კულინარული წიგნი:შოკოლადი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.169.8.74-ის რედაქტირება გაუქმდა; აღდგა ბოლოს Trulala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 4:
'''შოკოლადი'''- ეს არომატთა დედოფალი - მრავალი ტკბილეულის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ის მზადდება მოხალული და დაფქვილი ტროპიკული კაკაოს მარცვლებისაგან. მას განვითარების საინტერესო ისტორია და გეოგრაფია გააჩნია. ამიტომ ჩვენც შოკოლადის ისტორიით დავიწყოთ მისი გაცნობა.
 
===შოკოლადის ისტორია===
შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი – დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში , მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.
'''შოკოლადი''' - ღმერთების სასმელი და თვით ღმერთი ჯერ კიდევ 2600 წლის წინ პოვებს თავის ადგილს მაიას ტომელთა გულებში. სიტყვა შოკოლადი კი აცკეტების ენა ”ნაჰაულტი”-დან მომდინარეობს და სიტყვა-სიტყვით მწარე წყალს ნიშნავს. შოკოლადი თავიდანვე წარმოადგენდა ფუფუნების საგანს და ხშირად გამოიყემებოდა როგორც მიმოქცევის საშუალებად, ანუ ფულად ერთეულად მეზოამერიკულ ერაში.
 
დღეისათვის კი, კაკაოს მსოფლიო წარმოების 2/3 მოდის დასავლეთ აფრიკის ქვეყნებზე, ძირითადად, კი კოტ-დივუარზე, ანუ სპილოს ძვლის სანაპიროზე. ფასი კი ერთ ტონაზე შეიძლება მერყეობდეს 500-დან 3000 ფუნტ სტერლინგამდე.
სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას ”ღმერთების სასმელი” ერქვა.
თვით შოკოლადი მზადდება კაკაოს ხის ნაყოფისაგან. ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ მოხდა კაკაოს მარცვლების და თვით შოკოლადის, როგორც პროდუქტის გავრცელება ამერიკის წვიმიანი ტყეებიდან მთელ მსოფლიოში და თვით აფრიკაშიც, მრავალია. პირველი შოკოლადი მიიღებოდა დაფქვილი კაკაოს მარცვლების წყალში გახსნით. თანდათნ კი ამ სითხეს დაუმატეს სხვადასხვა სანელებლები, მაგ: ვანილი და თვით ცხარე წიწაკას კი.
 
ევროპაში კაკაოს მარცვლების გავრცელება მოხდა ესპანელ კონკისკადორთა მეშვეობით, სადაც კიდევ უფრო დაფასებული იქნა შოკოლადი, მისი გემოვნური მახასიათებლები და გამდიდრებული და გამრავალფეროვნებული იქნა სხვადასხვა რეცეპტურის მიხედვით.
მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით.
 
===კაკაოს სახეობები===