ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 204:
 
მრავალი თავისუფლების ხარისხის მქონე კონსტრუქციული სისტემის არაწრფივ გადაადგილებაზე მოთხოვნა განისაზღვრება შესაბამისი ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ექვივალენტური სისტემის გადაადგილებაზე მოთხოვნით (ნახ.5).
 
[[ფაილი:Ciala5.jpg]]
4.უნარის მრუდის ორწრფივი წარმოდგენა
 
[[ფაილი:Ciala6.jpg]]
::::კონსტრუქცია ექვივალენტური სისტემა
ნახ.5. კონსტრუქციის წარმოდგენა ექვივალენტური სისტემის სახით
მასში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონსტრუქციის ჰისტერეზისული მახასიათებლები თუ საძიებო გადადგილების მნიშვნელობაზე გავლენას ახდენს სიხისტისა და სიმტკიცის ცვლილება, ჰისტერეზისული მარყუჟის შევიწროება და P-D ეფექტები. თარგეტ გადაადგილებაზე ასევე შეიძლება გავლენას ახდენდეს საძირკვლის ამოწევა და ნახევრად ხისტი დაიფრაგმები.
 
ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ექვივალენტური სისტემის ძირითადი მახასიათებლები შეიძლება განისაზღვროს მრავალი თავისუფლების ხარისხის მქონე კონსტრუქციის დეფორმირებული მდგომარეობით, რომელიც დაშვების თანახმად, შეესაბამება დრეკადი კონსტრუქციის პირველი ფორმის მოხაზულობას, ხოლო კონსტრუქცია წარმოდგენილია სისტემად (M*) ეფექტური მასითა და (K*) ეფექტური სიხისტით, რომლის ეფექტური პერიოდი T<sub>e</sub> ტოლია.
[[ფაილი:Ciala7.jpg]]
 
====მოთხოვნის მრუდის აგება====
 
სეისმური მოთხოვნა შეიძლება განისაზღვროს მაღალი ჩაქრობის წრფივად-დრეკადი რეაქციის სპექტრის ან არადრეკადი რეაქციის სპეტრის გამოყენებით.
 
არადრეკადი რეაქციის სპექტრი სპექტრულ აჩქარება-გადაადგილების (A-D) ფორმატში შეიძლება განისაზღვროს წრფივად-დრეკადი რეაქციის სპექტრიდან შემდეგნაირად: ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე სისტემის სპექტრულ გადაადგილებასა და აჩქარებას შორის შემდეგი დამოკიდებულება არსებობს: