ფაილური სისტემები
ეს წიგნი დევს კომპიუტერული ტექნოლოგიების თაროზე.
ფაილური სისტემები
კომპიუტერულ ტექნოლოგიებში დიდი ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც დაიწყო ფაილების ცენტრალიზებული მართვის სისტემების გამოყენება. ფაილი – ეს არის გარე მეხსიერების კონკრეტული მონაკვეთის სახელდებული ნაწილი, რომლიდანაც შეიძლება ინფორმაციის წაკითხვა და რომელშიც შეიძლება ინფორმაციის ჩაწერა. ფაილის სახელის დარქმევის წესები, ფაილში დაცულ ინფორმაციასთან წვდომის წესები, ფაილში დაცული ინფორმაციის სტრუქტურა განისაზღვრება ამ ფაილის მართვის სისტემის მიერ და შესაძლოა განისაზღვროს ფაილის ტიპის მიხედვითაც. გარე მეხსიერების მოხმარებას, ფაილების სახელების გამოტანას შესაბამის მისამართებზე და ამ ფაილებზე წვდომას ახორციელებს ფაილების მართვის სისტემა.
ფაილური სისტემის განსაზღვრება შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:
- დისკზე არსებული ყველა ფაილის ერთობლიობა
- ინფორმაციული სტრუქტურების კრებული, რომელიც გამოიყენება ფაილების სამართავად როგორიცაა, კატალოგები, დესკრიპტორები და თავისუფალი და დაკავებული სივრცის გამანაწილებელი ცხრილები.
- სისტემური პროგრამული ინსტრუმენტების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს ფაილების მართვას, კერძოდ: შექმნას, განადგურება, წაკითხვას, ჩაწერას, ძიებას და სხვა ოპერაციებს.
ფაილის სახელი
რედაქტირებაფაილების იდენტიფიკაცია ხდება სახელებით. მამხმარებელი ფაილს არქმევს სახელს, რის დროსაც გათვალისწინებულია ოპერაციული სისტემის შეზღუდვები კონკრეტულ სიმბოლოებზე და ფაილის სახელის სიგრძეზე. უკანასკნელ დრომდე ეს შეზღუდვები ძალიან მკაცრი იყო. უწინ პოპულარულ ფაილურ სისტემაში FAT სახელის ზომა განისაზღვრებოდა ფორმულით 8,3 (8 სიმბოლო – სახელი, 3 სიმბოლო – გაფართოება), ხოლო ოპ. სისტემაში UNIX System V ფაილს არ შეიძლება ქონდეს 14 სიმბოლოზე გრძელი სახელი. მოხმარებლისთვის უფრო სასურველია გრძელ სახელებთან მუშაობა, რადგან ეს იძლევა საშუალებას ფაილს ერქვას უფრო გასაგები და მისაღები სახელი, რომ ადვილი მისახვედრი იყოს ამ ფაილის შიგთავსის მნიშვნელობა. ამიტომაც თანამედროვე ფაილური სისტემები, როგორც წესი, აღჭურვილია ამ თვისებით და შეუძლიათ ფაილისათვის გრძელი სახელის დარქმევა. მაგ. Windows NT მის ფაილურ სისტემაში NTFS იყენებს 256 სიმბოლოს ფაილის სახელისათვის.
ფაილის გრძელი სახელები არა მარტო ახალ ფაილურ სისტემებს აქვთ, არის რამოდენიმე ძველი ფაილურის სისტემის ახალი ვერსიებიც. მაგ ოპ. სისტემა Windows 95 იყენებს VFAT ფაილურ სისტემას, რომელიც არის FAT ფაილური სისტემის ძირეულად შეცვლილი ვარიანტი.
საზოგადოდ სხვა და სხვა ფაილებს შეიძლება ერქვას ერთნაირი სიმბოლური სახელები. ამ შემთხვევაში ფაილი ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირდება ე. წ. შედგენილი სახელით, რომელიც წარმოადგენს კატალოგების სახელების სიმბოლურ გადაბმას. ზოგიერთ სისტემაში ერთსა და იგივე ფაილს არ შეიძლება ერქვას რამოდენიმე სახელი, ზოგან ეს დასაშვებია. უკანასკნელ შემთხვევაში ოპ. სისტემა ანიჭებს ფაილს დამატებით უნიკალურ სახელს. უნიკალური სახელი წარმოადგენს ციფრულ იდენტიფიკატორს და გამოიყენება ოპერაციული სისტემის პროგრამების მიერ. ასეთი უნიკალური სახელის მაგალითია საინდექსაციო დისკრიპტორის ნომერი UNIX სისტემაში.
ყველა თანამედროვე ფაილურ სისტემას აქვს მრავალსაფეხურიანი ფაილების სახელები, რაც გარე მეხსიერებაში სპეციალური სტრუქტურის მქონე ფაილების – კატალოგების სახით ინახება. ყოველი კატალოგი შეიცავს მასში განთავსებული კატალოგებისა და/ან ფაილების სახელებს, რომლებიც პირაპირ მიუთითებენ ამ ფაილებზე.
გვაქვს ორი უკიდურესი ვარიანტი. ბევრი ფაილების მართვის სისტემა მოითხოვს, რომ ყოველი ფაილური არქივი (მისამართების სრული ხისებრი სტრუქტურა) სრულად განთავსდეს ერთ პარტიციაზე (ან ლოგიკურ დისკზე, ფიზიკური დისკის დანაყოფზე, რომელსაც ოპ. სისტემა აღიქვამს როგორც ცალკე დისკს). ამ შემთხვევაში ფაილის სრული სახელი იწყება დისკური მოწყობილობის სახელით, რომელზეც არის განთავსებული შესაბამისი დისკი. სახელდების ასეთი მეთოდი გამოიყენება ფირმა DEC–ის სისტემებზე, და მასთან ძალიან ახლოსაა პერსონალური კომპიუტერის ფაილური სისტემები. ფაილების ასეთ ორგანიზაციას შეიძლება დავარქვათ იზოლირებული ფაილური სისტემა.
სხვა უკიდურესი ვარიანტი განხორციელებულ იქნა ოპ. სისტემა Multics–ის ფაილურ სისტემაში. ეს სისტემა იმასხურებს ცალკე განხილვას, რადგან მასში რეალიზებულ იქნა რამოდენიმე ორიგინალური იდეა. Miltics –ის ფაილურ სისტემაში გამოიყენება ფაილებისა და კატალოგების სრული ხისებრი სტრუქტურა რომელიც, ერთ არქივად ინახებოდა და ფაილის სრული სახელი იწყებოდა ძირეული კატალოგის სახელით. თვით სისტემა კონკრეტული ფაილის ძიებისას ოპერატრისგან ითხოვდა კონკრეტული დისკის მიწოდებას რომელზეც ეს ფაილი იყო განთავსებული ფიზიკურად. ფაილების ასეთ ორგანიზაციას შეიძლება დავარქვათ სრულიად ცენტრალიზებული.
რა თქმა უნდა ცენტრალიზებული ფაილური სისტემები უფრო მოხერხებულია ვიდრე იზოლირებული: ფაილების მართვის სისტემა იღებს თავზე უმთავრეს სამუშაოს. მაგრამ ასეთ სისტემაში წარმოიქმნება სერიოზული პრობლემები, როცა ვინმეს სჭირდება ფაილური სისტემის რამე ნაწილის სხვა გამოთვლით სისტემაში გადატანა.
კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღეს UNIX–ის შემქმელებმა საბაზისო დონეზე გამოიყენება იზოლირებული ფაილური სისტემები. არქივებიდან მხოლოდ ერთი ცხადდება ძირეულ ფაილურ სისტემად.
ხოლო სისტემის გაშვების შემდეგ შეიძლება "დამონტაჟდეს" ძირეული ფაილური სისტემა და სხვა იზოლირებული ფაილური სისტემები როგორც ერთიანი ფაილური სისტემა. ტექნიკურად ეს ხორციელდება ძირეულ ფაილურ სისტემაში ცარიელი კატალოგების შექმნით. UNIX სისტემის სპეციალური ბრძანება mount იძლევა საშუალებას რომელიმე ცარიელ კატალოგს მიუერთდეს კონკრეტული იზოლირებული არქივი. საერთო ფაილური სისტემის მონტირების შემდეგ ფაილების სახელები და სტრუქტურა წარმოგვიდგება ისე თითქოს ეს ყველაფერი თავდაპირველად ცენტრალიზებული ფაილურ სისტემაში იყოს განთავსებული. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ფაილური სისტემების მონტირება UNIX სისტემაში ჩატვირთვისას ხორციელდება, მომხმარებელი რა თქმა უნდა არ დაფიქრდება საერთო ფაილური სისტემის რეალურ მოწყობაზე.
ფაილების ტიპები
რედაქტირებაგვაქვს შემდეგი ტიპის ფაილები: ჩვეულებრივი ფაილები, სპეციალური ფაილები, ფაილი–კატალოგები
ჩვეულებრივი ფაილები იყოფა ტექსტურ და ორობით ფაილებად.
ტექსტური ფაილები შედგება სიმბოლოებისგან შემდგარი სტრიქონებისაგან, რომლებიც ASCII–კოდებშია წარმოდგენილი. ეს შეიძლება იყოს დოკუმენტები, პროგრამების წყარო–კოდები და ა. შ. ტექსტური ფაილები შეიძლება ეკრანზე ან პრინტერზე გამოვიტანოთ.
ორობითი ფაილები არ იყენებენ ASCII–კოდს, ისინი ხშირად რთული შინაგანი სტრუქტურასაგან შედგებიან, მაგ. ობიექტური პროგრამული კოდი ან შეკუმშული ინფორმაცია. ყველ აოპ. სისტემა უნდა ცნობდეს თუნდაც ერთი ტიპის ფაილებს – მათი საკუთარი შესრულებადი ფაილები.
სპეციალური ფაილები – არის შეტანა–გამოტანის მოწყობილობებთან ასოცირებული ფაილები, რომლებსაც იყენებს მომხმარებელი მოწყობილობებთან სამუშაოდ. ჩვეულებრივი ბრძანებების საშუალებით როგორიცაა ჩაწერა და წაკითხვა, რომელიც შემდეგ ოპ. სისტემის მიერ მიეწოდება კონკრეტულ მოწყობილობებს. სპეციალური ფაილები, როგორც მოწყობილობები იყოფა ბლოკებზე–ორინტირებულ და ბაიტებზე–ორიენტირებულ ფაილებად.
კატალოგი – ეს არის ერთ მხრივ, ფაილების ჯგუფი, რომელსაც აერთიანებს მომხმარებელი კონკრეტული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე (მაგ. ფაილები რომლებიც ეკუთვნის კონკრეტულ თამაშებს და ფაილები რომელბიც ეკუთვნის რომელიმე პროგრამულ პაკეტს) და მეორე მხრივ კატალოგში ინახება მასში დაცული ფაილების სია და განსაზღვრავს ამ ფაილების ატრიბუტებს.
სხვა და სხვა ფაილურ სისტემაში ატრიბუტებად გამოიყენება სხვა და სხვა თვისებები, მაგალითად:
- დაშვების შესახებ იფორმაცია
- ფაილთან დაშვების პაროლი
- ფაილის მესაკუთრე
- ფაილის შემქმნელი
- თვისება "მხოლოდ წასაკითხი"
- თვისება "ფარული ფაილი"
- თვისება "სისტემური ფაილი"
- თვისება "არქივირებული ფაილი"
- თვისება "ორობითი/სიმბოლური"
- თვისება "დროებითი" (პროცესის დასრულების შემდეგ წაშლით)
- თვისება ბლოკირება
- ჩანაწერის სიგრძე
- ჩანაწერის გასაღების ველზე მინიშნება
- გასაღების სიგრძე
- შექმნის, ბოლო მიმართვის და შეცვლის დროები
- ფაილის მიმდინარე ზომა
- ფაილის მაქსიმალური ზომა
კატალოგს შეუძლია უშუალოდ ატაროს ფაილის ატრიბუტების შესახებ ინფორმცია, როგორც MS-DOS ფაილურ სისტემებშია გათვალისწინებული ან მიუთითებდეს ცხრილებზე სადაც აღწერილია ეს თვისებები, როგორ UNIX სისტემებშია რეალიზებული.
კატალოგები MS-DOS–ში არის როგორც იერარქიული ხისებრი სტრუქტურა ხოლო UNIX სისტემებში მათ ქსელური სახე აქვთ. როგორც ნებისმიერ ფაილს, ასევე კატალოგსაც აქვს სიმბოლური სახელი და ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირდება შედგენილი სახელით, რომელიც შეიცავს ყველა სხვა კატალოგის სახელების ჯაჭვს, რომლიდანაც მოდის გზა ძირეული კატალოგიდან მოცემულ კატალოგამდე.
პოპულარული ფაილური სისტემები
რედაქტირებაარის გარკველული რაოდენობის ფაილური სისტემები, რომლებიც დიდი ხანია გამოიყენება კომპიუტერულ სისტემებში და თანამდეროვე პროგრამული უზრუნველოფისა და ოპერაციული სისტემების განუოფელი ნაწილია. განვიხილოთ მათ შორის ყველაზე პოპულარული სისტემები:
NTFS
რედაქტირებაNTFS New Technology File System — "ახალი ტექნოლოგიების ფაილური სისტემა") — სტანდარტული ფაილური სისტემა მაიკროსოფტის ოპერაციული სისტემებისათვის: Microsoft Windows NT, Windows 2000, Windows XP, Windows Server 2003, Windows Vista.
NTFS –მა შეცვალა ადრე MS-DOS–ში და Windows–ის ადრინდელ ვერსიებში გამოყენებადი ფაილური სისტემა FAT. NTFS აქვს მეტა–მონაცემების მხარდაჭერა და იყენებს სეპციალიზებულ მონაცემთა სტრუქტურებს ფაილების შესახებ ინფორმაციის შესანახად და სისტემის წარმოდეობის გასაზრდელად საიმედოობისა და დისკური სივრცის ეფექტური გამოყენებისათვის. NTFS შეუძლია შეზღუდოს ფაიზლე წვდომა კონკრეტული მომხმარებლების და მომხმარებელთა ჯგუფებისათვის მათთვის განსაზღვრული დაშვების პარამეტრების შესაბამისად. შეუძლია დანიშნოს კვოტები (დისკური სივრცის გამოყენების შეზღუდვა კონკრეტული მომხმარებლებისათვის). NTFS იყენებს ჟურნალირებულ ფაილურ სისტემას საიმედოოების გასაუმჯობესებლად.
არის NTFS–ის რამოდენიმე ვერსია: v1.2 გამოიყენება Windows NT 3.x|Windows NT 3.51 და Windows NT 4.0, v3.0 განთავსებულია Windows 2000–ში v3.1 — Windows XP და Windows Server 2003. ხანდახან ბოლო ვერსიებს გამოსახავენ როგორც v4.0, v5.0 и v5.1 Windows–ის ვერსიების შესაბამისად, რომელთანაც ერთად ვრცელდება.
ოპერაციული სისტემების მიერ მხარდაჭერა
NTFS ფაილური სისტემა ვრცელდება მხოლოდ Microsoft –ის NT–ოჯახის ოპ. სისტემებში: Windows NT, 2000, XP, 2003 Server. სხვა სისტემებისათვის არის შემდეგი ინსტრუმენტები NTFS-პარტიციებთან მუშაობის უზრუნველსაყოფად.
- MS-DOS
- დრაივერი NTFSDOS მარკ რუსინოვიჩი (Mark Russinovich) — წაკითხვის მხარდაჭერით, ხოლო ვერსია Professional ჩაწერის მხარდაჭერითაც.
- Windows 9x
- დრაივერი NTFS for Windows 98 ასევე მარკ რუსინოვიჩისგან. აქვს წაკითხვის მხარდაჭერა ხოლო ჩაწერისათვის გამოიყენება DOS–ის დრაივერი.
- დრაივერი Paragon NTFS for Windows 98. კომერციული პროდუქტი. არის ჩაწერის მხარდაჭერა, დემო ვერსიაში მხოლოდ წაკითხვა. პროდუქტი უკვე ამოღებულია წარმოებიდან.
- Linux
- პროექტი Linux-NTFS. შეიცავს ბირთვის მოდულს, აგრეთვე უტილიტებს სხვა და სხვა ოპერაციების ჩასატარებლად NTFS პარტიციებთან (შემოწმება, წაშლილი ფაილების აღდგენა,ზომის შეცვლა და ა.შ.). კონკრეტულად ეს დრაივერი გამოიყენება Linux–ის ბირთვში ჯერ კიდევ 2.2 ვერსიიდან (მას შემდეგ ის მთლიანად განახლდა). ბირთვის მოდული მხოლოდ წაკითხვას უზრუნველყოფს (ჩაწერა— მხოლოდ არსებულ ფაილებში მათი ზომის შეცვლის გარეშე), მაგრამ ახლახან გამოჩნდა ახალი პაკეტი ntfsmount, რაომელიც იყნებს FUSE–ს და საშუალებას იძლევა დამონტაჟდეს NTFS-პარტიცია კონკრეტული შეზღუდვებით. ეს არის პირველი სრულიად თავისუფალი პროდუქტი, რომელსაც აქვს ასეთი შესაძლებლობები.
- პროექტი NTFS-3G. წარმოიქმნა როგორც წინა პროექტის განშტოება, გამოირჩევა უფრო მეტი შესაძლებლობებით NTFS-პარტიციებზე ჩაწერისათვის. გამოცხადებულია სტაბილურად (გამოშვებულია ვერსია 1.0) 2007 წლის 21 თებერვალს.
- პროექტი Captive NTFS. შეიქმნა როგორც "გარსი" ორიგინალური დრაივერისათვის რომელსაც იყენებს ოპ სისტემა Windows ლინუქსში გამოყენების მიზნით. არის ჩაწერის საშუალებაც მაგრამ დრაივერი ძალიან ნელა მუშაობს და აქვს შეზღუდვები.
- დრაივერი Paragon NTFS for Linux. ჩაწერის მხარდაჭერით, აქვს უტილიტები NTFS-პარტიციებთან სამუშაოდ. პროდუქტი ფასიანია.
- KolibriOS
- წაკითხვა/ჩაწერის მხარდაჭერა ვერსიიდან 0.6.5. აღსანიშნავია რომ დრაივერი დაწერილია ასემბლერის ენაზე.
შედარებითი აღწერა FAT და NTFS ფაილური სისტემებისათვის
შეზღუდვა | NTFS | FAT და FAT 32 |
---|---|---|
ტომის ზომა | ტომის მინიმალური ზომა დაახლოებით10 Мб. | FAT აქვს განსხვავებული ზომის ტომები- დისკეტის მოცულობიდან 4 გბ–მდე. |
პრაქტიკაში რეკომენდებულია შეიქმნას ტომები არა უმეტეს 2 ტბ. | FAT 32 აქვს 2 გბ. დან 2 ტბ.–მდე ზომის ტომების მხარდაჭერა. Windows XP ქვეშ შესაძლებელია Fat 32 ტომის შექმნა რომლის ზომა აჭარბებს 32 გბ–ს. | |
NTFS არ შეუძლია დისკეტების ფორმატირება. | 512 მბ–ზე მცირე ზომის დისკების მხარდაჭერა. | |
ფაილის ზომები | ფაილის ზომის თეორიული ზღვარი არის 16 ექსაბაიტი. | FAT შუძლია შეინახოს არა უმეტეს 2 გბ. ზომის ფაილები. FAT 32 შეუძლია არა უმეტეს 4 გბ. ზომის ფაილების შენახვა |
FAT და FAT32
რედაქტირებაFAT (File Allocation Table — "ფაილების განთავსების ცხრილი") — ფაილური სისტემა, გამოიყენება შემდეგ ოპერაციულ სისტემებში DOS (ოპერაციული სისტემა)DOS და Windows. ლოგიკური დისკი, რომელიც დაფორმატებული FAT სისტემაში, აქვს შემდეგნაირი დანაყოფები:
- ჩამტვირთი სექტორი;
- ფაილები განთავსების ცხრილი ანუ FAT (ტრადიციულად ორი ასლის სახით);
- ძირეული კატალოგი;
- ფაილები.
ფაილების შესანახად ხელმისაწვდომეი სივრცე იყოფა კლასტერებად (კლასტერი – ინფორმაციის შესანახი ერთეული). ფაილების განთავსების ცხრილს გააჩნია უჯრედები, თითოეული მიუთითებს მყარი დისკის კონკრეტულ კლასტერზე. თუ კლასტერი შეიცავს ფაილს, მაშინ ამ უჯრედში იქნება მითითეული ამ ფაილის მიერ დაკავებული შემდეგი კლასტერის მისამართი. თუ უჯრედში მითითებულია რომ მოცემული კლასტერი ბოლოა რომელსაც ეს ფაილი იკავებს, მასში აუცილებლად თავსდება ჩანაწერი "FFFF" გამოუყენებელი კლასტერები მონიშნულია ნულებით. "დაზიანებული" კლასტერები მონიშნულია სპეციალური კოდებით.
არსებობს FAT–ის სამი ვერსია FAT 12. FAT16 და FAT32. ისინი განსხვავდებიან ბიტების რაოდენობით, რომელიც გამოყოფილია კლასტერების ნუმერაციისათვის. FAT12 გამოიყენება დიკეტებისათვის, ხოლო FAT16 მცირე ზომის დიკებისათვის.
სხვა და სხვა ოპერაციული სისტემებისათვის შეიქმნა სხვა და სხვა დანიშნულების FAT. მაგ. DR-DOS იყენებს ფალებთან წვდომის დამატებით ატრიბუტებს, WIndows 95 Linux და Proolix სისტემებისათვის არის გრძელი სახელების მხარდაჭერით, ხოლო OS2 - იყენებს დამატებით ფაილურ ატრიბუტებს.
FAT32 არის ფაილური სისტემა რომელიც შეიმუშავა ფირმა მაიკროსოფტმა როგორც FAT–ის განსაკუთრებული ვერსია.
FAT32 არის FAT ფაილური სისტემის ბოლო ვერსია და გამოირჩევა გაუმჯობესებული FAT16-ის ფუნქციებით, უმთავრესად შეიქმნა ლოგიკური ტომების (დისკების) ზომების გაზრდის მიზნით, ამასთან ინახავ რა ძველი ფაილური სისტემების თვისებებს ძველი პროგრამებისათვის, რომლებიც MS-DOS ოპ. სისტემისათვის იყო შექმნილი. FAT32 იყენებს კლასტერების 32 ბიტიან ადრესაციის სისტემას. FAT32, Windows 95 OSR2 ვერსიასთან ერთად გამოვიდა.
თეორიულად FAT32 შეუძლია ამუშაოს 268 435 438 კალსტერი, აქვს საშუალება გამოიყენოს 2 ტერაბაიტი ზომის მყარი დისკი. მაგრამ ScanDisk–უტილიტის შეზღუდვების გამო, (უფრო დაზუსტებით, იმიტომ რომ Windows 98 არ აქვს LBA48 რეჟიმის მხარდაჭერა და შეუძლია მხოლოდ LBA28 რეჟიმში მუშაობა) FAT32 შეზღუდულია დაახლოებით 124,55 გიგაბაიტი ზომის პარტიციების მხარდაჭერით. Windows 2000 და Windows XP შეუძლიათ FAT32 ტიპის პარტიციების შექმნა რომელთა ზომაც არ აღემატეა 32 გიგაბაიტს, როცა სხვა ვერსიებს არ გააჩნიათ ამისთანა შეზღუდვები, რისი მიზეზებიც გაურკვეველია.
ფაილის მაქსიმალური ზომა FAT32 ტომში არის 4 გიგაბაიტი. არ არის გათვალისწინებული ფაილებთან დაშვების და უსაფრთხოების თანამედროვე მეთოდები. ყველაფერმა ამან განაპირობა რომ დღეისათვის ეს ფაილური სისტემა ნაკლებად პოპულარულია და ნელ–ნელა ამოდის მოხმარებიდან, რაც ხელს უწყობს უფრო მაღალტექნოლოგიური ფაილური სისტემის NTFS–ის პოპულარიზაციას.
ext3
რედაქტირებაext3 ანუ მესამე გაფართოებული ფაილური სისტემა არის ჟურნალიზებული ფაილური სისტემა, რომელიც უმთავრესად გამოიყენება ლინუქს ოპერაციულ სისტემებში. ext3 გახლავთ სტანდარტული ფაილური სისტემა ძალიან ბევრი პოპულარული ლინუქსის დისტრიბუციისათვის. სტეფან ტვიდმა (Stephen Tweedie) პირველად 1999 წლის თებერვალში განახადა, რომ მუშაობს ext2-ის გაფართოებაზე და უკვე ლინუქსის ბირთვის 2.4.15 ვერსიაში ოფიციალურად შევიდა მისი მხარდაჭერა.
ext3 წარმადობით (სიჩქარით) და მასშტაბირებადობით არ გამოირჩევა როგორც მისი კონკურენტები, როგორიცაა JFS2, ReiserFS და XFS, მას აქვს ნიშანდობლივი უპირატესობა, რომ საშუალებას იძლევა ადგილზევე განაახლოს პოპულარული ext2 ფაილური სისტემიდან ინფორმაციის სარეზერვო ასლების კეთების გარეშე, ასევე იყენებს ნაკლებ რესურსებს პროცესორისაგან ვიდრე ReiserFS და XFS.
ext3 ფაილური სისტემა უზრუნველყოფს შემდეგი ფუნქციებს ჩართვას:
* ჟურნალი * ხისებრი კატალოგების სტრუქტურა * ფაილური სისტემის დინამიური ზრდა
ჩამოთვლილი პარამეტრების გარეშე ამ სისტემას შეიძლება ვუწოდოთ ext2 ფაილური სისტემა. აქედან გამომდინარე ext3 ფაილური სისტემ არის გამართული ext2 ფაილური სისტემა. ამიტომაც ხშირად ex2 ფაილური სისტემის უტილიტები წარმატებით გამოიყენება ext3 ფაილურ სისტემაში შეცდომების ჩასასწორებლად. ორივე ext2 და ext3 ფაილური სისტემისათვის გამოიყენება უტილიტების პაკეტი სახელწოდებით e2fsprogs, რომელიც შეიცავს fsck ინსტრუმენტს. ამ დონის იდენტურობა, მარტივს ხდის პირდაპირ კონვერტაციას ერთიდან მეორეში ნებისმიერი მიმართულებით.
ext3-ის ლინუქსისათვის შექმნილ ვარიანტში გათვალისწინებულია ჟურანლიზების სამი დონე :
Journal (ნელი, მაგრამ ნაკლებად სარისკო)ორივე, მეტაინფორმაცია და ფაილები იწერება ჟურნალში სანამ გაიწერება მთავარ ფაილურ სისტემაში. ეს აძლიერებს საიმედოობას წარმადობის ხარჯზე რადგან ნებისმიერი ინფორმაცია იწერება ორჯერ./etc/fstab-ში მითითების შემდეგ, მაგ barrier=1, შეიძლება დავკარგოთ ინფორმაცია ენერგოკვების გათიშვისა და kernel panic-ის დროს.
Ordered (საშუალო სიჩქარე, საშუალო რისკი) მუშაობს როგორც Writeback, მაგრამ ინფორმაციას ათავსებს ფაილურ სისტემაში მანამ სანამ მეტა ინფორმაციას გააფორმებს ჟურნალში როგორც ჩაწერილს. ეს პარამეტრი სტანდარტულია ლინუქსის ბევრი დისტრიბუტივიასთვის.
Writeback (უსწრაფესი, ყველაზე სარისკო; ეკვივალენტურია ext2-სა ზოგიერთი თვალსაზრისით) მეტა ინფორმაციის ჟურნალიზება ხდება მაგრამ ფაილის შიგთავსისა არა. ეს არის უსწრაფესი მეთოდი მაგრამ პროგრამების, ოპერაციული სისტემის ან აპარატურის არაკორექტული მუშაობისას შესაძლოა დაიკარგოს ინფორმაცია.
არ არსებობს ext3 ფაილური სისტემის აქტიური დეფრაგმენტაციის საშუალება, რომელიც ფაილური სისტემის დონეზე იმუშავებს. არსებობს ცალკე ext2 დეფრაგმენტატორი, e2defrad რომელიც მოითხოვს რომ ჯერ მოხდეს ფაილუირი სისტემის კონვერტაცია ext2-ში, მაგრამ შეიძლება ინფორმაციის დაკარგვა გამოიწვიოს, რაც ახალი სისტემის განახლებული ფუნქციონალობით არის გამოწვეული რომელიც ამ ინსტრუმენტში რეალიზებული არაა.
ext2 განსხვავებით ext3 წერს ნულებს წაშლილი ფაილების ინოდებზე. ეს ამარტივებს წაკითხვა-ჩაწერის პროცესს ფაილურ სისტემაში როცა ჟურნალის გადამოწმება ხდება უსაუფთაო მონტირებისას. მომხმარებელს სჭირდება მხოლოდ grep რომელიც ვინჩესტერზე მოძებნის ფაილის საწყისსა და ბოლოს.
ReiserFS
რედაქტირებამიმდინარეობს ამ ნაწილის დამუშავება