ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 227:
 
==== მაქსიმალურ არაწრფივ საძიებო (target) გადაადგილებაზე მოთხოვნის განსაზღვრა====
მთავარი განსხვავება Pushover-ის მეთოდებს შორის მდგომარეობს საძიებო-თარგეტ გადაადგილების გამოთვლაში, რომელსაც ATC-40-Si „performance point“ „ქცევის წერტილის“ გადაადგილება შეესაბამება.
 
===== a) ATC-40/FEMA-440-მიხედვით =====
ATC-40-ში არაწრფივი სისტემის პიკური გადაადგილება არის უნარის მრუდისა და “მოთხოვნის” მრუდის გადაკვეთის წერტილის შესაბამისი გადაადგილება, რომელიც განსაზღვრავს კონსტრუქციის მოსალოდნელ ქცევას. “მოთხოვნის” მრუდი წარმოადგენს დრეკადი რეაქციის სპექტრს, შემცირებულს ნაგებობის დენადობით გამოწვეული ენერგიის დისიპაციის შესაბამისად და მიღებული გადაადგილება არის განხილული როგორც კონსტრუქციის არაწრფივი საძიებო გადაადგილება. გადაკვეთის წერტილში სრულდება პირობა იმისა, რომ ნაგებობის სეისმური უნარი გრუნტის მოძრაობის შესაბამისი სეისმური მოთხოვნის ტოლია. ექვივალენტური გადაადგილების აპროქსიმაცია ეფუძნება იმ დაშვებას, რომ არაწრფივი სპექტრული გადაადგილება ტოლია ისეთი გადაადგილებისა, რომელიც აქვს ნაგებობას, თუ ის რჩება სრულიად წრფივი. (ნახ.^6)
 
[[ფაილი:Ciala9.jpg]]
 
ნახ.6. ტოლი გადაადგილების მეთოდი
 
სპექტრული რედუქციის კოეფიციენტი განისაზღვრება ეფექტური ჩაქრობის მიხედვით, რომელიც დამოკიდებულია უნარის მრუდის მოხაზულობაზე, მოთხოვნილი გადაადგილებასა და საბოლოო ჰისტერეზისულ მარყუჟზე. რეალური შენობების ჰისტერეზისის მარყუჟის სავარაუდო ნაკლი, დეგრადაციის და ხანგრძლივობის ეფექტების გათვალისწინებით, განისაზღვრება თეორიულად გამოთვლილი ექვივალენტური ბლანტი ჩაქრობის სიდიდის შემცირებით.
 
უნარის სპექტრის მეთოდის გამოყენებისათვის საჭიროა უნარის მრუდი წარმოდგენილი იქნეს “სპექტრული აჩქარება-გადაადგილების” (ADRS) დამოკიდებულების სახით სათანადო ფორმულების გამოყენებით. (ნახ.7). მოთხოვნის სპექტრი წარმოდგენილია რეაქციის სპექტრის სახით. ამ შემთხვევაში პერიოდი წარმოდგენილია კოორდინატთა სათავეში გამავალი რადიალური ხაზებით. ნახ.8, ა) –ზე მოცემულია მოთხოვნის სპექტრების მრუდები ტრადიციულ ფორმატში. თითოეული სპექტრი შეესაბამება მიწისძვრით გამოწვეული გრუნტის მოძრაობის მოცემული დონის ჩაქრობას და 8,ბ)-ზე მოცემულია იგივე მოთხოვნის სპექტრების მრუდები ADRS ფორმატში