ღია ოფისი (Open Office)/ნაწილი 2 Writer – ტექსტური რედაქტორი/ცხრილები

მონაცემების ორგანიზებული წარმოდგენისთვის ცხრილები დოკუმენტებში ფართოდ გამოიყენება. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ ცხრილების შექმნას და გაფორმებას. ცხრილების გამოყენება:

  • ტექნიკური და სტატისტიკური ინფორმაციის გადმოსაცემად
  • პროდუქტების კატალოგის წარმოსადგენად
  • სახელთა და მისამართთა სიების შესადგენად

ცხრილებში ეს ინფორმაცია უფრო ნათლად გამოჩნდება. ცხრილები ასევე გამოიყენება გვერდების ფორმატირებისსთვის. ცხრილის შიგთავსი შეიძლება იყოს როგორც ტექსტი ასევე გრაფიკაც. Writer ცხრილების გაფორმების ფართო საშუალებებს გაძლევთ.

ცხრილების მენიუ და ხელსაწყოთა პანელი

რედაქტირება
 
ცხრილების ხელსაწყოთა პანელი

ცხრილის ბრძანებები თავმოყრილია მენიუს ზოლზე ცხრილების მენიუში და ასევე არსებობს ცხრილების ხელსაწყოთა პანელი, რომელიც ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები და შემდგომ ცხრილში განმარტებული. ეს ხელსაწყოთა პანელი ახალი ცხრილის სექმნისას, ან არსებული ცხრილის მონიშვნისას ავტომატურად გამოჩნდება.

განვიხილოთ ყოველი ღილაკი:

ხატულა
სახელი
აღწერა
  ცხრილი სვავს ცხრილს დოკუმენტში, თქვენ ასევე შეგიძლიათ დააწკაპუნოთ ისარს და გადმოათრიოთ დოკუმენტში

სასურველი ზომის ცხრილი. ამისთვის სასურველი ზომის ცხრილის გამოყოფის შემდეგ დააწკაპუნეთ უკანასკნელ უჯრაზე.

  ხაზთა სტილი ხსნის საზღვართა სტილის ხელსაწყოთა პანელს, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ საზღვართა სტილი.
  ხაზთა ფერი ხსნის საზღვართა ფერის ხელსაწყოთა პანელს, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ საზღვართა ფერი.
  საზღვრები ხსნის საზღვართა დიალოგურ ფანჯარას, სადაც შეგიძლიათ განსაზღვროთ თუ რომელ გვერდებს უნდა ჰქონდეს საზღვრები.
  ფონის ფერი ხსნის ფერთა პალიტრას, საიდანაც შეგიძლიათ მთელი ცხრილის ან გამოყოფილი უჯრების ფონის ფერის შერჩევა.
  შერწყმა ორი ან მეტი მონიშნული უჯრის ერთ უჯრად შერწყმა.
  გახლეჩვა ხსნის უჯრის გახლეჩვის დიალოგს, რომელსიც შეგიძლიათ მიუთითოთ თუ რამდენ ნაწილად გსურთ მიმდინარე უჯრის დაყოფა.
  ოპტიმიზაცია ხსნის ოპტიმიზაციის ხელსაწყოთა პანელს, სადაც შეგიძლიათ განსაზღვროთ ცვეტთა და სტრიქონთა ოპტიმალური ზომები.
  ზედა უჯრის შიგთავსს უჯრის ზედა კიზედე ასწორებს.
  შუა უჯრის შიგთავსს უჯრის შუა ხაზზე ასწორებს.
  ქვედა უჯრის შიგთავსს უჯრის ქვედა კიზედე ასწორებს.
  სტრიქონის ჩასმა მიმდინარე სტრიქონის ქვემოთ ცხრილს ახალ სტრიქონს ამატებს.
  სვეტის ჩასმა მიმდინარე სვეტისგან მარჯვნივ ცხრილს ახალ სვეტს ამატებს.
  სტრიქონის წაშლა ცხრილიდან, მონიშნულ სტრიქონს შლის.
  სვეტის წაშლა ცხრილიდან, მონიშნულ სვეტს შლის.
  ავტოფორმატი ხსნის ავტოფორმატის დიალოგურ ფანჯარას, საიდანაც შეგიძლიათ ამოირჩიოთ წინასწარ განსაზღვრული

ფორმატირების ვარიანტები.

  ცხრილის თვისებები ხსნის ცხრილის თვისებების დიალოგურ ფანჯარას, სადაც შეგიძლიათ სხრილის სხვადასხვა პარამეტრების გამართვა. მაგალითად ცხრილის სახელი, გასწორება, ცვეტთა სიგანე, ფონის ფერი და ა.შ.
  დახარისხება ხსნის დახარისხების დიალოგს, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ დახარისხების კრიტერიუმები.
  ჯამი ააქტიურებს დაჯამების ფუნქციას.

ცხრილის ჩასმა

რედაქტირება
 
ცხრილის ჩასმა

ტექსტში ცხრილის ჩასასმელად შეგიძლიათ ისარგებლოთ სტანდარტულ ხელსაწყოთა პანელზე შესაბამისი ღილაკით, ან მენიუ Table < Insert < Table. ხელსაწყოთა პანელის ღილაკს თუ დავაკვირდებით ვნახავთ რომ მას გვერდზე პატარა შავი ისარია, თუ მას დავაწკაპუნებთ, გამოვა ცხრილის მინი მოდელი, რომლითაც შეგვიძლია პირდაპირ ავარჩიოთ თუ რა ზომის ცხრილი გვსურს.

როგორც სურათზე ვხედავთ, ტექსტში უნდა ჩაჯდეს ცხრილი რომელსაც გააჩნია სამი სვეტი და ოთხი სტრიქონი. ხოლო თუ პირდაპირ დავაწკაპუნებთ ცხრილის ღილაკს ან მენიუ Table < Insert < Table-ით ვისარგებლებთ, მაშინ გამოვა ცხრილის ჩასმის დიალოგი, სადაც უნდა მიუთითოთ ცხრილის ისეთი პარამეტრები, როგორიცაა სვეტების და სტრიქონების რაოდენობა, ცხრილის სახელი და სათაურის პარამეტრები.

ღია ოფისი ასევე საშუალებას გაძლევთ არსებულ ცხრილში შექმნათ ახალი ცხრილი.

ცხრილების ფორმატირება

რედაქტირება

ახლა როდესაც ცხრილი შევქმენით, დროა შესაფერისად გავაფორმოთ იგი.

ცხრილის ჩასმის შემდეგ მას ენიჭება ნაგულისხმევი პარამეტრები, ანუ პირველი რიგი არის სათაურის რიგი, ხოლო შემდგომი რიგები ეთმობა ცხრილის შიგთავსს.

ღია ოფისი საშუალებას გაძლევთ ყოველი უჯრა ცალცალკე გააფორმოთ, შეცვალოთ შრიფტები, ფერები, ზომები და ა.შ. უჯრის ან უჯრების შესაცვლელად, ასე მოიქეცით:

  1. მონიშნეთ უჯრა ან უჯრათა დიაპაზონი
  2. მონიშნულზე მარჯვენა წკაპით აირჩიეთ Table > Table Properties
  3. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ შესაცვლელი პარამეტრები.

თუ თავდაპირველად შექმნილ ცხრილში არ გეყოთ რიგები ან სვეტები, შეგიძლიათ დაამატოთ ისინი. ამისთვის კი შემდეგნაერად მოიქეცით:

  1. დადექით რიგში/სვეტში რომლის შემდეგაც გსურთ ახალი რიგის/სვეტის ჩასმა
  2. მარჯვენა წკაპით გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ და აირჩიეთ row > insert ან column > insert, ამის შემდეგ გამოვა დიალოგი, სადაც შეძლებთ ჩაწეროთ თუ რამდენი რიგის/სვეტის დამატება გსურთ.

თუ პიდაპირ დააწკაპუნებთ Insert Row ღილსკდ ცხრილის ხელსაწყოთა პანელზე, მაშინ ახალი რიგი გაჩნდება მიმდინარე რიგის შემდეგ. იგივე ეხება სვეტსაც.

ღია ოფისში ახალი რიგებისა და სვეტების ჩასმის გარდა შეგიძლიათ უჯრების გაერთიანებაც. ამისთვის მონიშნეთ გასაერთიანებელი უჯრები და ცხრილის ხელსაწყოთა პანელზე დააწკაპუნეთ შესაბამისს ღილაკს.

ამის გარდა შეგიძლიათ ერთი უჯრის გაყოფა. ამისთვის დადექით გასაყოფ უჯრაზე და დააწკაპუნეთ ცხრილის ხელსაწყოთა პანელზე შესაბამისს ღილაკს. გამოვა დიალოგური ფანჯარა, სადაც უნდა ჩაწეროთ თუ რამდენ უჯრათ გსურთ მიმდინარე უჯრის დაყოფა და რა მიმართულებით უნდა მოხდეს დაყოფა, ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად.

ამის გარდა შეგიძლიათ მთელი ცხრილის გახლეჩვა ორ ცხრილად ან ორი ცხრილის შერწყმა. ცხრილის გახლეჩვა შეიძლება მხოლოდ ჰორიზონტალურად. ამისთვის დადექით იმ რიგზე, რომელიც უნდა იყოს მეორე ცხრილის პირველი რიგი, მარჯვენა წკაპით გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ, და აირჩიეთ Split Table. გამოსულ დიალუგურ ფანჯარაში შეგეძლებათ აირჩიოთ სათაური რიგის პარამეტრები.

ცხრილების გასაერთიანებლად კი კლავიში delete-თი წაშალეთ შუალედში აბზაცები, ისე რომ შესარწყმელ ცხრილებს შორის არ იყოს თავისუფალი ადგილი, დადექით ქვედა ცხრილის უჯრაზე და კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ Merge Tables, ახლა ორი ცხრილის მაგივრად ერთი ცხრილი გაქვთ.

 
ცხრილის ადგილმდებარეობის პარამეტრები

ახლა როდესაც გვაქვს სასურველი უჯრების, სვეტების და რიგების რაოდენობის ცხრილი, მოდით ვნახოთ თუ როგორ შეიძლება გვერდზე მისი განთავსება და მის გარშემო სასურველი რაოდენობის ადგილების გამოყოფა. ცხრილზე მარჯვენა წკაპით გამოიძახეთ კონტექსტური მენიუ და იქ აირჩიეთ Table > Table Propertiese, ან იგივე დიალოგური ფანჯრის გამოძახება შეგიძლიათ ცხრილის ხელსაწყოთა პანელზე ღილაკ Table-ს დაწკაპუნებით. ცრილის განლაგების პარამეტრების დაყენება შეგიძლიათ პირველივე ჩანართში, რაც ნაჩვენებია სურათზე.

ამ ჩანართში შეგიძლიათ ცხრილს დაარქვათ სახელი (რაც დიდ დოკუმენტებში, სადაც ბევრი ცხრილებია, აადვილებს ნავიგაციას), მიუთითოთ ცხრილის სიგანე, როგორც სურათზე ხედავთ ცხრილის სიგანეა 16.75 სმ, მარჯვნივ კი მიუთითოთ გვერდის რომელ კიდეზე უნდა იყოს ცხრილი გასწორებული, თუ იგი რა თქმა უნდა არ იკავებს მთელი გვერდის სიგანეს, უკანასკნელ შემთხვევაში კი ეს პარამეტრი უბრალოს აზრს კარგავს. მარცხენა ყველა განყოფილებაში კი უთითებთ ზემოთ და ქვემოთ ტექსტსა, გვერდის კიდეებსა და ცხრილს შორის მანძილს.

შემდეგ ჩანართში კი ხდება ტექსტის და ცხრილის ფურცელზე გადატანის პარამეტრების განსაზღვრა. რა მოხდება თუ ცხრილი არ დაეტია ერთ გვერდზე და გაგრძელდა შემდეგზე? ამ შემთხვევაში სათაურის რიგი განმეორდება შემდეგ გვერდზე. ამის გამორთვა კი სწორედ ამ ჩანართიდან შეგვიძლია. ამავე ჩანართში შეიძლება ნება დავრთოთ ან ავკრძალოთ სხვადასხვა გვერდზეგზე მყოფი ცხრილების შეერთება და ა.შ. ამავე ჩანართის ქვედა განყოფილებაში რეგულირდება ტექსტის ვერტიკალური გასწორება უჯრებში.

ამ ყველაფრის გარდა სრულფასოვანი ცხრილის მისაღებად საჭიროა სვეტების სიგანის და რიგების სიმაღლის რეგულაცია. ამის გაკეთება კი რამდენიმე ხერხით შეგვიძლია. ამის გაკეთება შეიძლება ხელითაც, მიიტანეთ კურსორი გასაზრდელი რიგის საზღვართან სანამ კურსორი || ფორმას არ მიიღებს. შემდეგ გადაათრიეთ საზღვარი სასურველი მიმართულებით. ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სახაზავებზე კარგად ჩანს სვეტების და რიგების განლაგება. სახაზავებზე არსებული სახელურებითაც მარტივად შეგიძლიათ სვეტების სიგანის და რიგების სიმაღლის შეცვლა.

ამის გარდა შეგიძლიათ ცხრილის ავტომორგება. მენიუში აირჩიეთ Table > Autofit და სვეტები და რიგები თვითონ მიიღებენ ოპტიმალურ ზომას.

 
სვეტების სიგანის მორგების ფანჯარა.

თუ კიდევ უფრო ძლიერი კონტროლი გესაჭიროებათ, მაშინ ცხრილის თვისებების ფანჯარაში აირჩიეთ მესამე ჩანართი და იქ ხელით მიუთითეთ ყოველი სვეტის სიგანე.

ახლა კი უკვე შეგვიძლია ცხრილის საზღვრების ფერზე და სტილზე ზრუნვაც. ნაგულისხმებად ცხრილს ოთხივე მხრიდან აქვს ჩარჩო და ყოველ უჯრას გააჩნია ჩარჩო. მაგრამ ჩვენ ამის შეცვლა მარტივად შეგვიძლია ისევ და ისევ ცხრილის თვისებების ფანჯრის მეოთხე ჩანართიდან.

 
ჩარჩოების მორგება

ჩარჩოებს 3 კომპონენტი გააჩნიათ, მიმართულება, ხედი და მათ გარშემო სივრცე.

ხაზთა განლაგება განსაზღვრავს თუ საით არის საზღვარი მიმართული. თუ უჯრათა ჯგუფია არჩეული, ახალი საზღვარი მხოლოთ მათზე გამოჩნდება. თქვენ ასევე შეგიძლიათ საზღვრების სრულიად მოხსნა.

ხაზი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს საზღვარი: სტილი და ფერი. ამოსარჩევად არის სხვადასხვა ტიპის ჩარჩოები და ფერები.

ღარები განსაზღვრავს თუ რა მანძილი უნდა იყოს საზღვრებსა და უჯრათა შიგთავსს შორის.

ჩრდილები აქტიურდება მთელს ცხრილზე. ჩრდილსაც გააჩნია 3 კომპონენტი: ზომა, მდებარეობა და ფერი.

თუ პრობლემები გაქვთ საზღვარებთან, ყველა პარამეტრის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად აირჩიეთ Tables > Borders ან Tables > Table Properties > Borders, შემდეგ დააწკაპუნეთ Line Arrangement Default > Set no borders

ცხრილის, უჯრის ან რიგის ფონის ფერის ან ფონური სურათის ასარჩევად შემდეგნაერად უნდა მოვიქცეთ:

  1. აირჩიეთ სასურველი უჯრები, რიგი ან ცხრილი.
  2. კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ Table ან მთავად მენიუში Table > Table Propertiese
  3. ცხრილის ფორმატირების დიალოგში აირჩიეთ ფონის ჩანართი.
  4. სექცია For-ში აირჩიეთ თუ რაზე უნდა იყოს გააქტიურებული ეს პარამეტრები.
  5. სექცია As-ში აირჩიეთ თუ რა სახის უნდა იყოს ფონი, ფერი თუ გამოსახულება.
  6. ფერის გასააქტიურებლად აირჩიეთ ფერი და დააწკაპუნეთ OK.
  7. გამოსახულებისთვის კი, ჯერ აირჩიეთ სასურველი სურათი, შემდეგ კი შეგიძლიათ მიაბათ გრაფიკული ფაილი. მიბმის შემთხვევაში, თუ ფაილი შეიცვალა ან წაიშალა იგი აღარ იქნება ცხრილიდან მისაწვდომი. ასევე უნდა აირჩიეთ სურათის განლაგება და შემდეგ დააწკაპუნეთ OK.
 
ცხრილის ფორმატირების ფონის ჩანართი

ნაგულისხმებად, ტექსტი გამართულია მარცხენა კიდეზე, ციფრები კი მარჯვენაზე. თუ უჯრაში შევიყვანთ ტექსტის რამოდენიმე სტრიქონს, მაშინ, ნაგულისხმებად იგი გაიმართება ზედა კიდეზე. ამის შესაცვლელად უჯრის კონტექტურ მენიუში აირჩიეთ Cell < Center ან Cell < buttom და ტექსტი სასურველ დონეზე გასწორდება.

როდესაც ცხრილი პრაქტიკულად მზად გვაქვს, შეიძლება დაგვჭირდეს უკანასკნელი შტრიხის გამოყენება – ეს არის სათაური. სათაურის დასამატებლად ასე მოიქეცით:

  1. ცხრილის კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ Caption.
  2. შეიყვანეთ სათაურის ტექსტი და სტილი.

თქვენი ყველა ცხრილისთვის სათაურის ავტომატურად დასამატებლად:

  1. კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ Caption,
  2. აირჩიეთ AutoCaption.
  3. აირჩიეთ OpenOffice.org Writer Table და შემდეგ სასურველი პარამეტრები.

ამ შემთხვევაში ყველა ცხრილს გააჩნია სათაური და თქვენ მხოლოდ გჭირდებათ ყოველი ცხრილისთვის სათაურის ტექსტის მითითება.

 
ცხრილის ავტოფორმატირება.

ავტოფორმატის გამოყენება

რედაქტირება

ტექსტის ფორმატირებაზე დროის ხარჯვის ასაზილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ და შექმნათ ავტოფორმატები. ავტოფორმატის შესაქმნელად ასე უნდა მოიქცეთ:

  1. შექმენით და გააფორმეთ ცხრილი, განსაზღვრეთ ფერები, შრიფტები და ა.შ.
  2. შემდეგ მენიუში აირჩიეთ Format > AutoFormat.
  3. გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში აირჩიეთ Add და მიუთითეთ სახელი.

ცხრილებში მონაცემების ჩანაწერები

რედაქტირება

რიცხვების ამოცნობა – თუ რიცხვების ამოცნობა ჩართულია, მაშინ უჯრაში რიცხვი განლაგდება მარჯვენა კიდეზე.

ცხრილის ტექსტად და პირიქით კონვერტირება ძალიან მარტივია. ამისთვის აირჩიეთ Table > Convert > Text to table. გამოსული დიალოგური ფანჯარა დაფეხმარებათ ცხრილის შექმნაში, თქვენ უნდა აირჩიოთ გამყოფი, ეს შეიძლება იყოს ტაბულაცია ან აბზაცი, მძიმე ან რაიმე სხვა, და პროგრამა დაყოფს ტექსტს უჯრებში. პირიქით გარდასაქმნელად აირჩიეთ Table > Convert > Table to text. მონაცემების დასახარისხებლად აირჩიეთ:

  1. აირჩიეთ სასურველი ცხრილი (ან მისი ნაწილი)
  2. მენიუდან აირჩიეთ Table > Sort.
  3. დახარისხების დიალოგში კი მიუთითეთ მიმართულება, თუ რის მიხედვით გსურთ დახარისხება და კლებადობით თუ ზრდით. ამის შემდეგ დააწკაპუნეთ OK.

კითხვები და დავალებები:

რედაქტირება
  1. რა დანიშნულება აქვს ცხრილს?
  2. შექმენით ცხრილი 3x4
  3. გაუკეთეთ ცხრილს სათაური
  4. შექმენით მისთვის ფორმატირება.
  5. მოხსენით ვერტიკალური საზღვრები.
  6. რა არის ავტოფორმატი?
  7. დაამატეთ ცხრილი ავტოფორმატებში.