ნაგებობების გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pushover გამოყენებით: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 198:
 
====უნარის მრუდის წარმოდგენა ორწრფივი დამოკიდებულების სახით====
 
არაწრფივ სტატიკურ მეთოდებში უნარის მრუდი/ან უნარის სპექტრი ორწრფივი დამოკიდებულების სახით გამოიყენება. უნარის მრუდის ორწრფივი დამოკიდებულების გრაფიკი შემდეგნაირად იგება: უნარის მრუდზე საძიებო გადაადგილების შესაბამის წერტილზე გაივლება პოსტ-დრეკადი სიხისტის საშუალო მნიშვნელობის შესაბამისი K<sub>s</sub> სწორი ხაზი, შემდეგ მეორე-K<sub>e</sub>, მკვეთი ეფექტური დრეკადი სიხისტის შესაბამისი ხაზი ისე, რომ უნარის მრუდი გადაკვეთოს ფუძეში მოქმედი ძვრის ძალის დენადობის შესაბამისი მნიშვნელობის 60%-ზე (ნახ.4), ისე, რომ რეალური და იდეალიზირებული-ორწრფივი ძალა-დეფორმაციის მრუდით შემოსაზღვრული ფართები ერთმანეთის ტოლი იყოს. K<sub>s</sub> და K<sub>e</sub> წრფეების გადაკვეთის წერტილი განსაზღვრავს ძვრის ძალის V<sub>y</sub> დენადობის შესაბამის მნიშვნელობას. პროცესი იტერაციულია, რადგან V<sub>y</sub>-ის მნიშვნელობა თავიდან უცნობია.
 
უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემთხვევას, როცა K<sub>i</sub>-საწყისი სიხისტე და K<sub>e</sub>- ეფექტური სიხისტე ერთმანეთს ემთხვევა.
 
მრავალი თავისუფლების ხარისხის მქონე კონსტრუქციული სისტემის არაწრფივ გადაადგილებაზე მოთხოვნა განისაზღვრება შესაბამისი ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ექვივალენტური სისტემის გადაადგილებაზე მოთხოვნით (ნახ.5).