ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 290:
 
უნარის მრუდის მეთოდი თავისი ბუნებით, ინტუიციურია. იგი აკავშირებს Pუსჰოვერ-ით გამოანგარიშებულ კონსტრუქციის უნარს რეაქციის სპექტრით წარმოდგენილ სეისმურ მოთხოვნასთან შენობის მიწისძვრაზე მოსალოდნელი რეაქციის განსასაზღვრავად. ATC-40–უნარის სპექტრის მეთოდი - ცოტა მოძველებულია, მაგრამ ის უფრო ხშირად გამოიყენება გაანგარიშებისათვის და მას გააჩნია გარკვეული უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით.
 
'''მეთოდის უპირატესობებია:'''
 
# “უნარის” და “მოთხოვნის” ურთიერთგადაკვეთაში დევს დინამიკური წონასწორობის არსი.
# სიმტკიცისა და სიხისტის გავლენა პიკურ გადაადგილებაზე წარმოდგენილია გრაფიკულად;
# ATC-40-ში განხილული მეთოდი ბლანტ ჩაქრობას უტოლებს ჰისტერეზისულ ჩაქრობას, რითიც იქმნება საშუალება ნაგებობის რეალური მახასიათებლების შესაფასებლად;
# გრაფიკული გადაწყვეტის ინტერპრეტაცია იძლევა საშუალებას ეფექტური აღდგენის სტრატეგიის გააზრებისა.
 
'''მეთოდის ნაკლია:'''
 
# გადაადგილების შეფასების სიზუსტე, რომელზედაც მიმდინარეობს კამათი;
# იტერაციული პროცედურა დიდ დროს მოითხოვს და ზოგჯერ შეიძლება ვერ მოხერხდეს გადაწყვეტის მიღება ან მიღებული იქნეს მრავალი გადაწყვეტა.
# ჰისტერეზისული ენერგიის დისიპაციის გატოლებით ბლანტი ჩაქრობის ენერგიის დისიპაციასთან იქმნება მოჩვენებითი აზრი იმაზე, რომ პროცედურა “თეორიულად” დაფუძნებულია ფუნდამენტურ ფიზიკურ მახასიათებლებზე.
'''სიზუსტე: '''
ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ATC-40-ში განხილული მეთოდი იძლევა გადაადგილების რეაქციის გადაჭარბებას, ზოგი კი მიიჩნევს, რომ, პირიქით, გადაადგილების რეაქცია სათანადო სიდიდის არ მიიღება.
 
ATC-40-ში განხილული მეთოდის სიზუსტის კვლევის დიაპაზონი ასახავს კვლევებში გამოყენებული შეფასებების სხვადასხვა სტრატეგიას. სიზუსტის შეფასება მეთოდში იცვლება გაანგარიშებაში გამოყენებული გრუნტის მოძრაობის ტიპის მიხედვით.
თეორია:
 
ATC-40-ში განხილული უნარის სპექტრის მეთოდის თეორიულ საფუძველს წარმოადგენს სიმტკიცე და მოქნილობა. რეალურად მიმდინარე პროცედურის საფუძველი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მეთოდი არის ექვივალენტური გაწრფივების ბაზაზე დაფუძნებული ემპირიული ფორმა, ანუ მეთოდში ემპირიულად განსაზღვრული კოეფიციენტების საჭიროება (მაგ. კონსტრუქციისთვის ჩარჩოს ტიპის გათვალისწინება) მატებს მას ემპირიულობის ელემენტს. სპექტრული რედუქციის კოეფიციენტის გამოყენება დანიშნული სპექტრული ფორმის მისაღებად ამ მეთოდს ხდის გაუმჭვირვალეს, თუ მეთოდი იყენებს ზედაპირის სპეციფიურ სპექტრებს, რომლებიც განსხვავებულია დანიშნული სპექტრული მოხაზულობისგან.
 
'''გაუმჯობესება: '''
 
სხვადასხვა მკვლევარების მხრიდან შემოთავაზებულია ბაზისური ATC-40-ში განხილული მეთოდის გაუმჯობესება და მოდიფიკაცია. მაგ. შესაძლებელია სხვადასხვა ჩაქრობის რეაქციის სპექტრის გამოყენება, რომელშიც ჩაქრობის დონე იზრდება სისტემის დამყოლობის გაზრდასთან ერთად. მეთოდის პოტენციური გაუმჯობესება შესაძლებელია დამყოლობა/ჩაქრობის რედუქციის კოეფიციენტის დამოკიდებულების ხელახალი მასშტაბირებით, ან, უფრო ზუსტად, დამყოლობა-სპექტრული რედუქციის კოეფიციენტის დამოკიდებულებით.
 
=====ბ) გადაადგილების კოეფიციენტის მეთოდი (FEMA-273/356/FEMA-440)=====
'''აღწერა:'''
 
არაწრფივი სისტემის პიკური გადაადგილება განსაზღვრულია როგორც დრეკადი სისტემის პიკური გადაადგილება გამრავლებული კოეფიციენტების მთელ წყებაზე. Uუპირველეს ინტერესს ამ მეთოდში იწვევს კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს არადრეკადი სისტემის პიკური გადაადგილების შეფარდებას იგივე რხევის პერიოდის მქონე დრეკადი სისტემის პიკურ გადაადგილებასთან; , რომელიც ითვალისწინებს დატვირთვა- დეფორმაციის დამოკიდებულებაში შეკლების (პინცჰინგ) ეფექტს; და , რომელიც ითვალისწინებს მეორად-მოთხოვნილ ეფექტებს. Kკოეფიციენტები ემპირიულია და მიღებულია ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ოსცილატორის არაწრფივი დროის ფაქტორით გაანგარიშების სტატისტიკურად შესწავლის შედეგად. მეტია 1.0-ზე შედარებით მოკლე პერიოდებისათვის და უახლოვდება დაახლოებით 1.0 როცა პერიოდი იზრდება (ტოლი გადაადგილების მიახლოება). Aამ მეთოდში საწყის სიხისტეს სიმტკიცესთან შედარებით უპირატესი გავლენა აქვს პიკური გადაადგილების რეაქციაზე.