ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 283:
სადაც R და T<sub>e</sub> განმარტებულია ზემოთ. <br />
S<sub>a</sub> არის შენობის ეფექტური ძირითადი პერიოდისა და ჩაქრობის კოეფიციენტის შესაბმისი სპექტრული აჩქარება განსახილველი მიმართულებით, გამოხატული სიმძიმის ძალის აჩქარებაში – g-ში.
===არაწრფივი სტატიკური (Pushover) მეთოდების შეფასება===
====ა) უნარის სპექტრის მეთოდი (ATC-40/FEMA-440)====
შენობების სეისმურ ზემოქმედებაზე გაანგარიშებისა და აღდგენა-გაძლიერების სხვადასხვა სახელმძღვანელოებს შორის რკინაბეტონის არსებული კონსტრუქციების სეისმური ქცევის შესაფასებლად ATC-40-ში (Capacity Spectrum Method) მოცემულია უფრო მარტივი ანგარიშის მეთოდი - უნარის სპექტრის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ექვივალენტური გაწრფივების კონცეფციაზე და იტერაციული გზით საზღვრავს არაწრფივი ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე სისტემის მაქსიმალურ დეფორმაციას ექვივალენტური წრფივი სისტემის საშუალებით, რომლის პერიოდი და ჩაქრობის კოეფიციენტი მეტია არაწრფივი სისტემის საწყის მნიშვნელობებზე.
 
ხაზი 314:
სხვადასხვა მკვლევარების მხრიდან შემოთავაზებულია ბაზისური ATC-40-ში განხილული მეთოდის გაუმჯობესება და მოდიფიკაცია. მაგ. შესაძლებელია სხვადასხვა ჩაქრობის რეაქციის სპექტრის გამოყენება, რომელშიც ჩაქრობის დონე იზრდება სისტემის დამყოლობის გაზრდასთან ერთად. მეთოდის პოტენციური გაუმჯობესება შესაძლებელია დამყოლობა/ჩაქრობის რედუქციის კოეფიციენტის დამოკიდებულების ხელახალი მასშტაბირებით, ან, უფრო ზუსტად, დამყოლობა-სპექტრული რედუქციის კოეფიციენტის დამოკიდებულებით.
 
====ბ) გადაადგილების კოეფიციენტის მეთოდი (FEMA-273/356/FEMA-440)====
'''აღწერა:'''
 
ხაზი 333:
'''ქცევის ფორმების გავლენა:'''
 
ნაგებობების უმეტესობა არ ამჟღავნებს სრულ ჰისტერეზისულ მარყუჟს, რომელსაც ხშირად იყენებენ ანალიზურ კვლევებში. როცა არსებობს სიხისტის დეგრადაცია, შეკლება, სიმტკიცის გაუარესება, მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ პიკური გადაადგილების განსაზღვრაზე. ზოგადი შეთანხმებაა, რომ სიხისტის დეგრადაციის და შეკლების საშუალო დონე გამოიწვევს მოკლე პერიოდიანი სისტემებისათვის (0.3-დან 0.5წმ-მდე) პიკურ გადაადგილებების ცოტათი ზრდას ორწრფივი სისტემებისათვის გამოთვლილ გადაადგილებასთან შედარებით. პოსტ-დენადობის სიხისტის უარყოფით მნიშვნელობას, რომელიც იზრდება ელემენტის ან დატვირთვა-დეფორმაციის ქცევით ან P-Δ ეფექტის არსებობით, შეუძლია როგორც პიკური გადაადგილების გაზრდა, ასევე პირდაპირ სიმტკიცის გაუარესება. გამოკვლეულია, რომ მნიშვნელოვანი დეგრადაცია ხდება მხოლოდ ისეთ ნაგებობებში, რომელთა პერიოდი ნაკლებია 0.5წმ-ზე და რომელთა საშუალო გადაადგილება რეალურად მეტია დრეკად მნიშვნელობაზე.
 
==გამოყენებული ლიტერატურა ==