ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 34:
მოთხოვნა-უნარის წყვილში სამი მექანიკური მახასიათებელი განიხილება: სიხისტე, სიმტკიცე და დამყოლობა. დამოკიდებულება ქცევის დონეებსა და სეისმომედეგი დაპროექტების პარამეტრებს შორის მოცემულია ცხრ.1 და 2-ში და ნახ.1-ზე
 
* ''საექსპლოატაციო დონე:'' ხშირი და სუსტი მიწისძვრების შემთხვევაში კონსტრუქციამ, არაკონსტრუქციული ელემენტების ჩათვლით, შეიძლება განიცადოს მინიმალური დაზიანება, მაცხოვრებლებისთვის შექმნილი დისკომფორტი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, კონსტრუქცია უნდა რჩებოდეს დრეკად სტადიაში ან შეიძლება განიცდიდეს უმნიშვნელო პლასტიკურ დეფორმაციებს.Aამამ დროს გამოიყენება დრეკადი გაანგარიშების მეთოდები. შემოწმებას მოითხოვს კონსტრუქციის სიხისტე. შემოწმების ობიექტია სართულშუა გადახრა;
* ''დაზიანებადობის დონე:'' ითვალისწინებს მიწისძვრის ისეთ ინტენსიურობას, რომლის დროსაც შეიძლება დაზიანდეს არაკონსტრუქციული ელემენტები, ხოლო კონსტრუქციაში გამოწვეული საშუალო დონის დაზიანება შეიძლება აღდგენილი იქნეს დიდი ტექნიკური დაბრკოლებების გარეშე. ამ შემთხვევაში უნდა შესრულდეს არაწრფივი, დრეკად-პლასტიკური გაანგარიშება. შემოწმებას მოითხოვს კონსტრუქციის ელემენტების სიმტკიცე. შემოწმების ობიექტია განივკვეთის უნარი სიმტკიცეზე;
* ''სიცოცხლისუნარიანობის დონე:'' იშვიათი ძლიერი მიწისძვრების შემთხვევაში, მოსალოდნელია კონსტრუქციული და არაკონსტრუქციული ელემენტების დაზიანება, მაგრამ გარანტირებული უნდა იყოს მაცხოვრებლების უსაფრთხოება. ბევრ შემთხვევაში დაზიანება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ კონსტრუქცია აღდგენას არ ექვემდებარება და რეკომენდებულია მისი დემონტაჟი. უნდა შესრულდეს კინემატიკური გაანგარიშება. შემოწმებას საჭიროებს დამყოლობა. შემოწმების ობიექტია სისტემის მობრუნების უნარი.
 
დღეს ზოგიერთი სამშენებლო კოდის მეთოდოლოგია და სეისმომედეგი კონსტრუქციების დაპროექტების პრინციპები ორდონიან მიდგომას ემყარება (EუროცოდეEurocode 8, იაპონია, ჩინეთი, ამერიკა):
 
* ''საექსპლოატაციო ზღვრული მდგომარეობა.'' კონსტრუქცია დაპროექტებულია ისე, რომ მუშაობს დრეკად სტადიაში. დასაშვებია მცირე პლასტიკური დეფორმაციები, ხოლო არაკონსტრუქციული ელემენტები რჩება დაუზიანებელი ან აქვს მცირე დაზიანებები;
ხაზი 102:
ამ მეთოდის მიხედვით შენობა მოდელირებულია ცალკეული ელემენტის არაწრფივი მახასიათებლების გათვალისწინებით. ბიჯებად ზრდადი ჰორიზონტალური დატვირთვით ხდება მოსალოდნელი ინერციული ძალების მოდელირება სეისმური მოთხოვნის განსაზღვრისათვის. Eეს იძლევა Pუსჰოვერ-ის მრუდს, რომელიც წარმოადგენს შენობის მზიდუნარიანობის მრუდს. სეისმური მოთხოვნა წარმოდგენილია რეაქციის სპექტრის სახით.
 
* არაწრფივი დინამიკური მეთოდი - შენობა მოდელირებულია ცალკეული ელემენტის არაწრფივი მახასიათებლების გათვალისწინებით. გადაადგილებები განისაზღვრება არაწრფივი გაანგარიშებით დროის ფაქტორის გათვალისწინებით. ამ მეთოდის გამოყენება შეზღუდულია, რადგან დინამიკური რეაქცია ძალიან მგრძნობიარეა მოდელირებისა და გრუნტის მოძრაობის მახასიათებლების მიმართ. ის მოითხოვს ციკლური დატვირთვა-დეფორმაციის მახასიათებლების სათანადო მოდელირებას, ასევე გრუნტის მოძრაობის ჩანაწერების პაკეტს, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს განსხვავებები მიწისძვრის ინტენსიურობასა, ხდომილების სიხშირესა და ხანგრძლივობის მახასიათებლებში. გარდა ამისა, დრო, რომელიც იხარჯება საწყისი მონაცემების მისაღებად და შესატანად, შემდეგ კი მიღებული შედეგების ინერპრეტაციისთვის, ამ მეთოდს ხდის არაპრაქტიკულს სეისმური ქცევის შესაფასებლად.
 
== არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover-ის არსი ==