ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 287:
====არაწრფივი სტატიკური (Pushover) მეთოდების შეფასება====
=====ა) უნარის სპექტრის მეთოდი (ATC-40/FEMA-440)=====
შენობების სეისმურ ზემოქმედებაზე გაანგარიშებისა და აღდგენა-გაძლიერების სხვადასხვა სახელმძღვანელოებს შორის რკინაბეტონის არსებული კონსტრუქციების სეისმური ქცევის შესაფასებლად ATC-40-ში (Capacity Spectrum Method) მოცემულია უფრო მარტივი ანგარიშის მეთოდი - უნარის სპექტრის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია ექვივალენტური გაწრფივების კონცეფციაზე და იტერაციული გზით საზღვრავს არაწრფივი ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე სისტემის მაქსიმალურ დეფორმაციას ექვივალენტური წრფივი სისტემის საშუალებით, რომლის პერიოდი და ჩაქრობის კოეფიციენტი მეტია არაწრფივი სისტემის საწყის მნიშვნელობებზე.
 
უნარის მრუდის მეთოდი თავისი ბუნებით, ინტუიციურია. იგი აკავშირებს Pუსჰოვერ-ით გამოანგარიშებულ კონსტრუქციის უნარს რეაქციის სპექტრით წარმოდგენილ სეისმურ მოთხოვნასთან შენობის მიწისძვრაზე მოსალოდნელი რეაქციის განსასაზღვრავად. ATC-40–უნარის სპექტრის მეთოდი - ცოტა მოძველებულია, მაგრამ ის უფრო ხშირად გამოიყენება გაანგარიშებისათვის და მას გააჩნია გარკვეული უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით.