ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 259:

===== b) FEMA 273/ FEMA 356/440 –ის ანუ გადაადგილების კოეფიციენტის მეთოდის მიხედვით =====
Target გადაადგილება შემდეგი გამოსახულებიდან განისაზღვრება:

[[ფაილი:Ciala14.jpg]]

სადაც: Te არის შენობის ეფექტური ძირითადი პერიოდი განსახილველი მიმართულებით (წმ-ში);

Co არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც აკავშირებს სპექტრულ გადაადგილებას შენობის სახურავის გადაადგილებასთან;

Co-ის შეიძლება განისაზღვროს:

ა) საკონტროლო წერტილის დონეზე პირველი ფორმის წილობრივი კოეფიციენტის გამოყენებით;

ბ) საკონტროლო წერტილის დონეზე თარგეტ გადაადგილების დროს შენობის დეფორმირებული მდგომარეობის შესაბამისი წილობრივი კოეფიციენტის გამოყენებით;

გ) შესაბამისი სიდიდით FEMA-ში მოცემული ცხრილის მიხედვით.

C1- მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც აკავშირებს მოსალოდნელ მაქსიმალურ არადრეკად გადაადგილებას წრფივად დრეკადი რეაქციისათვის გამოთვლილ გადაადგილებასთან.

C1-ის მნიშვნელობა შემდეგნაირად გამოითვლება:

[[ფაილი:Ciala15.jpg]]

აქ: R არის კოეფიციენტი - მოთხოვნა დრეკად სიმტკიცეზე შეფარდებული გამოთვლით მიღებულ დენადობის სიმტკიცესთან, ხოლო თე არის შენობის ეფექტური ძირითადი პერიოდი განსახილველი მიმართულებით,წმ-ში.

ATs არის რეაქციის სპექტრის დამახასიათებელი პერიოდი, რომელიც წარმოადგენს სპექტრის მუდმივი აჩქარების უბნის სპექტრის მუდმივი სიჩქარის უბანთან დამაკავშირებელ წერტილს.

უმეტესი შენობებისათვის ზოგადად რეკომენდებულია 5%-ანი ჩაქრობის რეაქციის სპექტრის გამოყენება.

C2 არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს ჰისტერეზისის მოხაზულობის გავლენას მაქსიმალური გადაადგილების რეაქციაზე და მისი მნიშვნელობა მოცემულია FEMA-ში.

C3 არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს ზრდად გადაადგილებას, გამოწვეულს დინამიკური P-Δ ეფექტით. შენობებისათვის დენადობის შემდგომი დადებითი სიხისტის შემთხვევაში C3 ტოლია 1-ის; შენობებისათვის დენადობის შემდგომი უარყოფითი სიხისტით, C3-ის მნიშვნელობა შეიძლება ასე გამოითვალოს:

[[ფაილი:Ciala16.jpg]]

სადაც α არის პოსტ-დენადობის სიხისტის ფარდობა ეფექტურ დრეკად სიხისტესთან.

სადაც R და Te განმარტებულია ზემოთ.

Sa არის შენობის ეფექტური ძირითადი პერიოდისა და ჩაქრობის კოეფიციენტის შესაბმისი სპექტრული აჩქარება განსახილველი მიმართულებით, გამოხატული სიმძიმის ძალის აჩქარებაში – g-ში.