აპენინების ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის დაბყრობის შემდეგ, გაილაშქრეს იტალისს ბერძნულ ქალაქებზე. ”დიდი საბერძნეთისთვის”, როგორც უწოდბდნენ ბერძნულ კოლონიებს სამხრეთ იტალიაში, რომაელებს მოუწიათ ბრძოლა მძლავს უცხოელ მეფესთან - პიროსთან ეპიროსიდან. ეს რომაელთათვის სრულიად ცხვაგვარი ომი იყო. აქ მათ პირველად მოუწიათ შეხვედრა ბერძნული არმიის ტაქტიკასთან და სტრატეგიასთან და ასევე შიშის მომღვრელ ცხოველებთან - სპილოებთან.

ქალაქ რომის გეგმა რესპუბლიკის პერიოდში

მოიხედავად იმისა რომ რომისთვის პიროსთან ომი განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა, მათ მოახერხეს ამ ომიდან არა მხოლოდ გამარჯვებით გამოსვლა, არამედ შეიძინეს ახალი გამოცდილება და მზად იყვნენ უფრო ფართო საერთაშორისო ასპარეზისთვის გაეგრძელებინათ ბრძოლა.

პირველი სამნიტური ომი

რედაქტირება

პირველი სამნიტური ომით რომის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, ამიერიდან რომი მიისწრაფის აპენინის ნახევარკუნძულზე ჰეგემონობისაკენ და ეყრება საფუძველი რომის იმპერიას.

სამნიტები თავს დაესხნენ დაუცველ სიდიცინებს, რომლებმაც დახმარება კამპანიელებს სთხოვეს. ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ სამნიტებთან ომის ძალა, რაც სამნიტებთან ორ წაგებულ ბრძოლაში გამოვლინდა. ამ მიზეზებით კამპანიელებმა რომის სენატში ელჩები გაგზავნეს, აღუქვეს რომაელებს სრული მორჩილება დახმარების სანაცვლოდ. რომაელებს მოეწონათ ეს წინადადება, ვინაიდან კამპანიის მიწები ძალიან მოსავლიანი იყო.

სამნიტები ამ დროს რომის მოკავშირეები იყვნენ, ამიტომ რომაელებს იმედი ჰქონდათ რომ საკითხი დიპლომატიური მოლაპარაკებებით გადაიჭრებოდა. ამ მიზნით მათ სამნიტებთან ელჩები გააგზავნეს, მაგრამ მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდა, სამნიტებმა უარი განაცხადეს ომის შეწყვეტაზე.

ასეთი პასუხის მიღების შემდეგ რომაელმა ხალხმა სამნიტებს ომი გამოუცხადა.

კონსული მარკუს ვალერიუს კორვუსი ლეგიონებით გაემართა კამპანიისკენ, ხოლო მეორე კონსული ავლუს კორნელიუს კოსუსი სამნიუმში. პირველი მათგანი დაბანაკდა მთა გავრთან, მეორე კი სატიკულასთან. სამნიტები პირველ რიგში ვალერიუსს დაუპირისპირდნენ.

პირველ ბრძოლაში რომაელებს სამნიტებისგან გააფთრებული წინააღმდეგობა დახვდათ, დღის ბოლომდე გაურკვეველი იყო გამარჯვებული და მხოლოდ მზის ჩასვლისას დაიხიეს სამნიტებმა. დამარცხებულმა სამნიტებმა იმავე ღამეს დატოვეს ბანაკი.

კონსულ კორნელიუს საქმე კი სხვაგვარად ჰქონდა, მან შეცდომით ჯარი ტყით დაფარულ მთებში შეიყვანა, ხოლო როდესაც შენიშნეს ჩასაფრებული სამნიტები, უსაფრთხო ადგილას გადასვლა შეუძლებელი გახდა. სამხედრო ტრიბუნმა პუბლიუს დეციუსმა შენიშნა ჩასაფრებულების ზემოთ არსებული ბორცვი, რომელიც სამნიტებს არ ჰქონდათ დაკავებული და შესთავაზა კონსულს მცირე რაზმით იქ ასვლა, რათა სამნიტების ყურადღება მიეპყრო და ლეგიონები უსაფრთხოდ გასულიყვნენ ტყიდან. ამ მანევრმა გაამართლა, ლეგიონებმა თავი დააღწიეს ტყეს, ხოლო პუბლიუს დეციუსის რაზმი შემაღლებაზე გამაგრდა. ღამით კი ეს რაზმი ჩუმად გაიპარა ბორცვიდან და მეორე დილას უკვე შეუერთდა დანარჩენ ლეგიონებს.

ამ გმირობისთვის კონსულმა დააჯილდოვა პუბლიუს დეციუსი, ხოლო მის რაზმში მყოფმა ჯარისკაცებმა მას ბალახის გვირგვინი უბოძეს.

სვესულასთან ბრძოლა

რედაქტირება

მარკუს ვალერიუს კორვუსთან პირველ შეტაკებაში დამარცხებულმა სამნიტებმა კვლავ მოიკრიფეს ძალები და სვესულასკენ გაემართნენ. სვესულელებმა შიკრიკი გააგზავნეს კაპუაში მყოფ მარკუს ვალერიუსთან, რომელიც თავისი ლეგიონებით გაემართა სვესულელთა დასახმარებლათ. კონსულმა ბრძანა რომ ჯარისკაცებს მხოლოდ იმდენი სანოვაგე წამოეღოთ რამდენსაც შეძლებდნენ თავისი ხელბარგით.

რომაელები მტრის ბანაკის სიახლოვეში დაბანაკდნენ. სამნიტები მაშინვე საბრძოლოდ გაემზადნენ, მაგრამ როდესაც ნახეს რომ რომაული ბანაკიდან მათთან არავინ არ გამოდის, თვითონ მიუახლოვდნენ. რომაელთა ბანაკი იმდენად მცირე იყო, რომ ამან შეაგულიანა სამნიტები და მათ მოითხოვეს ბანაკის მაშინვე აღება, მაგრამ მეთაურებმა დაუშალეს.

სამნიტებს სანოვაგე ძალიან უჭირდათ, ამიტომ ვინაიდან რომაელები არ ჩქარობდნენ ბრძოლას, მათმა მეთაურება ნება დართეს მებრძოლებს მიმდებარე სოფლები გაეძარცვათ. მარკუს ვალერიუსმა ამით ისარგებლა და ბანაკს მაშუინ დაესხა თავს როდესაც იქ მხოლოდ ყარაულები იყვნენ.

ბევრი სამნიტი კარვებშივე დაიღუპა, ბანაკში კონსულმა ორი ლეგიონი დატოვა და აუკრძალა დანარჩენთა დაბრუნებამდე ბანაკის გაძარცვა. თვითონ კი გაემართა დანარჩენი სამნიტების დასაჭერად. წინ გაშვებულმა მხედრებმა შეძლეს მიმოფანტული სამნიტების ერთად შეყრა და წამოწეულმა რომაელმა ჯარისკაცებმა უამრავი მტერი გაწყვიტა.

ამ ბრძოლის შემდეგ კონსულს 40 000 ფარი მოუტანეს, დაღუპული რა თქმა უნდა უფრო ცოტა იყო. ხოლო შეპყრობილი სამხედრო შტანდარტები კი 170 იყო. გამარჯვებულები დაბრუნდნენ მტრის ბანაკში, სადაც ყველაფერი ჯარისკაცების ნადავლი გახდა.

ამ გამარჯვებას ფართო საერთაშო რეზონანსი მოყვა. ლათინებმა, რომლებსაც უკვე მზად ჰქონდათ ლეგიონები რომთან საომრად, გადააფიქრებინა ომის დაწყება, სხვა ერებმაც იჩქარეს რომთან მეგობრული ხელშეკრულებების გაახლება, კართაგენიდანაც მოვიდნენ ელჩები ამ გამარჯვების მოსალოცად.


სვესულასთან ბრძოლა მოხდა როდესაც მარკუს ვალერიუსის მიერ დამარცხებულმა სამნიტებმა მოიკრიფეს ძალები და კიდევ ერთხელ სცადეს შეტევა. კონსულმა იხელთა მომენტი როდესაც სამნიტები გარშემო ველებს ძარცვავენ და აიღო მათი ბანაკი, ნადავლი კი ჯარისკაცებს გაუნაწილა. ამ გამარჯვებას ფართო საერთაშო რეზონანსი მოყვა. ლათინებმა, რომლებსაც უკვე მზად ჰქონდათ ლეგიონები რომთან საობრად, გადააფიქრებინა ომის დაწყება, სხვა არებმაც იჩქარეს რომთან მეგობრული ხელშეკრულებების გაახლება, კართაგენიდანაც მოვიდნენ ელჩები ამ გამარჯვების მოსალოცად.

ორივე კონსული ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდა, კონსულებზე არანაკლები დიდება ხვდა წილად პუბლიუს დეციუსსაც. კამპენში და სვესულაში ზამთარში გააგზავნეს სადარაჯო რაზმები სამნიტებისგან დასაცავად.

შემდეგ ძვ. წ. 342 წელს კონსულები გახდნენ გაიუს მარციუს რუტილუსი და კვინტუს სერვილიუსი. პირველ მათგანს ერგო კამპენი, ხოლო მეორე რომში დარჩა. ამ წელს მნიშვნელოვანი ბრზოლები არ მომხდარა.

ძვ. წ. 341 წელს სამნიტებმა ელჩები გააგზავნეს რომის სენატში ზავის დასადებად. რომის სენატი დათანხვდა და ომი ამით დასრულდა. სამნიტებმა გადაუხადეს რომაელ ჯარისკაცებს ერთი წლის ხელფასი და სამი თვის სანოვაგე მისცეს.

ლათინური ომი

რედაქტირება

ლათინური ომის სახელით ისტორიაში შევიდა სამხედრო კონფლიქტი რომაელებსა და ლათინური ქალაქების გაერთიანებას შორის, ძვ. წ. 340 - ძვ. წ. 338 წლებში. ამ ომის შედეგად ლათინური ქალაქები რომმა საბოლოოდ დაიმორჩილა.

რომაელების და სამნიტების ომი ახალი დასრულებული იყო, როდესაც ლათინების, სიდიციენელების და კამპანიელების ჯარები შეიჭრნენ სამნიტების მიწებზე. სამნიტებმა რომში გაუშვეს ელჩობა, და აღდგენილი მეგობრული ხელშეკრულების თანახმად სთხოვეს დახმარება. კამპანიელებმა რომის მოთხოვნის შედეგად ნებაყოფლობით შეწყვიტეს საომარი მოქმედებები, ხოლო ლათინები რომაელებს ფაქტიურად აღარ ემორჩილებოდნენ.

რომაელები ხედავდნენ რომ შექმნილი სიტუაცია ლათინებთან ღია დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამიტომ რომაელებმა სენატში ლათინთა მეთაურები მოიწვიეს მოსალაპარაკებლად. ლათინებმა მოითხოვეს რომ ერთერთი კონსული მათი ყოფილიყოს არჩეული. რომის კონსულმა ტიტუს მანლიუსმა ეს მოთხოვნა დამამცირებლად მიიჩნია და დაუყონებლივ ომი გამოუცხადა ლათინებს.

რომაული და ლათინური ლეგიონები კაპუასთან დაბანაკდნენ. აქ რომის ორივე კონსულმა ერთიდაიგივე სიზმარი ნახეს, რომ ერთერთი მათგანი მსხვერპლად უნდა შეეწიროს ქვესკნელის ღმერთებს. კონსულებმა მოითათბირეს რომ მსხვერპლად ის შეეწირებოდა რომლის ჯარიც პირველი დაიწყებდა დახევას.

ბრძოლა ვეზუვის მთასთან

რედაქტირება

ბრძოლა ვეზუვის მთასთან მოხდა ლათინური ომის პირველ წელს, რომაელებსა და ლათინებს შორის.

რომაული და ლათინური ლეგიონები კაპუასთან დაბანაკდნენ. ღამით კონსულებმა ტიტუს მანლიუსმა და პუბლიუს დეციუს მუსმა ერთი და იგივე სიზმარი ნახეს, მათ გამოეცხადათ ღმერთი და უთხრა რომ ერთი ჯარის მხედართმთავარი და მეორე ჯარი ქვესკნელის ღმერთებს უნდა შეეწიროს მსხვერპლად.

კონსულები შეთანხმდნენ, რომ ის შესწირავდა თავს მხვერპლად, რომლის ჯარი პირველი დაიწყებდა დახევას. ამის შემდეგ მათ ლეგატები და ტრიბუნები გააფრთხილეს, რათა კონსულის ნებაყოფლობით დაღუპვას მეომართა სიმტკიცე არ გაეტეხა.

ბრძოლის წინ კონსულებმა მსხერპლშეწირვა მოაწყეს. მანლიუსის მსხვერპლი უკეთსი აღმოჩნდა ვიდრე დეციუსის, ამაზე დეციუსმა თქვა: "რადგან ჩემს კოლეგას კარგად წაუვა საქმე, ესე იგი ყველაფერი კარგადაა".

ბრძოლა დაიწყო. მანლიუსი მარჯვენა ფრთას უძღვებოდა, დეციუსი მარცხენას. თავიდან ორივე მხარეს ძალთა თანაფარდობა იყო, შემდეგ მარცხენა ფრთაზე რომაელებმა დახევა დაიწყეს. ამ დროს პუბლიუს დეციუსმა დაუძახა პონტიფიკუსს და სთხოვა შეესრულებინა მისივე მსხვერპლად შეწირვის რიტუალი. პონტიფიკუსმა მარკუს ვალერიუსმა ტოგა პრეტექსტა თავზე მოიხვია, შუბზე დადგა, ხელით ნიკაპს შეეხო და წარმოთქვა შესაბამისი ლოცვა.

ამის შემდეგ დეციუსმა მანლიუს გაუგზავნა ლიქტორები იმის გადასაცემად რომ იგი თავს მსხვერპლად წირავს, ამხედრდა ცხენზე და შეიჭრა მტრის რიგებში. მას ორივე ლაშქრობა კარგად ხედავდა ლათინები კი ამ საქციელმა დააფრთხო პირველ წუთებში, შემდეგ კი ისინი ერთიანად ეძგერნენ კონსულს.

რომაელებმა სძლიეს ლათინებს ვეზუვისთან ბრძოლაში. იმ საღამოს პუბლიუს დეციუსის ცხედრის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, იგი მხოლოდ მეორე დილას იპოვეს და დიდი პატივით დაკრძალეს.

დამარცხებული ლათინები ქალაქ ვესციუმში შეიკრიბნენ. მათ მალევე შეკრიბეს ლათინებისგან და ვოლსკებისგან დაკომპლექტებული ჯარი. ამ ჯარს რომაელები შეებრძოლნენ ტრიფანუმთან, სადაც რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს ლათინებიც და კამპანიელებიც, რის შემდეგაც დაიკავეს მათი მიწები.


ლაციუმს და კაპუას მიწების ნაწილი ჩამოაჭრეს და რომაელ პლებს გაუნაწილეს. რომაელებმა ამ ომის შედეგად საბოლოოდ დაიმორჩილეს ლათინები და კამპანიელები.

მეორე სამნიტური ომი

რედაქტირება

მეორე სამნიტური ომი ანუ დიდი სამნიტური ომი გახდა იტალიაში რომაელთა დომინანტობისკენ გადადგმული კიდევ ერთი დაბიჯი. ამ ომს წინ უძღვოდა პირველი სამნიტური ომი და ლათინური ომი. იგი დაიწყო ძვ. წ. 326 წელს და გასტანა 20 წელიწადზე მეტხანს, ძვ. წ. 304 წლამდე.

ძვ. წ. 328 წელს პალეოპოლის და ნეაპოლის მცხოვრები ბერძნები იჭრებოდნენ კამპანიაში რომაულ დასახლებებში და არბევდნენ მათ. რომაელებმა გაგზავნეს ბერძნებთან ელჩები დაკმაყოფილების მოსათხოვნად, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა. ცხადი იყო რომ ბერძნებთან ერთად ომს სამნიტებიც დაიწყებდნენ და თვით კამპანიელებიც აჯანყდებოდნენ.

ომის დაწყებამდე რომაელებმა სამნიტებთან ელჩები გაუშვეს. ეს მოლაპარაკებაც უშედეგო აღმოჩნდა, ცხადი იყო რომ სამნიტებს მიუხედავად წინა ომში დამარცხებისა, ახალი ომი სწყურიათ.

პალეოპოლისთვის ბრძოლა

რედაქტირება

მხედართმთავრად კვინტუს პუბლიუს ფილონი დანიშნეს, მიუხედავად იმისა რომ მისი კონსულობის ვადა იწურებოდა, გადაწყვიტეს იგი პროკონსულად დაენიშნათ ომის ბოლომდე. იგი დაბანაკდა პალეოპოლსა და ნეაპოლს შორის, რათა ამ ერთმანეთის მოკავშირეებს არ შეძლებოდათ ერთმანეთის დახმარება.

ძვ. წ. 326 წელს ახალმა კონსულებმა სამნიტებს ოფიციალურად გამოუცხადეს ომი. ომის პირველ ეტაპზე რომაელებმა უკვე აიღეს სამი სამნიტური ქალაქი. ბერძნული ქალაქების ალყაც კარგად მიდიოდა. პალეოპოლის ალყის დაწყებამდე ვითომ დასაცავად ქალაქში სამნიტური ჯარი იყო შესული. ისინი ისე ექცნეოდნენ ბერძნებს როგორც დამპყრობლები, ამიტომ ბერძნებმა გადაწყვიტეს ჩაბარება. ძალით კი რომაელებს ქალაქის მხოლოდ იმ ნაწილის დაკავება მოუწიათ, რომელშიც სამნიტები იყვნენ გამაგრებულნი. პუბლიუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.

 
იტალია ძვ. წ. VII-III საუკუნეებში

შემდეგი საბრძოლო მოქმედებები

რედაქტირება

ამ წელს სამნიტების წინააღმდეგ ომისთვის დანიშნეს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი, რომლის მხედართა მეთაურად კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს რულიანუსი დაინიშნა. ლაშქრობა გაურკვეველი მკითხაობებით დაიწყო, ამიტომ დიქტატორი იძულებული იყო რომში დაბრუნებულიყო ხელმეორედ სამკითხაოდ. მან უბრძანა კვინტუს ფაბიუსს არ ჩართულიყო ბრძოლაში მისი ბრძანების გარეშე. ფაბიუსმა კი მზვერავთა მეშვეობით შეიტყო, რომ მტრის ბანაკში სრული უწესრიგობა სუფევს. ამიტომ მიუხედავად ბრძანებისა, იგი გაემართა იმბრინიუმისკენ და დაიწყო სამნიტებთან ბრძოლა.

რომაელებმა ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. კვინტუს ფაბიუსმა მოგროვილი მტრის შეიარაღება დაწვა და გამარჯვების შესახებ წერილი დიქტატორს კი არა, სენატს გაუგზავნა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა რომ დიქტატორს მისი დიდება წაერთმია ან გაეზიარებინა. განრისხებული დიქტატორი უმალვე გაემართა სამხედრო ბანაკისკენ. ფაბიუსს მოუწია სასწრაფოდ რომში დაბრუნება. ეს ბრძოლა კინარამ სიცოცხლის ფასად დაუჯა მას, მაგრამ მან და მისმა მომხრეებმა შეძლეს სასამართლოს მოგება და იგი გაამართლეს.

სასამართლოს წაგების შემდეგ დიქტატორი დაბრუნდა სამხედრო ბანაკში. აქ მას საბრძოლველად გამზადებული სამნიტები დახვდნენ. დიქტატორი ყველნაერად ეცადა ბრძოლა რაც შეიძლება წარმატებულად ჩაეტარებინა, მართლაც მისი სტრატეგია უწუნო იყო, მაგრამ ჯარისკაცები სპეციალურად აჭიანურებდნენ საქმეს. მიუხედავად ამისა, რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს.

დიქტატორი სწორად მიხვდა თუ რა უშლიდა ხელს მის პოპულარობას, ამიტომ მან შემოუარა ყველა დაჭრილ ჯარისკაცს და პირადად მოიკითხა. ასეთმა საქციელმა მართლაც გაზარდა მისი პოპულარობა. ამრიგად შემდეგ ბრძოლაში მათ სამნიტებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. ამის შემდეგ რომაელებმა სამნიტების მიწაზე თარეში დაიწყეს. ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ რომაელებისთვის დასაპირისპირებელი ძალა და დიქტატორს ზავი სთხოვეს. სამნიტებს მოუწიათ რომაელი ჯარისკაცებისთვის ერთი წლის ხელფასის გადახდა და ტანსაცმლის მიცემა, შემდეგ კი მათი ელჩები სენატში გაემართნენ ზავის სათხოვნელად.

დიქტატორი ქალაქში ტრიუმფით დაბრუნდა. სამნიტებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთწლიანი ზავი დაიდო.

ამ წელს კი მიღებული ინფორმაციის თანახმად სამნიტები აგროვებდნენ ჯარს. დიქტატორმა ავლუს კორნელიუს არვინუსმა შეკრიბა ჯარი და სამნიტებისკენ გაილაშქრა. რომაული ბანაკი სამნიტების ჯართან ძალიან ახლოს აღმოჩნდა და დიქტატორი მიხვდა რომ ბრძოლა უფრო მალე გაიმართებოდა ვიდრე იგი ელოდა. ღამით მან სცადა სამნიტების მოტყუება და ჯარის ბანაკიდან გაყვანა, მაგრამ სიახლოვის გამო მოტყუება არ გამოვიდა. სამნიტელი მხედრედრები ფეხდაფეხ გამოედევნენ რომაელებს, თუმცა ბრძოლის დაწყებას ღამით ვერ ბედავდნენ.

გათენებისას კი სამნიტებმა დაიწყეს რომაელთა შევიწროვება. დიქტატორს მოუწია ბრძოლის დაწყება. მთელი დღე ძალიან მძიმე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და გაურკვეველი იყო ვის ეკუთვნოდა გამარჯვება, სანამ სამნიტებმა არ გაიგეს რომ რომაელთა სანოვაგე ჯარისგან შორს დაუცველი იყო, სიხარბემ მათში იმარჯვა და ისინი გაემართნენ ნადავლის მოსაპოვებლად.

როდესაც ამის შესახებ დიქტატორს მოახსენეს, მან ჯერ ბრძანა მოთმინება, სანამ სამნიტები დაიტვირთებიან ნადავლით, შემდეგ კი თავის მხედართა მეთაურს, მარკუს ფაბიუს ამბუსტუსს უბრძანა შებრძოლებოდნენ სამნიტ მხედრებს, სანამ ისინი ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.

ფაბიუსის მხედრებმა გაანადგურეს მტრის მხედრები და მობრუნდნენ ბრძოლის ველზე. მათ ზურგიდან შეუტიეს სამნიტებს. როდესაც ეს რომაელმა ქვეითებმა შენიშნეს, იმედმოცემულებმა უფრო მაგრად შეუტიეს სამნიტებს. სამნიტთა ჯარი ორივე მხრიდან ალყაში მოექცა და სრულიად განადგურდა.

ამ ბრძოლამ სამნიტებს იმხელა დარტყმა მიაყენა, რომ ისინი ყველაფრის ფასად მზად იყვნენ რომაელებთან სამშვიდობო ხელშეკრულება დაედოთ. ამისთვის მათ რომში მთელი ნადავლი გააგზავნეს, მაგრამ რომაელებმა მხოლოდ ის აიღეს რისი პატრონიც მოიძებნა და ყოველგვარ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს. დიქტატორმა კი ტრიუმფი გადაიხადა.

კავდიუმის მშვიდობა

რედაქტირება

კავდიუმის მშვიდობის (ლათ. Caudina pax) სახელით ისტორიაში შევიდა ძვ. წ. 321 წელს რომაული ლეგიონების კავდიუმის ხეობაში დატყვევება სამნიტების მიერ და მათი ჩაბარება. მეორე სამნიტური ომის დროს ეს სამნიტების ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მაგრამ მისი გამოყენება მათ ვერ შეძლეს.

სამნიტების მხედართმთავარი გაიუს პონტიუსი ჯარებით საიდუმლოდ დაბანაკდა კავდიუმთან. კალატიუმში კი, სადაც რომაელთა ბანაკი იყო, გააგზავნა მწყემსებად გადაცმული მეომრები, რათა მათ ჭორები გაევრცელებინათ, თითქოს და სამნიტები აპულიაში არიან ლუცერიუმის ალყით დაკავებულნი. ამის შესახებ ჭორები წინასწარ გავრცელებული იყო, და რომაელთა მიერ ყველა ტყვედ აყვანილი სამნიტი ამას იმეორებდა, რამაც რომაელები საბოლოოდ დაარწმუნა. ლუცერიუმისკენ ორი გზა მიდიოდა, ფართო და უსაფრთხო გზისპირა გზა გრძელი იყო, ხოლო მოკლე გზა ვიწყო კავდიუმის ხეობაში გადიოდა. რომაელებმაც ეს მეორე გზა არჩიეს. კავდიუმის ხეობა ორ ღრმა და ვიწყო ხევს წარმოადგენდა, მათ შორის კი დაჭაობებული ველი იყო.

როდესაც რომაელებმა გაიარეს პირველი ხეობა, მინდორზე გავიდნენ და მეორე ხეობისკენ დაიძვრნენ, იქ აღმოაჩინეს რომ ხეობა ჩახერგილია დიდი მორებით და ქვებით. უკვე ცხადი იყო რომ რომაული ლეგიონები ხაფანგში მოხვდნენ. რომაელები უკან გაეშურნენ და მეორე ხეობაც უკვე ჩაკეტილი დახვდათ ხეებით და შეიარაღებული ხალხის მიერ. დაბნეულმა რომაელებმა დაიწყეს ბანაკისთვის გამაგრებების აშენება, თუმცა კარგად ხვდებოდნენ რომ ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა. რომაელთა მორალური მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.

სამნიტებმა კი არ იცოდნენ როგორ გამოეყენებინათ თავისი წარმატება. მათ გადაწყვიტეს მიეწერათ მხედართმთავრის მამისთვის გერენიუს პონტიუსისთვის, რომელიც განთქმული იყო სიბრძნით. იგი უკვე ძალიან ხანდაზმული იყო და ჩამოშორებული იყო სახელმწიფო მოღვაწეობას. როდესაც მან შეიტყო რომაული ლეგიონების ამბავი, მან მიწერა თავის ვაჟს: რაც შეიძლება სწრაფად გაუშვით რომაელები და არაფერი არ ავნოთ მათ. ეს რჩევა უარყვეს და თავიდან გაუგზავნეს მას სიკრიკი სხვა რჩევისთვის. მეორედ მან ასეთი რჩევა მისცა: ყველა მოკალით, არავინ არ დაინდოთ.

ამ ორმა, ერთმანეთის გამომრიცხავმა რჩევამ დააბნია სამნიტები და მათ კრება მოიწვიეს. მოხუცი გენერიუსი ეტლით მოიყვანეს კრებაზე და მიდსი რჩევების განმარტება სთხოვეს. მოხუცმა თქვა, თუ კი სამნიტები რომაელებს უვნებლად გაუშვებენ, მაშინ ეს უკანასკნელნი აღარ იტყვიან უარს ომის დამთავრებაზე და ეს ნაბიჯი ხანგძლივი მსვიდობის მომტანი იქნება. ხოლო თუ ეს არ უნდათ მაშინ ყველა უნდა გაწყვიტონ, ვინაიდან რომაელებს სხვა ჯარი არ ყავთ და ამ დანაკარგის მოშუშებას საკმაო ხანს მოუნდებიან. ხოლო მესამე გზა საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან თუ სამნიტები რომაელებს დამცირებულებს და დამარცხებულებს გაუშვებენ, ამით ვერც მეგობრობას მოიპოვებენ და ვერც მტრებს ვერ დაამარცხებენ, ხოლო გაბოროტებული რომაელები მალევე საშინლად იძიებენ შურს.

მეომრებმა არცერთი რჩევა არ მიიღეს და მესამე გზა აირჩიეს.

რომაელებისთვის ხეობაში ტყვეობა მალე გახდა გაუსაძლისი და მათ ჯერ თანაბარ პირობებზე ზავი მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ ბრძოლა შესთავაზეს სამნიტებს, ამაზე სამნიტმა მხედართმთავარმა უპასუხა რომ ომი დამთავრებულია და რადგან რომაელი ტყვეები ვერ ეგუებიან თავიანთ მდგომარეობას, მათ შიშვლებს და იარაღაყრილებს უღელქვეშ გაატარებენ. სხვა ყველა მხრივ კი ორვე მხარისთვის პირობები თანაბარი იქნება. რომაელებმა უნდა გაიყვანონ დასახლებები და ჯარები სამნიუმიდან და ორივე ერმა თავისი კანონებისამებრ იცხოვროს.

რომაელებისთვის ეს პირობები ძალიან დამამცირებელი იყო, მაგრამ ვინაიდან რომს სხვა ჯარი არ ჰყავდა და მათი დაღუპვა ძალიან დიდი დანაკარგი იქნებოდა სახელმწიფოსთვის, კონსულებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების გაგრძელება. მათ დათქვეს თარიღი, როდესაც სამნიტებს გადასცემდნენ მძევლებს და ისინი კი განიარარებულ ჯარს გაუშვებდნენ.

მეომრები კონსულების მიმართ სიბრაზეს არ მალავდნენ, ჯერ ასეთ ხაფანგში გააბეს, ახლა კი ეგუებიან დამცირებას.

სამნიტებმა განიარაღებული რომაელები გამოიყვანეს ხეობიდან, შემდეგ ლიქტორებს უბრზანეს კონსულების დატოვება და ჩამოართვეს ამ უკანასკნელთ მათი ძალაუფლების სიმბოლოები. შემდეგ კი კონსულების და ყველა მეომარი უღელქვეშ გაატარეს. დარცხვენილი რომაელები გაემართნენ რომისკენ.

რომში უკვე იცოდნენ მომხდარი ამბების შესახებ. როდესაც კი სამარცხვინო ზავის შესახებ გაიგეს ყოველგვარი ბრძანების გარეშე მთელმა ქალაქმა გლოვა დაიწყო. მეომრებმა კი სიცხვილით ვერ გაბედეს ქალაქში დღისით შესვლა, ისინი ღამით დაბრუნდნენ და სახლებში ჩაიკეტნენ. კონსულებიც ასევე მოიქცნენ, მხოლოდ დიქტატორი დანიშნეს არჩევნების ჩასატარებლად.

ახალი კონსულები გახდნენ კვინტუს პუბლილიუს ფილონი და ლუციუს პაპრიუს კურსორი. როდესაც მძევლების გადაცემის დრო დადგა, ყოფილმა კონფულმა მოითხოვა რომ ისინი უმალვე გადაეცათ ბორკილდადებულნი. გადაცემის შემდეგ კანონისამებრს მძევლები სამნიტების მოქალაქეები ხდებოდნენ. მძევლად გადაცემულმა ყოფილმა კონსულმა სპურიუს პოსტუმიუსმა მაშინვე მიაყენა სეურაცხყოფა რომის ელჩს და წიხლი ჰკრა მას, რითაც რომაელებს საბაბი მისცა დაერღვიათ სამშვიდობო ხელშეკრულება და გაეახლებინათ ომი. გაიუს პონტიუსს კი მისი უსისხლო გამარჯვება წყალში ჩაუვარდა.


ძვ. წ. 316 დიქტატორად ლუციუს ემილიუსი დანიშნეს. მან დაიწყო სატიკულუმის ალყა, როთაც სამნიტებს ომის გაახლება აიძულა. რომაელებს დაუპირისპირდა სამნიტთა და მათი მოკავშირეთა ჯარი. როდესაც ბრძოლა გაიმართა, ქალაქიდან დამატებითი ჯარი გამოვიდა, ამრიგად რომაელებს უკვე ორივე მხრიდან უტევდნენ. დიქტატორმა პირველ რიგში მოახერხა სატიკულუმელების უკან ქალაქში განდევნა, შემდეგ კი რთული ბრძოლის შედეგად სამნიტურ ჯარებთანაც მოიპოვა გამარჯვება. სამნიტებს აღარ ჰქონდათ სატიკულუმის გადარჩენის იმედი და იმავე ღამეს დატოვეს ბანაკი და რომის მოკავშირე ქალაქ პლისტიკუმს შემოარტყეს ალყა.

ძვ. წ. 315 წელს საომარი მოქმედებების წარმოება დიქტატორ კვინტუს ფაბიუსს დაევალა. ამასობაში სამნიტებმა ძალები მოიკრიფეს, პლისტიკუმის ალყას შეეშვნენ და ისევ რომაელებთან საბრძოლველად გამოემართნენ.

პირველი ბრძოლა სპონტანურად გაიმართა. რომაელებს მხედართა მეთაური ხელმძღვანელობდა. ისიც და სამნიტთა მხედართმთავარიც დაიღუპნენ ბრძოლაში, მაგრამ გამარჯვება მაინც რომაელებს ხვდათ წილად. ამ დამარცხების შემდეგ სამნიტებმა ისევ მიატოვეს სატიკულუმი და ისევ პლასტიკუმისკენ გაემართნენ. რამდენიმე დღეში სატიკულუმი რომაელებს ჩაბარდა, ხოლო პლისტიკუმი სამნიტებს.

ომი ღია ბრძოლების გარეშე

რედაქტირება

ზემოთ აღწერილი ბრძოლბის შემდეგ სამნიტებს აღარ დასჩათ რომაელებისთვის დასაპირისპირებელი ძალა, ამას ეტრუსკული ომიც მიემატა, რომელმაც მიიპყრო რომაელთა ყურადღება, ამიტომ შემდეგი 2 წლის მანძილზე არცერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა ამ ომში არ მომხდარა.

ძვ. წ. 311 წელს კი სამნიტებმა ალყა შემოარტყეს კლუვიუმს და შიმშილით აიძულეს იქ გამაგრებული რომაელთა მცირე რაზმი დანებებოდნენ. მიუხედავად დანებებისა სამნიტებმა ისინი სასტიკი წამებით მოკლეს. რომაულმა ჯარმა სწრაფად აიღო კლუვიუმი და შემდეგ ბოვიანი, ერთერთი უმდიდრესი სამნიტური ქალაქი.

ამის შემდეგ სამნიტებს რომის ლეგიონებისთვის დასაპირისპირებელი ჯარი აღარ ჰყავდათ, ამიტომ მათ მიმართეს სიეშმაკეს. გაავრცელეს ჭორი, თითქოსდა ტყეში დიდძალი ნახირია გადამალული. როდესაც რომაელები შევიდნენ ტყეში, მათ იქ ჩასაფრებული სამნიტები დახვდათ. მიუხედავად მდგომარეობის სირთულისა რომაელებმა აქაც მოახერხეს გამარჯვება და 20 000მდე სამნიტი მოკლეს.

ძვ. წ. 310 წელს რომაელებმა სამნიტებს კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრე წაართვეს. სამნიტებმა მოახერხეს კიდევ ერთხელ შეეკრიბათ ჯარი და გამართეს ბრძოლა გაიუს მარციუსის, იმ წლის კონსულის, ლეგიონებთან ბრძოლა. რომაელებმა ძალიან მძიმე ბრძოლის შემდეგ მოიპოვეს გამარჯვება.

ომის უკანასკნელი სტადია

რედაქტირება

ძვ. წ. 308 წელს სამნიტებთან ბრძოლები განახლდა. მათი ჯარი ორად იყო დაყოფილი, ერთი ბრძოლის ველზე მოოქროვილი ფარებით, მუზარადებით და ქარქაშებით გამოვიდნე, ხოლო მეორე ჯარს ეს ყველაფერი ვერცხლის ჰქონდა. რომაელებს დიქტატორი ლუციუს პაპირიუს კურსორი მხედართმთავრობდა. რომაელებმა მით უფრო დიდი მონდომებით დაამარცხეს სამნიტები, რომ მათი იარაღი უკვე კარგი ნადავლი იყო. იმავე დღეს რომაელებმა სამნიტთა ბანაკიც აიღეს და გაძარცვეს. დიქტატორი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.

ძვ. წ. 306 პროკოლსულმა კვინტუს ფაბიუსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და მათი მოკავშირეები. ფაბიუსის სამნიუმიდან წასვლის შემდეგ კი სამნიტებმა და გერნიკებმა აირეს სორა და კალაციუმი. გერნიკებთან სერიოზული ბრძოლა არც კი ყოფილა ისე დამარცხდნენ. მეორე კონსული კი სამნიუმში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. სამნიტებმა მოასწრეს ყველა ბილიკის დაკავება. საქმე ისე იყო რომ სამნიტები ბრზოლას ვერ გაუძლებდნენ, ხოლო რომაელები გაწიანურებულ ომს. გერნიკების სწრაფმა დანებებამ იხსნა რომაელები, მათ წინააღმდეგ გაგზავნილი ჯარი შეუერთდა მეორე კონსულის ჯარს და ერთად გაანადგურეს სამნიტურუი ჯარი.

ძვ. წ. 305 რომაელებმა კვლავ დაამარცხეს სამნიტები და წაართვეს მათ ბოვიანი, სორა და სხვა ქალაქები.

ძვ. წ. 304 წელს სამნიტებმა რომაელებს სამშვიდობო ხელშეკრულების აღდგენა სთხოვეს და რომაელები დათანხმდნენ. ამით დასრულდა 22 წლიანი სისხლის მღვრელი ომი, რომლის შედეგადაც ოდესღაც ძლიერი სამნიტური ერი რომაელებმა თითქმის დაიმორჩილეს, თუმცა წინ კიდევ ერთი სამნიტური ომი ელოდებოდათ.

ეტრუსკებთან ომი

რედაქტირება
 

ეტრუსკებთან ომი იყო რომის მიერ იტალიაში ჰეგემონიის მისაღწევად ჩატარებული ომების სერიაში ერთერთი უკანასკნელი. ამ ომის შედეგად რომაელებმა სრულიად დაიმორჩილეს ჩრდილო იტალია ციზალპიურ გალიამდე.

ეტრუსკებთან ომი ძვ. წ. 312 წელს დაიწყო, როდესაც რომი მეორე სამნიტურ ომში იყო გახვეული. ეტრუსკებთან ომისთვის დაინიშნა დიქტატორი გაიუს სილპიციუს ლონგუსი, რომელმაც შეკრიბა ჯარი, მაგრამ გალაშქრებისგან თავი შეიკავა. ეტრუსკთა ტაქტიკაც ზუსტად ასეთი იყო, ომისთვის მოემზადნენ, მაგრამ თავდასხმისგან თავს იკავებდნენ. წელმა ისე ჩაიარა რომ საბრძოლო მოქმედებები არ დაწყებულა.

სუტრიუმისთვის ბრძოლა

რედაქტირება

შემდეგ ძვ. წ. 311 წელს ეტრურიაში დაიწყო აქტიური საბრძოლო მოქმედებები სუტრიუმის ალყით. სუტრიუმი რომაული ქალაქი იყო ეტრურიაში, რომლის დაბრუნებაც ეტრუსკებს სურდათ. ეტრუსკებთან ომი კონსულ კვინტუს ემილიუს ბარბუნტულუსს ერგო. რომაული და ეტრუსკული ჯარები სწორედ სუტრიუმთან შეხვდნენ ერთმანეთს. ეტრუსკები დილიდანვე საბრძოლო მწყობრში ჩადგნენ, ხოლო რომაელებს კონსულმა საუზმე შესთავაზა და მხოლოდ შემდეგ ურჩია შეიარაღება. შუადღისთვის რომაელებიც ჩადგნენ საბრძოლო მწყობრში. ბრძოლა ეტრუსკებმა დაიწყეს. ბრძოლამ გვიანობამდე გასტანა, ორივე მხარეს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდა, მაგრამ რომაელებმა მაინც გაიმარჯვეს.

იმ წელს სურტიუმთან სხვა არაფერი არ მომხდარა, რადგან ეტრუკების წინა დანაყოფები სრულიადფგანადგურდა, ხოლო რომაელები დიდმა მსხვერპლმა დაასუსტა.

ძვ. წ. 310 წელს სუტრიუმთან ომი ამ წლის კონსულს კვინტუს ფაბიუსს ერგო. მან დამატებითი ჯარი ჩაიყვანა სუტრიუმთან. რომაელებს გზა ეტრუსკთა მრავალრიცხოვანმა ჯარმა მოუჭრა და იქვე ბრძოლაც გაიმართა. რომაელებმა მალე მოიპოვეს გამარჯვება, უკან დახეულ ეტრუსკებს კი გზა რომაელმა მხედრებმა მოუჭრეს, მაშინ ეტრუსკები ბანაკის ნაცვლად ტყეებში გაიქცნენ. ერტუსკთა ბანაკი კი რომაელებმა აიღეს.

შემდეგ კვინტუს ფაბიუსს უნდა გაეარა უღრანი ციმინიუმის ტყე. კავდიუმის მშვიდობა ჯერ არ იყო დავიწყებული, ასე რომ ეს დიდი რისკი იყო. კვინტუსმა დასაზვერად თავისი ძმა მარკუს ფაბიუსი გააგზავნა, რომელმაც მოუტანა ამბავი რომ, კამერინელი უმბრები მათ მხარეზე არიან. კვინტუს ფაბიუსი თავისი ლეგიონებით უმალვე დაიძრა ტყისკენ. როდესაც რომაელები ციმინიუმის ქედზე ავიდნენ, მათ ეტრუსკი პოვსტანცები შეხვდნენ. რომაელებმა ისინი უპრობლემოდ დაამარცხეს და გაძარცვეს.

ამ დროს რომაულ ბანაკში მოვიდნენ სენატისგან შიკრიკები, რათა აეკრძალათ კონსულისთვის ციმინიუმის მთებზე გადასვლა, მაგრამ როდესაც ნახეს რომ უკვე გვიან იყო, კმაყოფილები დაბრუნდნენ ბანაკში.

ციმინიუმის ქედზე გადასვლამ ომი უფრო ფართომასშტაბიანი გახადა. რომაელთა წინააღმდეგ სურტიუმთან გამოვიდნენ ეტრუსკებიც და უმბრებიც. ეტრუსკები მაშინვე საბრძოლო მწყობრით დადგნენ, ხოლო რომაელები არ ჩქარობდნენ ბრძოლის დაწყებას. კონსულმა მათ მოთმინება უბრძანა, ვინაიდან საიდუმლო იარაღი გააჩნია. მეომრებმა ჩათვალეს რომ საქმე მოწინააღმდეგეთა რიგებში მოღალატეს ეხება და დამშვიდნენ. საღამოთი ეტრუსკები მიუახლოვბნენ რომაულ ბანაკს და გადაწყვიტეს ღამეც იქ დარჩენა, რათა განთიადზე თავს დასხმოდნენ და აეღოთ ბანაკი. რომაელებს კი კონსულმა საღამოთი ადრე დაწოლა ურჩია. გამთენიისას რომაელები ადგნენ და თავს დაესხნენ მათ ბანაკთან მძინარე ეტრუსკებს.

ზოგი მძინარე ჩახოცეს, ვინც კი მოასწრო გარვიძება, ვერ შეძლეს რომაელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. იმ დღეს 60 000-მდე მტერი გაანადგურეს ან ტყვეთ აიყვანეს. ზოგი ისტორიკოსის ცნოით ეს ამბავი მოხდა პერუზიასთან. ეტრურიის მთავარი ქალაქებიდან რომში ელჩები გაემართნენ 30 წლიანი სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. შემდეგ წელს კი დიქტატორი იყო დანიშნული.

კვინტუს ფაბიუსმა კიდევ ერთხელ ადვილად დაამარცხა პერუზიაში ეტრუსკების ჯარები, რომლებმაც თვითონ დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება და პერუზიასაც აიღებდა, იქაურები თვითონ რომ არ ჩაბარებულიყვნენ რომაელებს. ამის შემდეგ კვინტუსი ეტრუსკ ელჩებთან ერთად რომში დაბრუნდა სადაც ტრიუმფი გადაიხადა.


შემდეგი ბრძოლა ვადიმონის ტბასთან მოხდა ძვ. წ. 309 წელს. ეტრუსკებიც და რომაელებიც უსასტიკესად იბრძოდნენ. საბოლოოდ რომაელთა გამარჯვება მხედრებმა გადაწყვიტეს, როდესაც ქვეითები უკვე ძალიან დასუსტდნენ, მხედრები შეიჭრნენ მოწინააღმდეგეთა რიგებში და გამარჯვებაც რომაელებს ერგოთ. ეს ბრძოლა ეტრუსკებისთვის გადამწყვეტი გახდა, მათ საუკეთესო მეომრები დაკარგეს.


ძვ. წ. 308 წელს კონსულმა კვინტუს ფაბიუსმა ადვილად დაამარცხა ეტრუსკთა ჯარების ნარჩენები პერუზიუმთან. იგი ქალაქსაც აიღებდა, მაგრამ პერუზიელები თვითონვე ჩაბარდნენ.

შემდეგ წელს ეტრურაში ომი დეციუსს ხვდა წილად. დეციუსმა დაიმორჩილა ტარკვინიუმი და აიღო რამდენიმე ციხესიმაგრე. ეტრუსკებმა სთხოვეს რომაელებს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება, მაგრამ რომაელებმა უარი უთხრეს, თუმცა ერთწლიანი ზავი დაიდო, იმ პირობით რომ ეთრუსკები რომაელ ლეგიონერებს გადაუხდიდნენ მთელი წლის ხელფასს.

ეტრურიაში სიმშვიდე უმბრების ღალატმა დააღვია. მათმა მეთაურებმა დეციუსის ლეგიონებთან ბრძოლას რომისკენ წასვლა ამჯობინეს. როდესაც ამის შესახებ შეიტყო დეციუსმა, იგი სწრაფი მარშით გაემართა დედაქალაქისკენ. რომაელებმა კი გადაწყვიტეს ფაბიუსის მოხმობაც უმბრების წინააღმდეგ.

ფაბიუსი კი სწრაფი მარშით უმბრიის ქალაქ მევანიუმისკენ გაემართა. მეორე კონსულის უეცარმა გამოჩენამ ისე დააფრთხო უმბრები, რომ მათ ომზე უარის თქმა გადაწყვიტეს. მიუხედავათ ამისა მათ შორის ერთი ბრძოლა მაინც მოხდა, რომელშიც რომაელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.


შვიდწლიანი ზავის შემდეგ ეტრუსკები ისევ აჯანყდნენ. რომაელები ქალაქ რუზელუმთან დაბანაკდნენ. ეტრუსკებმა გადაწყვბიტეს რომაელთა ეშმაკობით ძლევა. ამიტომ ბანაკთაბნ მდებარე დანგრეულ სოფელში მიიმალნენ მწყემსებად გადაცმული მეომრები, წინ კი ნახირი მიმოფანტეს. როდესაც რომაელები არ წამოეგნენ ამას, გადაცმული მწყემსები გამოვიდნენ და დაიწყეს რომაელთა დაცინვა. ლეგატმა ჰკითხა ერთერთ თავის მეომარს, ვინც კარგად იცოდა ეტრუსკული ენა, თუ რას წარმოადგენდნენ ეს მწყემსები. მეომარმა თქვა რომ მათი მეტყველება არ ჰგავს სოფლურს და გარეგნობაც არ შეესაბამება მწყემსის გარეგნობას. მაშინ ლეგატმა ბრძანა გადაეცათ მწყემსებისთვის, რომ მათი ეშმაკობა რომაელებისთვის ცნობილია.

ამ ცნობის შემდეგ დიქტატორმა მარკუს ვალერიუს მაქსიმუსმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება. რომაელებმა ეტრუსკები სასტიკად დაამარცხეს. ეტრუსკებმა რომში ელჩები გაგზავნეს მშვიდობის სათხოვნელად, რაზეც უარი მიიღეს. დაიდო ორწლიანი ზავი.


ამ წელს ეტრურიაში ომი წილად კონსულ ტიტუს მანლიუსს ხვდა წილად. ეტრურიაში ჩასვლისთანავე იგი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მის ნაცვლად კონსულად მარკუს ვალერიუს კორვუსი აირჩიეს. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ეტრუსკებს მისი გმირობები ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ და ყველანაერად იცილებდნენ ღია ბრძოლას. ამრიგად კონსული უშედეგოდ თარეშობდა ეტრურიაში, ბრძოლაში ეტრუსკების გამოწვევა მან ვერ შეძლო.

არჩევნების შემდეგ ეტრურიაში ომი ლუციუს კორნელიუს სციპიონმა განაგრძო. ვოლატერიუმთან მას შეებრძოლენ ეტრუსკები. რომაელებმა მძიმე ბრძოლის შედეგად გამარჯვება მოიპოვეს. სციპიონმა გადაწვა ეტრუსკული დასახლებები და დიდძალი ნადავლი ჩაიგდო ხელში.

შემდეგ ძვ. წ. 297 წელს ეტრურიაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები აღარ ჩატარებულა. რომაელების ყურადღება სამნიტებთან ომზე გადაერთო, ხოლო ეტრუსკებს ომის თავი აღარ ჰქონდათ.

სამნიტების და ეტრუსკების გაერთიანება რომის წინააღმდეგ

რედაქტირება

სამნიტებთან დაწყებული ომი რომაელებისთვის წარმატებით განვითარდა. სამნიტებმა გადაწყვიტეს რომ დამოუკიდებლად ომის მოგებას ვერ შეძლებდნენ და მთელი ლაშქრობით ეტრურიაში გაემართნენ, რათა გაერთიანებული ძალებით გაეგრძელებინათ ომი. ეტრუსკები და მათი მოკავშირე ტომები დათანხვდნენ რომაელების წინააღმდეგ ომს. მათ უმბრებიც და გალებიც შეუერთდნენ.

რომაელები ამ საშიშროებას უმალვე გამოეხმაურნენ. ეტრურიაში გაემართა კონსული ვოლუმნიუსი პირველი და მეოთხე ლეგიონით და 20 ათასი მოკავშირით. ვოლუმნიუსის კონსულ კლავდიუსის ბანაკში ჩასვლის სემდეგ ბრძოლაც გაიმართა. ეტრუსკები ვოლუმნიუსის პირისპიორ აღმოჩნდნენ, ხოლო სამნიტები აპიუს კლავდიუსის. რომაელებმა ამ ბრძოლაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მიუხედავად ამ დამარცხებისა რომის მტრები მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ. ძვ. წ. 295 წელს კონსულებად ისევ კვინტუს ფაბიუსი და პუბლიუს დეციუს მუსი იყვნენ არჩეულნი. მიუხედავად იმისა რომ ორი კონსული უკვე მესამეჯერ იყვნენ კოლეგები და ერთად იყვნენ ცენზორები, მათ სორის პირველად მოხდა განხეთქილება. პატრიციებმა მოითხოვეს რომ ეტრუსკებთან ომი წილის ყრის გარეშე ფაბიუსს რგებოდა, ხოლო პლებეები მოითხოვდნენ წილის ყრას. ფაბიუსმა ბოლო ბოლო დაარწმუნა კოლეგა რომ უმჯობესია მან განაგრძოს მის მიერ წარმატებით დაწყებული ეტრუსკული ომი.

როდესაც კი ფაბიუსმა განაცხადა მეომრების შეკრება, ყველა ცდილობდა მის ჯარში ჩაწერილიყო. ფაბიუსმა კი საომრად მარტო 4 000 ქვეითი და 600 მხედარი წაიყვანა. იგი გაემართა აქარნის ციხესიმაგრისკენ, სადაც რომაელთა ბანაკი იყო აპიუს კლავდიუსის ჯარებით. ჯარისკაცები ფაბიუსს დიდი სიხარულით შეეგებნენ. ფაბიუსი დაბანაკდა კლუზიუმთან და გაემართა რომში სამხედრო საკითხებზე მოსათათბირებლად. რომში ჩასვლის მიზნებზე სხვადასხვა ვერსიებიც არსებობს, ზოგი ცნობებით აპიუს კლავდიუსი იქ ფაბიუსის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდა, და იგი სენატმა გამოიძახა. ასეა თუ ისე ფაბიუსი სამხედრო ბანაკსი დეციუს მუსთან ერთად დაბრუნდა.

ამასობაში კლუზიუმთან რომაელთა სამხედრო ბანაკს გალები დაესხნენ თავს და ყველა გაჟლიტეს. გალები სამნიტებთან, ეტრუსკებთან და უმბრებთან შეიკრნენ და ყველანი რომაელთა წინააღმდეგ დაილაშქრნენ. მტრები ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. მარჯვენა ფრთაზე სამნიტები იყვნენ, მათ პირისპირ ფაბიუსი იდგა, ხოლო მარცხნივ გალების პირისპირ დეციუსი იდგა.

სენტინუმთან ბრძოლა

რედაქტირება

სენტინუმთან ბრძოლა იყო რომაელებსა და იტალიის ხალხებს შორის ერთერთი უდიდესი ბრძოლა. ამ ბრძოლაში რომის წინააღმდეგ იბრძოდნენ სამნიტები, ეტრუსკები, გალები და უმბრები.

გაერთიანებული მტრების წინააღმდეგ რომის ლეგიონები კონსულების კვინტუს ფაბიუსის და პუბლიუს დეციუს მუსის მეთაურობით გაეშურნენ. ისინი ერთმანეთს სენტინუმთან შეხვდნენ. რომაელებმა მტრის ბანაკიდან 4 მილის დაშორებით დაიბანაკეს. მტრებმა კი გადაწყვიტეს ერთად არ დაბანაკებულიყვნენ. სამნიტები გალებს შეუერთდნენ, ეტრუსკები კი უმბრებს. ბრძოლის დღეც დაინიშნა. სამნიტები და გალები უნდა შებრძოლებოდნენ რომაელებს, ხოლო ეტრუსკები და უმბრები რომაულ ბანაკს უნდა დასხმოდნენ თავს. ამ ჩანაფუიქრს ხელი ღალატმა შეუშალა, ფაბიუსმა გაიგო მტრის განძრახვის შესახებ. რომაელებმა ჯარების ნაწილი გაგზავნეს კლუზიუმთან სათარეშოთ, რათა ბრძოლიდან გაეთიშათ ეტრუსკები.

საბოლოოდ ბრძოლაც გამოცხადდა. ჯარები ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ამ დროს მთიდან ირემი გამოიქცა, უკან კი მას მგელი მისდევდა. ცხოველებმა მტრებს შორის გაირბინეს, ირემი გალებისკენ გაიქცა, მგელი კი რომაელებისკენ. გალებმა ირემი მოკლედ, რომაელებმა კი გაატარეს მგელი. მაშინ ერთერთმა რომაელმა მეომარმა თქვა რომ დამარცხება და სიკვდილი გალებისკენ გაიქცა მარსის მგელი კი რომაელების მხარესაა.

"illac fuga" inquit "et caedes uertit, ubi sacram Dianae feram iacentem uidetis; hinc uictor Martius lupus, integer et intactus, gentis nos Martiae et conditoris nostri admonuit."

მარჯვენა ფრთაზე გალები განლაგდნენ, მარცხენაზე კი სამნიტები. მარჯვნივ სამნიტების წინააღმდეგ ფაბიუსმა განათავსა პირველი და მესამე ლეგიონები, მარცხნივ კი პუბლიუს დეციუსმა მეხუთე და მეექვსე ლეგიონები.

თავიდან ბრძოლა თანაბარი იყო. ეტრუსკები და უმბრებიც რომ ყოფილიყვნენ ბრძოლაში რომაელები აუცილებლად წააგებდნენ.

მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე ბრძოლა სხვადსხვანაერად ვითარდებოდა. მარჯვნივ ფაბიუსის ჯარები თავდასხმებს იგერიებდნენ, მაგრამ მტერს თავს არ ესხმოდნენ. გამოცდილმა მხედართმთავარმა კარგად იცოდა, რომ სამნიტები ბრძოლის დასაწყისში არიან გულადები, შემდეგ კი მალევე იღლებიან. გალები კი საერთოდ ვერ იტანენ სიცხეს, ამიტომ დილით თუ ისინი საშიშები არიან, საღამოსკენ უკვე უსუსურები ხდებიან. ამიტომ იგი ცდილობდა თავისი ჯარები ტყვილა არ დაეღალა და დალოდებოდა სანამ მტერი დაიღლებოდა.

დეციუსი კი ახალგაზრდა და მამაცი მეომარი იყო. იგი მაშინვე თვს დაესხა გალებს მთელი თავისი ჯარებით. მალე მან მხედრებიც ჩართო ბრძოლაში და მოუწოდებდა მეომრებს რაც შეიძლება მალე დაემარცხებინათ მტერი. ორჯერ უკუაქციეს გალების თავდასხმა, მაგრამ მერეჯერ მხედრები აღმოჩდნენ გალების ალყაში. გალებმა ისეთი ხმაური ატეხეს რომ დააფრთხეს რომაელი ცხენები. სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, მხედრები მიმოიფანტნენ. მხედრების არეულობა ქვეითებსაც გადაედოთ და რომაელებმა გაქცევა დაიწყეს. დეციუსი ყველანაერად ცდილობდა შეეჩერებინა უკან დახევა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როდესაც მან ნახა რომ არაფერი არ შველის საქმეს, მან გაიხსენა თავისი მამის საქციელი და ჩათვალა რომ მასაც იგივე ბედი უნდა გაეზიარებინა და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაერჩინა ბრძოლა.

"quid ultra moror" inquit "familiare fatum? datum hoc nostro generi est ut luendis periculis publicis piacula simus. Iam ego mecum hostium legiones mactandas Telluri ac Dis Manibus dabo."

დეციუსმა დაუძახა პონტიფიკუსს და შეასრულებინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. მან დაწყევლა მტერი და მსხვერპლად შესწირა მათი ლეგიონები ქვესკნელის ღმერთებს. ამის შემდეგ მან გააჭენა იქითკენ, სადაც გალები ყველაზე მჭირდოდ იდგნენ და ასე შეეგება საკუთარ სიკვდილს.

ამ წუთიდან ბრძოლაში გარდატეხა მოხდა. მხედართმთავრის დაკარგვის შემდეგ რომაელებმა შეწყვიტეს უკან დახევა და შეტევაში გადავიდნენ. გალები კი კონსულის ასეთმა საქციელმას დააბნია. რომაელი პონტიფიკუსი ხმამაღლა ყვიროდა რომ რომაელებმა უნდა გაიმარჯვონ, რადგან კონსულის სიკვდილით გალები და სამნიტები ქვესკნელის ღმერთების საკუთრება არიან. ამ დროს დეციუსის ლეგიონების დასახმარებლად კვინტუს ფაბიუსმა გაგზავნა გაიუს მარციუსი და ლუციუს კორნელიუს სციპიონი. მათ შეძლეს გალების კუს გარღვევა.

მარჯვენა ფლანგზე კი ფაბიუსს დრო გაყავდა სანამ არ მიხვდა რომ მტერი დაიღალა. მაშინ მან მხედრებს უბრძანა სამნიტებისთვის ფლანგიდან შეტევა, ხოლო ლეგიონერებს კი წინსვლა. სამნიტებმა შეტევას ვერ გაუძლეს და ბანაკისკენ გაიქცნენ.

ამ დროს ფაბიუსმა შეიტყო დეციუსის სიკვდილის შესახებ. ნამ გალებს ფლანგიდან და ზურგიდან შეუტია. შემდეგ იგი წავიდა სამნიტების ბანაკისკენ და საბოლოოდ დაამარცხა გაქცეული ჯარი. დაიღუპა სამნიტების მხედართმთავარიც გელიუს ეგნატიუსი. მტრის ბანაკი ხანოკლე ბრძოლის შემდეგ აიღეს, გალებს კი ზურგიდან შეუტიეს. ამ დღეს 25 000 სამნიტი და გალი დაიღუპა, 8 000 ტყვედ ჩავარდა. ფაბიუსის ჯარიდან 1 700 ადამიანი დაიღუპა, დეციუსის ჯარიდან კი 7 000. ფაბიუსმა მტრის შეიარაღება იუპიტერს შესწირა მსხვერპლად.

დეციუსის ცხედარი მხოლოდ მეორე დღეს იპოვეს. იგი მთელმა ჯარმა დაიტირა. ფაბიუსმა იგი დიდი პატივით დაკრძალა.

ფაბიუსი რომში ტრიუმფით დაბრუნდა. ჯარისკაცები ადიდებდნენ მხედართმთავრის გამარჯვებას და დეციუსის დიდებულ გარდაცვალებას.

პრეტორმა გნეუს ფულვიუსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ეტრუსკები და განდევნა ეტრურიიდან სამნიტები. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსმა სასტიკად ჩაახშო პერუზიელთა აჯანყება. მან 4.5 ათასი პერუზიელი გაანადგურა და 1740 ტყვედ აიყვანა.

ომის დასრულება და შედეგები

რედაქტირება

შემდეგ ძვ. წ. 294 წელს ეტრურიაში ომი კონსულს ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსს მიჰყავდა. ამ წელ ეტრუსკებმა მოითხოვეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც 40 წლის ვადით დაიდო.

ეტრუსკებთან ომი მცირე შესცვენებებით 15 წელი გრძელდებოდა. ამ ომის შედეგად ოდესღაც ძლიერი ეტრურია დაკნინდა და გახდა რომის პროვინცია. ხოლო მდიდარი ეტრუსკული კულტურა რომაულ კულტურაში გაითქვიფა, ენა და დამწერლობა კი გაქრა.

მესამე სამნიტური ომი

რედაქტირება

მესამე სამნიტური ომი იყო სამნიტური ომების სერიის უკანასკნელი ომი. ამ ომის შედეგად რომმა საბოლოოდ დაიმორჩილა ცენტრალური და სამხრეთ იტალიის ერები ბერძნების გარდა. ამავდროულად რომი ომობდა ეტრუსკებთან და ჩრდილოეთ იტალიის ერებთან, რომლებიც ასევე დაიმორჩილა და საბოლოოდ დაიმკვირდა აპენინის ნახევარკუნძულზე ჰეგემონობა.

ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში რომაელები ეტრუსკებთან ომით იყვნენ დაკავებულნი. ამით ისარგებლეს რომის ძველმა მტრებმა სამნიტებმა, რომლებიც უკვე ორჯერ იყვნენ დამარცხებულნი და ახალი ომისთვის მზადება დაიწყეს. ძვ. წ. 298 წელს, რომის დაარსებიდან 456 წელს სამნიტებმა სცადეს ლუკანელებთან სამხედრო კავშირის შექმნა. უარის მიღების შემდეგ კი ლუკანელების მიწებზე შეიჭრნენ. ლუკანელებმა ელჩები გაგზავნეს რომში დახმარების სათხოვნელად.

სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დახმარებოდნენ ლუკანელებს და სამნიტებისგან ზარალის ანაზღაურება მოეთხოვათ.სამნიტებმა არა მარტო უარი თქვეს შეთანხმებაზე, არამედ დაიმუქრნენ რომ თუ ელჩები სამნიუმში ჩავლენ, ცოცხლებს მათ უკან აღარ გამოუშვებდნენ. როდესაც ამის შესახებ რომში შეიტყვეს, გადაწყვიტეს სამნიტებისთვის ომის გამოცხადება.

სამნიუმში ომი კონსულ გნეუს ფულვიუსს ერგო. მან ბოვიანუმთან ბრწყინვალეთ დაამარცხა სამნიტები, აიღო ბოვიანუმი და აუფიდენა. ამის შემდეგ იგი რომში ტრიუმფით დაბრუნდა.

შემდეგ ძვ. წ. 297 წელს ეტრუსკებს არ ჰქონდათ ომის თავი, ამიტომ რომაელთა ყურადრება მთლიანად სამნიუმზე გადავიდა. სამნიტების დასაბნევად ახალმა კონსულებმა კვინტუს ფაბიუსმა და პუბლიუს დეციუს მუსმა ჯარები სხვადასხვა გზებით წაიყვანეს.

მძიმე ბრძოლა დაიწყო, რომაელებმა სცადეს სამნიტების მოტყუება და მხედრების სამნიტების ზურგში გაშვება, მაგრამ აქედან არაფერი არ გამოვიდა. ამის შემდეგ ფაბიუსი სხვა ეშმაკობაზე წავიდა, მან ხმამაღლა განაცხადა რომ დეციუსი თავისი ლეგიონებით მათ უახლოვდებათ, ამ ცნობამ შეაგულიანა რომაელები და დააფრთხო სამნიტები. სწორედ ამან მოუტანა რომაელებს ბრძოლაში გამარჯვება.

ფაბიუსმა სამნიუმში ომი წარმატებით განაგრძო, მან 86ჯერ აიღო მტრის ბანაკი და დაიკავა ქალაქი ციმეტრიუმი. ამ მოვლენების შემდეგ ფაბიუსი რომში დაბრუნდა არჩევნების ჩასატარებლად.

პუბლიუსმა მოიპოვა გამარჯვება მალევენტთან აპულიელების წიააღმდეგ. შემდეგ იგი სამნიუმში ჩავიდა და ფაბიუსთან ერთად დათარეშობდა 5 თვის მანძილზე.

ყველა ცენტურიამ იგი აირჩია კონსულად, მასთან ერთად აირჩიეს აპიუს კლავდიუსი ასევე პატრიციუსი, თუმცა კანონის თანახმად ერთერთი კონსული პლებეი უნდა ყოფილიყო. მან უარი განაცხადა თანამდებობაზე და ნახევარი წლით დაინიშნა პროკონსულად დეციუსთან ერთად სამნიუმთან ომისთვის.

პროკონსულმა ფაბიუსმა სამნიუმში საქმე იქამდე მიიყვანა რომ სამნიტთა ჯარები ეტრურიაში გაიქცნენ, რათა ეტრუსკები თავისკენ გადმოებირებინათ. ამასობეში კვინტუს ფაბიუსმა რამდენიმე მდიდარი სამნიტური ქალაქი აიღო.

სანამ სამნიტური ჯარები ეტრურიაში იყვნენ, დეციუსმა აიღო რამდენიმე სამნიტური ქალაქი და გაძარცვა.

ეტრუსკების დამარცხების შემდეგ კონსულებად ლუციუს პოსტუმიუს მეგელუსი და მარკუს ატილიუს რეგულუსი იყვნენ არჩეულნი. სამნიტებმა სამი ჯარი შეკრიბეს, ერთი ეტრურიაში გასაგზავნად, მეორე კამპანიაში სათარეშოთ და მესამე საზღვრების დასაცავად.

ლეგიონები სამნიუმში მარკუს ატილიუსმა წაიყვანა. მტრები ერთმანეთის სიახლოვეში დაბანაკდნენ. სამნიტებმა განიძრახეს რომაული ბანაკის აღება. სამნიტებმა ამისთვის ნისლიანი ამინდით ისარგებლეს და შეიჭრნენ ბანაკში. რომაელებმა შეძლეს სამნიტების ბანაკიდან გაგდება. სამნიტებმა 300 ჯარისკაცი დაკარგეს, რომელებმა კი დაახლოვებით 700.

ამასობაში სამნიუმისკენ დაიძრა მეორე კონსულიც. გზად მან მილონიუმი აიღო. ფეტრირუმში კი რომაელების მოსვლას არ დაელოდნენ. მოსახლეობამ დატოვა ქალაქი.

მარკუს ატილიუსისთვის ომი ასეთი მარტივი არ იყო. მისი ჯარები კიდევ ერთხელ შეებრძოლა სამნიტებს ლუცერიუმთან. დღის ბოლოს რომაელებმა ვერ მოიპოვეს დამაჯერებელი გამარჯვება, თან მათ ძალიან ბევრი მეომარი დაკარგეს. სამნიტების მორალური მდგომარეობაც არ იყო უკეთესი და დილით მათ ბრძოლის გარეშე წასვლა უნდოდათ. დასახევად სამნიტებს რომაული ბანაკის გასწვრივ უნდა გაეარათ. რომაელებს კი ეგონათ რომ სამნიტები მათი ბანაკის აღებას აპირებდნენ. კონსულმა ბრძანა ბრძოლისთვის მომზადება, თან იგი ამხნევებდა მეომრებს.

ბრძოლა საკმაოდ უღიმღამოთ დაიწყო, შემდეგ სამნიტებმა საგრძნობლად შეუტიეს. ბოლოს კი რომაელებმა შეძლეს სამნიტების უკან დახევა, ალყის შემორტყმა და დამარცხება. 7 800 სამნიტუი ტყვედ ჩაბარდა 4 000 კი დაიღუპა. რომაელებმაც დაახლოვებით 7 800 ადამიანი დაკარგეს. ამის შემდეგ კონსულის ჯარები შეხვდა სამნიტ მეომრებს, რომლებიც რომაულ დასახლებებში თარეშობდნენ. კონსულმა კიდევ ერთხელ დაამარცხა სამნიტები და გაათავისუფლა რომაელი ტყვეები. ტყვეთ ჩავარდნილი სამნიტები კი კონსულმა უღელქვეშ გაატარა.

ძვ. წ. 293 წელს კონსულად ლუციუს პაპირიუს კურსორის ვაჟი იქნა არჩეული კონსულად. ამ წელს სამნიტები ომისთვის საგანგებოთ მოემზადნენ. მათი იარაღი მორთული იყო, ჯარისკაცებს კი ქურუმებმა რიტუალები ჩაატარებინეს ღმერთების დახმარების მისაღებად. ხოლო თუ ვინმე უარს ამბობდა, იგი იუპიტერს ეწრებოდა მსხვერპლად.

ძვ. წ. 292 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა კონსული ფაბიუს გურგესი, რომელმაც წარუმატებლად წარმართა ომი. სენატი აპირებდა მის შეცვლას, მაგრამ მისი მამა ჩაერია კვინტუს ფაბიუსი და მოითხოვა მისი შვილთან გაგზავნა ლეგატად. მამის დახმარებით კონსულმა დაამარცხა მტერი და რომში ტრიუმფით დაბრუნდა. სამნიტების მხედართმთავარი გაიუს პონტიუსი გამოატარეს ტრიუმფალურ მსვლელობაზე და თავი მოკვეთეს.

290 წელს კონსულმა მანიუს კურიუს დენტატუსმა საბოლოოდ დაამარცხა სამნიტები, რის შემდეგაც ამ უკანასკნელებმა ომის დასრულება მოითხოვეს. ეს იყო სამნიტებზე უკანასკნელი გამარჯვრჯვება, რის შემდეგაც რომაელთა ჰეგემონოიას იტალიაში მხოლოდ გალები და ბერძნული ქალაქები არ ემორჩილებოდნენ.

პიროსთან ომი

რედაქტირება
 

პიროსთან ომები იყო ომების სერია ძვ. წ. 280 - ძვ. წ. 275 წლებში რომაელებს, "დიდ საბერძნეთს", სამნიტებს, ეტრუსკებს და კართაგენს შორის. ომი თავდაპირველად დაიწყო რომსა და ბერძნულ ქალაქ ტარენტუმთან კონფლიქტით. ტარენტუმელებმა კი დახმარება ეპიროსის მეფეს პიროსს სთხოვეს, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე გამოჩენილი ბერძენი მხედართმთავარი იყო. დაწყებულ სამხედრო კონფლიქტში მალევე ჩაეთვნენ სხვა ბერძნული ქალაქებიც. რომაელებისგან კი არაერთგზის დამარცხებულმა სამნიტებმა და ეტრუსკებმა ისარგებლეს სიტუაციით და ჩაერთვნენ ომში ბერძნების მხარეზე. პიროსის მიზანი კი იყო მდიდარი სიცილიის დამორჩილება, რომელიც კართაგენის კოლონია იყო. ამ მიზეზით კართაგენელებიც აღმოჩნდნენ ომში ჩაბმული რომაელთა მხარეს.

პიროსმა იტალიაში რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლები მოიგო, მაგრამ ისეთი დიდი დანაკარგებით, რომ ეს მოგება წაგების ტოლფასი იყო. სწორედ აქედან შემოვიდა გამოტქმა "პიროსის გამარჯვება".

ძვ. წ. III საუკუნისთვის რომაელემა უკვე გაავრცეეს თავისი ჰეგემონია აპენინის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილზე. ლათინური ომის შედეგად მათ დაიმორჩილეს ლათინური ქალაქები, სამნიტური ომების და ეტრუსკებთან ომის შედეგად კი ლაციუმის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ეტრუსკები და სამნიტები სასტიკად დაამარცხეს და გაავცელეს მათზე თავისი ძალაუფლება. იტალიაში თითქოს და აღარ დარჩა სერიოზული ძალა, რომელიც შეძლებდა მზარდ რომის სახელმწიფოსთან შებრძოლებას. თუმცა იტალიის უკიდურეს ჩრდილეთით ცხოვრობდნენ გალები, რომაელთა ისტორიული მტრები, თუმცა ძვ. წ. IV საუკუნის მეორე ნახევრის ომების ქარცეცხლში მათაც არაერთხელ განიცადეს რომაელთაგან დამარცხება და არ სურდათ რომაელებთან ახალ ომში ჩაბმა. ნახევარკუნძულის სამხრეთით კი იყო დაუმორჩილებელი "დიდი საბერძნეთი", ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები, რომლებსაც რომთან ჯერ არ უომიათ. კიდევ უფრო სამხრეთით კი მდებარეობდა მდიდარი კუნძული სიცილია, სადაც ბერძენი კოლონისტები ცდილობდნენ შეწინაღმდეგებოდნენ კართაგენის ჰეგემონიას.

ტარენტუმთან კონფლიქტი

რედაქტირება

ძვ. წ. 282 წელს ტარენტინელები თავს დაესხნენ რომაულ ფლოტს და მოკლეს დუომვირი. ამის საპასუხოდ სენატიდან ტარენტუმში გაგზავნილ იყვნენ ელჩები დაკმაყოფილების მოსათხოვნელად, მაგრამ ტერენტიელებმა გააგდეს ისინი, რის შედეგადაც რომაელებმა მათ ომი გამოუცხადეს. ამით ისარგებლეს სამნიტებმა და ეტრუსკებმა და რომს დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.

ტარენტინელები ხვდებოდნენ რომ საკუთარი ძალებით, თუნდაც სამნიტებთან და ეტრუსკებთან კავშირში ისინი რომს ვერ გაუმკლავდებოდნენ, ამიტომ ომის მომხრებმა შემოიტანეს წინადადება რომ დახმარება იმ დროისთვის საუკეთესო ბერძენი მხედართმთავრისთვის პიროსისთვის ეთხოვნათ.

 
პიროსი

მიუხედავად იმისა რომ ამ წინადადებას საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ტარენტინელებმა გაგზავნეს ელჩობა ეპიროსში, აღუქვეს პიროს სხვა ბერძნული ქალაქების და სამნიტების დახმარება და სთხოვეს იტალიაში ჩამოსვლა. პიროსი ამ მოწვევას დიდი სიხარულით შეხვდა.

პიროსმა ტარენტუმში ჯერ გააგზავნა 3 000 ჯარისკაცი, შემდეგ გემებზე აიყვანა 20 სპილო, 3 000 მხედარი, 20 000 ქვეითი, 2 000 მშვილდოსანი და 500 შუბოსანი. როდესაც ყველაფერი მზად იყო პიროსის ფლოტი ზღვაში გავიდა. ბერძნებს პირველი სირთულე ჯერ კიდევ მგზავრობისას შეხვდათ. წელიწადის ამ დროისთვის არნახული შტორმი დაიწყო და გემების უმეტესობა დაიღუპა. პიროსმა და მისმა მცველებმა კი იტალიის ნაპირს ცურვით მიაღწიეს.

ქალიშხლის შედეგად პიროსის არმიიდან გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ათეული მხედარი, 2 000ზე ნაკლები ქვეითი და 2 სპილო.

ომის დაწყება

რედაქტირება

ტარენტუმში ჩასვლისას პიროსი მიხვდა რომ ტარენტუმელებს სულაც არ სურდათ ბრძოლა და მას მხოლოდ იმისთვის დაუძახეს რომ მათ ნაცვლად იომოს. პიროსმა დაიწყო ტარენტუმელების უშეღავათოდ ჯარში გაწვევა. ამასობაში მოვიდა ცნობა, რომ რომაელები იბრძოდნენ ლუკანელების წინააღმდეგ და აპირებდნენ ტარენტუმისკენ დაძვრას. პიროსმა გაუგზავნა რომაელებს ელჩი შთავაზებით რომ კონფლიქტო ომის გარეშე მოგვარებულიყო და საკუთარ თავს მედიატორად სთავაზობდა. რომაელებმა უარყვეს ეს წინადადება და პიროსმა გაილაშქრა მათ წინააღმდეგ.


პიროსი დაბანაკდა პანდოსიუმსა და ჰერაკლიუმს შორის, რომაელთა ბანაკის მახლობლად. პიროსმა ღამით დაზვერა რომაელთა ბანაკი და როდესაც ნახა თუ რა წესრიგი სუფევდა იქ გადაწყვიტა დალოდებოდა მოკავშირეებს და მხოლოდ შემდეგ დაეწო ბრძოლა, მაგრამ რომაელებმა არ აცალეს მას და მალევე გადმოკვეთეს მდინარე.

ჰერაკლიუმის ბრძოლა

რედაქტირება

ჰერაკლიუმის ბრძოლა იყო რომაელებსა და პიროსის მეთაურობით ბერძნებს შორის პირველი ბრძოლა. ამ ბრძოლაში რომაელებმა პირველად ნახეს საბრძოლო სპილოები და თავისი დამარცხებაც სწორედ ამ ცხოველებისადმი შიშს მიაწერეს. პიროსის და რომაელების ჯარებს შორის პირველი შეტაკება ჰერაკლიუმთან მოხდა.

ეს ბრძოლა ორივე მხარისთვის რთული იყო, რადგან მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სრულიად არ იცნობდნენ. პიროსის წარმოდგენაში რომაელები კარგი მეომრები, თუმცა ველური ბარბაროსები იყვნენ, ხოლო რომაელებისთვის ეს პირველი შეტაკება იყო ბერძნებთან და მათ პირველად ნახეს საბრძოლო სპილოები.

პიროსი დაბანაკდა პანდოსიუმსა და ჰერაკლიუმს შორის, რომაელთა ბანაკის მახლობლად. პიროსმა ღამით დაზვერა რომაელთა ბანაკი და როდესაც ნახა თუ რა წესრიგი სუფევდა იქ გადაწყვიტა დალოდებოდა მოკავშირეებს და მხოლოდ შემდეგ დაეწო ბრძოლა, მაგრამ რომაელებმა არ აცალეს მას და მალევე გადმოკვეთეს მდინარე.

 
ბრძოლის დასაწყისი

რომაელებსა და ბერძნებს შორის გაიმართა ბრძოლა, პიროსი გამოირჩეოდა თავისი სამოსით და იარაღით, იგი ყველგან ასწრებდა მისვლას და ხელმძღვანელობდა ბრძოლას. ბრძოლის დროს ერთერთი იტალიელი დაედევნა პიროს და სცადა მისი მოკვლა, მაგრამ დროულად იქნა შემჩნეული ბერძნების მიერ და მოკლული. ამის შემდეგ პიროსმა თავის მიახლოვებულ პირს მეგაკლოსს გაუცვალა ტანსაცმელი და იარაღი, თვითონ კი შეუტია რომაელებს.

რომაელებსა და ბერძნებს შორის სასტიკი ბრძოლა გაიმართა, ამბობდნენ რომ მათ ერთმანეთს შვიდჯერ დაახევინეს უკან. იარაღის გაცვლამ კი კინაღამ დაღუპა პიროსი. რომაელები გაეკიდნენ მეგაკლოსს და მოკლეს იგი. პიროსის მუზარადი ხელიდან ხელში გადადიოდა, რომაელებმა ხმამაღალი ყვირილით აღნიშნეს მეფის სიკვდილი, ბერძნები კი დაითრგუნნენ. პიროსს მოუწია მეომართა რიგებში გავლა რათა მათ დაეჯერებინათ რომ იგი ცოცხალია.

 
ბრძოლის მეორე ფაზა

ასე პიროსმა შეძლო მდგომარეობის გამოსწორება. ბრძოლის ბოლოს რომაელები შეავიწროვეს სპილოებმა. რომაელებს არ ყავდათ მანამდე ნანახი ეს ცხოველები და უცნობმა ცხოველებმა ისინი ძალიან შეაშინა, ცხენები კი სპილოების დანახვისას გიჟებივით გარბოდნენ და აღარ ემორჩილებოდნენ მხედრებს. პიროსი თესალიელ მხედრებთან ერთად თავს დაესხა არეულ რომაულ ჯარს და გააქცია ისინი.

იერონიმეს ცნობებით რომაელებმა დაკარგეს 7 000 მეომარი და ბერძნებმა 4 000, ხოლო დიონისეს ცნობებით რომაელებმა დაკარგეს თითქმის 15 000, ხოლო ბერძნებმა 30 000. ისტორიკოსების მიერ იერონიმეს ცნობები უფრო სანდოა.

ამ ბრძოლის შედეგად მიუხედავად რომაელთა დამარცხებისა, პიროსმა სწორად შეაფასა მათი ბრძოლისუნარიანობა და ხანგძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებებით სცადა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. მაგრამ რომაელები არ გატეხა ბრძოლაში წაგებამ და ისინი არ დათანხვდნენ მშვიდობაზე სანამ პიროსი არ დატოვებდა იტალიას.

ამ გამარჯვების შედეგად პიროსის მხარეს გადავიდა რომის მოკავშირე ბევრი ქალაქი. პიროსმა წინ წაიწია ისე რომ რომიდან მას მხოლოდ 55 კილომეტრი აშორებდა.

 
პიროსის სვლა რომისკენ

რომაელთა მხედართმთავარი კონსული პუბლიუს ვალერიუს ლევინუსი დიდი სირცხვილით დაბრუნდა რომში. არჩევნების შემდეგ ახალმა კონსულებმა პუბლიუს დეციუს მუსმა და პუბლიუს სულპიციუს სავერიოსმა აქტიურად დაიწყეს ომისთვის მომზადება.

მიუხედავად გამარჯვებისა, პიროსმა სწორად შეაფასა რომაელთა ძალები და გადაწყვიტა, რომ არსებული ძალებით იგი ვერ შეძლებს რომაელებთან ბრძოლას და რომის აღებას. მან რომში გაგზავნა ელჩები სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. პიროსის ელჩი შეხვდა გამოჩენილ რომაეებს, მათ ცოლშვილებს კი მეფისგან მდიდრული საჩუქრები გადასცა. საჩუქრები არავინ მიიღო, ელჩს კი შეუთვალეს, რომ თუ კი რომი დადებს პიროსთან ხელშეკრულებას, ისინი მზად არიან გახდნენ მეფის მეგობრები. ამის შემდეგ ელჩი მივიდა სენატში და პიროსის სახელით აღუთქვა ტყვეების უსასყიდლოდ გაშვება და იტალიის დაპყრობაში დახმარება ტარენტიუმის ხელშეუხებლობის პირობით. ბევრი სენატორი მიემხრო ამ წინადადებას, რადგან მათ მიიჩნიეს რომ გადამწყვეტი ბრძოლა წააგეს და იტალიკების ღალატის შემდეგ პიროსთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება.

ელჩის ჩამოსვლის და სენატთან მოლაპარაკებების შესახებ შეიტყო აპიუს კლავდიუსმა, რომელიც ცენზორი იყო. იგი დიდი ხნით ადრე დაბრმავდა და ჩამოშორდა სახელმწიფო საქმიანობას, მაგრამ ახლა მონების მეშვეობით მივიდა სენატში და სიტყვა წარმოთქვა, რომლითაც გადააფიქრებინა სენატორებს პიროსის პირობზე დათანხმება. საბოლოოდ სენატორებმა უპასუხეს ელჩს რომ მეგობრობაზე პიროსთან საუბარი ექნებათ მხოლოდ იმის შემდეგ როდესაც პიროსი დატოვებს იტალიას, ხოლო მანამდე ისინი განაგრძობენ ბრძოლას რათაც არ უნდა დაუჯდეთ.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკვე რომაელებმა გაგზავნეს პიროსთან ელჩობა ტყვეების შესახებ მოსალაპარაკებლად. რომაულ დელეგაციაში იყო გაიუს ფაბრიციუსი, რომელიც განთქმული იყო თავისი უკიდურესი პატიოსნებით. მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის, მიუხედავად ამისა იგი ძალიან ღარიბი იყო.

პიროსმა სცადა ჯერ ფულით ეცდუნებინა ფაბრიციუსი, მან შესთავაზა გაიუსს დიდძალი ოქრო მეგობრობის ნიშნად, მაგრამ ცივი უარი მიიღო. მეორე დღეს მან გადაწყვიტა რომაელის გაკვირვება სპილოთი, ისე რომ მოლაპარაკებებისას სპილო ფარდის უკან უნდა დაემალათ და მოულოდნელად გამოეჩინათ. როდესაც ფაბრიციუსმა უეცრად დაინახა სპილო, მან არ გამოხატა გაკვირვება. პიროსი აღფრთოვანდა ფაბრიციუსით და გაუშვა ტყვეები ოჯახების მოსანახულებლად და სატურნალიების აღსანიშნავად. შემდეგ კი სენატმა თვითონ მოსთხოვა ტყვეებს პიროსთან დაბრუნება.

ძვ. წ. 278 წელს რომაელთა მხედართმთავარი გახდა ფაბრიციუსი, რომელიც კონსულად იქნა არჩეული. მას ბანაკში მისწერა პიროსის ექიმმა წერილი, რომელშიც სთავაზობდა დიდი ანაზღაურების საფასურად პიროსის მოწამვლას. ფაბრიციუსმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი პატიოსნება, მან პიროსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გააფრთხილა ექიმის ვერაგობის შესახებ, თან კი ექიმის წერილი დაურთო, თავისი საქციელი კი მან გაამართლა პატიოსან ბრძოლაში ვერაგობის გარეშე გამარჯვების სურვილით.

პიროსმა დასაჯა ექიმი, რომაელებს კი მადლობის ნიშნად ტყვეები დაუბრუნა და კიდევ სცადა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება, მაგრამ რომაელებმა ისევ იგივე პასუხი გასცეს, რომ სანამ პიროსი იტალიას არ დატოვებს, ისინი მშვიდობაზე არ დათანხვდებიან. ტყვეები კი უკან გააგზავნეს.

ასკულუმთან ბრძოლა

რედაქტირება

ასკულუმთან ბრძოლა იყო პიროსსა და რომს შორის მეორე ბრძოლა. ბრძოლამ ორი დღე გასტანა, საბოლოოდ პიროსმა გაიმარჯვა, თუმცა დაკარგა თავისი ძალების დიდი ნაწილი. სწორად ამ ბრძოლიდან წარმოიშვა გამოთქმა "პიროსის გამარჯვება"

მეორე ბრძოლა ქალაქ ასკულუმთან გაიმართა. რომაელებმა პიროსი აიძულეს დაბლობიდან მდინარის ტყიან ნაპირზე გადასულიყო, საიდანაც სპილოები ვერ მოახერხებდნენ თავდასხმას. ბრძოლა ღამემდე გაგრძელდა და გაურკვეველი იყო გამარჯვებული.

მეორე დღეს პიროსმა შეძლო დაბლობზე გადმონაცვლება. ყველაზე სუსტ ადგილებში ყარაული დააყენა, სპილოებს სორის მან შუბოსნები და მშვილდოსნები ჩააყენა, და სწრაფად შეუტია რომაელებს. რომაელებმა ვერ შეძლეს ფლანგიდან შეტევა, როგორც წინა ბრძოლაში და პირისპირ შეხვდნენ მეტოქეს და სცადეს მძიმე ქვეუთების დამარცხება, სანამ მათ სპილოები არ მოეშველებოდნენ. პიროსმა კი სპილოებით შეუტია რომაელებს და უკუაქცია ისინი. რომაელები გაიქცნენ ბანაკში. ამ დღეს დაიღუპა 6000 რომაელი და 3500 ბერძენი.

მიუხედავად გამარჯვებისა, პიროსს ისეთი დანაკარგები ჰქონდა, რომ ომის ასე გაგრძელებას იგი ვეღარ შეძლებდა. ისტორიაში შევიდა მის მიერ წარმოთქმული ფრაზა "თუ კიდევ ერთხელ ასე გავიმარჯვებთ რომაელებთან, საბოლოოდ დაიღუპებით". დაიღუპა მის მიერ ჩამოყვანილი ჯარების დიდი ნაწილი და მისი მიახლოვებული მხედართმთავრები.

ამ ბრძოლაში პიროსმა კი გაიმარჯვა, მაგრამ ომის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა. მისთვის ცხადი იყო რომ იტალია უნდა დაეტოვებინა. პიროსისთვის საბედნიეროთ ამ დროს მას სიცილიელმა ბერძნებმა სთხოვეს დახმარება კართაგენის წინააღმდეგ, რითაც პიროსს საშუალება მიეცა იძულებითიდახევა სიცილიისთვის დახმარების მოტივით აეხსნა.

სიცილიის კამპანია

რედაქტირება

ასკულუმთან ბრძოლის შემდეგ პიროსი სიცილიაში გაემგზავრა, სადაც მას კართაგენის წინააღმდეგ გახმარება სთხოვეს. მან ისარგებლა ამ საბაბით რათა დაეტოვებინა ირალია, სადაც რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლის უნარი აღარ ჰქონდა. სიცილიაში პიროსს წინააღმდეგობა არავინ გაუწია, ამიტომ მან მალევე დაიკავა მთელი კუნძული. რომაელებმა კი კართაგენთან ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადეს 12 წლით.

ამ წარმატების შემდეგ მან განიძრახა კართაგენზე გალაშქრება. პიროსმა დაიწყო სიცილიური ქალაქებიდან ჯარების შევსება, ამასთან იგი სასტიკად და დესპოტურად მოქმედებდა. სიცილიელებმა ამას დიდხანს ვერ გაუძლეს და დაიწყეს აჯანყება. ამასობაში პიროსს სამნიუმიდან და ტარენტუნუმელებისგან წერილი მოუვიდა, სადაც ისინი მეფეს დაბრუნებას სთხოვდნენ, რადგან რომაელებმა ისინი დაამარცხეს და ჩამოართვეს მიწები. პიროსმა ისარგებლა ამით და აჯანყებული სიცილიიდან დაბრუნდა იტალიაში.

როდესაც პიროსმა გასცურა სიცილიიდან, კართაგენულმა ფლოტმა გადაუკეტა მას გზა და შეებრძოლა ზღვაში. პიროსმა ამ ბრძოლასი ბევრი გემი დაკარგა, ნაპირზე გადმოსვლისას კი მას სიცილიელები შეებრძოლნენ. პიროსმა დაამარცხა სიცილიელები, თუმცა თვითონ დაიჭრა.

ბენევენტუმთან ბრძოლა

რედაქტირება

ბენევენტუმთან ბრძოლა იყო პიროსსა და რომს შორის უკანასკნელი ბრძოლა. ამ ბრძოლისთვის პიროსმა უკვე მოიგო რომაელების წინააღმდეგ ორი ბრძოლა, მაგრამ ისეთი დანაკარგებით, რომ ომის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. შემდეგ იგი გაემგზავრა სიცილიაში, მაგრამ მისი სიცილიური კამპანიაც კრახით დასრულდა.

ძვ. წ. 275 წელს ტარენტუმში პიროსი 20 000ანი ლაშქარით ჩავიდა. აქ მან შეავსო ჯარი და წავიდა სამნიუმში, სადაც რომაელები იყვნენ დაბანაკებულნი. სამნიტების საქმე ამ დროისთვის ძალიან ცუდად იყო, რომაელებმა ისინი არაერთხელ დაამარცხეს.

პიროსმა ჯარი ორად გაყო, ერთი ნაწილი ლუკანიაში გაუშვა რათა ისინი მეორე კონსულის კორნელიუს ლენტულუს კაუდინუსის ჯარებს შეხვედროდნენ და არ მიეცათ კონსულ მანიუს კურიუს დენტატუსის ჯართან შეერთების საშუალება. მეორე ნაწილს კი თვითონ გაუძღვა სამნიუმში, სადაც რომაელები ქალაქ ბენევენტუმთან იყვნენ დაბანაკებულნი.

პიროსმა განიძრახა თავს დასხმოდა რომაელებს სანამ მათ დამატებითი ჯარები მოუვიდოდათ, ამიტომ მან შეკრიბა საუკეთესო მეომრები და ყველაზე ავი სპილოები და ღამით სურდა ბანაკზე თავდასხმა. მაგრამ გზა გრძელი იყო და ტყით უნდა გაევლოთ, მეომრები დაიკარგნენ და დროც დაიკარგა.

დილით რომაელებმა თვითონ დაიწყეს შეტევა და პიროსის ჯარისკაცებს უკან დაახევინეს. სხვა ფლანგებზე კი სპილოებმა რომაელები შეავიწროვეს. რომაელებმა სპილოებს შუბები დაუშინეს და უკუაქციეს, ცხოველების უწესრიგო რბენამ არეულობა გამოიწვია პიროსის ჯარებში.

ამ ბრძოლის წაგების შედეგად პიროსის იმედები იტალიის და სიცილიის დამორჩილებაზე საბოლოოდ დაიმსხვრა და იგი დაბრუნდა საბერძნეთში.


ასე დაამარცხეს რომაელებმა პიროსი, რომელმაც ამ ბრძოლის წაგებით ყოველგვარი იმედი დაკარგა იტალიაში ბატონობაზე და დაბრუნდა საბერძნეთში. ამ ომით დასრულდა რომაელების მიერ იტალიის დაპყრობა.

რომაელებმა კი პირიქით, ირწმუნეს თავისი სიძლიერე და ჩათვალეს რომ ამ ომმა საბოლოოდ გადაჭრა საკითხი, თუ ვინ უნდა ბატონობდეს იტალიაში. მათ ადვილად დაიმორჩილეს "დიდი საბერძნეთი" და სიცილიაზეც გაიჩნდათ პრეტენზიები, სადაც მოგვიანებით ისინი კართაგენს დაუპირისპირდნენ.