ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 91:
 
* წრფივი სტატიკური მეთოდი – შენობის ყველა ელემენტი მოდელირებულია წრფივად დრეკადი ელემენტის სახით; გადაადგილება გამოითვლება ფსევდო-სტატიკური ჰორიზონტალური დატვირთვის ზემოქმედების შემთხვევისათვის, რომელიც შემდგომში გამოიყენება საანგარიშო მიწისძვრიდან მოსალოდნელი არადრეკადი გადაადგილების დასადგენად.
* წრფივი დინამიკური მეთოდი – შენობის ყველა ელემენტი მოდელირებულია როგორც წრფივად დრეკადი. Gგადაადგილებისგადაადგილების გამოთვლა ხდება დროის ფაქტორის გათვალისწინებით ან მოდალური სპექტრული გაანგარიშებით, რომელიც შემდგომში გამოიყენება საანგარიშო მიწისძვრიდან მოსალოდნელი არადრეკადი გადაადგილების დასადგენად.
 
რეკადიდრეკადი გაანგარიშების მეთოდები «ძალით კონტროლირებადი» მეთოდების სახელწოდებით არის ცნობილი და ეფუძნება დაშვებას, რომ კონსტრუქცია მიწისძვრის ზემოქმედებაზე დრეკადად რეაგირებს. ეს მეთოდები კარგად არის ცნობილი და ადვილად გამოსაყენებელია, მაგრამ აქვთ გარკვეული ხარვეზები. კონსტრუქციული ელემენტების გაანგარიშება ხდება საექსპლოატაციო პირობებისთვის ანუ დრეკადი არის ფარგლებში. კონსტრუქციის პოსტდრეკადი ქცევის გასათვალისწინებლად შემოტანილია რედუქციის კოეფიციენტი. დაშვების თანახმად კონსტრუქციის ფაქტიური სიმტკიცე მეტია საანგარიშო სიმტკიცეზე და კონსტრუქციას აქვს ენერგიის ჩაქრობის უნარი დამყოლობის ხარჯზე. Dდრეკადიდრეკადი მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია განისაზღვროს ნაგებობის დრეკადობის უნარი და ის თუ სად შეიძლება განვითარდეს პირველად დენადობა, მაგრამ შეუძლებელია რღვევის მექანიზმებისა და დენადობის პროგრესირებით გამოწვეული ძალების გადანაწილების გათვალისწინება. «ძალით კონტროლირებადი» მეთოდები პირველ რიგში უზრუნველყოფს სიცოცხლის უსაფრთხოებას და არა დაზიანების შეზღუდვას.
 
არადრეკადი გაანგარიშების მეთოდები:
 
ამ შემთხვევაში დაპროექტების ერთერთ მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს დეფორმაცია, რადგან შენობის ქცევა ხასიათდება დაზიანების დონით, დაზიანება კი დაკავშირებულია ელემენტებისა და სისტემების დეფორმაციის ხარისხთან. ამან განაპირობა «გადაადგილებით კონტროლირებადი» მეთოდების განვითარება სეისმური ქცევის შესაფასებლად. ეს მეთოდები ძირითადად ემყარება არადრეკად დეფორმაციებს და იყენებს არაწრფივი გაანგარიშების მეთოდებს:
* არაწრფივი სტატიკური მეთოდი – რომელიც PუსჰოვერPushover-ის მეთოდის სახელწოდებით არის ცნობილი, ბოლო ოცი წლის განმავლობაში განვითარდა და თავისი სიმარტივისა და იმის გამო, რომ ითვალისწინებს კონსტრუქციის პოსტდენად ქცევას, სეისმომედეგი დაპროექტებისა და კონსტრუქციების სეისმური ქცევის შესაფასებელ გამორჩეულ მეთოდად იქცა. ტრადიციული Pushover-ის მეთოდი ფართოდ გამოიყენება სეისმომედეგი დაპროექტებისა და კონსტრუქციების სეისმური ქცევის შესაფასებლად აშშ-ში, იაპონიაში, იტალიაში.
 
ამ მეთოდის მიხედვით შენობა მოდელირებულია ცალკეული ელემენტის არაწრფივი მახასიათებლების გათვალისწინებით. ბიჯებად ზრდადი ჰორიზონტალური დატვირთვით ხდება მოსალოდნელი ინერციული ძალების მოდელირება სეისმური მოთხოვნის განსაზღვრისათვის. Eესეს იძლევა PუსჰოვერPushover-ის მრუდს, რომელიც წარმოადგენს შენობის მზიდუნარიანობის მრუდს. სეისმური მოთხოვნა წარმოდგენილია რეაქციის სპექტრის სახით.
 
* არაწრფივი დინამიკური მეთოდი - შენობა მოდელირებულია ცალკეული ელემენტის არაწრფივი მახასიათებლების გათვალისწინებით. გადაადგილებები განისაზღვრება არაწრფივი გაანგარიშებით დროის ფაქტორის გათვალისწინებით. ამ მეთოდის გამოყენება შეზღუდულია, რადგან დინამიკური რეაქცია ძალიან მგრძნობიარეა მოდელირებისა და გრუნტის მოძრაობის მახასიათებლების მიმართ. ის მოითხოვს ციკლური დატვირთვა-დეფორმაციის მახასიათებლების სათანადო მოდელირებას, ასევე გრუნტის მოძრაობის ჩანაწერების პაკეტს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს განსხვავებები მიწისძვრის ინტენსიურობასა, ხდომილების სიხშირესა და ხანგრძლივობის მახასიათებლებში. გარდა ამისა, დრო, რომელიც იხარჯება საწყისი მონაცემების მისაღებად და შესატანად, შემდეგ კი მიღებული შედეგების ინერპრეტაციისთვის, ამ მეთოდს ხდის არაპრაქტიკულს სეისმური ქცევის შესაფასებლად.
 
== არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover-ის არსი ==