ნაწილი II - დაზიანებული შენობების აღდგენა-გაძლიერების ზოგიერთი პრინციპი ევროკოდი-8-ის მიხედვით
შესავალი
რედაქტირებამიწისძვრის შედეგად არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერების სტრატეგია
რედაქტირებანებისმიერი ჩარევა შენობა-ნაგებობის აღდგენა-გაძლიერებაში უნდა დარეგულირდეს მოქმედი ნორმებით. ევროკოდი 8-ის ძირითადი მიზანია ახალი ნაგებობები და მათში ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა აღდგენა-გაძლიერების საკითხებს. ძველი შენობების გაანგარიშება მოითხოვს ცოდნას შენობა-ნაგებობის შესახებ - დეტალურ ინსპექციას და კონსტრუქციის დიაგნოსტირებას.
შენობების მოწყვლადობას მიწისძვრის მიმართ ბევრად განსაზღვრავს შენობის მოვლა-პატრონობის ხარისხი. სამწუხაროდ ადამიანებს ახასიათებთ მოკლე მეხსიერება – მიწისძვრით გამოწვეული შიში დროთა განმავლობაში უფერულდება. იმ მოსაზრებით, რომ მიწისძვრა უახლოეს მომავალში შეიძლება არც მოხდეს, ხშირ შემთხვევაში დიდი ყურადღება არ ექცევა სამშენებლო მასალის ხარისხს, რომელიც დამზადებული უნდა იყოს წარმოების ოპტიმალური ფაქტორების გათვალისწინებით. თვით მეპატრონეც ხშირად ამჯობინებს დაბალი ხარისხის პროდუქციის შეძენას მატერიალური რესურსის დასაზოგად. სამშენებლო მასალის მექანიკურმა მახასიათებლებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა განიცადოს ლოკალური და გლობალური დეგრადაცია, რაც გამოიწვევს კონსტრუქციის ელემენტების და მთლიანად ნაგებობის სიმტკიცის მნიშვნელოვან კარგვას. თუ თვით მაცხოვრებელების მიერ ადგილი აქვს შენობის ექსპლოატაციაში თვითნებურად განხორციელებულ ცვლილებებსაც, ესეც გამოიწვევს კონსტრუქციის ქცევის შეცვლას.
ექსპლუატაციაში არსებული საცხოვრებელი სახლების და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგობის თვალსაზრისით საინჟინრო-ტექნიკური გამოკვლევა, ტექნიკური მდგომარეობის დადგენა და მათი შემდგომი აღდგენა-გაძლიერება ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, რათა მათ შემდგომში გაუძლონ მოსალოდნელ მიწისძვრის ზემოქმედებას, მეტად აქტუალური პრობლემაა საქართველოსთვის, რაც დადასტურდა 1991 წლის 29 აპრილში მომხდარი რაჭის და 2002 წლის 25 აპრილში მომხდარი თბილისის მიწისძვრებით, რომლის შემდეგ MSK-64 სკალის მიხედვით ქ. თბილისის ბალიანობა გაიზარდა VII-დან VIII-მდე. ექსპლუატაციაში არსებული შენობებისა და სხვა ნაგებობების აღდგენა-გაძლიერება ისეთნაირად უნდა განხორციელდეს, რომ მიღწეული იქნეს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებით განსაზღვრული შენობის სეისმომედეგობის ძირითადი მიზანი, სახელდობრ, შენობის ექსპლუატაციის მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნეს საიმედოობის დანიშნული დონე.
საინჟინრო-ტექნიკური გამოკვლევის ჩატარებისას, პირველ რიგში, უნდა იყოს გამოყოფილი ის შენობები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით დაპროექტებული და აშენებულია სეისმომედეგობის მშენებლობის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, კერძოდ, ადრე აშენებული ქვის, აგურისა და მათი მსგავსი შენობები. საინჟინრო-ტექნიკური გამოკვლევა მოიცავს ტერიტორიის სინჟინრო-გეოლოგიური პირობების, შენობის არქიტექტურულ-დაგეგმარებითი, სივრცული და კონსტრუქციული გადაწყვეტების, კონსტრუქციებისა და საინჟინრო მოწყობილობების დაწვრილებით შესწავლას. გამოკვლევებისას დადგენილი უნდა იყოს მზიდი კონსტრუქციების, როგორც შენობის ერთიან სისტემაში შემავალი ელემენტების, ფაქტიური მდგომარეობა.
შენობის აღდგენის ან გაძლიერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია შენობის მნიშვნელოვნებაზე, საერთო ვარგისიანობის ინდექსზე, შენობის აღსადგენი ან გასაძლიერებელი კონსტრუქციული ელემენტებისა და ნაწილების რემონტვარგისიანობაზე, ტექნოლოგიურობის თანამედროვე მოთხოვნების მნიშვნელობაზე, აგრეთვე ხარჯების ხვედრითი სიდიდის, დეფიციტური მასალების ხარჯვის, შრომითი დანახარჯებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის ვადების შესაბამისობაზე.
ობიექტი უნდა აღდგენილ იქნეს ან გაძლიერდეს სეისმომედეგობის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, თუ აღდგენის ან გაძლიერების ხარჯები უდრის ან არ აღემატება ანალოგიური ახალი ობიექტის აშენების ხარჯების ნახევარს. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს დამატებითი დეტალური გამოკვლევა და მოქმედი ნორმების მიხედვით სათანადო გაანგარიშების შემდეგ გადაწყდეს შენობის დემონტაჟის ან აღდგენა-გაძლიერების საკითხი შესაბამისი ღონისძიებების ჩამოყალიბებით.
როგორია ინჟინრის როლი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში?
1. უნდა შეეძლოს არსებული საცხოვრებელი ფონდის, რომელიც, როგორც წესი, მოძველებულია, ადეკვატური შეფასება;
2. უნდა შეეძლოს სეისმური რისკის შეფასება საინჟინრო დასაბუთების საფუძველზე;
3. უნდა შეეძლოს შენობა-ნაგებობის აღდგენა-გაძლიერება, რემონტი. (გარემონტება ნიშნავს – დაუბრუნდეს შენობას საწყისი მდგომარეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენობა საწყის მდგომარეობაში იყო სეისმომედეგი. სეისმური აღდგენა-გაძლიერება ნიშნავს არსებულ სტანდარტებთან მიახლოებას, მაგრამ არ გულისხმობს, რომ მიწისძვრის დროს დაზიანება აღარ მოხდება);
4. უნდა შეეძლოს ზემოთ დასახელებულ პუნქტებთან დაკავშირებული სამუშაოების ღირებულების დადგენა;
5. უნდა შეეძლოს პრიორიტეტებისა და მართვის მეთოდების დადგენა.
სეისმური რისკი (ადამიანის მსხვერპლი და ნგრევა) დამოკიდებულია როგორც ბუნებრივი მოვლენით გამოწვეულ სეისმურ საშიშროებაზე, ასევე ადამიანის მიერ შექმნილ შენობა-ნაგებობათა მოწყვლადობაზე.
სეისმურ რეგიონებში განლაგებული შენობა-ნაგებობის აღდგენა-გაძლიერების პროექტის წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თვით გაძლიერების მეთოდის შერჩევაზე, თუმცა დაპროექტება და განხორციელება საკმაოდ რთულია, კომპლექსური და მოითხოვს ინჟინრის გამოცდილების მაღალ დონეს.
მსოფლიოში მომხდარი ბოლოდროინდელი ძლიერი მიწისძვრების გამოცდილებამ აჩვენა, რომ არსებული ზოგიერთი შენობის დინამიკურობისა და მშენებლობის ხარისხის უკმარისობის და აგრეთვე კონსტრუქციული არაადეკვატურობის გამო, მოსალოდნელი სეისმური ზემოქმედების დროს, შესაძლებელია მძიმე შედეგების დადგომა. არსებობს მრავალი ტიპიური საცხოვრებელი სახლი, რომელიც აგებულია ცუდად კონსტრუირებული, სხვადასხვა სიდიდის დაუარმატურებული აგურის კედლებით შევსებული რკინაბეტონის ჩარჩოებით, რომელთა კონსტრუქცია არ იძლევა რაციონალურ სქემას მომავალი სეისმური დატვირთვის ასატანად. ასეთ შენობებში სვეტების განლაგება უმეტესად განპირობებულია შიდა სივრცის გამოყენების სურვილით, ვიდრე სვეტებში განვითარებული ძალვების მიმართ მედეგობით. ასევე არსებობს მოქნილი სართულის შემთხვევაც, რაც განპირობებულია პირველი სართულის სიმაღლის გაზრდით. არის აგრეთვე სუსტი სვეტი/ძლიერი კოჭის გამოყენების შემთხვევებიც.
სურ.2.1. სრული ნგრევა /16/
სურ.2.2. ნაწილობრივი ნგრევა; /16/
სურ. 2.3. ძლიერი დაზიანება ნგრევის გარეშე /16/
სურ.2.4. მცირე დაზიანება /16/
სურ.2.5. დაზიანების გარეშე /16/
არსებული კონსტრუქციების არქიტექტურული და კონსტრუქციული ღირებულებების შესანარჩუნებლად, დაზიანებული კონსტრუქციების გაძლიერებისა და შეკეთების დაწყებამდე უნდა შესრულდეს მათი კონსტრუქციული ქცევის დეტალური და სრული გამოკვლევა იმ ცვლილებათა გათვალისწინებით, რომელიც მათ განიცადეს წლების განმავლობაში. სეისმური აღდგენა - გაძლიერების შემთხვევაში შეძლებისდაგვარად შენარჩუნებული უნდა იქნეს თავდაპირველი მასალა. იგულისხმება კონსტრუირების პროცესი, რომელიც შეიძლება საჭირო შეიქნეს რემონტის დროს და მასალათა მექანიკური თვისებების განსაზღვრა, რისთვისაც საჭიროა ექსპერიმენტული კვლევა. ექსპერიმენტული კვლევის საბოლოო მიზანია მასალების მექანიკური თვისებებისა და კონსტრუქციების დინამიკური მახასიათებლების შეფასება. ხელთარსებულ ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული გაანგარიშებები შეიძლება გამოყენებული იქნეს კონსტრუქციების კრიტიკული ზონების დასადგენად, დაზიანებების თეორიულად დადგენილი სიდიდეების რეალურად არსებულთან შესადარებლად და აღდგენის საბოლოო სტრატეგიისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. გაძლიერების შემთხვევაში მნიშვნელოვანია აგრეთვე იმ რეგიონის სეისმური საფრთხის შესახებ სანდო ინფორმაციის მოპოვება, სადაც ნაგებობა მდებარეობს. იმისათვის, რომ ნაგებობამ მომავალი მიწისძვრა გადაიტანოს დაზიანების გარეშე, უმნიშვნელოვანესია ცოდნა მიწისძვრის აქტიურობის შესახებ, რათა განისაზღვროს ეფექტური კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც გაზრდის კონსტრუქციის დამყოლობას, სიხისტეს და, ზოგადად, ნაგებობის სიმტკიცეს.
მიწისძვრის დროს, როდესაც შენობის სეისმომედეგობა არ არის საკმარისი განვითარებული ზემოქმედების ასატანად, მოსალოდნელია დაზიანების მაღალი ხარისხი. ამიტომ ასეთი შენობების გაძლიერება უნდა მოხდეს სეისმომედეგობაზე მოთხოვნათა შესაბამისად და ტექნიკური ჩარევა ისე უნდა განხორციელდეს, რომ შენობის სეისმომედეგობა გაუმჯობესდეს ცალკეული კონსტრუქციების სიხისტის და/ან დამყოლობის გაზრდის ხარჯზე.
მიწისძვრით გამოწვეული დაზიანების ხასიათი მჭიდროდ არის დაკავშირებული კონსტრუქციის მასალაზე, წყობის ტიპსა და კონსტრუქციულ გადაწყვეტაზე. მიწისძვრის დროს მომხდარი დაზიანებების ყურადღებით დათვალიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი კონსტრუქციის ნაკლის სრული გაგებისა და ადეკვატური და ეფექტური რემონტის ჩასატარებლად უნდა შესრულდეს ნაგებობების კონსტრუქციული, არქიტექტურული გამოკვლევა და ინსპექცია. ხელმისაწვდომი პროექტის ორიგინალების საფუძველზე უნდა დადგინდეს, კვლევის მომენტში ნაგებობის კონსტრუქცია შეესაბამება თუ არა მის თავდაპირველ პროექტს. შენობის თავდაპირველი მასალისა და დაკონსტრუირების ტექნიკის შესახებ სათანადო ცოდნა არის საფუძველი იმის გაგებისათვის, თუ როგორ მუშაობს დღეს კონსტრუქცია. ეს კი გამოდგება მასალებისა და დაკონსტრუირების ტექნიკის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად, რაც მსგავსი კონსტრუქციების კვლევაში ფასეული დამხმარე საშუალება იქნება.
კონსტრუქციის მასალების მექანიკური თვისებების ცოდნა არის საფუძველი განსახილავი კონსტრუქციების სანდო რიცხვითი მოდელირებისათვის. გაძლიერების ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ მოიცავს ცოდნას კონსტრუქციის მასალების მექანიკური თვისებების შესახებ, პოტენციურად შეიძლება შეიცავდეს სერიოზულ შეცდომას და რისკის ქვეშ დააყენებს კონსტრუქციის საბოლოო საიმედოობას და უსაფრთხოებას. კონსტრუქციის სიხისტისა და მასის შესახებ საიმედო ცოდნა აუცილებელია თუნდაც უმარტივესი გაანგარიშების ჩასატარებლად. სიხისტე ძირითადად დამოკიდებულია დრეკადობის მოდულზე, მასა კი _ მასალის სიმკვრივეზე. როცა საქმე ეხება უკვე აშენებულ კონსტრუქციას, ეს პარამეტრები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, არ შეიძლება შერჩეული იქნეს ისე, როგორც ეს ხდება ახალი კონსტრუქციის დაპროექტების შემთხვევაში. ისინი უნდა განისაზღვროს ექსპერიმენტულ მონაცემებზე დაყრდნობით. ბევრ შემთხვევაში გამოცდები, რომლებიც საჭიროა მექანიკური თვისებების განსასაზღვრავად, შედარებით მარტივია და ტარდება სამშენებლო მოედანზე ან ლაბორატორიაში. მაგალითად, რკინაბეტონის კონსტრუქციების შემთხვევაში, კონსტრუქციებიდან ამოღებული ბეტონისა და ფოლადის ნიმუშები საშუალებას იძლევა დადგენილი იქნეს საჭირო მექანიკური თვისებები.
დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერებაში გადამწყვეტია კონსტრუქციების დინამიკური მახასიათებლები. ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული ნებისმიერი კონსტრუქციისათვის (ქვის, ლითონის, თუ რკინაბეტონის). ზოგიერთ შემთხვევაში ეს გამოცდები შეიძლება გამოყენებული იქნეს რხევის მხოლოდ პირველი სიხშირის დასადგენად. გარდა დინამიკური მახასიათებლებისა, გამოცდებით შეიძლება განისაზღვროს კონსტრუქციის სხვა თვისებებიც.
კონსტრუქციული თვალსაზრისით, და, განსაკუთრებით, სეისმურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გაძლიერების ღონისძიების მიზანი არის არა მხოლოდ დაზიანების შეკეთება, არამედ კონსტრუქციის სეისმომედეგობის გაუმჯობესება.
არსებული შენობების ცალკეულ ელემენტებს, როგორიცაა კოჭები, კვანძები, განივი კედლები, დიაფრაგმები და სხვა, შეიძლება არ ჰქონდეთ შესაბამისი სიმტკიცე ან დეფორმაციის შესაბამისი უნარი მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თვით მთლიანი შენობა გამოირჩეოდეს საკმაო სიმტკიცით და სიხისტით. ამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ამ ელემენტების ლოკალური მოდიფიკაცია.
იმაში დასარწმუნებლად, რომ კედლები გაუძლებს მიწისძვრას, უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ცოდნა იმისა, თუ რა მასალისგან არის აშენებული. ამის გაგება შეიძლება კედლის ორივე მხარის ჩამოფხეკით და გასუფთავებით, წყლის ჭავლის გამოყენებით უნდა ჩამოირეცხოს კირის შრე.
სეისმურ რეგიონებში სეისმურ საფრთხესთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებული უნდა იქნეს შენობის კონცეპტუალური დაპროექტების საწყის ეტაპზევე.
კონცეპტუალური დაპროექტების სახელმძღვანელო პრინციპებია:
- კონსტრუქციის სიმარტივე;
- ერთგვაროვნება, სიმეტრიულობა და დარეზერვება (ბმების სიჭარბე);
- ორი მთავარი მიმართულებით წინაღობა და სიხისტე;
- გრეხაზე წინაღობა და სიხისტე;
- სართულშორისი გადახურვის ხისტი (დიაფრაგმული) მუშაობის პირობა;
- ადეკვატური დასაძირკვლება;
კონსტრუქციის სიმარტივე ხასიათდება სეისმური ძალების გადაცემის ცხადი და უშუალო სქემით. სიმარტივის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც მარტივი კონსტრუქციების მოდელირება, გაანგარიშება, ზომების შერჩევა და დაკონსტრუირება ბევრად ნაკლები ცდომილებებით ხასიათდება, ამიტომ მათი სეისმური ქცევის პროგნოზი ბევრად უფრო რეალისტურია.
ერთგვაროვნობა გეგმაში, რომელიც ხასიათდება კონსტრუქციული ელემენტების თანაბარი განაწილებით, განაპირობებს შენობაში განაწილებულ მასებში აღძრული ინერციული ძალების მოკლე და პირდაპირ გადაცემას. ერთგვაროვნობის მიღწევა, აუცილებელობის შემთხვევაში, შესაძლებელია მთლიანი შენობის დინამიკურად დამოუკიდებელ ერთეულებად დაყოფით, სეისმური ნაკერების მეშვეობით, იმ პირობით, რომ ცალკეული ერთეულების ნაკერები დაპროექტებული უნდა იქნეს ურთიერთშეჯახების გამორიცხვის გათვალისწინებით.
კონსტრუქციის ერთგვაროვნობა შენობის სიმაღლეში ასევე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რამდენადაც იგი გამორიცხავს მგრძნობიარე ისეთი უბნების წარმოქმნას, სადაც ძაბვების კონცენტრაცია ან მაღალი დამყოლობის საჭიროება შეიძლება მყისიერი ნგრევის მიზეზი გახდეს.
მასების განაწილებასა და წინაღობისა და სიხისტის განაწილებას შორის სიახლოვე გამორიცხავს დიდი ექსცენტრისიტეტების წარმოქმნას მასებისა და სიხისტეების ცენტრებს შორის.
თუ შენობის მოხაზულობა სიმეტრიული ან კვაზი-სიმეტრიულია, მაშინ ერთგვაროვნების მისაღწევად საჭიროა გეგმაში კარგად განაწილებული, კონსტრუქციული ელემენტების სიმეტრიული განლაგება.
კონსტრუქციული ელემენტების თანაბრად განაწილება განაპირობებს ზემოქმედების ეფექტების უფრო ხელსაყრელ გადანაწილებასა და ენერგიის დისიპაციის გავრცელებას მთელს კონსტრუქციაში.
კონსტრუქციის სიხისტის მახასიათებლების შერჩევით შესაძლებელია მიღწეული იქნეს სეისმური ზემოქმედების ეფექტების შემცირება (სამშენებლო მოედნის თავისებურებების გათვალისწინებით), რაც ასევე შეამცირებს დიდი გადაადგილებების განვითარებას, რომელსაც თავის მხრივ შეიძლებოდა გამოეწვია მეორე რიგის ეფექტებით განპირობებული არამდგრადობა ან დიდი დაზიანებები. ჰორიზონტალური წინაღობისა და სიხისტის გარდა შენობის კონსტრუქციას უნდა ჰქონდეს ადეკვატური გრეხითი წინაღობა და სიხისტე, რათა შეიზღუდოს გრეხითი რხევების განვითარება, რომელიც იწვევს ძაბვების არათანაბარ განაწილებას სხვადასხვა კონსტრუქციულ ელემენტებში. ამასთან დაკავშირებით უმჯობესია, ძირითადი სეისმომედეგი ელემენტები განაწილდეს შენობის პერიფერიებთან ახლოს.
შენობებში სართულშორისი გადახურვები (სახურავის ჩათვლით) ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონსტრუქციის ერთიან სეისმურ ქცევაში. ფაქტიურად, ისინი მუშაობენ, როგორც ჰორიზონტალური დიაფრაგმები, რომლებიც თავს უყრიან და გადასცემენ ინერციულ ძალებს ვერტიკალურ კონსტრუქციულ სისტემებს და უზრუნველყოფენ აღნიშნული სისტემების ერთიან წინაღობას ჰორიზონტალურ სეისმურ ზემოქმედებაზე. სართულშორისი გადახურვების დიაფრაგმული ქცევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვერტიკალური კონსტრუქციული სისტემების რთული და არაერთგვაროვანი განაწილების სქემების შემთხვევაში, ან როდესაც ერთდროულად გამოიყენება განსხვავებული ჰორიზონტალური დეფორმაციული მახასიათებლების მქონე სისტემები (მაგ. ორმაგი ან შერეული სისტემები).
სართულშორისი გადახურვის სისტემები და სახურავი უზრუნველყოფილი უნდა იყოს გეგმაში სიხისტით, წინაღობით და ეფექტური კავშირებით ვერტიკალურ კონსტრუქციულ სისტემებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არაკომპაქტური ან გეგმაში ძალიან წაგრძელებული ფორმები და შემთხვევა, როცა სართულშორის გადახურვებში არსებობს დიდი ღიობები. განსაკუთრებით თუ ეს უკანასკნელი მდებარეობს ძირითადი ვერტიკალური კონსტრუქციული ელემენტის მახლობლობაში, რაც ხელს უშლის აღნიშნული ეფექტური კავშირების განხორციელებას ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ კონსტრუქციებს შორის.
დიაფრაგმებს უნდა ჰქონდეს საკმარისი სიხისტე თავის სიბრტყეში ჰორიზონტალური ინერციული ძალების გადანაწილებისათვის ვერტიკალურ კონსტრუქციულ სისტემებზე. განსაკუთრებით როცა ადგილი აქვს სიხისტის მნიშვნელოვან ცვლილებას ან ვერტიკალური ელემენტების ნაშვერების არსებობას დიაფრაგმის ზემოთ და ქვემოთ.
საძირკვლის დაპროექტება, მისი განხორციელება და კავშირი მასზე მდგომ კონსტრუქციასთან სეისმური ზემოქმედების შემთხვევაში უნდა იყოს ისეთი, რომ სეისმური რხევის დროს მთელი ნაგებობა განიცდიდეს ერთნაირ სეისმურ ზემოქმედებას. სხვადასხვა სისქისა და სიხისტის დისკრეტული მზიდი კედლებისაგან შედგენილი კონსტრუქციებისათვის საძირკველი ჩვეულებრივ უნდა შეირჩეს ხისტი, კოლოფისებური ან უჯრედოვანი, რომელიც შეიცავს საძირკვლის და გადამხურავ ფილებს.
შენობებში, რომელთაც ცალკემდგომი საძირკვლის ელემენტები გააჩნიათ (წერტილოვანი ან ხიმინჯები), რეკომენდებულია ამ ელემენტებს შორის მოეწყოს საძირკვლის ფილა ან შემკრავი კოჭები ორივე მთავარი მიმართულებით.
სეისმური დაგეგმარების თვალსაზრისით კონსტრუქციები დაყოფილია რეგულარულ და არარეგულარულ ტიპებად.
კონსტრუქციის გაანგარიშებასა და დაპროექტებაში შენობის რეგულარობის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, შენობის რეგულარობის მახასიათებლები გეგმასა და სიმაღლეში განიხილება ცალ-ცალკე.
შენობები, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც რეგულარული გეგმაში, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას: /7/
ჰორიზონტალური სიხისტისა და მასის განაწილების თვალსაზრისით, შენობის კონსტრუქცია გეგმაში ორი ორთოგონალური მიმართულებით დაახლოებით სიმეტრიული უნდა იყოს;
კონფიგურაცია გეგმაში უნდა იყოს კომპაქტური. თითოეული სართული უნდა შემოისაზღვროს ამოზნექილი პოლიგონალური ხაზით. თუ არსებობს ნაშვერები გეგმაში (შეჭრის კუთხეები ან გვერდების შეღრმავება), შეიძლება ჩაითვალოს, რომ გეგმაში რეგულარობა დაკმაყოფილებულია იმ პირობით, თუ ეს ნაშვერები გავლენას არ ახდენს სიხისტეზე სართულშორისი გადახურვის სიბრტყეში და რომ თითოეული ნაშვერის ფართობი სართულის გარე მოხაზულობასა და ამოზნექილი პოლიგონალურ ხაზს შორის არ აღემატება სართულის ფართობის 5%-ს;
სართულშორისი გადახურვის სიბრტყეში სიხისტე საკმაოდ დიდი უნდა იყოს კონსტრუქციის ვერტიკალური ელემენტების ჰორიზონტალურ სიხისტესთან შედარებით, ისე რომ სართულშორისი გადახურვის დეფორმაცია მცირე გავლენას ახდენდეს კონსტრუქციის ვერტიკალურ ელემენტებს შორის ძალების გადანაწილებაზე. ამასთან დაკავშირებით გეგმაში L,C,H,Y და X მოხაზულობები დაკვირვებით უნდა იქნეს გამოკვლეული, განსაკუთრებით ეს ეხება ჰორიზონტალურ განშტოებების სიხისტეს, რომელიც თანაფარდი უნდა იყოს ცენტრალური ნაწილისა, რათა დაკმაყოფილებული იქნეს ხისტი დიაფრაგმის პირობა. ეს პუნქტი გათვალისწინებული უნდა იქნეს შენობის გლობალური ქცევის შეფასების დროს.
შენობა, რომელიც განეკუთვნება სიმაღლეში რეგულარული შენობების კატეგორიას, უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ ყველა პირობას:
ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდი ყველა სისტემა, როგორიცაა: სიხისტის ბირთვები, მზიდი კედლები ან კარკასი, უნდა იყოს უწყვეტი საძირკვლიდან შენობის ბოლომდე ან, თუ შენობას სიმაღლეში სხვადასხვა დონეზე აქვს შეჭრები, მაშინ უწყვეტობა აუცილებელია შენობის შესაბამისი ზონის ფარგლებში;
თითოეული სართულის ჰორიზონტალური სიხისტე და მასა უნდა იყოს მუდმივი ან იცვლებოდეს მდორედ, მკვეთრი ცვლილებების გარეშე, საძირკვლიდან ცალკეული შენობის მთელ სიმაღლეზე;
კარკასულ შენობებში, თითოეული სართულის ფაქტიური წინაღობის ფარდობა გაანგარიშებაში გათვალისწინებულ წინაღობასთან, მოსაზღვრე სართულებს შორის მკვეთრად არ უნდა იცვლებოდეს;
შეჭრების არსებობის შემთხვევაში მიღებულია შემდეგი დამატებითი მოთხოვნები:
ა) საფეხურებიანი შეჭრების შემთხვევაში, როცა შენარჩუნებულია ღერძული სიმეტრიის პირობები, ნებისმიერ სართულზე შეჭრა არ უნდა აღემატებოდეს წინა სართულის გეგმაში ზომის 20%-ს, შეჭრის მიმართულებით (ნახ.2.1.ა და 2.1.ბ)
ბ) ძირითადი კონსტრუქციის მთლიანი სიმაღლის 15%-ზე დაბალ ნიშნულზე ერთი შეჭრის არსებობის შემთხვევაში, შეჭრა არ უნდა აღემატებოდეს გეგმაში ზომის 50% (ნახ.2.1.გ). ასეთ შემთხვევაში, საძირკვლის ზონის კონსტრუქცია, ზედა სართულების პერიმეტრის ვერტიკალური გეგმილის ფარგლებში, ისე უნდა დაპროექტდეს, რომ წინაღობა გაუწიოს ჰორიზონტალური ძვრის ძალების არა უმცირეს 75%, რომელიც აღიძვრებოდა ამ ზონაში, ანალოგიურ შენობაში ფუძის გაფართოების გარეშე.
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც შეჭრები სიმეტრიულად არ არის განლაგებული, მაშინ ყველა სართულის შეჭრების ჯამი თითოეულ ფასადზე არ უნდა აღემატებოდეს საძირკვლის ზემოთ, პირველი სართულის ან ხისტი საძირკვლის გეგმაში ზომის 30%_ს, ხოლო თითოეული სართულის შეჭრა – წინა სართულის გეგმაში ზომის 10%-ს (ნახ.2.1.დ).
ნახ.2.1. შეჭრებიანი შენობების რეგულარობის კრიტერიუმები /7/
არსებული კონსტრუქციების ელემენტების არასიმეტრიული განაწილება გეგმაში, სიხისტის მკვეთრი ცვლილება ერთი დონიდან მეორეზე, დიდი მასების კონცენტრაცია ერთ მხარეს, დიდი ღიობები კედლებში წარმოადგენს არარეგულარობის მაგალითებს, რაც გამორიცხული უნდა იყოს სეისმომედეგობაზე დაპროექტების დროს (ნახ.2.7).
სიხისტის, მასების და სიმტკიცის არარეგულარობა შეიძლება დადგენილი იქნეს კონსტრუქციის გადაადგილებების წრფივი ან არაწრფივი გაანგარიშების შედეგების ანალიზის საფუძველზე. თუ გადაადგილებები არათანაბრადაა განაწილებული - მნიშვნელოვნად არაპროპორციულად ერთ-ერთი სართულის მიმართ სხვა სართულთან შედარებით, ან შენობის ერთ მხარეს მეორე მხარესთან შედარებით, მაშინ სახეზეა არარეგულარობა.
ნახ. 2.2. არარეგულარობა გეგმაში /2/
ნახ. 2.3. შენობა მოქნილი სართულით /2/
ნახ. 2.4. შენობა მოქნილი პირველი სართულით და ჩარჩოებით შემვსების გარეშე /2/
ნახ.2.5. ვერტიკალური არარეგულარობა განივი კედლის წყვეტით და მასების არათანაბარი განაწილება შენობაში /2/
ნახ. 2.6. მასების არარეგულარობა /2/
ნახ.2.7. გრეხითი არარეგულარობა /2/
არარეგულარობის შემცირება ან კორექცია შესაძლებელია ჩარჩო-კავშირებიანი სისტემის ან განივი კედლის დამატებით მოქნილი ან დაბალი სიხისტის სართულის ფარგლებში. გრეხითი არარეგულარობა შეიძლება გამოსწორდეს მომენტმედეგი ჩარჩოს, ჩარჩო-კავშირებიანი სისტემის ან განივი კედლის დამატებით, რათა დაბალანსდეს სიხისტეებისა და მასების განაწილება სართულის ფარგლებში. შენობის ელემენტები, როგორიცაა სვეტები და კედლები, რომელთა ბოლოები ვერტიკალურად ჩამაგრებულია განსაზღვრულ დონეზე, შეიძლება დაგრძელდეს წყვეტის ზონაში, რაც იძლევა ძალების თანაბრად გადაცემის შესაძლებლობას საძირკველზე. არარეგულარული შენობები შეიძლება გარდაიქმნას მარტივ რეგულარული კონსტრუქციების ნაკრებად მოქნილი კავშირების საშუალებით მათი იზოლაციის უზრუნველყოფით.
დიდი ჰორიზონტალური დეფორმაცია, რასაც იწვევს შენობებში მიწისძვრის დროს გრუნტის რხევა, თხოულობს შენობის ნაწილების მაღალ დამყოლობას. თუ გვაქვს კონსტრუქციის დრეკადობა არაადეკვატური დამყოლობის მქონე კომპონენტებით, მაშინ კონსტრუქციის ქცევა მიწისძვრის დროს ცუდია და ის უნდა გაძლიერდეს გლობალურ დონეზე.
ამ შემთხვევაში შესაძლებელია დაემატოს ახალი ჩარჩო-კავშირებიანი სისტემები ან განივი კედლები არსებული შენობის შიგნით სიხისტის გასაზრდელად. არაადეკვატური სიმტკიცე იწვევს არადრეკად მოძრაობას შენობაში. როგორც წესი, მიწისძვრის ზემოქმედების ქვედა ზღვარი და ამით გამოწვეული არადრეკადი დეფორმაცია დამოკიდებულია მხოლოდ შენობაზე. შენობის გაძლიერებით სეისმური ზემოქმედების ზღვრულმა მნიშვნელობამ, რომლის შემდეგაც იწყება დაზიანება, შეიძლება მოიმატოს. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იყოს მომენტმედეგი ჩარჩო, რადგანაც ის უფრო დრეკადია და ამით შენობის სიმტკიცე გაიზრდება მისი სიხისტის მნიშვნელოვანი გაზრდის გარეშე. სეისმური ზემოქმედების მიმართ შენობის მედეგობის, სიხისტის და დამყოლობის უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს მთლიანი შენობის გაძლიერება ახალი კონსტრუქციული ელემენტების დამატებით, რითაც გაიზრდება შენობის შესაბამისი მახასიათებლები. ეს უნდა მოხდეს კარკასულ შენობებში ან მზიდ კედლებიან შენობებში მასების ექსცენტრისიტეტის შემცირების ხარჯზე. სეისმური ძალის მიმართ მედეგი ახალი კონსტრუქცია შეიძლება განლაგებული იქნეს მთლიანად არსებულ სისტემაში (მაგ. ხისტი კედელი განთავსებული იქნეს მოქნილ ჩარჩოში ან კარკასულ კონსტრუქციაში). ასეთი ჩარევა იძლევა მნიშვნელოვან ცვლილებას ძაბვების გადანაწილებაში. საჭიროა მასების შემცირება შენობაში, სადაც ეს შესაძლებელია, გეგმის მიხედვით.
თუ შენობაში ბევრ ელემენტს არ გააჩნია შესაბამისი მოქნილობა, ყველაზე ეფექტური გზაა კონსტრუქციის გახისტება, რათა შემცირდეს სრული გადაადგილება. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმ ძალის გაზრდა, რომელიც სხვა ელემენტზე მოდის და რასაც შეიძლება მოჰყვეს შემდგომი გაძლიერების საჭიროება. ხისტკავშირებიანი ჩარჩო და განივი კედლი არის ეფექტური საშუალება სიმტკიცისა და სიხისტის გასაზრდელად, მაგრამ ისინი მნიშვნელოვნად უფრო ხისტი უნდა იყვნენ თვით კონსტრუქციაზე, რომლის გაძლიერებაც ხდება. მომენტმედეგი ჩარჩო, ზოგ კონსტრუქციაში უფრო მეტად თავსებადია არსებულ ელემენტთან. აქედან გამომდინარე, ასეთი დრეკადი ელემენტი შეიძლება არ შევიდეს შენობის რეაქციაში მანამდე, სანამ არსებული მყიფე ელემენტი მთლიანად არ დაზიანდება. ფუძის იზოლაცია ძალიან ეფექტურია ხისტი, დაბალი, დიდმასიანი შენობებისათვის, როცა მასები გადანაწილებულია მსუბუქ დრეკად კონსტრუქციებზე. რადგანაც ასეთი იზოლაცია ტექნიკურად კომპლექსურია და განსახორციელებლად ძვირი, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ისტორიული შენობებისათვის ან ისეთი შენობებისათვის, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ფუნქცია. ენერგიის დისიპაცია ეხმარება შენობას გადაადგილების შემცირებაში. ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია ისეთ შენობებში, რომლებიც შედარებით დრეკადია ან აქვთ არადრეკადი დეფორმაციის უნარი. ენერგიის დისიპაციისათვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ჰიდრავლიკური ცილინდრები, დრეკადი ფილები ან შუასადებები. ისეთი გაძლიერების დაპროექტება, სადაც გამოყენებული იქნება ენერგიის დისიპაციის მოწყობილობა, ძალიან რთულია. აქედან მაღალია მოთხოვნა ინჟინრის გამოცდილების ხარისხზე დაპროექტებისა და ანგარიშის დროს. ენერგიის დისიპაციის განხორციელება ბევრად უფრო მარტივია კონსტრუქციებში, როცა არსებობს კავშირებიანი ჩარჩო.
ევროკოდი 8-III
რედაქტირებანებისმიერი ჩარევა შენობა-ნაგებობის აღდგენა-გაძლიერებაში უნდა დარეგულირდეს მოქმედი ნორმებით. ევროკოდის ძირითადი მიზანია ახალი ნაგებობები და მათში ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა აღდგენა-გაძლიერების საკითხებს. ძველი შენობების გაანგარიშება მოითხოვს ცოდნას შენობა-ნაგებობის შესახებ, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შენობის დეტალურ ინსპექციას და კონსტრუქციის დიაგნოსტირებას.
ევროკოდი 8-ის მცირე ნაწილი ევროკოდი 8-III /8/ ეძღვნება შენობების აღდგენა-გაძლიერების საკითხებს და ის სპეციალურად იქნა შემუშავებული, რადგან:
- ბევრი ძველი ნაგებობის მშენებლობის დროს არ იყო გათვალისწინებული სეისმომედეგობა, ხოლო არასეისმური ზემოქმედებები გათვალისწინებული იყო ტრადიციული არსებული სამშენებლო წესების მიხედვით.
- სეისმური საფრთხის შეფასება ცოდნის თანამედროვე დონის მიხედვით შეიძლება მოითხოვდეს ნაგებობის რეკონსტრუქციის განხორციელებას.
- მიწისძვრით გამოწვეულმა დაზიანებებმა ნაგებობაში შეიძლება განაპირობოს მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოების საჭიროება.
ამასთან ევროკოდი 8-III: 1. ერთადერთია ევროკოდების 58 ტომს შორის, რომელიც არსებულ ნაგებობებს შეეხება.
2. დღესდღეობით პირველი სტანდარტია ევროპაში სეისმური შეფასებასა და გაძლიერებაზე. რადგანაც არ არსებობს ნორმირებული სეისმური შეფასებისა და გაძლიერების ევროპული გამოცდილება, Eევროკოდი 8-III არის ექსპერიმენტი და უცნობია ჯერჯერობით თუ როგორ იმუშავებს ის საინჟინრო პრაქტიკაში.
3. ყველა დანარჩენი ევროკოდებისაგან განსხვავებით, რომლებიც გამოიყენება ყველა ნაგებობისათვის (ანუ ყველა ახალი ნაგებობისათვის), ევროკოდი 8-III გამოიყენება მხოლოდ ისეთი ნაგებობისათვის, რომელთა მფლობელები – ან ლოკალური ავტორიტეტები – გადაწყვეტენ ნაგებობის სეისმურ შეფასებასა და შესაძლო გაძლიერებას.
4. როგორც შედეგი, ევროკოდი 8-III შეზღუდულია გამოყენების თვალსაზრისით, მოიცავს რა მხოლოდ ზოგად წესებს:
- მოთხოვნები ნაგებობის ქცევაზე და კრიტერიუმები;
- ხუთი საანგარიშო მეთოდის გამოყენების პირობები;
- შემოწმების ტიპები დამყოლი და მყიფე ქცევის ფორმებისა და ნგრევისათვის;
- ინფორმაციის შეგროვება და მისი გამოყენება შეფასებისათვის.
ევროკოდი 8-III განიხილავს შემდეგ ნაგებობებს:
- რკინაბეტონის კონსტრუქციებს;
- ფოლადის ან კომპოზიტური მასალის კონსტრუქციებს;
- ქვის შენობებს.
ევროკოდი 8-III განიხილავს სეისმური მდგომარეობის შეფასებისა და რეკონსტრუქციის მხოლოდ კონსტრუქციულ ასპექტებს, რომელიც სეისმური რისკის შემცირების ერთიანი სტრატეგიის მხოლოდ ერთერთ კომპონენტს წარმოადგენს. იგი გამოიყენება გარკვეული შენობის შეფასების საჭიროების დადგენის შემდეგ. თუ რა პირობებში მოითხოვება ცალკეული შენობის სეისმური შეფასება – რომლის მიხედვითაც შესაძლოა საჭირო გახდეს რეკონსტრუქცია - სცდება ევროკოდი 8-III განხილვის სფეროს.
სეისმური მდგომარეობის შეფასებისა და რეკონსტრუქციის მეშვეობით სეისმური რისკის შემცირების ეროვნული პროგრამები დიფერენცირებულია სეისმური შეფასებისა და აღდგენა-გაძლიერების “აქტიურ” და “პასიურ” პროგრამებად. “აქტიური” პროგრამები შეიძლება მოითხოვდეს გარკვეული კატეგორიის შენობების მესაკუთრეებისგან სპეციალურ ვადებს სეისმური მდგომარეობის შეფასების დასრულებისათვის – და მისი შედეგებიდან გამომდინარე – რეკონსტრუქციისთვის. ამ მიზნისთვის შერჩეული შენობების კატეგორიები შეიძლება დამოკიდებული იყოს შენობების სეისმურობასა და ადგილობრივი გრუნტის პირობებზე, მნიშვნელოვნების კლასსა და შენობის ხალხით დაკავებულობაზე, დაზიანებადობისადმი მგრძნობელობაზე (როგორიცაა, გავლენა გამოწვეული მასალისა და კონსტრუქციის ტიპით, სართულიანობით, შენობის ასაკის ძველი კოდის მოთხოვნებთან მიმართებაში, და ა.შ.). “პასიური” პროგრამები აკავშირებს სეისმური მდგომარეობის შეფასებას – შესაძლოა რეკონსტრუქციის მოთხოვნით – სხვა შემთხვევებთან ან საქმიანობასთან, რომელიც დაკავშირებულია შენობის გამოყენებასა და მის უწყვეტ ექსპლოატაციასთან, როგორიცაა შენობის ფუნქციის შეცვლა, რაც ცვლის შენობის ხალხით დაკავებულობას ან მნიშვნელოვნების კლასს, ზემოთ აღნიშნული გარკვეული შეზღუდვების შეცვლას (როგორიცაა, შენობის ფართობის პროცენტული წილი ან შენობის საერთო ღირებულება), მიწისძვრის შემდეგ დაზიანების აღდგენას და ა.შ. თუ რომელი ზღვრული მდგომარეობები უნდა შემოწმდეს, ასევე, თითოეული ზღვრული მდგომარეობის შესაბამისი სეისმური ზემოქმედების განმეორებადობის პერიოდი შეიძლება დამოკიდებული იყოს შეფასებისა და რეკონსტრუქციის არჩეულ პროგრამაზე. სათანადო მოთხოვნები შეიძლება “აქტიურ” პროგრამებში ნაკლებად ზუსტი იყოს ვიდრე “პასიურში”. მაგალითად, “პასიურ” პროგრამებში, რომლებიც დაკავშირებულია მოდერნიზაციასთან, შესაბამისი მოთხოვნები შეიძლება დახარისხებული იქნეს განსახორციელებელი სარეკონსტრუქციო სამუშაოს მოცულობისა და ღირებულების მიხედვით.
დაბალი სეისმურობის შემთხვევაში ევროკოდი 8-III შეიძლება გამოყენებული იქნეს ლოკალური პირობებისთვის სათანადო ეროვნული დანართების მეშვეობით.
ევროკოდი 8-III იძლევა შენობების სხვადასხვა მნიშვნელოვნების კლასისათვის ალტერნატიულ პროცედურებს. შენობები მნიშვნელოვნების მიხედვით დაყოფილია 4 კლასად მიწისძვრის შედეგების დადგომის თვალსაზრისით:
- შესაძლო მსხვერპლის რაოდენობის;
- მოსახლეობის უსაფრთხოების;
- უშუალოდ მიწისძვრის შემდგომ პერიოდში სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობის;
- ნგრევის სოციალურ და ეკონომიკური შედეგების მიხედვით.
შენობების მნიშვნელოვნების კლასები დახასიათებულია სხვადასხვა γI კოეფიციენტებით. γI-ის რეკომენდებული მნიშვნელობები I, III და IV მნიშვნელოვნების კლასებისათვის ტოლია 0.8, 1.2 და 1.4 შესაბამისად. მნიშვნელოვნების II კლასისათვის γI ტოლია 1.
ცხრილი 1. შენობების მნიშვნელოვნების კლასები
I | შენობები, რომლებიც ნაკლებად მნიშვნელოვანია ხალხის უსაფრთხოებისათვის, მაგ.სასოფლო-სამეურნეო ნაგებობები და ა.შ. |
II | ჩვეულებრივი შენობები, რომლებიც არ განეკუთვნება სხვა კატეგორიებს |
III | შენობები, რომელთა სეისმომედეგობა მნიშვნელოვანია ნგრევის შედეგების თვალსაზრისით, მაგ. სკოლები, თავშეყრის დარბაზები, კულტურული დაწესებულებები და სხვ. |
IV | შენობები, რომელთა მთლიანობას (დაუზიანებლობას) მიწისძვრის დროს სამოქალაქო თავდაცვაში საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგ.საავადმყოფოები, სახანძრო სადგურები, ელექტროსადგურები. |
ევროკოდი 8-III–ში:
1. ძირითადი მოთხოვნები კონსტრუქციის დაზიანებულ მდგომარეობას ეხება, რომელიც სამი ზღვრული (LS) მდგომარეობით განისაზღვრება. სახელდობრ, დანგრევისპირა ზღვრული მდგომარეობა (NC), მნიშვნელოვანი დაზიანების (SD) ზღვრული მდგომარეობა და უმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობა (DL). აღნიშნული ზღვრული მდგომარეობები შემდეგნაირად განიმარტება:
D დანგრევისპირა ზღვრული მდგომარეობა (NC LS). კონსტრუქცია ძლიერ დაზიანებულია, აქვს მცირე ნარჩენი ჰორიზონტალური სიმტკიცე და სიხისტე, თუმცა ვერტიკალური ელემენტები ინარჩუნებს ვერტიკალური დატვირთვების ზიდვის უნარს. არაკონსტრუქციული ელემენტების უმრავლესობა დანგრეულია. აქვს დიდი ნარჩენი გადახრები. კონსტრუქცია დანგრევის პირასაა და შესაძლოა ვერ გადაიტანოს კიდევ ერთი, თუნდაც საშუალო ინტენსიურობის მიწისძვრა.
მნიშვნელოვანი დაზიანების (SD LS) ზღვრული მდგომარეობა. კონსტრუქცია მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. აქვს რაღაც სიდიდის ნარჩენი ჰორიზონტალური სიმტკიცე და სიხისტე. ვერტიკალური ელემენტები ინარჩუნებს ვერტიკალური დატვირთვის ზიდვის უნარს. არაკონსტრუქციული ელემენტები დაზიანებულია, თუმცა ტიხრები და შევსებები თავიანთი სიბრტყიდან არ არის გამოსული. ადგილი აქვს საშუალო სიდიდის ნარჩენ გადახრებს, კონსტრუქციას შეუძლია აიტანოს საშუალო ინტესიურობის ავტერშოკები. კონსტრუქციის აღდგენა შესაძლოა არაეკონომიური იყოს.
უმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობა (DL LS). კონსტრუქცია მხოლოდ მსუბუქადაა დაზიანებული, მზიდი ელემენტები დაცულია მნიშვნელოვანი არამდგრადობისგან და ინარჩუნებს სიმტკიცისა და სიხისტის მახასიათებლებს. არამზიდ ელემენტებში, როგორიცაა ტიხრები და შევსებები, შეიძლება არსებობდეს განაწილებული ბზარები, მაგრამ დაზიანება ეკონომიკურად აღდგენადია. ნარჩენი გადახრები უმნიშვნელოა. კონსტრუქცია არ საჭიროებს რაიმე სახის აღდგენით ღონისძიებას.
2. სეისმური ზემოქმედებების განმეორებადობის პერიოდი, რომლის დროსაც არ უნდა მოხდეს ზღვრული მდგომარეობების გადაჭარბება.
3. მასალების წილობრივი კოეფიციენტები: ფოლადისათვის _ 1.3; ბეტონისათვის _ 1.7; ქვისთვის _ 1.7. (მაქსიმალურ ზღვრულ მდგომარეობაზე შემოწმებისთვის მასალის თვისებების ამსახველი γc და γs წილობრივი კოეფიციენტები უნდა ითვალისწინებდეს მასალის ციკლური დეფორმაციით გამოწვეულ სიმტკიცის შესაძლო კარგვას.).
4.სანდოობის კოეფიციენტი გაანგარიშების მეთოდისა და სანდოობის კოეფიციენტის მნიშვნელობის შერჩევის მიზნით განსაზღვრულია ცოდნის სამი დონით: შეზღუდული ცოდნა: სანდოობის კოეფიციენტი – 1.35; ნორმალური ცოდნა: სანდოობის კოეფიციენტი – 1.20; სრული ცოდნა: სანდოობის კოეფიციენტი – 1.00. სათანადო ცოდნის დონის განმსაზღვრელი ფაქტორებია: ა) გეომეტრია: კონსტრუქციული სისტემის და იმ არაკონსტრუქციული ელემენტების (მაგ.პანელები ქვის შევსებით) გეომეტრიული მახასიათებლები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიოს კონსტრუქციის რეაქციაზე. ბ) დეტალები: რკინაბეტონში არამატურის რაოდენობა და განაწილება, ფოლადის ელემენტების შეერთებები, სართულშორისი გადახურვის შეერთება ჰორიზონტალურ მზიდ ელემენტებთან, ქვის წყობის გადაბმა და დუღაბით დაკავშირება, ქვის წყობაში არმატურის ელემენტების ტიპები. გ) მასალები: გამოყენებული მასალების მექანიკური მახასიათებლები. ცოდნის დონე განსაზღვრავს გაანგარიშების და სანდოობის კოეფიციენტების მნიშვნელობებს.
5. ინსპექტირებისა და ტესტირების დონეები: არსებული კონსტრუქციების სეისმომედეგობის შეფასების დროს საწყისი მონაცემები უნდა შეგროვდეს სხვადასხვა წყაროებიდან, როგორიცაა: - განსახილველი შენობის შესახებ არსებული სპეციფიკური დოკუმენტაცია; - შესაბამისი საერთო მონაცემთა წყაროები (მაგ. მშენებლობის დროინდელი ნორმები და სტანდარტები); - საველე გამოკვლევები და - უმეტეს შემთხვევაში, ადგილზე და/ან ლაბორატორიული გაზომვები.
6. Ρmax/Ρmin ფარდობის მაქსიმალური მნიშვნელობა: 2.5 (Ρmax არის გაჭიმული ზონის დაარმატურების მაქსიმალური კოეფიციენტი, Ρmin არის შეკუმშული ზონის დაარმატურების მინიმალური კოეფიციენტი).
7. დამატებითი, არაწინააღმდეგობრივი ინფორმაცია არაწრფივი სტატიკური გაანგარიშების მეთოდისათვის, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია რხევის მაღალი ფორმების გავლენის გათვალისწინება: როგორც ევროკოდშია - T<2წმ ან T< 4Tc.
შეზღუდული ცოდნა შეესაბამება შემდეგ ცოდნას:
გეომეტრია: კონსტრუქციის მთელი გეომეტრია და ელემენტების ზომები ცნობილია ან (a) დათვალიერებიდან ან (b) საწყისი საპროექტო ესკიზური ნახაზებიდან, რომელიც გამოყენებული იყო, როგორც საწყის კონსტრუირებაში, ასევე რომელიმე შემდგომ ცვლილებებში. (b) შემთხვევაში ადგილზე უნდა შემოწმდეს საკმაო ნაწილის როგორც მთლიანი გეომეტრიული, ასევე ელემენტების ზომები; თუ ზომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ესკიზური კონსტრუქციულ ნახაზებში მოცემულისაგან, მაშინ უნდა ჩატარდეს უფრო სრულყოფილი გამოკვლევა.
დეტალები: კონსტრუქციის დეტალები არ არის ცნობილი დეტალური კონსტრუქციული ნახაზებიდან, მაგრამ შეიძლება ნავარაუდევი იქნეს მშენებლობის დროინდელ ჩვეულებრივ პრაქტიკაში მიღებული ანალოგების საფუძველზე; Aამ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ყველაზე მეტად კრიტიკული ელემენტების შეზღუდული დათვალიერება, იმის შესამოწმებლად თუ რამდენად შეესაბამება ვარაუდი ფაქტიურ სიტუაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა ადგილზე დაზუსტება.
მასალები: სამშენებლო მასალის მექანიკური მახასიათებლების შესახებ პირდაპირი ინფორმაცია არ არის ცნობილი, არც საწყისი საპროექტო სპეციფიკაციებიდან და არც საწყისი გამოცდის დოკუმენტაციიდან. მნიშვნელობები (თუ უცნობია) უნდა განისაზღვროს მშენებლობის დროინდელი სტანდარტების მიხედვით, თან უნდა შესრულდეს ყველაზე რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების ადგილზე შეზღუდული ტესტირება.
შეგროვილი ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს ელემენტების ლოკალური უნარის დასადგენად და წრფივი კონსტრუქციული გაანგარიშების მოდელის შესარჩევად.
კონსტრუქციის შეფასება შეზღუდული ცოდნის საფუძველზე უნდა განხორციელდეს სტატიკური ან დინამიკური წრფივი გაანგარიშების მეთოდების გამოყენებით.
ნორმალური ცოდნა შეესაბამება შემდეგ ცოდნას:
გეომეტრია: კონსტრუქციის გეომეტრია და ელემენტების ზომები ცნობილია (a) მთლიანი დათვალიერებიდან ან (b) საწყისი ესკიზური საპროექტო ნახაზებიდან, რომელიც გამოყენებული იყო, როგორც საწყის კონსტრუირებაში, ასევე რომელიმე შემდგომ ცვლილებებში. (b) შემთხვევაში ადგილზე უნდა შემოწმდეს საკმაო ნაწილის როგორც მთლიანი გეომეტრიული ზომები, ასევე ელემენტების ზომები; თუ ზომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ესკიზური კონსტრუქციული ნახაზებისგან, მაშინ საჭიროა ადგილზე დაზუსტება.
დეტალები: კონსტრუქციის დეტალები ცნობილია ადგილზე გაფართოებული დათვალიერებით ან არასრული დეტალური კონსტრუქციული ნახაზებიდან. ბოლო შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების შეზღუდული დათვალიერება იმის შესამოწმებლად, შეესაბამება თუ არა არსებული ინფორმაცია ფაქტიურ სიტუაციას.
მასალები: სამშენებლო მასალის მექანიკური მახასიათებლების შესახებ პირდაპირი ინფორმაცია ცნობილია ადგილზე გაფართოებული გამოცდიდან ან საწყისი საპროექტო სპეციფიკაციებიდან. ამ ბოლო შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ადგილზე შეზღუდული ტესტირება.
შეგროვილი ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს ელემენტების ლოკალური უნარის დასადგენად და წრფივი ან არაწრფივი კონსტრუქციული გაანგარიშების მოდელის შესარჩევად.
კონსტრუქციის შეფასება აღნიშნული ცოდნის საფუძველზე უნდა განხორციელდეს წრფივი ან არაწრფივი გაანგარიშების მეთოდების, სტატიკურის ან დინამიკურის, გამოყენებით.
სრული ცოდნა შეესაბამება შემდეგ ცოდნას:
გეომეტრია: კონსტრუქციის მთელი გეომეტრია და ელემენტების ზომები ცნობილია (a) ყოველმხრივი დათვალიერებიდან ან (b) ესკიზური საპროექტო ნახაზების სრული კომპლექტიდან, რომელიც გამოყენებული იყო, როგორც საწყისი კონსტრუირების, ასევე რომელიმე შემდგომი ცვლილებებისთვის. (b) შემთხვევაში ადგილზე უნდა შემოწმდეს მთელი გეომეტრიისა და ელემენტების ნიმუშების საკმაო რაოდენობა; თუ ზომები მნიშვნელოვნად განსხვავდება ესკიზური კონსტრუქციული ნახაზებისგან, მაშინ საჭიროა ზომების დაზუსტება.
დეტალები: კონსტრუქციის დეტალები ცნობილია ადგილზე ყოველმხრივი დათვალიერებიდან ან დეტალური კონსტრუქციული ნახაზების სრული კომპლექტიდან. ბოლო შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ყველაზე მეტად რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების ადგილზე შეზღუდული დათვალიერება, იმის შესამოწმებლად, რომ არსებული ინფორმაცია შეესაბამება თუ არა ფაქტიურ სიტუაციას.
მასალები: სამშენებლო მასალის მექანიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია ცნობილია ადგილზე ყოველმხრივი გამოცდიდან ან საწყისი გამოცდების დოკუმენტაციიდან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს ადგილზე შეზღუდული ტესტირება.
ცოდნის დონის იდენტიფიკაცია. გეომეტრია
რედაქტირებაესკიზური კონსტრუქციული ნახაზები ის დოკუმენტებია, რომლითაც აღიწერება კონსტრუქციის გეომეტრია, რაც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილებისა და მათი ზომების იდენტიფიკაციისა, და ასევე, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზემოქმედებების მზიდი სისტემების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.
დეტალური კონსტრუქციული ნახაზები ის დოკუმენტებია, რომლითაც აღიწერება კონსტრუქციის გეომეტრია, რაც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილებისა და მათი ზომების იდენტიფიკაციისა და ასევე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზემოქმედებების მზიდი სისტემების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. დამატებით ის შეიცავს ინფორმაციას დეტალების შესახებ (რკინაბეტონში არამატურის რაოდენობა და განაწილება, ფოლადის ელემენტების შეერთებები, სართულშორისი გადახურვის შეერთება ჰორიზონტალურ მზიდ ელემენტებთან, ქვის წყობის გადაბმა და დუღაბით დაკავშირება, ქვის წყობაში არმატურის ელემენტების ტიპები).
ვიზუალური გამოკვლევა კონსტრუქციის ფაქტიურ გეომეტრიასა და არსებულ ესკიზურ კონსტრუქციულ ნახაზებს შორის შესაბამისობის შესამოწმებელ პროცედურას წარმოადგენს. უნდა დადგინდეს შერჩეული ელემენტის გეომეტრიული ზომები. სრული გამოკვლევა წარმოადგენს პროცედურას, რომლის შედეგია კონსტრუქციული ნახაზების შექმნა, რომლითაც აღიწერება კონსტრუქციის გეომეტრია, რაც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილებისა და მათი ზომების იდენტიფიკაციისა და ასევე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზემოქმედებების მზიდი სისტემების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა.
დეტალები
რედაქტირებაშემოწმების დროს შეიძლება საიმედო არადესტრუქციული მეთოდების გამოყენება, როგორიცაა:
იმიტაციური პროექტი წარმოადგენს პროცედურას, რომლის შედეგადაც განისაზღვრება შენობის ყველა ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მზიდ ელემენტში გრძივი და განივი არმატურის რაოდენობა და განაწილების სქემა. პროექტი უნდა განხორციელდეს მშენებლობის დროინდელი მარეგულირებელი დოკუმენტებისა და პრაქტიკის საფუძველზე.
შეზღუდული შემოწმება ადგილზე წარმოადგენს პროცედურას კონსტრუქციის ფაქტიური დეტალების არსებულ კონსტრუქციულ ნახაზებთან ან იმიტაციური პროექტების შედეგებთან შესაბამისობის დასადგენადად.
გაფართოებული შემოწმება ადგილზე წარმოადგენს პროცედურას, რომელიც მაშინ გამოიყენება, როდესაც საწყისი დეტალური ნახაზები არ მოიძიება.
ყოველმხრივი შემოწმება ადგილზე წარმოადგენს პროცედურას, რომელიც მაშინ გამოიყენება როდესაც საწყისი დეტალური ნახაზები არ მოიძიება და როდესაც მოითხოვება ცოდნის მაღალი დონე.
მასალები
რედაქტირებადესტრუქციული და არადესტრუქციული გამოცდა
გათვალისწინებული უნდა იქნეს არადესტრუქციული მეთოდების გამოყენება (მაგ. შმიდტის ჩაქუჩით გამოცდა და ა.შ.); თუმცა, მსგავსი გამოცდები არ გამოიყენება იზოლირებულად, არამედ მხოლოდ დესტრუქციულ გამოცდებთან ერთად.
ადგილზე შეზღუდული გამოცდის პროგრამა წარმოადგენს პროცედურას მასალის მახასიათებლებზე ინფორმაციის შესავსებად, რომელიც მიიღება მშენებლობისროინდელი სტანდარტებით შესრულებული პროექტის სპეციფიკაციიდან ან საწყისი გამოცდების დოკუმენტაციიდან. თუ გამოცდებით მიღებული მნიშვნელობები უფრო დაბალია ვიდრე მშენებლობისროინდელი სტანდარტების შესაბამისი მნიშვნელობები, მაშინ საჭიროა დაზუსტებული გამოცდები ადგილზე.
ადგილზე გამოცდის გაფართოებული პროგრამა წარმოადგენს პროცედურას ინფორმაციის მისაღებად, როცა არ არსებობს არც საწყისი პროექტის სპეციფიკაცია და არც ხელმისაწვდომია გამოცდის ანგარიშები.
ადგილზე გამოცდის ყოველმხრივი პროგრამა წარმოადგენს პროცედურას ინფორმაციის მისაღებად, როცა არ არსებობს არც საწყისი პროექტის სპეციფიკაცია და არც ხელმისაწვდომია გამოცდის დოკუმენტაცია და ცოდნის მაღალი დონეა მისაღწევი.
შემოწმებისა და გამოცდის დონეების კლასიფიკაცია დამოკიდებულია დეტალურად შესამოწმებელი მზიდი ელემენტების პროცენტულ რაოდენობაზე, ასევე თითოეულ სართულზე გამოსაცდელი მასალის ნიმუშების რაოდენობაზე. ჩვეულებრივ პირობებში, რეკომენდებული მინიმალური მნიშვნელობები წარმოდგენილია მე-4-ე ცხრილში. შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა საჭირო გახდება ზოგიერთი მათგანის მნიშვნელობის გაზრდა. ევროკოდი 8-III-ის გამოყენების სფეროა: - ცალკეული შენობის სეისმური ქცევის შეფასებისთვის კრიტერიუმების შემუშავება; - აუცილებელი აღდგენითი ღონისძიებების შერჩევისათვის მიდგომის აღწერა; - აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვისათვის წინასწარი კრიტერიუმების ფორმულირება (ანუ კონცეფცია, კონსტრუქციის ანალიზი ჩარევითი ღონისძიებების ჩათვლით, კონსტრუქციის ნაწილების საბოლოო ზომების დადგენა და მათი არსებულ მზიდ ელემენტებთან მიერთება)
ცხრილი 2. შემოწმებისა და გამოცდის სხვადასხვა დონისთვის რეკომენდებული მინიმალური მოთხოვნები
შემოწმება (დეტალების) | გამოცდები (მასალების) | |
ყველა ტიპის პირველადი ელემენტისთვის (კოჭი, სვეტი, კედელი) | ||
შემოწმებისა და გამოცდის დონე | შესამოწმებელი ელემენტების პროცენტული რაოდენობა | თითოეულ სართულზე მასალის ნიმუშები |
შეზღუდული | 20 | 1 |
გაფართოებული | 50 | 2 |
ყოველმხრივი | 80 | 3 |
ევროკოდი 8-III-ის მიხედვით, რეკონსტრუქცია მოიცავს როგორც დაუზიანებელი კონსტრუქციების გაძლიერებას (თუ ეს საჭიროა), ასევე მიწისძვრით დაზიანებული კონსტრუქციების აღდგენას.
სეისმურ ზემოქმედებაზე ადეკვატური წინაღობის უზრუნველსაყოფად კონსტრუქციული ჩარევის დაგეგმვის დროს კონსტრუქცია არასეისმური დატვირთვების კომბინაციებზეც უნდა შემოწმდეს.
კონსტრუქციის შეფასება და შესაძლო კონსტრუქციული ჩარევა უკავშირდება უფრო სხვადასხვა ხარისხის გაურკვევლობებს (ცოდნის დონე), ვიდრე ახალი კონსტრუქციების დაპროექტება. ამიტომ საჭიროა მასალისა და კონსტრუქციის უსაფრთხოების განსხვავებული კოეფიციენტები და განსხვავებული გაანგარიშების მეთოდები, რომლებიც არსებული ინფორმაციის სისრულესა და სანდოობაზეა დამოკიდებული.
სეისმური ზემოქმედების ეფექტები, რომლებიც დაჯამებული უნდა იქნას სხვა მუდმივი და ცვლადი დატვირთვების ეფექტებთან სეისმური დატვირთვების კომბინაციების თანახმად, შეიძლება შეფასდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთერთი მეთოდის გამოყენებით: - ჰორიზონტალური ძალის მეთოდი (წრფივი), - მოდალური (მრავალფორმიანი) რეაქციის სპექტრის მეთოდი (წრფივი), - არაწრფივი სტატიკური (პუშოვერი) მეთოდი, - არაწრფივი დინამიკური მეთოდი დროის ფაქტორის გათვალისწინებით, - q-კოეფიციენტის მეთოდი ახალი შენობებისათვის.
სეისმური ზემოქმედება და სეისმური დატვირთვების კომბინაცია
რედაქტირებასეისმური მოძრაობა ზედაპირის მოცემულ წერტილში წარმოდგენილია გრუნტის აჩქარების დრეკადი რეაქციის სპექტრის სახით, ე.წ. “დრეკადი რეაქციის სპექტრით”.
ჰორიზონტალური სეისმური ზემოქმედება აღიწერება ორი ორთოგონალური მდგენელით, რომლებიც იგულისხმება, რომ არიან ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, მაგრამ წარმოდგენილია ერთიდაიმავე რეაქციის სპექტრით.
სეისმური ზემოქმედების სამი მდგენელის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს რეაქციის სპექტრის ერთი ან მეტი ალტერნატიული მოხაზულობა, სეისმური კერებისა და მათგან გენერირებული მიწისძვრის მაგნიტუდის გათვალისწინებით.
ცხრილი 3. ცოდნის დონეები და შესაბამისი გაანგარიშების მეთოდები
ცოდნის დონე | გეომეტრია | დეტალები | მასალები | მეთოდები | სანდოობის კოეფიციენტი |
შეზღუდული ცოდნა | საწყისი კონსტრუქციული ესკიზური ნახაზებიდან ნიმუშის ვიზუალურ გამოკვლევასთან ერთად ან სრული გამოკვლევით | იმიტაციური (ანალოგიების) პროექტის გამოყენებით და შესაბამისი პრაქტიკის გათვალისწინებით და ადგილზე შეზღუდული შემოწმებით | მნიშვნელობები განისაზღვრება მშენებლობის დროინდელი სტანდარტების მიხედვით და ადგილზე შეზღუდული ტესტირებით | ჰორიზონტალური ძალის მეთოდი; მოდალური რეაქციის სპექტრის მეთოდი | 1.35 |
ნორმალური ცოდნა | საწყისი არასრული დეტალური კონსტრუქციული ნახაზებიდან და ადგილზე შეზღუდულ შემოწმებასთან ერთად ან ადგილზე გაფართოებული შემოწმებით | საწყისი დაპროექტების სპეციფიკაციებიდან და ადგილზე შეზღუდული ტესტირებით ან ადგილზე გაფართოებული ტესტირებით | ყველა მეთოდი | 1.20 | |
სრული ცოდნა | საწყისი დეტალური კონსტრუქციული ნახაზებიდან ადგილზე და შეზღუდული შემოწმებით ან ადგილზე ყოველმხრივი შემოწმებით | საწყისი გამოცდების დოკუმენტაციიდან და ადგილზე შეზღუდული ტესტირებით ან ადგილზე ყოველმხრივი ტესტირებით | ყველა მეთოდი | 1.00 |
სეისმური ზემოქმედების ჰორიზონტალური მდგენელისათვის დრეკადი რეაქციის სპექტრი “საანგარიშო” სეისმური ზემოქმედებისათვის დაკავშირებულია გრუნტის აჩქარებასთან, კლდეზე, რაც თავის მხრივ უკავშირდება ქვეყნის სეისმოდარაიონების რუკას. თვით სპექტრი შეიცავს მუდმივი სპექტრული აჩქარების, ფსევდოსიჩქარის ან გადაადგილების უბანს. თითოეული ამ უბნის და სპექტრული ამპლიტუდის გაზრდა დამოკიდებულია რეგიონულ სეისმოტექტონიკურ გარემოზე და გრუნტის ტიპზე. გრუნტის სტანდარტული ტიპები შემდეგია:
ტიპი A: კლდე ან კლდის მსგავსი გეოლოგიური ფორმაცია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს არა უმეტეს 5.0მ-სა სუსტ ზედაპირულ ქანს, განივი ტალღის გავრცელების სიჩქარით 30მ-ის სიღრმემდე Vs >800მ/წმ.
ტიპი B: ქვიშის და ხრეშის მკვრივი დანალექები ან ძალიან მკვრივი თიხა სულ მცირე რამდენიმე ათეული მეტრი, რომელიც ხასიათდება სიღრმეში თანდათანობით მზარდი მექანიკური მახასიათებლებით, განივი ტალღის გავრცელების სიჩქარით 30მ-ის სიღრმემდე, Vs – 360 -800მ/წმ-მდე.
ტიპი C: მკვრივი ან საშუალო სიმკვრივის ქვიშის, ხრეშის სიღრმისეული დანალექი ან მკვრივი თიხა, რომელთა სისქე რამდენიმე ათეული მეტრიდან ასეულ მეტრამდე აღწევს, განივი ტალღის გავრცელების სიჩქარით 30მ-ის სიღრმემდე, Vs –180 -360მ/წმ-მდე.
ტიპი D: ფხვიერიდან საშუალომდე შეჭიდულობის მქონე დანალექი გრუნტები (რომელიც შეიძლება შეიცავდეს სუსტი შეჭიდულობის შრეებს) ან შრეები, რომლებშიც რბილიდან-საშუალომდე შეჭიდულობის მქონე გრუნტები დომინირებს, განივი ტალღის გავრცელების სიჩქარით 30მ-ის სიღრმემდე, Vs <180 მ/წმ.
ტიპი E: პროფილი, რომლის ზედა შრე სისქით 5-დან 20 მ-მდე არის ალუვიუმი, რომელსაც აქვს C და D ტიპის გრუნტისათვის დამახასიათებელი განივი ტალღის გავრცელების Vs სიჩქარე 360მ/წმ-ზწ ნაკლები, ხოლო მის ქვემოთ განლაგებულია უფრო მკვრივი გრუნტი, რომლის Vs >800მ/წმ.
რეკომენდებულია ორი ტიპის სპექტრის გამოყენება: I ტიპი და II ტიპი; თუ მიწისძვრა, რომელსაც სამშენებლო მოედნის სეისმური საფრთხის ალბათურ შეფასებაში უმეტესი წვლილი შეაქვს და ხასიათდება იმით, რომ მისი შესაბამისი მაგნიტუდა, განსაზღვრული ზედაპირული ტალღის გარცელების მიხედვით, არ აღემატება Ms 5.5, ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია II ტიპის გამოყენება.
ევროკოდი-8-1-ში მოცემულია ვერტიკალური დრეკადი რეაქციის სპექტრი, გრუნტის პიკური გადაადგილება და გადაადგილების რეაქციის სპექტრი, რომელიც შეიცავს გრძელპერიოდიან ნაწილს.
ევროკოდი-8-1 არ იძლევა მითითებებს სეისმურ კერასთან ახლოს ეფექტებზე. მათი გათვალისწინება რეკომენდებულია გამაძლიერებელი კოეფიციენტით 1.2 ცალკე მდგომი კლდისთვის ან გრძელი ქედისთვის 300-ზე ნაკლები დაფერდებით და 1.4 – ციცაბო ქედისათვის. ამ კოეფიციენტების გათვალისწინება აუცილებელია.
საანგარიშო სეისმური ზემოქმედება კომბინირებული უნდა იქნეს სხვა მუდმივ და ცვლად ზემოქმედებებთან.
ჰორიზონტალური ძალის მეთოდი (წრფივი)
რედაქტირებაშენობის ჰორიზონტალური მიმართულებებით გაანგარიშების დროს რხევის ძირითადი ფორმის განსაზღვრა შეიძლება ნაგებობათა დინამიკის მეთოდების გამოყენებით ან მისი წარმოდგენა სიმაღლეში წრფივად მზარდი ჰორიზონტალური გადაადგილებების სახით. სეისმური ზემოქმედების ეფექტები უნდა განისაზღვროს, ორი ბრტყელი მოდელისთვის, ყოველ სართულზე Fi ჰორიზონტალური ძალის მოდებით.
ეს მეთოდი გამოიყენება იმ შემთხვევში, თუ რხევის მაღალი ფორმების ეფექტი უმნიშვნელოა, ე.ი რხევის ორივე ჰორიზონტალური მიმართულებით ძირითადი პერიოდი ნაკლებია 2წმ-ზე და 4-ჯერ სპექტრის აჩქარების და სიჩქარის მუდმივი უბნის Tc პერიოდზე. აგრეთვე შენობა რეგულარულია სიმაღლეში. (იხ.I ნაწილი,1.4-1.6)
მოდალური (მრავალფორმიანი) რეაქციის სპექტრის მეთოდი (წრფივი)
რედაქტირებაასეთი გაანგარიშება შეიძლება გამოყენებული იქნეს ყველა ტიპის ნაგებობებისთვის. გლობალურ რეაქციაში გათვალისწინებული უნდა იქნეს რხევის ყველა იმ ფორმის შესაბამისი რეაქცია, რომლის წილიც მნიშვნელოვანია.
მოცემული მოთხოვნა შეიძლება მიჩნეული იქნეს დაკმაყოფილებულად თუ შესრულებულია ერთერთი ქვემოთ მოყვანილი პირობა;
- გათვალისწინებული ფორმების ჯამური ეფექტური მასა ტოლია კონსტრუქციის ჯამური მასის არა ნაკლებ 90%-ისა.
- გათვალისწინებული იქნება ყველა ფორმა, რომლის ეფექტური მასა აღემატება ჯამური მასის 5%-ს.
სივრცული მოდელის გამოყენების შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული პირობები უნდა შემოწმდეს თითოეული შესაბამისი მიმართულებისათვის.
არაწრფივი სტატიკური (პუშოვერი) მეთოდი
რედაქტირებაარაწრფივი სტატიკური მეთოდი წარმოადგენს ორი მეთოდის - არაწრფივი სტატიკური მეთოდისა და რეაქციის სპექტრის მეთოდის კომბინაციას. კონსტრუქციის უნარი განისაზღვრება არაწრფივ სტატიკური მეთოდის, პუშოვერის, გამოყენებით აგებულ გლობალურ ძალა-გადაადგილებას შორის დამოკიდებულების მრუდის, ე.წ. უნარის მრუდის მიხედვით, ხოლო სეისმური მოთხოვნა განისაზღვრება რეაქციის სპექტრის საფუძველზე.
პუშოვერით უნარის მრუდის აგების მეთოდიკა გულისხმობს შენობაზე მოდებული მონოტონურად ზრდადი, გარკვეული სქემით განაწილებული ჰორიზონტალური ძალების ზემოქმედებას, რომელიც გრუნტის რხევის დროს ნაგებობაში განვითარებულ ინერციულ ძალებს ასახავს. უნარის მრუდი ანუ კონსტრუქციის რეაქცია დამოკიდებულია ჰორიზონტალური ძალების განაწილების სქემაზე, ამიტომ შესაბამისი სქემის შერჩევა ამ მეთოდის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
რეალური მიწისძვრის დროს კონსტრუქციაზე მოქმედი ეფექტური დატვირთვები უწყვეტად იცვლის სიდიდეს, მიმართულებასა და განაწილებას. პუშოვერის მეთოდში კი დატვირთვების განაწილება და მიმართულება ფიქსირებულია და იცვლება მხოლოდ სიდიდე. ეს არის ამ მეთოდის ძირითადი და ყველაზე კრიტიკული დაშვება.
როგორც ყველა მიახლოებითი მეთოდი – პუშოვერიც გარკვეულ დაშვებებსა და გამარტივებებს ეფუძნება. ამიტომ მოსალოდნელია სეისმური მოთხოვნის პროგნოზირებაში განსხვავებული შედეგების არსებობა. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს იმ ფაქტორების დადგენა, რომლებიც გავლენას ახდენს პუშოვერის შედეგების სიზუსტეზე. ესენია: არაწრფივი ელემენტების ქცევის მოდელირების საკითხი, სხვადასხვა ჰორიზონტალური დატვირთვის სქემისთვის გან-სხვავებული შედეგების არსებობა, ჰორიზონტალური განაწილების უცვლელი სქემის ეფექტურობა რხევის მაღალი ფორმების გავლენის გასათვალისწინებლად და მაქსიმალური არაწრფივი გადაადგილების მნიშვნელობის სიზუსტე, რომელიც შემდეგ გამოყენებული უნდა იქნეს არაწრფივ სტატიკურ მეთოდში სეისმური მოთხოვნის დასადგენად. არსებობს პუშოვერის მეთოდის სხვადასხვა გაუმჯობესებული-ადაპტირებული ვარიანტი, თუმცა ისინი კონცეპტუალურად რთულია და კომპიუტერულად უფრო დამოკიდებული და მათი გამოყენება საინჟინრო პრაქტიკასა და ნორმებში არასასურველია. პუშოვერით გაანგარიშებაში ძირითადად არსებობს შემდეგი ორი ტრადიციული მეთოდი: უნარის სპექტრის მეთოდი ATC-40 (Applied Technology Council) და გადაადგილების კოეფიციენტის მეთოდი FEMA-273/356/440 (Federal Emergency Management Agency). მთავარი განსხვავება ამ მეთოდებს შორის მდგომარეობს საძიებო-თარგეტ გადაადგილების გამოთვლაში.
აღნიშნული მეთოდები ერთიდაიმავე მიმდევრობით ხასიათდება, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ქცევის დონის შესაბამისი საანგარიშო მიწისძვრით გამოწვეული მაქსიმალური საძიებო სეისმური გადაადგილების განსაზღვრის პროცედურით განსხვავდება. პუშოვერის მიმდევრობაა:
1. დატვირთვების შერჩევა
2. უნარის მრუდის აგება
3. უნარის მრუდის წარმოდგენა ორწრფივი დამოკიდებულების სახით
4. მოთხოვნის მრუდის აგება
5. მაქსიმალურ არაწრფივ გადაადგილებაზე მოთხოვნის განსაზღვრა რეაქციის სპექტრის გამოყენებით.
დატვირთვების შერჩევა
რედაქტირებაპუშოვერით უნარის მრუდის აგების მეთოდიკა გულისხმობს შენობაზე მოდებული მონოტონურად ზრდადი, გარკვეული სქემით განაწილებული ჰორიზონტალური ძალების ზემოქმედებას, რომელიც გრუნტის რხევის დროს ნაგებობაში განვითარებულ ინერციულ ძალებს ასახავს. კონსტრუქციის რეაქცია დამოკიდებულია ჰორიზონტალური ძალების განაწილების სქემაზე, ამიტომ სათანადო სქემის შერჩევა ამ მეთოდის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
რეალური მიწისძვრის დროს კონსტრუქციაზე მოქმედი ეფექტური დატვირთვები უწყვეტად იცვლის სიდიდეს, მიმართულებასა და განაწილებას. პუშოვერის მეთოდში კი დატვირთვების განაწილება და მიმართულება ფიქსირებულია და იცვლება მხოლოდ სიდიდე. ეს არის ამ მეთოდის ძირითადი და ყველაზე კრიტიკული დაშვება.
ითვლება, რომ კონსტრუქციის დეფორმირებული მოხაზულობა ანალოგიურია იმისა, რასაც ადგილი ექნებოდა საანგარიშო მიწისძვრის ზემოქმედების დროს. გადაადგილების მოხაზულობად სიმარტივისთვის რეკომენდებულია რხევის პირველი ფორმის გამოყენება.
ძირითადად, გამოიყენება ჰორიზონტალური დატვირთვების თანაბარი და სამკუთხა განაწილების სქემები. თანაბარი განაწილება შეესაბამება შენობის სიმაღლეში აჩქარების თანაბარ განაწილებას. Aამ შემთხვევაში ნებისმიერი სართულის დონეზე დატვირთვა მოცემული სართულის მასის პროპორციულია. ანალოგიურად, სამკუთხა დატვირთვის სქემა შეესაბამება შენობის სიმაღლეში წრფივად ზრდად აჩქარებას.
ჰორიზონტალური ძალების განაწილება შენობის სიმაღლეში შემდეგი სქემებიდან შეირჩევა:
1. ძირითადი ფორმის მიხედვით განაწილება.
2. ეკვივალენტური ჰორიზონტალური ძალის მიხედვით განაწილება.
3. რეაქციის სპექტრით გაანგარიშებიდან მიღებული ძალების განაწილების მიხედვით.
4. “თანაბარი” განაწილება.
5. მოდალური (მრავალი ფორმით) განაწილება.
6. ადაპტირებული განაწილება.
ჰორიზონტალური დატვირთვის განაწილების სქემა იცვლება კონსტრუქციის გადაადგილების მოხაზულობის ცვლილების შესაბამისად.
რამდენადაც ჰორიზონტალური ძალების განაწილება განსაზღვრავს კონსტრუქციაში მოქმედი ძალვებისა და დეფორმაციების ფარდობით სიდიდეებს, ხოლო ინერციული ძალების ექსტრემალური განაწილება დამოკიდებულია მიწისძვრის ინტენსიურობასა და კონსტრუქციის არაწრფივი რეაქციის ხარისხზე, მასალის დენადობით გამოწვეული სიხისტის ცვლილებასთან ერთად იცვლება კონსტრუქციის დინამიკური მახასიათებლები და შესაბამისად ინერციული ძალების განაწილებაც, ამიტომ განიხილება ერთზე მეტი განაწილების სქემა და მიღებული შედეგების მომვლების გამოყენება, რათა მოიცვას საანგარიშო ზემოქმედებების დიაპაზონი, რომელსაც შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა რეალური დინამიკური რეაქციის დროს.
უნარის მრუდის აგება
რედაქტირებაუნარის მრუდი, ანუ კონსტრუქციის ჰორიზონტალური ზიდვის უნარის მრუდი, წარმოადგენს დამოკიდებულებას კონსტრუქციის ჰორიზონტალურ გადაადგილებასა და ჰორიზონტალურ დატვირთვას შორის. ზოგადად, შეიძლება გამოყენებული იქნეს ნებისმიერ ძალასა და გადაადგილებას შორის დამოკიდებულება. ძირითადად გამოიყენება შენობის ფუძეში მოქმედ ძვრის ძალასა და სახურავის დონეზე მასების ცენტრის ე.წ. საკონტროლო წერტილის გადაადგილებას შორის დამოკიდებულება.
უნარის მრუდის ასაგებად პირველ რიგში უნდა შეიქმნას კონსტრუქციის მათემატიკური მოდელი, რომელშიც გარდა იმ მონაცემებისა, რომელიც საჭიროა კონსტრუქციის დრეკადი გაანგარიშებისთვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს არადრეკადი ქცევის წყაროები როგორც ფიზიკური არაწრფივობა, ასევე გეომეტრიული არაწრფივობა P- Δ ეფექტის სახით. მოცემული უნდა იქნეს ყველა ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდი ელემენტისთვის ძალა-დეფორმაციას შორის დამოკიდებულების გრაფიკები. წინასწარ, ვიდრე შეირჩევა კონსტრუქციის შემადგენელი ელემენტებისთვის დასაშვები კრიტერიუმები, საჭიროა მათი კლასიფიკაცია პირველად და მეორად სეისმურ ელემენტებად. ასევე უნდა მოხდეს ზემოქმედების კლასიფიკაციაც ძალით კონტროლირებად ან გადაადგილებით კონტროლირებად ზემოქმედებებად.
პირველად სეისმურ ელემენტებს წარმოადგენს კონსტრუქციის ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდი ელემენტები. მეორადი სეისმური ელემენტებია არამზიდი ელემენტები, რომლებიც შეიძლება მონაწილეობდეს ან არ მონაწილეობდეს კონსტრუქციის ჰორიზონტალურ მზიდუნარიანობაში. ძალით კონტროლირებადი ზემოქმედების შემთხვევაში დეფორმაცია არ უნდა აღემატებოდეს დენადობის შესაბამის მნიშვნელობას. ზემოქმედება ლიმიტირებულია დამყოლობით. შემთხვევა, როცა სეისმური აჩქარება ნაკლებია სიმძიმის ძალის აჩქარებაზე მიეკუთვნება ძალით კონტროლირებად ზემოქმედებას, ამ შემთხვევაში დაუშვებელია არაწრფივი დეფორმაციები, ამიტომ ძალაზე მოთხოვნა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის უნარს ანუ სიმტკიცეს. გადაადგილებით კონტროლირებადი ზემოქმედების შემთხვევაში დასაშვებია დეფორმაცია აღემატებოდეს დენადობის შესაბამის მნიშვნელობას. მაქსიმალური დეფორმაცია ლიმიტირებულია ელემენტის დამყოლობის უნარით.
კონსტრუქციას ჯერ უნდა მოედოს გრავიტაციული დატვირთვა, ხოლო შემდეგ სიმაღლეში განაწილებული ჰორიზონტალური დატვირთვა წინასწარ შერჩეული სქემით. ჰორიზონტალური დატვირთვის ყოველი ნაზრდისთვის ხდება კონსტრუქციის წრფივი გაანგარიშება და შედეგების თანდათანობითი დაჯამება. დატვირთვა მონოტონურად იზრდება ვიდრე ზოგიერთ ელემენტში არ დაიწყება დენადობა. დენადი ელემენტების დაქვეითებული სიხისტეების გასათვალისწინებლად ხდება კონსტრუქციის მოდიფიცირება, რის შემდეგაც დატვირთვა კვლავ იზრდება შემდგომ ელემენტებში დენადობის დაწყებამდე.Pპროცესი გრძელდება შენობის გარკვეულ ზღვრულ მდგომარეობამდე ან მდგრადობის დაკარგვამდე (ნახ.2.9.). შედეგად მიიღება საკონტროლო წერტილის გადაადგილებასა და შენობის ფუძეში მოქმედ ძვრის ძალას შორის დამოკიდებულების მრუდი, რომელსაც გლობალურ უნარის მრუდს უწოდებენ.
საკონტროლო წერტილად შერჩეულია მასების ცენტრი შენობის სახურავის დონეზე. უნარის მრუდზე ყოველი წერტილის ჰორიზონტალური გადაადგილება პირდაპირ კავშირშია შენობის ქცევის დონეებთან (ნახ.2.8). რამდენადაც ჰორიზონტალური ძალების განაწილება განსაზღვრავს კონსტრუქციაში მოქმედი ძალვებისა და დეფორმაციების ფარდობით სიდიდეებს, ხოლო ინერციული ძალების ექსტრემალური განაწილება დამოკიდებულია მიწისძვრის ინტენსიურობასა და კონსტრუქციის არაწრფივი რეაქციის ხარისხზე, კონსტრუქციის დენადობით გამოწვეული სიხისტის ცვლილებასთან ერთად იცვლება კონსტრუქციის დინამიკური მახასიათებლები და შესაბამისად ინერციული ძალების განაწილებაც, ამიტომ განიხილება ერთზე მეტი განაწილების სქემა, რათა მოიცვას საანგარიშო ზემოქმედებების დიაპაზონი, რომელსაც შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა რეალური დინამიკური რეაქციის დროს.
ნახ.2.8 ქცევის დონეეების თანმიმდევრობა ტრადიციული პუშოვერით გაანგარიშებისას /35/
უნარის მრუდზე ნებისმიერი წერტილის კოორდინატთა სათავესთან შემაერთებელი ხაზი წარმოადგენს ამ წერტილის გადაადგილების შესაბამის კონსტრუქციის ეფექტურ სიხისტეს.
უნარის მრუდის წარმოდგენა ორწრფივი დამოკიდებულების სახით
რედაქტირებაარაწრფივ სტატიკურ მეთოდებში უნარის მრუდი/ან უნარის სპექტრი ორწრფივი დამოკიდებულების სახით გამოიყენება. უნარის მრუდის ორწრფივი დამოკიდებულების გრაფიკი შემდეგნაირად იგება: უნარის მრუდზე საძიებო გადაადგილების შესაბამის წერტილზე გაივლება პოსტ-დრეკადი სიხისტის საშუალო მნიშვნელობის შესაბამისი Ks სწორი ხაზი, შემდეგ მეორე- Ke , მკვეთი ეფექტური დრეკადი სიხისტის შესაბამისი ხაზი ისე, რომ უნარის მრუდი გადაკვეთოს ფუძეში მოქმედი ძვრის ძალის დენადობის შესაბამისი მნიშვნელობის 60%-ზე (ნახ.2.9), ისე, რომ რეალური და იდეალიზირებული-ორწრფივი ძალა-დეფორმაციის მრუდით შემოსაზღვრული ფართობები ერთმანეთის ტოლდიდი იყოს. Ks და Ke წრფეების გადაკვეთის წერტილი განსაზღვრავს ძვრის ძალის Vy დენადობის შესაბამის მნიშვნელობას. პროცესი იტერაციულია, რადგან Vy -ის მნიშვნელობა თავიდან უცნობია.
უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემთხვევას, როცა Ki -საწყისი სიხისტე და Ke - ეფექტური სიხისტე ერთმანეთს ემთხვევა.
მრავალი თავისუფლების ხარისხის მქონე კონსტრუქციული სისტემის არაწრფივ გადაადგილებაზე მოთხოვნა განისაზღვრება შესაბამისი ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ეკვივალენტური სისტემის გადაადგილებაზე მოთხოვნით (ნახ.2.11).
ნახ.2.9. კონსტრუქციის გლობალური უნარის (პუშოვერის) მრუდი /35/
ნახ.2.10.უნარის მრუდის ორწრფივი წარმოდგენა /35/
ნახ.2.11. კონსტრუქციის წარმოდგენა ეკვივალენტური სისტემის სახით /35/
მასში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონსტრუქციის ჰისტერეზისული მახასიათებლები თუ საძიებო გადადგილების მნიშვნელობაზე გავლენას ახდენს სიხისტისა და სიმტკიცის ცვლილება, ჰისტერეზისული მარყუჟის შევიწროება და P-Δ ეფექტები. საძიებო სეისმური გადაადგილებაზე ასევე შეიძლება გავლენას ახდენდეს საძირკვლის ამოწევა და ნახევრად ხისტი დაიფრაგმები.
ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ექვივალენტური სისტემის ძირითადი მახასიათებლები შეიძლება განისაზღვროს მრავალი თავისუფლების ხარისხის მქონე კონსტრუქციის დეფორმირებული მდგომარეობით, რომელიც, დაშვების თანახმად, შეესაბამება დრეკადი კონსტრუქციის პირველი ფორმის მოხაზულობას, ხოლო კონსტრუქცია წარმოდგენილია სისტემად (M*) ეფექტური მასითა და (K*) ეფექტური სიხისტით.
მაქსიმალურ არაწრფივ საძიებო გადაადგილებაზე მოთხოვნის განსაზღვრა
რედაქტირებამთავარი განსხვავება პუშოვერის მეთოდებს შორის მდგომარეობს საძიებო სეისმური გადაადგილების გამოთვლაში, რომელსაც ATC-40-ში 'ქცევის წერტილის' ('performance point')-გადაადგილება შეესაბამება.
ATC-40/FEMA-440-ის მიხედვით
ATC-40-ში არაწრფივი სისტემის პიკური გადაადგილება არის უნარის მრუდისა და 'მოთხოვნის' მრუდის გადაკვეთის წერტილის შესაბამისი გადაადგილება, რომელიც განსაზღვრავს კონსტრუქციის მოსალოდნელ ქცევას. “მოთხოვნის” მრუდი წარმოადგენს დრეკადი რეაქციის სპექტრს, შემცირებულს დენადობით გამოწვეული ენერგიის დისიპაციის შესაბამისად და მიღებული გადაადგილება არის განხილული როგორც კონსტრუქციის არაწრფივი საძიებო გადაადგილება. გადაკვეთის წერტილში სრულდება პირობა იმისა, რომ ნაგებობის სეისმური უნარი გრუნტის მოძრაობის შესაბამისი სეისმური მოთხოვნის ტოლია. ეკვივალენტური გადაადგილების აპროქსიმაცია ეფუძნება იმ დაშვებას, რომ არაწრფივი სპექტრული გადაადგილება ტოლია ისეთი გადაადგილებისა, რომელიც აქვს ნაგებობას, თუ ის რჩება სრულიად წრფივი. (ნახ.2.12)
სპექტრული რედუქციის კოეფიციენტი განისაზღვრება ეფექტური ჩაქრობის მიხედვით, რომელიც დამოკიდებულია უნარის მრუდის მოხაზულობაზე, მოთხოვნილი გადაადგილებასა და საბოლოო ჰისტერეზისულ მარყუჟზე. რეალური შენობების ჰისტერეზისის მარყუჟის სავარაუდო ნაკლი, დეგრადაციის და ხანგრძლივობის ეფექტების გათვალისწინებით, განისაზღვრება თეორიულად გამოთვლილი ეკვივალენტური ბლანტი ჩაქრობის სიდიდის შემცირებით.
უნარის სპექტრის მეთოდის გამოყენებისათვის საჭიროა უნარის მრუდი წარმოდგენილი იქნეს 'სპექტრული აჩქარება-გადაადგილების' (ADRS) დამოკიდებულების სახით სათანადო ფორმულების გამოყენებით. ნახ.2.13-ზე მოთხოვნის სპექტრი წარმოდგენილია რეაქციის სპექტრის სახით. ამ შემთხვევაში პერიოდი წარმოდგენილია კოორდინატთა სათავეში გამავალი რადიალური ხაზებით. ნახ.2.14,ა–ზე მოცემულია მოთხოვნის სპექტრების მრუდები ტრადიციულ ფორმატში. თითოეული სპექტრი შეესაბამება მიწისძვრით გამოწვეული გრუნტის მოძრაობის მოცემული დონის ჩაქრობას და ნახ.2.14,ბ-ზე მოცემულია იგივე მოთხოვნის სპექტრების მრუდები ADRS ფორმატში
ნახ.2.12. ტოლი გადაადგილების მეთოდის შესაბამისი ნახაზი /35/
ნახ.2.13.უნარის მრუდის გადაყვანა უნარის სპექტრში /35/
ნახ.2.143. ა) მოთხოვნის სპექტრების მრუდები ტრადიციულ ფორმატში ბ) მოთხოვნის სპექტრების მრუდები ADRS ფორმატში /35/
ნახ.2.15. უნარის მრუდის სუპერპოზიცია ტრადიციულ და ADRS ((Acceleration-Displacement Response Spectra ფორმატში მოცემულ რეაქციის სპექტრზე /35/
ტოლი გადაადგილების მეთოდი ხშირად გამოიყენება უნარის სპექტრზე საწყისი საცდელი ქცევის წერტილის შესარჩევად (ნახ.2.16).
ნახ.2.16. ტოლი გადაადგილების მეთოდის გამოყენება საწყისი საცდელი ქცევის წერტილის დასადგენად /35/
FEMA 273/ FEMA 356/440 –ის ანუ გადაადგილების კოეფიციენტის მეთოდის მიხედვით
δt = COC1C2C3Sa Te2 / 4 π2 (3-11)
საძიებო სეისმური გადაადგილება შემდეგი გამოსახულებიდან განისაზღვრება:
სადაც: δ არის შენობის ეფექტური ძირითადი პერიოდი განსახილველი მიმართულებით (წმ-ში); t არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც აკავშირებს სპექტრულ გადაადგილებას შენობის სახურავის გადაადგილებასთან; C0 შეიძლება განისაზღვროს: ა) საკონტროლო წერტილის დონეზე პირველი ფორმის წილობრივი კოეფიციენტის გამოყენებით;
ბ) საკონტროლო წერტილის დონეზე Target გადაადგილების დროს შენობის დეფორმირებული მდგომარეობის შესაბამისი წილობრივი კოეფიციენტის გამოყენებით;
გ) შესაბამისი სიდიდით FEMA-ში მოცემული ცხრილის მიხედვით.
C1 არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც აკავშირებს მოსალოდნელ მაქსიმალურ არადრეკად გადაადგილებას წრფივად დრეკადი რეაქციისათვის გამოთვლილ გადაადგილებასთან.
C2 არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს ჰისტერეზისის მოხაზულობის გავლენას მაქსიმალური გადაადგილების რეაქციაზე და მისი მნიშვნელობა მოცემულია FEMA-ში.
C3 არის მოდიფიკაციის კოეფიციენტი, რომელიც წარმოადგენს ზრდად გადაადგილებას, გამოწვეულს დინამიკური P-Δ ეფექტით. შენობებისათვის დენადობის შემდგომი დადებითი სიხისტის შემთხვევაში C3 ტოლია 1-ის;
Sa არის შენობის ეფექტური ძირითადი პერიოდისა და ჩაქრობის კოეფიციენტის შესაბმისი სპექტრული აჩქარება განსახილველი მიმართულებით, გამოხატული g სიმძიმის ძალის აჩქარებაში.
ATC-40-ის გამოყენება არსებული ნაგებობების აღდგენა- გაძლიერებისთვის
რედაქტირებასისტემის გაძლიერება და გახისტება წარმოადგენს კონსტრუქციის სეისმური მუშაობის გაუმჯობესების სტრატეგიას, რომელიც გამოიყენება ისეთი შენობებისათვის, რომლებსაც არ აქვთ ჰორიზონტალური ძალის მიმართ მედეგი სისტემები. თუ გაძლიერება გახისტების გარეშე მიმდინარეობს, მაშინ გაძლიერების ეფექტი გამოიხატება იმ დაშვებაში, რომ კონსტრუქციას ეძლევა საშუალება დაზიანების გარეშე მიაღწიოს დიდ ჰორიზონტალურ გადაადგილებას.
ნახ.2.17–ზე მოცემულია გაუძლიერებელი ნაგებობის A-B-C-D ტეხილი მრუდით წარმოდგენილი უნარის სპექტრი, რომლის საწყისი დრეკადი პერიოდი ტოლია 1წმ, ხოლო პირველი დენადობის სპექტრული აჩქარება ტოლია 0.05გ, მაქსიმალური სპექტრული აჩქარება – 0.1g. და მაქსიმალური სპექტრული დეფორმაციის უნარი ტოლია მიახლოებით 15სმ. გაუძლიერებელი კონსტრუქციისათვის ქცევის წერტილი არის “D”, რაც იმას მიუთითებს, რომ ამ კონსტრუქციისათვის კონსტრუქციული მდგრადობის performance დონე არის ეს მიწისძვრა. ტეხილი მრუდი A-B-E-F-G-H არის ამ კონსტრუქციის შესაძლო უნარის მრუდი გაძლიერების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ საწყისი დრეკადი პერიოდი 1წმ-ის ტოლი დარჩა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნაგებობა არ არის გახისტებული. მისი გადაადგილების უნარი რჩება იგივე. პირველი დენადობის სპექტრული აჩქარება ტოლია 0.22g, მაქსიმალური სპექტრული აჩქარება – 0.35გ და მაქსიმალური სპექტრული დეფორმაციის უნარი ტოლია მიახლოებით 8 სმ.
გაუხისტებელი ნაგებობის A-B-C-D-E ტეხილი მრუდით წარმოდგენილია უნარის სპექტრი, რომლის საწყისი დრეკადი პერიოდი ტოლია 1.5წმ, ხოლო პირველი დენადობის სპექტრული აჩქარება ტოლია 0.22g, მაქსიმალური სპექტრული აჩქარება – 0.35g (ნახ.2.18). მრუდი A-F-G-H-I არის ამ კონსტრუქციის შესაძლო უნარის მრუდი გახისტების შემდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ საწყისი დრეკადი პერიოდი 1.5წმ-ის ტოლი დარჩა, არ შეიცვალა პირველი დენადობის სპექტრული აჩქარება და მაქსიმალური სპექტრული აჩქარება. გახისტების შედეგად ქცევის წერტილი დაახლოებით 10სმ-დან 8სმ-მდეშემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჰორიზონტალური ძალების მიმართ მედეგი სისტემის კონსტრუქციულ მუშაობაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა.
ნახ.2.17. სისტემის გაძლიერების გავლენა ნაგებობის ქცევაზე /35/ ნახ.2.18. სისტემის გახისტების გავლენა ნაგებობის ქცევაზე /35/
არაწრფივი გაანგარიშება დროის ფაქტორის გათვალისწინებით
რედაქტირებაკონსტრუქციის დროში მიმდინარე რეაქცია შეიძლება განისაზღვროს მოძრაობის დიფერენციალური განტოლებების პირდაპირი რიცხვითი ინტეგრების მეთოდის საშუალებით, გრუნტის რხევის აქსელეროგრამების გამოყენებით.სივრცული მოდელის გამოყენების შემთხვევაში სეისმური მოძრაობა შეიძლება სამი, ერთდროულად მოქმედი აქსელეროგრამისაგან შედგებოდეს. არ შეიძლება ერთიდაიგივე აქსელეროგრამის გამოყენება ერთდროულად ორივე ჰორიზონტალური მიმართულებით. გამოყენების ხასიათისა და რეალურად არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სეისმური მოძრაობა შეიძლება ხელოვნური აქსელეროგრამების და ჩაწერილი ან მოდელირებული აქსელეროგრამების გამოყენებით აღიწეროს.
q-კოეფიციენტის მეთოდი
რედაქტირებაკონსტრუქციის უნარი, წინაღობა გაუწიოს სეისმურ ზემოქმედებას არაწრფივ არეში, ჩვეულებრივად დასაშვებს ხდის, რომ მათი გაანგარიშება მოხდეს წრფივი დრეკადი რეაქციის შესაბამის დატვირთვებთან შედარებით ნაკლები სიდიდის ძალებზე.
იმისათვის, რომ დაპროექტებისას აცილებული იქნას კონსტრუქციის სრული არაწრფივი გაანგარიშება, შესაძლებელია ჩატარდეს კონსტრუქციის წრფივი გაანგარიშება, მხოლოდ არა დრეკადი რეაქციის სპექტრზე დაყრდნობით, არამედ მისი მოდიფიკაციით მიღებული რეაქციის სპექტრზე. ამ გზით შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს კონსტრუქციის ენერგიის დისიპაციის უნარი, რომელსაც იგი ახორციელებს ან ელემენტების დამყოლობით ან სხვა მექანიზმით. ასეთ მოდიფიცირებულ (შემცირებულ) რეაქციის სპექტრს ეწოდება “საანგარიშო სპექტრი”. მოდიფიკაცია ხორციელდება q ქცევის კოეფიციენტის შემოტანით. q ქცევის კოეფიციენტის საშუალებით მიახლოებით შეფასება ხდება იმისა, თუ რამდენად შესაძლებელია პირობითი დრეკადი ანალიზის მოდელის გამოყენებით კონსტრუქციაზე მოქმედი სეისმური ძალების სავარაუდო შემცირება იმ მდგომარეობაში როცა კონსტრუქცია ჯერ კიდევ ინარჩუნებს დამაკმაყოფილებლად რეაქციის უნარს. q ქცევის კოეფიციენტის მნიშვნელობები, რომლებიც მოიცავს 5%-გან განსხვავებულ ბლანტი ჩაქრობის შემთხვევებსაც, მოცემულია ევროკოდი-8-ის შესაბამის ნაწილებში, სხვადასხვა მასალებისა და კონსტრუქციული სისტემებისათვის, დამყოლობის დონეების შესაბამისად. q ქცევის კოეფიციენტის სიდიდე შეიძლება განსხვავებული იყოს კონსტრუქციის ჰორიზონტალური მიმართულებებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ დამყოლობის კლასი ყველა მიმართულებით ერთი და იგივეა.
სეისმური ზემოქმედების ვერტიკალური მდგენელისათვის q ქცევის კოეფიციენტის მნიშვნელობა შეიძლება აღებული იქნეს 1,5-მდე ყველა მასალისა და კონსტრუქციისთვის.
საანგარიშო სპექტრი არ გამოიყენება ფუძის იზოლაციის ან ენერგიის დისიპაციის სპეციალური სისტემების მქონე კონსტრუქციების გასაანგარიშებლად.
გადაწყვეტილება ჩარევაზე ნაგებობის გაძლიერების თვალსაზრისით
რედაქტირებაგადაწყვეტილება ჩარევაზე მიღებული უნდა იქნეს კონსტრუქციის შეფასებიდან გამომდინარე დასკვნებისა და/ან დაზიანების ხასიათისა და ხარისხის საფუძველზე.
ჩარევის ტიპი, ტექნიკა, მოცულობა და გადაუდებლობა უნდა ეფუძნებოდეს შენობის შეფასების დროს შეგროვილ ინფორმაციას კონსტრუქციის მდგომარეობის შესახებ და გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ასპექტები:
ა) ყველა შემჩნეული დიდი ლოკალური შეცდომა სათანადოდ უნდა იქნეს აღმოფხვრილი.
ბ) საკმაოდ არარეგულარული შენობების შემთხვევაში (რაც სიხისტისა და სიმტკიცის განაწილებაში გამოიხატება), კონსტრუქციული რეგულარობის გამოსწორება უნდა მოხდეს, შესაძლებლობის ფარგლებში, როგორც სიმაღლეში, ასევე გეგმაში;
გ) რეგულარობისა და სიმტკიცის საჭირო მახასიათებლები შესაძლებელია მიღწეული იქნეს სათანადო რაოდენობის არსებული ელემენტების სიმტკიცისა და/ან სიხისტის მოდიფიკაციით ან ახალი კონსტრუქციული ელემენტების დამატებით;
დ) ლოკალური დამყოლობა უნდა გაიზრდოს იქ, სადაც ეს მოითხოვება;
ე) ჩარევის შემდეგ სიმტკიცის გაზრდამ არ უნდა გამოიწვიოს არსებული გლობალური დამყოლობის შემცირება;
ვ) სპეციალურად ქვის კონსტრუქციებისათვის: უნდა გამოიცვალოს არადამყოლი ზღუდარები, უნდა გაუმჯობესდეს არაადეკვატური კავშირები იატაკსა და კედლებს შორის.
ჩარევა უნდა შეირჩეს შემდეგი ტიპებიდან:
ა) დაზიანებული და დაუზიანებელი ელემენტების ლოკალური ან სრული მოდიფიცირება (აღდგენა, გაძლიერება ან მთლიანი გამოცვლა) ამ ელემენტების სიხისტის, სიმტკიცის და/ან დამყოლობის გათვალისწინებით;
ბ) ახალი კონსტრუქციული ელემენტების დამატება (მაგ. ირიბნების ან შემვსები კედლების, ფოლადის, ხის ან რკინაბეტონის სალტეების ქვის კონსტრუქციებში და სხვა);
გ) კონსტრუქციული სისტემის მოდიფიკაცია (ზოგიერთი კონსტრუქციული კვანძის ამოღება; კავშირების გაფართოება; დაზიანებადი ელემენტების ამოღება; უფრო რეგულარულ და/ან უფრო დამყოლ სისტემად მოდიფიცირება);
დ) ახალი კონსტრუქციული სისტემის დამატება, რომელიც თავისთავზე აიღებს მთლიან სეისმურ ზემოქმედებას ან მის ნაწილს;
ე) არსებული არამზიდი ელემენტების შესაძლო გარდაქმნა მზიდ ელემენტებად;
ვ) პასიური დაცვის მოწყობილობების შემოტანა დისიპაციური კავშირების ან ფუძის იზოლაციის სახით;
კ) მასების შემცირება;
ლ) შენობის დანიშნულების შეზღუდვა ან შეცვლა;
მ) ნაწილობრივი დემონტაჟი;
კომბინაციაში შეიძლება ერთი ან მეტი ტიპის შერჩევა. Yყველა შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს კონსტრუქციული ცვლილებების გავლენა საძირკველზე.
გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული არაკონსტრუქციული ელემენტების აღდგენა/გაძლიერებასა და მათ ფუნქციურ მოთხოვნებთან დაკავშირებით, თუ მათი სეისმური ქცევა საფრთხეს უქმნის იქ მყოფთა სიცოცხლეს ან გავლენას ახდენს შენობაში დაცული საქონლის ღირებულებაზე.
ამ შემთხვევაში ასეთი ელემენტების ნაწილობრივი ან სრული დანგრევა შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული შემდეგი საშუალებებით:
ა) მზიდ ელემენტებთან სათანადო კავშირებით
ა) მზიდ ელემენტებთან სათანადო კავშირებით
ბ) არამზიდი ელემენტების წინაღობის გაზრდით
გ) ჩამაგრებასთან დაკავშირებული ღონისძიებებით, რათა არ მოხდეს ამ ელემენტის ნაწილების შესაძლო მწყობრიდან გამოსვლა;
გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ ღონისძიებებათა შედეგების შესაძლო გავლენა კონსტრუქციული ელემენტების ქცევაზე.
დოკუმენტები, რომლებიც განეკუთვნება აღდგენით დაპროექტებას, უნდა შეიცავდეს შერჩეული ჩარევის ტიპის დასაბუთებას და მის მოსალოდნელ გავლენას კონსტრუქციის რეაქციაზე და დასაბუთება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მესაკუთრისათვის.
რეკონსტრუქციის დაპროექტების პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
ა) კონცეპტუალური დაპროექტება, რომელიც გულისხმობს ტექნიკისა და/ან მასალების, ასევე ჩარევის ტიპის და ფორმის შერჩევას;
ბ) გაანგარიშება, რომელიც გულისხმობს დამატებითი კონსტრუქციული ნაწილების ზომების წინასწარ დადგენას;
გ) შემოწმება, რომელიც გულისხმობს აღსადგენი ელემენტების მოდიფიცირებული სიხისტის წინასწარ დადგენას.
არსებული, მოდიფიცირებული და ახალი მზიდი ელემენტების უსაფრთხოებაზე შემოწმებისას არსებული მასალებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ადგილზე გამოცდებიდან ან ინფორმაციის დამატებითი წყაროებიდან მიღებული საშუალო მნიშვნელობები, სანდოობის კოეფიციენტით. ხოლო ახალი ან დამატებული მასალისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ნომინალური მახასიათებლები სანდოობის კოეფიციენტის გარეშე.
ევროკოდი 8-III-ზე დაყრდნობით ლოკალური ან მთლიანი მოდიფიკაცია დაზიანებული ან დაუზიანებელი ელემენტისა (აღდგენა ან გაძლიერება) შეიძლება განხორციელდეს მისი სიხისტის, სიმტკიცის და/ან მოქნილობის შეცვლით. ამავე დროს შესაძლებელია აგრეთვე მთლიანად გამოიცვალოს არაადეკვატური ან მძიმედ დაზიანებული ელემენტები. კონსტრუქციული რეაბილიტაცია შეიძლება შეიცავდეს არსებული კონსტრუქციული ნაწილების მოდიფიცირებას ისე, რომ გაუმჯობესდეს მათი ინდივიდუალური სიმტკიცე და/ან მოქნილობა და შედეგად მოხდება კონსტრუქციების შესაბამისი მახასიათებლების ცვლა (მაგ. სვეტების გარსაცმი), იმ დროს, როდესაც დანარჩენი კონსტრუქციული სქემა არ იცვლება.
ევროკოდი 8-III იძლევა სისტემის ისეთ მოდიფიკაციას, როგორიცაა კონსტრუქციული კვანძებისა და დაზიანებისადმი მიდრეკილი ელემენტების გამორიცხვა და უფრო მეტიც _ რეგულარული და/ან უფრო მეტად მოქნილი ელემენტების მოდიფიკაცია, მაგრამ ასეთი შეცვლა შეიძლება არ გამოდგეს ისტორიული შენობების შემთხვევაში და ამ დროს დიდი სიფრთხილე მართებთ დამპროექტებლებს, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გამახვილდეს საძირკველთან დაკავშირებულ პოტენციურ პრობლემებზე.
ევროკოდი 8-III-ის მიხედვით ფუძის იზოლაცია განიხილება როგორც სეისმური რეაბილიტაციის საშუალება.
ენერგიის დისიპაცია ევროკოდი 8-III-ის მიხედვით შეიძლება განხორციელდეს ლოკალური ხახუნის გაზრდით ან გლობალური ჩაქრობის მოწყობილობით.
რკინაბეტონის კონსტრუქციები
რედაქტირებარკინაბეტონის კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერება მოითხოვს კონსტრუქციული ელემენტების გეომეტრიის შესწავლას, დაარმატურების დეტალურ შემოწმებას, აგრეთვე კონსტრუქციული მასალების ცვეთის დონისა და მათი ძალოვანი მახასიათებლების შეფასებას. ჩატარებული უნდა იქნეს შემდეგი ღონისძიებები: გამოცდა ხანმოკლე სტატიკურ დატვირთვებზე; ლითონის ღეროების წყობის დათვალიერება; საძირკვლის დათვალიერება მისი ტიპის დადგენის მიზნით; დინამიკური გამოცდა შენობის საძირკვლის ძირითადი სიხშირის გასაგებად და ა.შ.
რკინაბეტონის კონსტრუქციაში დაზიანება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. დაზიანების უმეტესობა შეიძლება განპირობებული იყოს: შეცდომებით დაპროექტებაში ან დეტალირებაში; ცუდი კონსტრუირების პრაქტიკით, არაადეკვატური მასალების გამოყენებით, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობით ან მშენებლობის პროცესის უკონტროლობით; კონსტრუქციული დეგრადაციით ან არაადეკვატური ცვლილებებით, როგორიც არის შიდა კედლების გამოღება, შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა, სართულების რაოდენობის გაზრდა, გაუთვალისწინებელი ღიობების გამოჭრა ქვედა სართულის გარე კედლებში, ან კონსტრუქციის სხვა კედლებში. თუ ამ შეცდომებს ემატება ბუნებრივი მიზეზი, როგორიც არის მიწისძვრა, მაშინ შეიქმნება კონსტრუქციის რღვევის საკმარისი პირობები.
რკინაბეტონის კონსტრუქციების გაძლიერების და მისი მთლიანობის შენარჩუნების ყველაზე გავრცელებული ტექნიკა შეიძლება გაერთიანდეს ორ მთავარ ჯგუფში: გლობალური და ლოკალური დონის გაძლიერების ტექნიკაში.
პირველ ჯგუფში შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი მეთოდები: რკინაბეტონის კედლების დამატება, ლითონის შემაკავშირებელი ელემენტების დამატება, რომლებიც ასოცირდება ენერგიის მშთანთქმელ მოწყობილობებთან, ფუძის იზოლაცია, კონსტრუქციის მასის შემცირება.
გაძლიერების ტექნიკის მეორე ჯგუფში შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი მეთოდები: ეპოქსიდური ინიექცია; კონსტრუქციული ელემენტების ჩასმა ფოლადის, FRP-ს (ფიბრულად დაარმატურებული პოლიმერი), ან რკინაბეტონის გარსაცმში; კირის ან ცემენტის ხსნარის შესხურება; არსებული ნაწილების წინასწარ დაძაბვა, ან მათი განივკვეთების გაზრდა ან შემცირება.
სეისმური გაძლიერების სამუშაო სრულდება სხვადასხვა საშუალებებით. სქემის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჰორიზონტალური დატვირთვის მიმართ შენობის ელემენტების მედეგობის მარაგი. გაზრდილი მარაგით შესაძლებელია მოხდეს კონსტრუქციის ლოკალური დანგრევის პრევენცია, გამოწვეული სისტემის ცალკეული ელემენტის ლოკალური დაზიანებით. შენობებს, რომელთაც გლობალურად აქვთ სიმტკიცისა და სიხისტის საკმარისი დონე, შესაძლებელია ჰქონდეთ ისეთი ელემენტები, რომელთაც არ ექნებათ შესაბამისი სიმტკიცე, სიხისტე და დამყოლობა. თუ ასეთი ელემენტები ცოტაა, მაშინ ეკონომიკურად მისაღებია მხოლოდ მათი მოდიფიკაცია. მოდიფიკაციის საშუალებაა სვეტების და კოჭების გარსაცმი, ხოლო ქვის შენობებში დრეკადი დიაფრაგმების გახისტება. რკინაბეტონის ჩარჩოების კონსტრუქციების გაძლიერება ითვალისწინებს სვეტების, კოჭების, კვანძების გარსაცმის განხორციელებას მათი ჰორიზონტალური სიმტკიცის გასაუმჯობესებლად. მოქნილი სართულის მექანიზმის თავიდან ასაცილებლად და შემავსებლის თავის სიბრტყიდან გასვლის შემთხვევაში დანგრევის პრევენციისათვის საჭიროა ამ ელემენტების გამოყოფა ჩარჩოსაგან. არსებულ ბეტონის ჩარჩოებს შეიძლება დაემატოს ფოლადის დიაგონალური კავშირები, რომელთა ღერძის ხაზი უნდა გადიოდეს კოჭი-სვეტის შემაერთებელი კვანძის ცენტრში. კავშირებად შეიძლება გამოყენებული იქნეს ფოლადის კუთხოვანა ან შველერი. თუ შენობაში უნდა დარჩეს ღიობების დიდი რაოდენობა, მაშინ გასაძლიერებლად უნდა დაემატოს დიაგონალური კავშირები. კვანძის ფასონურა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს კავშირის შეერთებისა კვანძთან. გარსაცმი შეიძლება განხორციელდეს ისეთ შემთხვევაში, თუ სვეტი ძლიერ არის დაზიანებული ან მისი სიმტკიცე საკმარისი არ არის. ბეტონის სიმტკიცე ღუნვაზე იზრდება ბეტონის განივკვეთის გაზრდით და გრძივი არმატურის დამატებით, ხოლო განივი სიმტკიცე და განსაკუთრებით მოქნილობა გაუმჯობესდება განივი არმატურის დამატებით. თუ არსებულ სვეტის ბეტონსა და გარსაცმის ახალ ბეტონს შორის კარგი კავშირი განხორციელდა, გასაძლიერებელი სვეტის სიხისტე შეიძლება ჩაითვალოს შედგენილი მონოლითური ელემენტის სიხისტის ტოლად.
სვეტების გაძლიერების მიზანია საჭირო პლასტიკურობის გაზრდა განივი არმატურის ზემოქმედების შედეგად პოტენციური პლასტიკური სახსრის მიდამოში. განივი არმატურა ზრდის ბეტონის სიმტკიცეს და დრეკადობას და აქედან გამომდინარე, ზრდის სვეტის უნარს გაუძლოს დატვირთვის ციკლებს დრეკადობის ზღვრის ზემოთ და მოახდინოს სვეტის დანგრევის პრევენცია, გამოწვეული ღუნვაზე მუშაობის უნარის შემცირებით. ამ მეთოდის გამოყენებაც უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგანაც ღუნვაზე უნარის გაზრდა იწვევს საძირკველზე გადაცემული ძალების გაზრდას სვეტის საშუალებით, რაც იწვევს საძირკვლის დაზიანებას გაზრდილი განივი ძალის გამო. ეს მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ღუნვაზე სიმტკიცის დაკარგვა იწვევს ნგრევის მექანიზმის განვითარებას და სხვა საშუალება მისი თავიდან აცილებისა არ არსებობს.
ბეტონისა და ფოლადის გარსაცმის გამოყენებას ფართო არეალი გააჩნია და წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას არსებული სვეტების გასაძლიერებლად. ეს მეთოდი საკმაოდ ძვირია და ამიტომ ინჟინრები განიხილავენ ისეთ ალტერნატივას, რომელიც საშუალებას იძლევა გაადვილდეს გარსაცმის როგორც კონსტრუირება, ასევე მისი ტრანსპორტირებაც. ამავე დროს მხედველობაში მისაღებია მისი ღირებულების შემცირება, რაც დაკავშირებულია ფოლადის კოროზიასთან. პოლიმერული მასალა (ფიბრულად დაარმატურებული პოლიმერი-FRP), რომელიც წარმოადგენს ეფექტურ ალტერნატიულ საშუალებას სვეტების გაძლიერებისათვის, უკვე გამოიყენება ამერიკაში და იაპონიაში. ევროპაში შეიმჩნევა ინტერესი ამ მასალისადმი (ნახ.2.19)
ახალი კონსტრუქციული ელემენტის დამატება წარმოადგენს შენობის გაძლიერების ერთ-ერთ მეთოდს. იგი მთლიანად ცვლის შენობის დინამიკურ ქცევას მიწისძვრის დროს. დასამატებელი ელემენტის ტიპი, ზომა და რაოდენობა დამოკიდებულია არსებული შენობის მნიშვნელობასა და მის ფუნქციურ დანიშნულებაზე.
განივი კედელი, თავის სიბრტყეში სიხისტისა და ჰორიზონტალური სიმტკიცის გამო, თავისთავზე იღებს შენობის სეისმომედეგობის მნიშვნელოვან ნაწილს და გამოიყენება რკინაბეტონის ჩარჩოების გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ღია სართულების შემთხვევაში. განივი კედლის სიხისტე შეიძლება აღემატებოდეს არსებული კონსტრუქციის სიხისტეს. ასეთ შემთხვევაში არსებულ კონსტრუქციას საშუალება ექნება განიცადოს დეფორმაცია დაზიანების გარეშე მიწისძვრის დროს.
ნახ.2.19. სვეტის გაძლიერება პოლიმერული მასალით /4/
ჩარჩოები შემვსებით შედარებით უფრო ხისტია, ვიდრე მის გარეშე. ამიტომ შემვსების სიმტკიცისა და მოქნილობის გაძლიერება სტრატეგიული მნიშვნელობის ნაბიჯია. ქვედა სართულის ახალი კედლები უნდა ჩამაგრდეს გასამტკიცებელ შევსებულ კედელთან, უმჯობესია დაარმატურებული ტორკრეტირებით, რომლის ყოველი ფენის სისქე უნდა იყოს 75-100მმ, რაც აუმჯობესებს არა მარტო ჰორიზონტალურ მედეგობას არსებულ კედელთან ერთად, არამედ ახდენს შემვსების ჩარჩოს თავისი სიბრტყიდან გასვლის შედეგად დაზიანების პრევენციას. თუ გასაძლიერებელი შევსება კარგად არის განაწილებული გეგმაში, შეიძლება საძირკვლის გაძლიერება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
რკინაბეტონის კონსტრუქციებს განეკუთვნება კონსტრუქციული კედლები ან ჩარჩოები ადგილზე დაბეტონებული ან წინასწარ დაძაბული ან ორივეს კომბინცია, აგრეთვე გრძივი მიმართულების კოჭები, სართულშორისი გადახურვის ელემენტები. სამრეწველო შენობებში: საკედლე პანელები, ფახვერკის სვეტები, ამწისქვეშა კოჭები, სანივნივე კონსტრუქციები და ა.შ.
გეომეტრიის, დეტალებისა და მასალების იდენტიფიკაცია
რედაქტირებადაწვრილებით უნდა იქნეს შესწავლილი შემდეგი საკითხები:
ა) რკინაბეტონის ელემენტების ფიზიკური მდგომარეობა და ნებისმიერი დეგრადაცია, გამოწვეული კარბონიზაციით, ფოლადის კოროზიით და ა.შ.
ბ) ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდ ელემენტებს შორის ძალების გადაცემის უწყვეტობა.
მოპოვებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს შემდეგი პუნქტები:
ა) ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდი სისტემის იდენტიფიკაცია ორივე მიმართულებით.
ბ) სართულშორისი გადახურვის ფილების ორიენტაცია
გ) კოჭების, სვეტების და კედლების გეომეტრიული ზომები.
დ) თ-სებრი კოჭის თაროს სიგანე.
ე) კვანძებში კოჭისა და სვეტის ღერძებს შორის შესაძლო ექსცენრისიტეტი. მოპოვებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს შემდეგი პუნქტები:
ა) კოჭებში, სვეტებში და კედლებში გრძივი არმატურის რაოდენობა.
ბ) კრიტიკულ უბნებსა და კოჭი-სვეტის კვანძებში განივი არმატურის რაოდენობა და განაწილება.
გ) არმატურის რაოდენობა სართულშორისი გადახურვის ფილებში, რომელიც მონაწილეობს T-სებრი კოჭების უარყოფითი მღუნავი მომენტის მიღებაში.
დ) ჰორიზონტალური ელემენტების დაყრდნობის სიგრძე და საყრდენი პირობები.
ე) ბეტონის დამცავი შრის სისქე.
ვ) გრძივი არმატურის გადადებით ნაკერი. მოპოვებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს შემდეგი პუნქტები:
ა) ბეტონის სიმტკიცე.
ბ) ფოლადის დენადობის ზღვარი, მაქსიმალური სიმტკიცე (დროებითი წინაღობა) და მაქსიმალური დეფორმადობა.
სურ.2.6. სვეტების დაზიანება /9/
სურ.2.7. P-Δ ეფექტის გავლენა რკინაბეტონის შენობაზე /9/
გაძლიერების სტრატეგია
რედაქტირებაკონსტრუქციის გაძლიერების მიზანია სეისმური მოთხოვნისა და/ან უნარის მოდიფიცირება ისე, რომ გაძლიერებული შენობის ყველა ელემენტი აკმაყოფილებდეს ზოგადად შემოწმების პირობას Ed ≤ Rd ქცევის ყველა დონისათვის შესაბამისი სეისმური ზემოქმედების შემთხვევაში. (აქ Ed არის დრეკადი გაანგარიშებით (საანგარიშო სეისმურ ზემოქმედება პლუს საკუთარი წონა) მიღებული ზემოქმედების ეფექტი; Rd არის წინაღობის ძალა). ამ მიზნის მისაღწევად მისაღებია ერთ-ერთი ქვემოთ მოყვანილი მიდგომა ან ორივე ერთად:
1. სტრატეგია #1. ელემენტებისათვის და კონსტრუქციისათვის სეისმური მოთხოვნის შემცირება;
2. სტრატეგია #2. ელემენტების უნარის გაზრდა.
ყოველი სტრატეგია შეიძლება რეალიზებული იქნეს ერთი ან მეტი გაძლიერების მეთოდით. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც დამოკიდებულია არსებული კონსტრუქციის შეფასების შედეგებზე:
1. თუ შენობას ზოგადი ნაკლი აქვს, გაძლიერების სტრატეგია #1 ეკონომიურად უფრო ეფექტურია, რადგანაც მას შეუძლია მთლიანად შეამციროს სეისმური მოთხოვნა;
2. თუ არსებობს უნარის დეფიციტი რამდენიმე ცალკეულ ელემენტში, ეკონომიურად უფრო ეფექტურია მათზე ყურადღების გამახვილება და მათი უნარის გაზრდა #2 სტრატეგიით;
3. თუ ნაკლი კონცენტრირებულია ცალკეულ ან რამდენიმე (მოქნილ) სართულზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ვერტიკალური არარეგულარობით, გაძლიერების სტრატეგია #2 არის ის ვარიანტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ამ სართულების ელემენტების უნარის გაზრდა. ამის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებული იყოს სტრატეგია #1 არარეგულარობის შეცვლით ძლიერი და ხისტი ახალი ელემენტების დამატებით გრუნტის დონიდან მოქნილი სართულის ჩათვლით, ან არსებული ელემენტების გაძლიერებით და გახისტებით, რათა მოიხსნას არარეგულარობა და დაიძლიოს სართულის რხევის მექანიზმი.
4. თუ ნაკლი კონცენტრირებულია შენობის ერთ მხარეს, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს სიბრტყეში გრეხითი დისბალანსით. უნდა მოხდეს ცალ მხარეს არსებული ელემენტების გახისტება და გაძლიერება ან ახალი ელემენტების დამატება, რათა მოხდეს სიხისტისა და სიმტკიცის დაბალანსება (სტრატეგია #1). ალტერნატიულად “მოქნილი მხარის” დეფორმაციის უნარი და სიმტკიცე ძვრაზე უნდა გაიზარდოს, რათა დაკმაყოფილდეს გაძლიერებაზე გაზრდილი მოთხოვნა (სტრატეგია #2).
შენობებში დიდი ზედაპირული ფართობით და არარეგულარული და ასიმეტრიული კონსტრუქციული სქემით უნდა მოეწყოს ვერტიკალური ნაკერები შერჩეულ ადგილებში, რითიც მოხდება შენობის გადაქცევა სტრუქტურულად დამოუკიდებელ რამდენიმე ერთეულად. ვერტიკალური ელემენტები უნდა მოეწყოს ნაკერის ორივე მხარეს შესაბამისი ჰორიზონტალური ელემენტების დამოუკიდებელი დაყრდნობისათვის. ნაკერის სიგანე ისეთი უნდა იყოს, რომ არ მოხდეს დარტყმები, განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდი განსხვავებაა ცალცალკე არსებულ ნაწილების გვერდულ სიხისტეებში და პირიქით, თუ შენობა უკვე დაყოფილია ვერტიკალური ნაკერებით სტრუქტურულად დამოუკიდებელ, მაგრამ გეგმაში ასიმეტრიულ ერთეულებად, შესაძლებელია მიღებული იქნეს გადაწყვეტილება მათი გაერთიანებისა ერთ მთლიან კონსტრუქციად ნაკერის მთლიანობის უზრუნველყოფით. ამ გზით აცილებული იქნება ნაკერის ორივე ნაწილს შორის დარტყმები ძლიერი გრეხითი სეისმური რეაქციის დროს. უფრო მნიშვნელოვანია და ადვილი გეგმაში გვერდითი სიხისტითა და სიმტკიცით დაბალანსებული კონსტრუქციის შექმნა. შენობის რომელიმე ნაწილის უსაფრთხოებასა და უნარზე გავლენა არ უნდა მოახდინოს აღდგენისას ჩარევის ტიპმა და ხარისხმა. მაგ., არ შეიძლება არარეგულარობის დაშვება სიბრტყეში და სიმაღლეში, არაადეკვატურ კომპონენტებში ან სხვა რღვევის ფორმებში ძვრაზე დეფორმაციის მოთხოვნა და სხვა. კოჭების გაძლიერებისას არ უნდა მოხდეს პლასტიკური სახსრების სვეტებზე გადატანა.
სეისმური ზემოქმედების ეფექტების შემცირება აღდგენა-გაძლიერებით
რედაქტირებაამ სტრატეგიაში არსებული მზიდი და არამზიდი ელემენტების სეისმურ დეფორმაციაზე “მოთხოვნა” უნდა იყოს შესაბამის “უნარზე” ნაკლები. აბსოლუტური გადაადგილებებიც მცირდება, რაც ამცირებს მეზობელი შენობის დარტყმის ალბათობას. მოთხოვნა ძვრაზე არ შეიძლება შემცირდეს, თუ განხილული ელემენტები რჩება დრეკად არეში. სეისმურ დეფორმაციაზე “მოთხოვნის” შემცირების მეტად ეფექტური და გავრცელებული საშუალებაა გლობალური ჰორიზონტალური სიხისტის გაზრდა. ჩვეულებრივად ეს იწვევს გლობალური ჰორიზონტალური სიმტკიცის ზრდას, რაც განხილული უნდა იქნას როგორც შუალედური შედეგი და არა როგორც აღდგენა-გაძლიერების მთავარი მიზანი.
გლობალური ჰორიზონტალური სიხისტის გაზრდა შესაძლებელია შემდეგი მიდგომებით:
1. ჰორიზონტალური დატვირთვის ახალი მზიდი სისტემის დამატებით, რომელიც თავის თავზე აიღებს სრულ სეისმურ დატვირთვას. ეს სისტემა შეიძლება იყოს ფოლადის ირიბნები, ახალი მომენტიანი ჩარჩო ან ორივეს კომბინაცია. ახალი ელემენტების საძირკვლების შესამსუბუქებლად და შენობის ექსპლოატაციის დარღვევის შესაზღუდად (გარკვეულ პირობებში შენობის ექსპლოატაცია შეიძლება გაგრძელდეს აღდგენა-გაძლიერების პერიოდშიც) ახალი ელემენტების განლაგება უნდა მოხდეს პერიმეტრზე. დამატებულ სისტემას შეუძლია შეცვალოს არარეგულარობა სიბრტყეში და სიმაღლეში. რადგანაც ასეთ მიდგომაში მნიშვნელოვანი საკითხია ჰორიზონტალური ძალის მზიდი სისტემის საძირკვლები და უკვე არსებული სისტემისათვის ინერციული ძალის გადაცემა, ამიტომ ახალი სისტემა პლასტიკურობაზე გაანგარიშებული უნდა იყოს ახალი შენობების ნორმების შესაბამისად, რადგანაც უკვე არსებული ელემენტები განიხილება როგორც “მეორადი”.
2. ახალი ელემენტების _ ბეტონის ახალი კედლების ან ფოლადის ირიბანის დამატება უკვე არსებულ მზიდ სისტემებთან. ახალი ელემენტები შეიძლება გამოყენებული იყოს ასიმეტრიულ სქემის დასაბალანსებლად ან მოქნილი სართულის სალიკვიდაციოდ. თუ დამატებული ელემენტების წილი ჰორიზონტალურ სიხისტეში დიდია, მაშინ ეს მიდგომა შეიძლება განხილული იქნეს როგორც 1 მიდგომის შემცირებული ვერსია.
3. არამზიდი შემავსებელი კედლების გარდაქმნა მზიდ ელემენტებად და მათი ჩართვა კარკასის ჩარჩოს მუშაობაში. უნდა აღინიშნოს, რომ თუ გადადება დამატებულია შემავსებელ კედელზე, რომელიც მსუბუქადაა დაარმატურებული, ისეთი ასპექტები, როგორიცაა არმატურის დაკავშირება ან ჩამაგრება ჩარჩოსთან, არმატურის კოროზიისგან დაცვა გადადების სისქის სიმცირის გამო და ა.შ., ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ ეფექტს მოახდენს შენობის ქცევაზე.
4. ბეტონის გარსაცმი, უმეტესად სვეტებისათვის. ეს მიდგომა ახლოსაა “უნარის” გაზრდის შემთხვევასთან. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა პრაქტიკულად ყველა სვეტი გარსაცმითაა (მაგ. არქიტექტურული მოსაზრებით არ შეიძლება ახალი კედლის ან ფოლდის ირიბანის დამატება, ან თუ არსებობს კოროზიის შორსწასული შემთხვევა), მაშინ ეს შემთხვევა შეიძლება განხილული იქნეს როგორც სეისმური “მოთხოვნის” შემცირების სტრატეგიის ნაწილი, თუმცა არაეფექტური ეკონომიურად და ნაკლებად დამაზიანებელი.
იმისდა მიხედვით, თუ რა შემთხვევასთან აქვს საქმე, ინჟინერს შეუძლია გამოიყენოს მე-2, მე-3 და მე-4 მიდგომა. აღდგენა-გაძლიერების დროს გახისტება (და განმტკიცება) არ უნდა შეწყდეს ვერტიკალურად ზედა ნაწილის ქვედა დონეზე ისე, რომ არ იქნეს განხილული დაზიანების კონცენტრაციის შესაძლებლობა ამ დონის ზემოთ.
მასების შემცირება კიდევ ერთი გზაა დეფორმაციაზე და გადაადგილებაზე ”მოთხოვნის” შემცირებისა. ფუძის იზოლაციის და ენერგიის დისიპაციის გათვალისწინება ამცირებს სეისმურ დეფორმაციაზე ”მოთხოვნას”.
ენერგიის დისიპაციის ეფექტურობისათვის საჭიროა მნიშვნელოვანი ჰორიზონტალური სეისმური გადაადგილების არსებობა. ამიტომ ეს მიდგომა შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ დამყოლ ნაგებობებში როგორც დამატება სხვა სისტემაზე, რაც არ გამოიწვევს გლობალური სიხისტის მნიშვნელოვან გაზრდას. მოწყობილობა დისიპაციისთვის გამოყენებული უნდა იყოს ფუძის იზოლაციასთან ერთად, ან ჩადგმული უნდა იყოს ირიბანში ან დაემატოს ფოლადის ირიბნიან სისტემას. ეს მეთოდი რთულია, ძვირია, თხოულობს სპეციალურ ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას.
ელემენტების უნარის აღდგენა
რედაქტირებაცალკეული ელემენტის დეფორმაციის უნარი და სიმტკიცე ძვრაზე უმჯობესდება ბეტონის გარსაცმის საშუალებით, მაგრამ ზრდის სიხისტეს. ასე, რომ როცა ეს სტრატეგიაა გამოყენებული ბევრი ელემენტისათვის, მაშინ მცირდება მოთხოვნა დეფორმაციაზე არა მარტო ლოკალურად, არამედ გლობალურადაც. ზოგიერთი დეტალის გაუმჯობესება, როგორიცაა ცუდი კავშირი სართულის დიაფრაგმასა და ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდ სისტემას შორის ან დიაფრაგმებს შორის, შეიძლება ჩაითვალოს აღდგენა-გაძლიერების სტრატეგიად.
არსებული ელემენტების მოდიფიკაციისათვის გამოიყენება სართულშორისი გადხურვის ნაკლები ფართობი და არ საჭიროებს ღიობების დახურვას. ასე, რომ ასეთი მიდგომა ზოგადად უფრო მოხერხებულია შენობის მომავალი ფუნქციონირებისათვის, ვიდრე ახალი ელემენტების დამატება ან არსებულ ელემენტებზე დიდი მოცულობის ბეტონის დამატება ელემენტის სიხისტის გასაზრდელად და სეისმური მოთხოვნის შესამცირებლად. მაგრამ ასეთი ქმედება იწვევს მოსაპირკეთებელი მასალის მოშორებას და ნაწილობრივ ტიხრების დანგრევას. მათი შემდგომი აღდგენა იწვევს სამუშაოების გახანგრძლივებას და ღირებულების გაზრდას. გარდა ამისა, ინტერიერის ცვლამ შესაძლოა დაარღვიოს შენობის ფუნქციონირება. ამიტომ, ელემენტების უნარის აღდგენას იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ეს პროცედურა ეხება სისტემის რამდენიმე ელემენტს, მათ შეერთებებს, ან ცალკეულ ნაწილებს. აღდგენის ასეთი სტრატეგია მაშინ არის მისაღები, როცა შეუძლებელია ახალი ელემენტის დამატება, რადგანაც ვერ ხერხდება სათანადოდ მათი ჩამაგრება.
თუ ზოგიერთ კოჭში არსებობს კონკრეტული და არსებითი ნაკლი, მაშინ ელემენტის აღდგენა შესაძლებელია შემოიფარგლოს ვერტიკალური ელემენტის შესაძლო დაკავშირებით კოჭთან. რადგანაც კოჭი ფილასთან სრულად არის დაკავშირებული, ამიტომ კოჭის აღდგენა უფრო რთულია, ვიდრე სვეტის ან კედლის. მეორეს მხრივ, წარსული მიწისძვრების გამოცდილება აჩვენებს, რომ კოჭებში დაზიანება ბევრად ნაკლებია, ვიდრე სვეტებში და ამ დაზიანების მნიშვნელობა სისტემის გლობალურ მდგრადობაში უმნიშვნელოა. გარდა ამისა, კოჭის გაანგარიშება მუდმივ დატვირთვაზე იძლევა საკმაო რაოდენობის არმატურას საყრდენებში და არმატურას ცალუღების სახით, რომლებიც მაგრდება გაჭიმულ მხარეს.
ბეტონის ელემენტების აღდგენის ტექნიკა
რედაქტირებასეისმური დაზიანება აუცილებლად იწვევს შენობის სეისმური მედეგობის დეფიციტს. ასეთი შენობის აღდგენის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ისეთი ელემენტების მიწისძვრის წინარე მდგომარეობაში დაბრუნება, რომელთა მოდერნიზაცია არ არის საჭირო. შედარებისათვის ელემენტების მოდერნიზაცია ცვლის მათ ერთ ან რამდენიმე თვისებას, რომელიც მნიშვნელოვანია სეისმური ქცევისათვის იმ დროს, როდესაც აღდგენის მიზანია ელემენტის ზოგიერთი იმ ორიგინალური მახასიათებლის აღდგენა, რომელიც შესაძლოა დეგრადირებულია ხანდაზმულობის, გარემოს არახელსაყრელი გავლენის, მიწისძვრის ან სხვა დამაზიანებელი ეფექტის გამო. თუ ასეთი დაზიანება მცირე ან საშუალოა, მაშინ აღდგენა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. ძლიერი დაზიანება, როგორიცაა ბეტონის დაშლა ცალუღების შიგნით და/ან არმატურის გაღუნვა ან გაწყვეტა, მარტივი აღდგენით ვერ განხორციელდება.
აღდგენა გულისხმობს შემდეგ პროცედურებს:
- გაღუნული ან გაწყვეტილი არმატურის ღეროების შეცვლას;
- ბზარების ინიექციას ეპოქსიდური ხსნარით ან ზოგჯერ თხელი ხსნარით;
- ფხვიერი, ჩამომტვრეული ან მოცილებული ბეტონის შეცვლას არმატურის ღეროების შესაცვლელად.
ამ ზომების განხორციელება ხდება დაზიანებული ელემენტების ბეტონით აღდგენამდე. თუ არსებობს მცირე ბზარები (0.3მმ-ზე ნაკლები), ინიექცირება არ არის საჭირო, რადგანაც ჩამონგრეული ან მოცილებული ბეტონი იცვლება მონოლითური ან ტორკრეტბეტონით გარსაცმში.
ზოგიერთი პრაქტიკული რეკომენდაცია აღდგენით სამუშაოებზე მოცემულია ქვემოთ:
- არმატურის ღეროების შეცვლა: გრძივი ღეროები, რომლებიც გაწყვეტილია ან შესამჩნევად გაღუნულია, იცვლება უფრო გრძელი ღეროებით. ძველი ღეროს მთელ სიგრძეზე ბეტონი იხსნება, ძველი ღერო ამოიჭრება და მისი ორი ბოლო პირაპირ ან გადადებით მიდუღდება ახალ ღეროს. ეს ოპერაცია არ არის მარტივი და ის მაშინ ხორციელდება, როცა ძველი ღეროს ნაცვლად ახალი ღეროს არსებობა აუცილებელია;
- ბეტონის შეცვლა: ფხვიერი ბეტონი უნდა გამოიცვალოს, თუ ღერო გატეხილია ან გაღუნულია, ან ჩანს, რომ ის მოცილებულია ბეტონს. ბეტონი დაზიანების მთელ სიგრძეზე იხსნება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სივრცე სარემონტო ხსნარისათვის დაზიანებული ღეროს გარშემო. ხსნარი არის ჩვეულებრივ ეპოქსიდზე ან ცემენტზე დამზადებული არაჯდენადი თხელი ხსნარი ქვიშის, ღორღის მარცვლებით ან უფრო უხეში შემავსებლით – ღრმულის სიღრმის მიხედვით. ამ შემთხვევაში შეფიცვრა არ არის საჭირო.
- ბზარების ინიექცია: სწორად ჩატარებული ინიექციის შემთხვევში აღდგება მასალის მთლიანობა, სიმტკიცე გაჭიმვაზე და ბზარის შეჭიდულობა. დაბალი სიბლანტის ეპოქსიდი შეიძლება გამოყენებული იქნეს 1მმ ან მეტი (2 ან 3) მმ-მდე სიგანის ბზარების შესავსებად. 0.2-0.3მმ-ზე ნაკლები სიგანის ბზარების ამოვსება ეპოქსიდით არ ღირს, რადგანაც მასალაში მისი შეღწევის სიღრმე უცნობია, ეპოქსიდი კი ძვირი ღირს. ბზარებისთვის სიგანით 5 ან 6მმ-მდე უფრო გამოსაყენებელია საშუალო სიბლანტის ეპოქსიდი. 20მმ-ის სიგანის ბზარები უმჯობესია ამოივსოს ცემენტის ხსნარით.
- ინიექციით დაფარვამდე ბზარს ბეტონის ზედაპირზე ფხვიერი ფენა უნდა მოსცილდეს, ბზარი მთლიანად უნდა შეივსოს ეპოქსიდური პასტით, ზედაპირზე ამოწეული პლასტიკური გამონაშვერის დატოვებით ინიექცირების ხვრელების ნიშნად. ხვრელები არ უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისაგან დიდ მანძილზე. მანძილი დამოკიდებულია ბზარის სიგანეზე და ეპოქსიდის სიბლანტეზე. ინიექცია ტარდება დაბალი დონიდან, სადაც ბზარი ჩანს ელემენტში და გრძელდება ზემოთ. ინიექცია ჩერდება, როდესაც ეპოქსიდი დაიწყებს დენას შემდგომი ხვრელიდან. ამის შემდეგ ხვრელი გერმეტულად იხურება გამონაშვერის გადაღუნვით და შეკვრით და ინიექცია გრძელდება შემდეგ ხვრელში.
სიმტკიცის, სიხისტის და დეფორმციის უნარის აღდგენის ეფექტურობა
რედაქტირებაბეტონის გარსაცმი
რედაქტირებასვეტებისა და კედლების ბეტონის გარსაცმი გამოიყენება შემდეგი მიზნისთვის:
- ზიდვის უნარის გასაზრდელად,
- ღუნვაზე და/ან ძვრაზე სიმტკიცის გასაზრდელად,
- დეფორმაციის უნარის გასაზრდელად,
- დეფექტური გადადებითი ნაკერის სიმტკიცის გასაუმჯობესებლად.
გარსაცმის სისქე უნდა იძლეოდეს გრძივი და განივი არმატურის დაფარვის საშუალებას ადეკვატური დამცავი შრით.
როცა გარსაცმის დანიშნულებაა სიმტკიცის გაზრდა ღუნვაზე, მაშინ გრძივი ღეროები სვეტში უნდა გაგრძელდეს მეზობელ სართულამდე ფილაში გამჭოლი ხვრელის გავლით, ხოლო ჰორიზონტალური სარტყელები უნდა მოთავსდეს კვანძის არეში კოჭებში ჰორიზონტალურად გაბურღული ხვრელების გავლით. მთლიანად Mმოჩარჩოებული შიდა კვანძების შემთხვევაში სარტყელები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული.
თუ საჭიროა მხოლოდ სიმტკიცისა და დეფორმაციის უნარის გაზრდა, რაც დაკავშირებულია გადადებით ნაკერის შესაძლო გაძლიერებასთან, მაშინ გარსაცმი შეიძლება შეწყდეს (დაბეტონება და დაარმატურება) ფილასთან 10მმ-ანი ღრეჩოს დატოვებით.
ბეტონის გარსაცმის გამოყენება მისი ეკონომიკური ეფექტურობის გამო ბეტონის ცალკეული ელემენტების სეისმური გაძლიერებისთვის რჩება ძირითად მეთოდად, რისთვისაც არსებობს შემდეგი მიზეზი:
- ყოველი მშენებელი ინჟინრისთვის ან კონტრაქტორისთვის ცნობილია ბეტონის გამოყენების სფერო. ამავე დროს არსებული ელემენტების გაძლიერება და განსაკუთრებით მოდიფიკაცია ვერ განხორციელდება მთლიანად (ნაწილობრივაც კი) ქარხნული წესით. ამიტომ ბეტონი ყველაზე გავრცელებული სამშენებლო მასალაა, რომელიც შეიძლება დამზადდეს სამშენებლო მოედანზე და იქვე იქნეს გამოყენებული.
- ბეტონის გარსაცმი წარმოადგენს ყველაზე უფრო ხელსაყრელ საშუალებას სერიოზულად დაზიანებული ელემენტების გაძლიერებისათვის, როცა საჭიროა დამსხვრეული და ჩამონგრეული ბეტონის შეცვლა მაშინ, როცა გარსაცმის ტორკრეტირებისას გაღუნული ან გატეხილი ღეროების აღდგენა მთლიანად არ არის საჭირო, გარსაცმის ხელახლი დაარმატურების შემთხვევაში.
- კონსტრუქციული ბეტონი უნივერსალური მასალაა და მას შეუძლია მიიღოს პრაქტიკულად ნებისმიერი ფორმა.
- ბეტონის გარსაცმს შეუძლია სათანადო დაარმატურებით გაზარდოს სიხისტე, სიმტკიცე ძვრაზე, დეფორმაციის უნარი, არმატურის ჩამაგრება/უწყვეტობა ჩამაგრებაში ან გადადებით ნაკერებში, წინაღობის მომენტი (კიდევაც შეცვალოს ჩარჩოში მოქნილი სვეტი/ხისტი კოჭი - ხისტ სვეტად/მოქნილ კოჭად), სიმტკიცე ძვრაზე და კავშირი სახსარში, რის საშუალებითაც გარსაცმი უწყვეტია და შეუძლია დაიცვას ძველი არმატურა შემდგომი კოროზიისაგან.
- წინაღობა სიხისტეზე და გაღუნვაზე იზრდება განივკვეთის გაზრდასთან და გრძივი არმატურის დამატებასთან ერთად. ძირითადი წვლილი ძვრაზე სიმტკიცეში და დეფორმაციის უნარში ან დაარმატურების გადადებით ჩამაგრებაში მიიღება დამატებითი განივი არმატურისაგან, რომელიც მუშაობს ძვრაზე გაღუნვის საწინააღმდეგოდ და მოჩარჩოებისთვის. აქ მნიშვნელოვანია დამატებული ბეტონის ფაქტორიც. სახსრის გაზრდილი ზომები, როცა გარსაცმი გრძელდება, უზრუნველყოფს ძველი ღეროების გასწვრივ კავშირს უფრო მეტ სიგრძეზე და აუმჯობესებს ძვრაზე სიმტკიცეს. ის აგრეთვე ტოვებს სივრცეს განივი არმატურის დასამატებლად კავშირში. და ბოლოს, თუ გარსაცმის ბეტონი საკმარისად დაბალი ფორიანობისაა, მაშინ მას შეუძლია ხელი შეუშალოს ან შეაჩეროს ძველი არმატურის კოროზია. როგორც მინიმუმი, ის ამცირებს მნიშვნელოვნად კოროზიის მექანიკურ და ესთეტიკურ შედეგებს, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს.
რკინაბეტონის გარსაცმს გააჩნია გარკვეული ნაკლიც:
- ის მნიშვნელოვნად ზრდის ელემენტის განივკვეთს. ეს მნიშვნელოვანია, როცა სართულის ფართობს ენიჭება უპირატესობა.
- სამუშაოს წარმოებისას ის უქმნის მაცხოვრებლებს დიდ უხერხულობას დიდი რაოდენობის მტვერით, ნაგავით (განსაკუთრებით ტორკრეტირების დროს), ხმაურით და საშიშროებით მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობისათვის. ფაქტორები, როცა ბეტონის გარსაცმი ხდება უკონკურენციო და უფრო მნიშვნელოვანი, შეიძლება შემობრუნდეს მის საწინააღმდეგოდ, მიუხედავად მისი დღევანდელი და მომავალი უპირატესობისა მშენებლობის ღირებულებაში.
ნახ.2.20. არასაკმარისი სიმტკიცის მარაგით დაპროექტებული სვეტის ჰორიზონტალური რღვევის მექანიზმი /4/
სიმტკიცის, სიხისტის და დეფორმაციის უნარების გაძლიერება
რედაქტირებაგარსაცმის სიმტკიცისა და დეფორმაციის უნარების შეფასების მიზნით შეიძლება მიღებული იქნეს შემდეგი გამარტივებული დაშვებები:
- გარსაცმი იქცევა მონოლითურად ძველი და ახალი ბეტონის ერთობლივი მუშაობით,
- ფაქტი, რომ ღერძული დატვირთვა თავიდან მოდებულია მხოლოდ ძველ სვეტზე - იგნორირებულია და მთელი ღერძული დატვირთვა მოქმედებს გარსაცმზე,
- დაშვებულია, რომ გარსაცმის ბეტონის მახასიათებლები გამოიყენება მის მთელ კვეთზე.
- ახალი მასალის სიმტკიცე ტოლი ან მეტი უნდა იყოს არსებული სვეტის მასალის სიმტკიცისა;
ნახ.2.21. მრგვალი კვეთის მქონე სვეტის ბეტონის გარსაცმი /4/
ბეტონის გარსაცმის საშუალებით შესაძლებელია სიხისტის გაზრდით სეისმური გადაადგილების და დეფორმაციაზე მოთხოვნის შემცირება.
ბეტონის საფარის სისქე გარსაცმში უნდა იყოს არა ნაკლები 75-100მმ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ახალი არმატურისა და ბოლოების შემკრავი მარყუჟის საკმარისი დაფარვა. ასეთი ზომისთვის უფრო მოხერხებულია ტორკრეტირება.
ვერტიკალური ელემენტების წინაღობის გასაზრდელად გრძივი არმატურა უნდა გაგრძელდეს მეზობელ სართულამდე ფილაში გაყვანილ ხვრელების საშუალებით. იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული კოჭების გახვრეტა განივკვეთის ყველა მხარეს. გარსაცმის ღეროები, რომლებიც გადის ფილაში, უნდა კონცენტრირებული იქნეს ახალი კვეთის კუთხესთან ახლოს, ხშირად კვანძის სახით. გარსაცმის ვერტიკალური ღეროები ან უნდა ჩამაგრდეს გაფართოებულ საძირკვლის ელემენტში (შესაძლოა ამავე დროს მოხდეს საძირკვლის ელემენტის უნარის გაზრდა, რათა მოხდეს გარცმული ვერტიკალური ელემენტიდან გადმოცემულ გაზრდილ მღუნავ მომენტზე მოთხოვნის დაკმაყოფილება) ან საძირკვლის ელემენტში ვერტიკალურ ხვრელებში პირველი ღეროების ჩამაგრებით (მაგ. ეპოქსიდის საშუალებით), რათა გარსაცმის ვერტიკალური ღეროების გადადებით ნაკერი აღმოჩნდეს პლასტიკური სახსრის გარეთ, რომელიც შეიძლება განვითარდეს გაძლიერებული ელემენტის ქვედა ნაწილში.
თუ ბეტონის გარსაცმის მიზანია ელემენტების დეფორმაციაზე უნარის გაზრდა ძველი ელემენტების მოჩარჩოებით და გამობურცვის საწინააღმდეგო ქმედებით, ძვრაზე სიმტკიცის გაზრდით და გადადებით ნაკერის ნაკლის გამოსწორებით ღუნვაზე წინაღობის გაზრდის გარეშე, მაშინ არ არის საჭირო სვეტისთვის ან კოჭის შემდგომი მალისათვის მომდევნო სართულის კვანძამდე გარსაცმის გაგრძელება. რეკომენდებულია 10მმ-ანი ღრეჩო, რათა აცილებული იქნეს ელემენტების მომენტზე წინაღობის არაპირდაპირი გაზრდა და აქედან გამომდინარე თავისთავად ელემენტებში და სახსრებში ძვრის ძალაზე მოთხოვნის გაზრდა. ღუნვით დეფორმაციაზე მოთხოვნის კონცენტრაციას ძველი ელემენტის მცირე სიგრძეზე არა აქვს მნიშვნელობა. ღრიჩო აქ იქცევა ისე, როგორც არსებული განიერი რღვევა. მის მთელ სიგრძეზე ძველ ელემენტებში არსებული შეკუმშული ზონა ეფექტურად მოჩარჩოებულია ბეტონით ღრიჩოს მიღმა.
სვეტის გარსაცმის ვერტიკალური ღეროების გარშემო შემოკრული ბმა (განივი არმატურის სახით) ზღუდავს მის გამობურცვას, ადიდებს ძვრაზე სიმტკიცეს და აჩარჩოებს ბეტონს. თუ საჭიროა ბმების გაზრდა, მაგრამ არ არის სასურველი ხვრელების გაბურღვა და განივი კავშირების ღეროების ჯვარედინად გატარება ძველი სვეტის გულში, მაშინ საჭიროა დაემატოს პერიმეტრული ბმა რვაკუთხა მარყუჟით ძველი სვეტის გარეთ, რომელიც შეზღუდავს რომელიმე ვერტიკალური ღეროს გამობურცვას მის სიახლოვეს, მაგრამ არა ზუსტად კუთხეში. რვაკუთხას სანაცვლოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს პერიმეტრისადმი 45°-ით დახრილი მოკლე ბმა, რისთვისაც საჭიროა კუთხის ღეროს მეზობლად მდებარე ორი ღეროს გამოყენება 90-135°-ანი მარყუჟებში. რომბისებრი ფორმის ბმა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გარცმული სვეტის გვერდი სულ მცირე ორჯერ უფრო გრძელია ვიდრე ძველი სვეტი. მიუხედავად ამისა ასეთ გადაწყვეტას აზრი არა აქვს, თუ გარსაცმს გააჩნია შუალედური ღეროები შეზღუდვისათვის.
სამზედაპირიანი გარსაცმი საკმარისია კოჭის ფილასთან ერთიანობისათვის. მიუხედავად ამისა ერთი, ორი ან სამზედაპირიანი გარსაცმი სრულად ვერ ფარავს ძველ სვეტს და ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე სრული გარსაცმი. მეორეს მხრივ, მათ სეისმურ ქცევაზე ცოტა რამ არის ცნობილი. თუ სვეტის გარშემო სრული გარსაცმის განხორციელება შეუძლებელია, ძველი დაარმატურება უნდა გაიხსნას და მიედუღოს ძველს ახალი ბმები ან გადაიღუნოს ძველი ვერტიკალური ღეროების გარშემო. ერთზედაპირიანი გარსაცმის განხორციელება ადვილია შენობის გარე ფასადის პერიმეტრული ელემენტების დასაფარავად. თუ ელემენტი კედელია, ერთზედაპირიანი გარსაცმი მთლიანი ჰოროზონტალური და ვერტიკალური დაარმატურებით და კარგად ჩამაგრებული ძველ კედელთან ნაგელებით შეასრულებს სათანადოდ დაარმატურებული ახალი კედლის ფუნქციას. ძველი კედლის მთავარი დანიშნულებაა ბეტონითა და კავშირებით დარჩენილ კონსტრუქციულ სისტემაზე და საძირკველზე სეისმური ძალების გადაცემა.
პრაქტიკაში ცნობილია ღონისძიებები ძველსა და ახალ ბეტონს შორის განივი კავშირისთვის. გარსაცმის კუთხის ღეროების დაკავშირება ძველი სვეტის გრძივ ღეროებთან გადადებით მიდუღებისას ორივე Z და U ფორმის ფოლადის ჩანართებით რეკომენდებულია და გამოიყენება (სურ.2.3). ალტერნატიულად ძველი ელემენტის ზედაპირი შეიძლება იყოს ხორკლიანი და/ან მასში შესაძლებელი იქნება ნაგელების ჩამაგრება. ძველი ელემენტის ხვრელებში ნაგელები ეპოქსიდის საშუალებით იფარება და ახალი ბეტონის ზედაპირზე თითქმის მთელი სისქით ჩანს. თუ ეს სისქე ჩვეულებრივად მცირეა, მაშინ ნაგელი ხშირად მოღუნულია 90°-ით ახალ ბეტონში მის ჩასამაგრებლად.
ფოლადის გარსაცმი
რედაქტირებაფოლადის გარსაცმი გაცილებით ძვირია ბეტონისაზე. მისი ტექნოლოგია მარტივია, ცნობილია სამშენებლო ინდუსტრიაში და ხელმისაწვდომია ყველგან. ფოლადის გარსაცმი არის გაძლიერების ტექნიკის ის არაინჟინრული გადაწყვეტა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაშინვე, რათა არ განვითარდეს მძიმედ დაზიანებული შენობის ნგრევა ან შესაძლებელი გახდეს საშუალოდ დაზიანებული შენობის ფუნქციონირების გაგრძელება განმეორებითი ბიძგების პერიოდში. ფოლადის
ნახ.2.22. ბეტონის გარსაცმის დაარმატურება /2/
სურ.2.8. სვეტის ბეტონის გარსაცმი: ა)უმარტივესი შემთხვევა; ბ) გარსაცმის ღეროები ჩამაგრებული კუთხესთან ახლოს ჯვარედინა ან ოქტაგონალური ბმებით; გ)გარსაცმის ღეროები ჩამაგრებული კუთხეებში ნაგელებით არსებულ სვეტებთან; დ) U-ღეროები მიდუღებული კუთხის ღეროებთან; ე) კუთხის ღეროებთან მიდუღებული ფოლადის ფილები; ვ) ერთზედაპირიანი ან ორზედაპირიანი გარსაცმი; ზ) გარე ზედაპირის პერიმეტრზე კედლები ცალ მხარეს დაფარულია არმატურის ბადით. /9/
ფოლადის გარსაცმი შეიძლება მოხსნილი იქნას მოდერნიზაციის შემდეგ ან ჩართული იქნას ბეტონის გარსაცმში (სურ.2.4)
ფოლადის გარსაცმი ზრდის სვეტის მოქნილობას მოჩარჩოების საშუალებით, ძვრაზე სიმტკიცეს და აუმჯობესებს გადადებით ნაკერს. ასეთ ეფექტს იწვევს გარსაცმის მუშაობა სვეტის განივი მიმართულებით. მაგრამ რადგან ფოლადი ანიზოტროპული მასალაა და თუ გარსაცმი წარმოადგენს უწყვეტ თხელ ფირფიტას, მაშინ მას გააჩნია მნიშვნელოვანი სიხისტე და სიმტკიცე გრძივი მიმართულებითაც, რაც გავლენას იქონიებს ღუნვაზე სიხისტისა და წინაღობის მომენტზე. გავლენის ხარისხი დამოკიდებულია ბეტონის სვეტთან გარსაცმის დაკავშირებაზე.
ფოლადის თხელკედლა გარსაცმი ძალიან ეფექტურია და ადვილად გამოსაყენებელი წრიული კვეთის მქონე სვეტებისთვის. ორი ნახევარწრიული გარსაცმი მკვრივად ეკვრება სვეტს და ხდება ორი ნახევარწრის ვერტიკალურად შედუღება. შემდგომ ღრეჩო სვეტსა და გარსაცმს შორის ივსება შეუკლები ბეტონით. ასეთი გარსაცმი იმდენად ეფექტურია, რომ მისი გამოყენება შესაძლებლად ჩაითვალა კვადრატული და სწორკუთხა კვეთის სვეტების მოდერნიზაციისთვის, ოღონდ დიდი რაოდენობის ბეტონის გამოყენებით სვეტსა და გარსაცმს შორის ღრეჩოს შესავსებად.
სურ.2.9. სამშენებლო მოედანზე დამზადებული ფოლადის გარსაცმი კუთხედებით და ჰორიზონტლური შემკრავებით /9/
ფოლადის გარსაცმი სვეტებზე ძირითადად გამოიყენება შემდეგი მიზნისათვის: ძვრაზე სიმტკიცის გასაზრდელად და დეფექტური გადადებითი ნაკერის სიმტკიცის გასაუმჯობესებლად. ის ასევე შეიძლება გამოყენებული იქნეს დამყოლობის გასაზრდელად მოჩარჩოების მეშვეობით.
ნახ.2.22.ფოლადის გარსაცმი წრიული კვეთის მქონე სვეტისათვის /9/
მართკუთხა სვეტის გარშემო ფოლადის გარსაცმი ჩვეულებრივად ხორციელდება ოთხი კუთხოვანით, რომელზედაც მიდუღებულია ფოლადის მთლიანი ფირფიტა ან უფრო თხელი ფოლადის დისკრეტული ჰორიზონტალური ზოლები. კუთხოვანები შეიძლება დაკავშირებული იყოს ბეტონთან ეპოქსიდით ან მიეწებოს მთელ სიმაღლეზე ღრეჩოების გარეშე. ზოლები შეიძლება შედუღებამდე წინასწარ გახურებული იქნეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემდგომში სვეტის უფრო საიმედო მოჩარჩოება.
ნახ2.23. ფოლადის გარსაცმი ოთხკუთხა კვეთის მქონე სვეტისათვის./9/
წინაღობა ძვრაზე
რედაქტირებაროცა არსებობს სვეტის დეფორმაციაზე უნარის გაუმჯობესების ან გადადებით ნაკერის ნაკლის გამოსწორების მოთხოვნა, ფოლადის გარსაცმი გამოყენებული უნდა იყოს პლასტიკურ სახსრის ადგილას ან გადადებით ნაკერის უბანში განსხვავებით იმისგან, რაც გამოყენებულია ძვრაზე წინაღობის გაზრდისათვის ელემენტის მთელ სიგრძეზე. ძვრის შემთხვევაში გარსაცმი არ არის საჭირო მანამ, თუ ბეტონის ელემენტის მთავარ დიაგონალზე არ განვითარდება ბზარი. რაც შეეხება ფარდობით გადაადგილებას ასეთი ბზარის ორივე მხარეს, ბზარი აიძულებს ელემენტს თავისთავზე აიღოს დატვირთვა გარსაცმის მაგივრად და გააქტიუროს იგი, რის შემდეგაც გარსაცმი თავის თავზე იღებს ყველა დამატებით ძვრის ძალას და აკონტროლებს დიაგონალურ ბზარს, ასევე ციკლური ძვრის ძალებით გამოწვეულ ახალ ბზარს ან ბეტონის გულის დაშლას. გარსაცმის მონაწილეობა ძვრაზე სიმტკიცეში გულისხმობს არსებულ სიმტკიცის გაზრდას, რაც უზრუნველყოფს გარსაცმის დრეკადი არის ფარგლებში დარჩენას. ეს პირობა აუცილებელია იმისთვის, რათა გარსაცმით დარეგულირდეს შიდა ბზარების სიგანე და უზრუნველყოფილი იქნეს ბეტონის მთლიანობა, რაც ძვრაზე წინაღობის საწყისი მექანიზმის მუშაობის გაგრძელების საშუალებას იძლევა.
გადადებითი ნაკერის მოჭერა
რედაქტირებაფოლადის გარსაცმს შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური მოჭერა გადადებით ნაკერის არეში დეფორმაციის უნარის გასაუმჯობესებლად ციკლური დატვირთვისას. ამ შედეგის მისაღებად აუცილებელია შემდეგი:
- გარსაცმის სიგრძე უნდა აღემატებოდეს გადადების უბნის სიგრძის არა უმცირეს 50%-ს;
- გარსაცმი მიხრახნილია სვეტის ზედაპირზე დატვირთვის პერპენდიკულარული მიმართულებით თითოეულ მხარეს არა უმცირეს ჭანჭიკების ორი რიგისა;
- სვეტის ფუძეში გადადებით ნაკერის შემთხვევაში ჭანჭიკების რიგები უნდა განთავსდეს შემდეგნაირად: ერთი რიგი - გადადების უბნის თავში და დანარჩენი – ამ უბნის ფუძიდან 1/3-ზე.
მთლიანი სისტემის გახისტება და განმტკიცება
რედაქტირებაკონსტრუქციის დონეზე ჩარევა მთლიანი სისტემის გლობალური სიხისტის გასაზრდელად და სეისმურ დეფორმაციაზე მოთხოვნის შესამცირებლად შესაძლებელია ეკონომიკურად უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე ცალკეული კომპონენტების უნარების უნივერსალური მოდერნიზაცია.
ბეტონის ახალი კედლების დამატება
რედაქტირებაშენობის სეისმური რეკონსტრუქციისათვის Aახალი ბეტონის კედლების დამატება წარმოადგენს ყველაზე უფრო ზოგად ტექნიკას რაც ძალიან ეფექტურია გლობალური ჰორიზონტალური გადახრის კონტროლისთვის და ჩარჩოებში და არაკონსტრუქციულ ელემენტებში დაზიანების შესამცირებლად. არსებულ შენობაში ახალი კონსტრუქციული კომპონენტების ჩართვა ცვლის მთლიანი კონსტრუქციული სივრცის დინამიკურ ქცევას მიწისძვრის დროს.
განივი კედლები მათი დიდი სიხისტის და ჰორიზონტალური სიმტკიცის გამო უზრუნველყოფს შენობის კონსტრუქციის მიწისძვრისადმი წინაღობის მეტად მნიშვნელოვან ნაწილს. განივი კედლები გამოიყენება რკინაბეტონის ჩარჩოების გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ღია სართულების შემთხვევაში.
კედლების სრული ჩამაგრება მის პერიმეტრზე ზრდის კედლის სიმტკიცეს. კარგად ჩამაგრებული არმატურა საჭიროა სიმტკიცისა და დეფორმაციის უნარის გასაზრდელად.
ახალი კედელი მოხერხებულად შეიძლება ჩამაგრებული იქნეს არსებული ჩარჩოს პერიმეტრზე. თუ კედელი იკავებს ჩარჩოს მთელ მალს, მაშინ მისთვის კოჭები და ორივე სვეტი განიხილება როგორც სასაზღვრო ელემენტი. ახალი მხოლოდ კედლის არმატურის ბადეა. ზოგჯერ ის ტორკრეტირებულია ტიხრის მეზობლად, რომელიც შემდეგ გერმეტულად ჩამაგრებულია ბადის გულში. ახალი ბადე უნდა ჩამაგრდეს არსებულ კოჭებში და სვეტებში შემავსებელი პანელის გარშემო სპეციალური კონექტორებით. კონექტორების ჩამაგრებამ არსებულ ელემენტებთან და მათმა დაფარვამ ახალი ბეტონით უნდა უზრუნველყოს ბადის ძვრისა და არმატურის გაჭიმვის უნარის სრული გადაცემა ჩარჩოს ელემენტებზე. ცუდმა დეტალირებამ და შესაბამისი დატვირთვის ტრაექტორიის არ არსებობამ ძველ ელემენტებსა და ახლად დაკონსტრუირებულ კედლის ნაწილთან შესაძლოა გამოიწვიოს გლობალური დამყოლობის შემცირება ან ახალი კედლის ვებ-პანელის მყიფე რღვევა. უფრო მეტიც, თუ არ არსებობს არსებულსა და ახალს შორის სრული კავშირი, მაშინ ამ სისტემის ქცევა გაურკვეველია და მოდელირების საიმედოობა და კედლის შემოწმება როგორც ერთიანი განუყოფელი ელემენტისა, ეჭვის ქვეშ დგება.
ერთიანი ქცევისათვის ახალი კედლი უნდა იყოს საკმარისად სქელი, რათა მასში მოხდეს არსებული კოჭებისა და კედლების გერმეტულად ჩამაგრება. ამისათვის ხვრელები და კილოები ისე უნდა იყოს გახვრეტილი ფილაში, რომ ვერტიკალური ღეროები გავიდეს ერთი სართულიდან მეორეში და დაბეტონდეს ზემოდან. ბეტონი, რომელიც ავსებს კილოებს, ახალ კედელსა და ფილას შორის ძვრისთვის გადამწყვეტია. ქცევის სრული ერთიანობისთვის ეპოქსიდით შევსებული ნაგელები შეიძლება განთავსდეს ძველი ბეტონის მთლიან ზედაპირზე და ახალზე, ცენტრებს შორის მანძილზე - 0.5მ. მაშინაც კი, როცა არსებული კოჭები არ არის გერმეტულად ჩამაგრებული მასში, სვეტებისათვის ახალ კედელში უნდა უზრუნველყოფილი იქნეს არმატურის მოჩარჩოება, განსაკუთრებით როდესაც სვეტებს გააჩნიათ მოკლე გადადებითი ნაკერი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინერციული ძალების გადაცემა გადახურვიდან ახალ კედელზე. კედელი, რომელიც ავსებს ჩარჩოს მალს შეიძლება განხილული იქნეს როგორც ადეკვატურად დაკავშირებული გადახურვის დიაფრაგმასთან, თუ მასში გერმეტულად ჩამაგრებულია კოჭები, ან თუ მისი ვებ-პანელი კარგად არის დაკავშირებული მის გარშემო არსებულ ჩარჩოს ელემენტებთან და გადახურვის ფილა ერთიანია კოჭებთან. ზოგჯერ საჭიროა “კოლექტორის” ელემენტების დამატება და გაანგარიშება გადახურვის ინერციული დატვირთვის ახალ კედლებზე გადასაცემად. თუ ახალი კედელი პერიმეტრზეა განლაგებული, ფოლადის კავშირი შეიძლება ჩამაგრდეს პერიმეტრზე განლაგებული კოჭების ზედაპირზე, რათა მოხდეს გადახურვის სრული დატვირთვის გადაცემა ახალ კედელზე იქ, სადაც შეერთების ბოლო ჩამაგრებულია დაანკერებისათვის. პერიმეტრზე განლაგებული კოჭების კოლექტორები და მათი ანკერები შეიძლება დაიფაროს ტორკრეტით. მათი ზომები უნდა დადგინდეს სეისმური ზემოქმედების ეფექტის საფუძველზე უნარის გაანგარიშების განხილვით, რომელიც გამოთვლილია რხევის მაღალი ფორმების გათვალისწინებით.
თუ შეუძლებელია კოჭებისა და სვეტების გერმეტულად ჩამაგრება ჩარჩოს პანელში, ახალი კედელი უნდა დაიფაროს რკინაბეტონით ისე, რომ ამოივსოს სივრცე მათ შორის. ახალი კედლის დაკავშირება კოჭებთან და სვეტებთან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ელემენტების სრული გერმეტულად დაკავშირება. მიუხედავად ძვრაზე ძალიან კარგი კავშირისა ძველისა და ახლის ერთობლივი მუშაობის დაშვება შეუძლებელია და სისტემაში ძალისა და მომენტის წინაღობის ან დეფორმაციის უნარის განსაზღვრა შეუძლებელია რიცხობრივად რაიმე სანდოობოთ. ახალი კედლის შეწყვეტა დაბალ სართულებზე არაპრაქტიკულია, რადგანაც მიწისძვრის დროს შეიძლება დაზიანდეს მომდევნო სართული.
სურ.2.10. პერიმეტრული კოჭის ზედაპირზე დამაგრებული კედლის კოლექტორის ელემენტი /9/
ახალ კედელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საძირკველიც. თუ მას ექნება დიდი განივკვეთი, მაშინ მოსალოდნელია ფუძეში განვითარდეს სეისმური ზემოქმედებისაგან დიდი მომენტი. სერიოზული პრობლემაა და ტექნიკურად ძნელი განსახორციელებელი კედლის ფუძეში განვითარებული მომენტის გადაცემა გრუნტზე და მოითხოვს მნიშვნელოვან, ძვირად ღირებულ და დამაზიანებელ ჩარევას საძირკველში.
დიდი კედლების იზოლირებული საძირკველი მიწისძვრის დროს ზემოთ ამოიწევს და ირხევა. ამოწევა ამცირებს კედლის ფუძეში მომენტს, საძირკვლის მუდმივი იმპედანსის (სრული წინაღობის) მნიშვნელობაზე გაცილებით ნაკლებს. თუმცა მოქანავე კედელი იქცევა როგორც არადრეკადი კარკასი. რხევა მნიშვნელოვნად ზრდის სართულშუა ჰორიზონტალურ გადახრას და კოჭებში ქორდის მობრუნების მოთხოვნას (ქორდის მობრუნება დაახლოებით ტოლია კედლის მობრუნებისა გრუნტის მიმართ). თუ არ მოხდა მათი აღდგენა-გაძლიერება, მოხდება ამ კოჭების წყობიდან გამოსვლა.
თუ ახალმა კედელმა უნდა შეასრულოს თავისი დანიშნულება – როგორც მთავარმა ელემენტმა, რომელიც აფიქსირებს ჰორიზონტალურ სიხისტეს და სიმტკიცეს ფუძეში, საჭიროა ძალიან შეიზღუდოს ან მოხდეს კედლის ამოწევისა და რხევის პრევენცია. ამისი მიღწევა შესაძლებელია ქვემოთ მოყვანილი ერთი ან მეტი საშუალებით:
- ახალი საძირკვლის ზომების გაზრდით გეგმაში მისი წონისა და მის ქვეშ მდებარე ფუძის იმპედანსის (სრული წინაღობის) გაზრდით და/ან საძირკვლის დაკავშირებით მეზობელ სვეტებთან და მათი ვერტიკალური დატვირთვის მობილიზებით ამოწევის საწინააღმდეგოდ;
- ახალი საძირკვლის ელემენტის დაკავშირება მეზობელ ელემენტთან ხისტი და ძლიერი შემკრავი (საანკერო) კოჭით;
- ახალი საძირკვლის ელემენტის შემკრავით (მაგ. გაჭიმვაზე დიდი სიმტკიცის მქონე მიკრო-ხიმინჯით).
ასეთი გადაწყვეტილების განხორციელება იმდენად დამაზიანებელი და ძვირად ღირებულია, რომ შესაძლებელია ახალი კედლის დამატება აღარ განხორციელდეს, თუ არ არსებობს უკვე ხისტი და ძლიერი საძირკვლის კოჭი პერიმეტრის გარშემო, რომელშიც ახალი კედელის ჩამაგრება კარგად მოხდება.
თუ ახალი კედლების სისტემა თავის თავზე იღებს მთლიან სეისმურ დატვირთვას არსებულ ელემენტებთან ერთად, მაშინ ახალი კედლების სისტემის გაანგარიშება ხდება ძალაზე დაფუძნებული მეთოდით შენობების დაპროექტების მოქმედ ნორმებთან სრული შესატყვისობით, რადგანაც არსებული ელემენტები განიხილება როგორც “მეორადი” და მათი შემოწმება ხდება ასეთი ელემენტების მსგავსად.
განივ კედელში გრძივი და განივი არმატურის ჩამაგრების მინიმალური სიგრძე შენობის არსებულ კომპონენტებში არ უნდა იყოს ნაკლები ღეროს 6 დიამეტრისა.
შესაძლებელია შემდეგი დასკვნების გაკეთება:
- ჩარჩოვანი შენობების აღდგენა-გაძლიერებისათვის ახალი კედლის დამატება ძალიან ეფექტურია;
- ახალი კედლის ეფექტურობა შემცირდება, თუ დაშვებული იქნება კედლის კვეთის ბრუნვა მის ცენტრში ნეიტრალური ღერძის ადგილზე და/ან უგულებელყოფილი იქნება საძირკვლის ამოწევა;
- საძირკველი იმდენად მძიმეა ან შემკრავი კოჭი მნიშვნელოვნად ხისტი, რაც ეკვივალენტურია ფუძეში კედლის ჩამაგრებისა, რათა მოახდინოს მისი ამოწევის პრევენცია სანამ კედელი განიცდის გაჭიმვას;
- ნორმალური ზომის საძირკველი შემკრავი კოჭის გარეშე ეფექტურია საშუალოდ;
- ნორმალური ზომის საძირკველი საშუალო ან თითქმის მცირე ზომის შემკრავი კოჭით ისეთივე შედეგს იძლევა, რასაც ფუძეში სრულად ჩამაგრებული კედელი;
- შემთხვევების მიმდევრობა (დენადობა ან ელემენტების დაზიანება, ამოწევა და სხვ.) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძირკვლის ძირითად ელემენტებზე. ამის წინასწარ პროგნოზირებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს კედლის ტიპი და კედლის საძირკვლის ზემოქმედება გრუნტთან.
ნახ.2.24. ბეტონის ახალი კედლის დამატება /2/
სურ.2.11.ახალი კედელის დასაძირკვლება საძირკვლის კოჭზე, რომელშიც გერმეტულად ჩამაგრებულია მეზობელი სვეტების საყრდენი /9/
სურ.2.12. ბეტონის დიაგონალური ირიბნებით დასაძირკვლებული ახალი კედელი: ა) კედელში განვითარებული ძალების გრუნტზე გადაცემა; ბ) ირიბნებისა და სვეტის გარსაცმის ტორკრეტირება; გ) დასრულებული აღდგენა-გაძლიერება /9/
ფოლადის ახალი განმბჯენიანი სისტემის დამატება
რედაქტირებაშენობის სეისმური რეკონსტრუქციისათვის ახალი ბეტონის კედლების დამატება წარმოადგენს ყველაზე უფრო ზოგად ტექნიკას რაც ძალიან ეფექტურია გლობალური ჰორიზონტალური გადახრის კონტროლისთვის და ჩარჩოებში და არაკონსტრუქციულ ელემენტებში დაზიანების შესამცირებლად. არსებულ შენობაში ახალი კონსტრუქციული კომპონენტების ჩართვა ცვლის მთლიანი კონსტრუქციული სივრცის დინამიკურ ქცევას მიწისძვრის დროს.
განივი კედლები მათი დიდი სიხისტის და ჰორიზონტალური სიმტკიცის გამო უზრუნველყოფს შენობის კონსტრუქციის მიწისძვრისადმი წინაღობის მეტად მნიშვნელოვან ნაწილს. განივი კედლები გამოიყენება რკინაბეტონის ჩარჩოების გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ღია სართულების შემთხვევაში.
კედლების სრული ჩამაგრება მის პერიმეტრზე ზრდის კედლის სიმტკიცეს. კარგად ჩამაგრებული არმატურა საჭიროა სიმტკიცისა და დეფორმაციის უნარის გასაზრდელად.
ახალი კედელი მოხერხებულად შეიძლება ჩამაგრებული იქნეს არსებული ჩარჩოს პერიმეტრზე. თუ კედელი იკავებს ჩარჩოს მთელ მალს, მაშინ მისთვის კოჭები და ორივე სვეტი განიხილება როგორც სასაზღვრო ელემენტი. ახალი მხოლოდ კედლის არმატურის ბადეა. ზოგჯერ ის ტორკრეტირებულია ტიხრის მეზობლად, რომელიც შემდეგ გერმეტულად ჩამაგრებულია ბადის გულში. ახალი ბადე უნდა ჩამაგრდეს არსებულ კოჭებში და სვეტებში შემავსებელი პანელის გარშემო სპეციალური კონექტორებით. კონექტორების ჩამაგრებამ არსებულ ელემენტებთან და მათმა დაფარვამ ახალი ბეტონით უნდა უზრუნველყოს ბადის ძვრისა და არმატურის გაჭიმვის უნარის სრული გადაცემა ჩარჩოს ელემენტებზე. ცუდმა დეტალირებამ და შესაბამისი დატვირთვის ტრაექტორიის არ არსებობამ ძველ ელემენტებსა და ახლად დაკონსტრუირებულ კედლის ნაწილთან შესაძლოა გამოიწვიოს გლობალური დამყოლობის შემცირება ან ახალი კედლის ვებ-პანელის მყიფე რღვევა. უფრო მეტიც, თუ არ არსებობს არსებულსა და ახალს შორის სრული კავშირი, მაშინ ამ სისტემის ქცევა გაურკვეველია და მოდელირების საიმედოობა და კედლის შემოწმება როგორც ერთიანი განუყოფელი ელემენტისა, ეჭვის ქვეშ დგება.
ერთიანი ქცევისათვის ახალი კედლი უნდა იყოს საკმარისად სქელი, რათა მასში მოხდეს არსებული კოჭებისა და კედლების გერმეტულად ჩამაგრება. ამისათვის ხვრელები და კილოები ისე უნდა იყოს გახვრეტილი ფილაში, რომ ვერტიკალური ღეროები გავიდეს ერთი სართულიდან მეორეში და დაბეტონდეს ზემოდან. ბეტონი, რომელიც ავსებს კილოებს, ახალ კედელსა და ფილას შორის ძვრისთვის გადამწყვეტია. ქცევის სრული ერთიანობისთვის ეპოქსიდით შევსებული ნაგელები შეიძლება განთავსდეს ძველი ბეტონის მთლიან ზედაპირზე და ახალზე, ცენტრებს შორის მანძილზე - 0.5მ. მაშინაც კი, როცა არსებული კოჭები არ არის გერმეტულად ჩამაგრებული მასში, სვეტებისათვის ახალ კედელში უნდა უზრუნველყოფილი იქნეს არმატურის მოჩარჩოება, განსაკუთრებით როდესაც სვეტებს გააჩნიათ მოკლე გადადებითი ნაკერი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინერციული ძალების გადაცემა გადახურვიდან ახალ კედელზე. კედელი, რომელიც ავსებს ჩარჩოს მალს შეიძლება განხილული იქნეს როგორც ადეკვატურად დაკავშირებული გადახურვის დიაფრაგმასთან, თუ მასში გერმეტულად ჩამაგრებულია კოჭები, ან თუ მისი ვებ-პანელი კარგად არის დაკავშირებული მის გარშემო არსებულ ჩარჩოს ელემენტებთან და გადახურვის ფილა ერთიანია კოჭებთან. ზოგჯერ საჭიროა “კოლექტორის” ელემენტების დამატება და გაანგარიშება გადახურვის ინერციული დატვირთვის ახალ კედლებზე გადასაცემად. თუ ახალი კედელი პერიმეტრზეა განლაგებული, ფოლადის კავშირი შეიძლება ჩამაგრდეს პერიმეტრზე განლაგებული კოჭების ზედაპირზე, რათა მოხდეს გადახურვის სრული დატვირთვის გადაცემა ახალ კედელზე იქ, სადაც შეერთების ბოლო ჩამაგრებულია დაანკერებისათვის. პერიმეტრზე განლაგებული კოჭების კოლექტორები და მათი ანკერები შეიძლება დაიფაროს ტორკრეტით. მათი ზომები უნდა დადგინდეს სეისმური ზემოქმედების ეფექტის საფუძველზე უნარის გაანგარიშების განხილვით, რომელიც გამოთვლილია რხევის მაღალი ფორმების გათვალისწინებით.
თუ შეუძლებელია კოჭებისა და სვეტების გერმეტულად ჩამაგრება ჩარჩოს პანელში, ახალი კედელი უნდა დაიფაროს რკინაბეტონით ისე, რომ ამოივსოს სივრცე მათ შორის. ახალი კედლის დაკავშირება კოჭებთან და სვეტებთან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ელემენტების სრული გერმეტულად დაკავშირება. მიუხედავად ძვრაზე ძალიან კარგი კავშირისა ძველისა და ახლის ერთობლივი მუშაობის დაშვება შეუძლებელია და სისტემაში ძალისა და მომენტის წინაღობის ან დეფორმაციის უნარის განსაზღვრა შეუძლებელია რიცხობრივად რაიმე სანდოობოთ. ახალი კედლის შეწყვეტა დაბალ სართულებზე არაპრაქტიკულია, რადგანაც მიწისძვრის დროს შეიძლება დაზიანდეს მომდევნო სართული.
სურ.2.10.პერიმეტრული კოჭის ზედაპირზე დამაგრებული კედლის კოლექტორის ელემენტი /9/
ახალ კედელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საძირკველიც. თუ მას ექნება დიდი განივკვეთი, მაშინ მოსალოდნელია ფუძეში განვითარდეს სეისმური ზემოქმედებისაგან დიდი მომენტი. სერიოზული პრობლემაა და ტექნიკურად ძნელი განსახორციელებელი კედლის ფუძეში განვითარებული მომენტის გადაცემა გრუნტზე და მოითხოვს მნიშვნელოვან, ძვირად ღირებულ და დამაზიანებელ ჩარევას საძირკველში.
დიდი კედლების იზოლირებული საძირკველი მიწისძვრის დროს ზემოთ ამოიწევს და ირხევა. Aამოწევა ამცირებს კედლის ფუძეში მომენტს, საძირკვლის მუდმივი იმპედანსის (სრული წინაღობის) მნიშვნელობაზე გაცილებით ნაკლებს. თუმცა მოქანავე კედელი იქცევა როგორც არადრეკადი კარკასი. რხევა მნიშვნელოვნად ზრდის სართულშუა ჰორიზონტალურ გადახრას და კოჭებში ქორდის მობრუნების მოთხოვნას (ქორდის მობრუნება დაახლოებით ტოლია კედლის მობრუნებისა გრუნტის მიმართ). თუ არ მოხდა მათი აღდგენა-გაძლიერება, მოხდება ამ კოჭების წყობიდან გამოსვლა.
თუ ახალმა კედელმა უნდა შეასრულოს თავისი დანიშნულება – როგორც მთავარმა ელემენტმა, რომელიც აფიქსირებს ჰორიზონტალურ სიხისტეს და სიმტკიცეს ფუძეში, საჭიროა ძალიან შეიზღუდოს ან მოხდეს კედლის ამოწევისა და რხევის პრევენცია. ამისი მიღწევა შესაძლებელია ქვემოთ მოყვანილი ერთი ან მეტი საშუალებით:
- ახალი საძირკვლის ზომების გაზრდით გეგმაში მისი წონისა და მის ქვეშ მდებარე ფუძის იმპედანსის (სრული წინაღობის) გაზრდით და/ან საძირკვლის დაკავშირებით მეზობელ სვეტებთან და მათი ვერტიკალური დატვირთვის მობილიზებით ამოწევის საწინააღმდეგოდ;
- ახალი საძირკვლის ელემენტის დაკავშირება მეზობელ ელემენტთან ხისტი და ძლიერი შემკრავი (საანკერო) კოჭით;
- ახალი საძირკვლის ელემენტის შემკრავით (მაგ. გაჭიმვაზე დიდი სიმტკიცის მქონე მიკრო-ხიმინჯით).
ასეთი გადაწყვეტილების განხორციელება იმდენად დამაზიანებელი და ძვირად ღირებულია, რომ შესაძლებელია ახალი კედლის დამატება აღარ განხორციელდეს, თუ არ არსებობს უკვე ხისტი და ძლიერი საძირკვლის კოჭი პერიმეტრის გარშემო, რომელშიც ახალი კედელის ჩამაგრება კარგად მოხდება.
თუ ახალი კედლების სისტემა თავის თავზე იღებს მთლიან სეისმურ დატვირთვას არსებულ ელემენტებთან ერთად, მაშინ ახალი კედლების სისტემის გაანგარიშება ხდება ძალაზე დაფუძნებული მეთოდით შენობების დაპროექტების მოქმედ ნორმებთან სრული შესატყვისობით, რადგანაც არსებული ელემენტები განიხილება როგორც “მეორადი” და მათი შემოწმება ხდება ასეთი ელემენტების მსგავსად.
განივ კედელში გრძივი და განივი არმატურის ჩამაგრების მინიმალური სიგრძე შენობის არსებულ კომპონენტებში არ უნდა იყოს ნაკლები ღეროს 6 დიამეტრისა.
შესაძლებელია შემდეგი დასკვნების გაკეთება:
- ჩარჩოვანი შენობების აღდგენა-გაძლიერებისათვის ახალი კედლის დამატება ძალიან ეფექტურია;
- ახალი კედლის ეფექტურობა შემცირდება, თუ დაშვებული იქნება კედლის კვეთის ბრუნვა მის ცენტრში ნეიტრალური ღერძის ადგილზე და/ან უგულებელყოფილი იქნება საძირკვლის ამოწევა;
- საძირკველი იმდენად მძიმეა ან შემკრავი კოჭი მნიშვნელოვნად ხისტი, რაც ეკვივალენტურია ფუძეში კედლის ჩამაგრებისა, რათა მოახდინოს მისი ამოწევის პრევენცია სანამ კედელი განიცდის გაჭიმვას
- ნორმალური ზომის საძირკველი შემკრავი კოჭის გარეშე ეფექტურია საშუალოდ;
- ნორმალური ზომის საძირკველი საშუალო ან თითქმის მცირე ზომის შემკრავი კოჭით ისეთივე შედეგს იძლევა, რასაც ფუძეში სრულად ჩამაგრებული კედელი;
- შემთხვევების მიმდევრობა (დენადობა ან ელემენტების დაზიანება, ამოწევა და სხვ.) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძირკვლის ძირითად ელემენტებზე. ამის წინასწარ პროგნოზირებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს კედლის ტიპი და კედლის საძირკვლის ზემოქმედება გრუნტთან.
ნახ.2.24. ბეტონის ახალი კედლის დამატება /2/
სურ.2.11.ახალი კედელის დასაძირკვლება საძირკვლის კოჭზე, რომელშიც გერმეტულად ჩამაგრებულია მეზობელი სვეტების საყრდენი /9/
სურ.2.12. ბეტონის დიაგონალური ირიბნებით დასაძირკვლებული ახალი კედელი: ა) კედელში განვითარებული ძალების გრუნტზე გადაცემა; ბ) ირიბნებისა და სვეტის გარსაცმის ტორკრეტირება; გ) დასრულებული აღდგენა-გაძლიერება /9/
ზოგადად რკინაბეტონის კონსტრუქციების გაძლიერების სტრატეგია
რედაქტირება1. ბზარების ინიექცირება
2. დაზიანებული ბეტონის ან ფოლადის ლოკალური შეცვლა
3. თხელი ფოლადის ფურცლების გამოყენება რკინაბეტონის ფილის ან კოჭის ღუნვის ან განივი სიმტკიცის გაძლიერებისათვის
4. რკინაბეტონის ელემენტების განივი დაარმატურება (უმეტესად სვეტების) ცალუღების, სპირალის შემამჭიდროვებელი არტახების საშუალებით
5. დამატებითი რკინაბეტონის ფენის დამატების უზრუნველყოფა კოჭების ღუნვისა და განივი მიმართულებით გაძლიერებისათვის
6. ჩარჩოების შევსების უზრუნველყოფა
7. სვეტების რკინაბეტონის გარსაცმით უზრუნველყოფა
სურ.2.25. სვეტების ან კედლების ძვრით გამოწვეული დაზიანება /9/
ფოლადის კონსტრუქციები
რედაქტირებამაღალი სეისმურობის მქონე რეგიონებში ფოლადის კონსტრუქციების გამოყენება ყველაზე უფრო მიზანშეწონილია, რადგანაც მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი სიმტკიცე და მოქნილობა. ამის დასტურია ნორთრიჯისა (აშშ-1994) და კობეს (იაპონია-1995) მიწისძვრები. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ფოლადის შენობების დანგრევა ძალიან იშვიათია - ფოლადის მომენტიანი ჩარჩოები განიხილება მაღალი დამყოლობის მქონე სისტემებად - მიწისძვრების დროს მოულოდნელად გამოვლინდა მათი მყიფე ქცევა. ბევრი დაზიანება განვითარდა სვეტი-კოჭის მიერთების ადგილებში, რამაც გამოიწვია ვარაუდები ჩარჩოს მაღალ დამყოლობაზე და აჩვენა, რომ მომენტმედეგი ჩარჩოების შესახებ ცოდნა არასრულყოფილია.
კონსტრუქციის ტიპები
რედაქტირებაფოლადის შენობები, მისი პირველადი მზიდი კონსტრუქციების სეისმურ ზემოქმედებაზე ქცევის მიხედვით, შემდეგი კონსტრუქციული ტიპებიდან მიეკუთვნება ერთ-ერთს:
a) მომენტმედეგი ჩარჩოები, რომელშიც ჰორიზონტალურ ძალებს წინაღობას უწევს უმთავრესად ღუნვაზე მომუშავე ელემენტები.
b) კონცენტრულ-ირიბნებიანი ჩარჩოები, რომელშიც ჰორიზონტალურ ძალებს უმთავრესად წინაღობას უწევს ღერძულ ძალებზე მომუშავე ელემენტები.
c) ექსცენტრულ-ირიბნებიანი ჩარჩოები, რომელშიც ჰორიზონტალურ ძალებს უმთავრესად წინაღობას უწევს ღერძულად დატვირთული ელემენტები, მაგრამ სქემის ექსცენტრისიტეტი ისეთია, რომ ენერგიის დისიპაცია შეიძლება მოხდეს სეისმურ კავშირებში ციკლური ღუნვის ან ციკლური ძვრის მეშვეობით.
d) ამობრუნებული ქანქარის ტიპის კონსტრუქციები და კონსტრუქცია, რომელშიც დისიპაციური ზონები სვეტის ფუძეშია განლაგებული.
e) ბეტონის გულის ან ბეტონის კედლების მქონე კონსტრუქცია, რომელშიც ჰორიზონტალურ ძალებს წინაღობას უწევს აღნიშნული გული ან კედელი.
f) მომენტმედეგი ჩარჩოები კომბინირებული კონცენტრულ-ირიბნებიანთან.
g) მომენტმედეგი ჩარჩოები კომბინირებული შევსებებთან.
ფოლადის კონსტრუქციების ძირითადი ტოპოლოგია
რედაქტირებაფოლადის სეისმომედეგი დისიპაციური კონსტრუქციების ძირითადი ტოპოლოგია დისიპაციური ელემენტების ტიპის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
მომენტმედეგი ჩარჩოები:
კონცენტრირებულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასი;
ექსცენტრულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასი.
მომენტმედეგი ჩარჩოები წარმოადგენენ სწორხაზოვანი კოჭებისა და სვეტებისგან შემდგარ ნაკრებს, რომელშიც კოჭები ხისტად არის შეერთებული სვეტებთან და ჰორიზონტალური სიხისტისა და სიმტკიცის ძირითად წყაროს წარმოადგენს ჩარჩოს ელემენტების მდგრადობა ღუნვაზე და სიმტკიცე. ასეთ ჩარჩოებში არსებობს მრავალი დისიპაციური ზონა და ისინი კონცენტრირებული არინ ელემენტის ბოლოში დისკრეტულ უბნებზე, ე.წ. პლასტიკურ სახსრებში, რომლებიც ახდენენ ენერგიის დისიპაციას თითქმის სტაბილური ღუნვის ციკლური ქცევის საშუალებით.
მომენტმედეგ ჩარჩოებში დისიპაციური ზონები უმთავრესად ლოკალიზებული უნდა იქნეს კოჭების პლასტიკურ სახსრებში ან კოჭი-სვეტის შეერთებებში, რის შედეგადაც ენერგიის დისიპაცია მოხდება ციკლური ღუნვის მეშვეობით. დისიპაციური ზონები ასევე შეიძლება მოთავსდეს სვეტებში:
- ჩარჩოს ფუძეში;
- მრავალსართულიანი შენობების ზედა სართულის სვეტის თავში;
- ერთსართულიანი შენობების სვეტების თავსა და ბოლოში.
კონცენტრულ-ირიბნებიან ჩარჩოებში დისიპაციური ზონები უმთავრესად გაჭიმულ დიაგონალებში უნდა მოთავსდეს.
ირიბნები შეიძლება ერთერთ შემდეგ კატეგორიას მიეკუთვნებოდეს:
- აქტიურად გაჭიმული დიაგონალური ირიბნები, რომელშიც მხოლოდ გაჭიმულ დიაგონალებს შეუძლია წინაღობა გაუწიოს ჰორიზონტალურ ძალებს, შეკუმშული დიაგონალები უგულვებელყოფილია;
- V-სებრი ირიბნები, რომელშიც როგორც გაჭიმულ, ასევე შეკუმშულ დიაგონალებს შეუძლია წინაღობა გაუწიოს ჰორიზონტალურ ძალებს. ამ დიაგონალების გადაკვეთის წერტილი მდებარეობს ჰორიზონტალურ ელემენტზე, რომელიც უწყვეტი უნდა იყოს.
- K-სებრი ირიბნები, რომელშიც დიაგონალების გადაკვეთა მდებარეობს სვეტზე, შეიძლება არ იქნეს გამოყენებული.
ექსცენტრულ-ირიბნებიანი ჩარჩოებისთვის ისეთი კონფიგურაცია უნდა იქნეს გამოყენებული, რომ ყველა ღერო აქტიური იყოს.
ამობრუნებული ქანქარის ტიპის კონსტრუქცია შეიძლება განიხილებოდეს, როგორც მომენტმედეგი ჩარჩო იმ შემთხვევაში, თუ სეისმომედეგი კონსტრუქციები შეიცავს ერთზე მეტ სვეტს, თითოეულ წინაღობის სიბრტყეში.
კონცენტრირებულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასის მედეგობა ჰორიზონტალური დატვირთვის მიმართ დამოკიდებულია უპირველეს ყოვლისა დიაგონალურ ელემენტებში განვითარებულ დიდ ღერძულ ძალებთან. აქ დისიპაციური ზონები წარმოდგენილია გაჭიმული დიაგონალებით (ნახ.2.27). კონცენტრირებულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასში უმეტესი დაზიანებისა გამოწვეულია გრუნტის ძლიერი მოძრაობით. შეერთებები შეიძლება დაპროექტდეს ბრუნვაზე შეზღუდული ან არაშეზღუდული იმ პირობით, რომ მათ შეუძლიათ ფაქტიურად გადასცენ ღერძული ციკლური გაჭიმვა და კუმშვა. ამიტომ შეერთების ქცევა სიბრტყეში და მის გარეთ და მათი გავლენა კოჭებისა და სვეტების ქცევაზე ყველა შემთხვევაში განხილული უნდა იქნეს. მაგ., თუ განიხილება გამბრჯენის ფასონურის ფირფიტით დაკავშირება, მაშინ დამაკმაყოფილებელი ქცევა იქნება უზრუნველყოფილი, თუ ფასონურას ფირფიტას მიეცემა საშუალება პლასტიკური ბრუნვისა.
ექსცენტრულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასი არის ჰორიზონტალური ძალის მიმართ მედეგი სისტემისა და ზემოთ აღწერილი სისტემების ჰიბრიდი და მასში მომენტმედეგი ჩარჩოსა და კონცენტრირებულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასის უპირატესობაა გაერთიანებული. ამით ის უზრუნველყოფს ციკლურ ჰორიზონტალურ დატვირთვაზე დიდ დრეკად სიხისტეს სტაბილური არადრეკადი რეაქციისა, კარგი მოქნილობისა და ენერგიის დისიპაციის უნართან ერთად. ეს კარკასი ხასიათდება მომენტმედეგ ჩარჩოებში ექსცენტრულად განთავსებული დიაგონალებით, რაც იძლევა გახისტების ეფექტს. კოჭები დაყოფილია ორ ან სამ ნაწილად, რომელთა შორის უმოკლესი არის დისიპაციური ელემენტი და ჰქვია “ლინკი” და ის ახდენს ენერგიის დისიპაციას არადრეკადი ციკლური ძვრითა და ღუნვით (ნახ.2.28)
ნახ.2.27. კონცენტრირებულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასის შესაძლო კონფიგურაცია /13/
ნახ.2.28. ექსცენტრულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასის ლინკის ზონის კვეთის მთელ სიღრმეზე გამახისტებელი ღერო /13/
ნახ.2.29. ექსცენტრულ ჩარჩოვან-კავშირებიანი კარკასის შესაძლო კონფიგურაცია /13/
ნახ.2.30. მომენტმედეგი ჩარჩოები (დისიპაციური ზონები კოჭებსა და სვეტების ფუძეში) αu/α1 -ის შესაძლო მნიშვნელობები /7/
ნახ.2.31. ჩარჩოები კონცენტრული დიაგონალური ირიბნებით (დისიპაციური ზონები მხოლოდ გაჭიმულ დიაგონალებში) /7/
ნახ.2.32. ჩარჩოები კონცენტრული V-სებრი ირიბნებით (დისიპაციური ზონები გაჭიმულ და შეკუმშულ დიაგონალებში) /7/
ნახ.2.33. ჩარჩოები ექსცენტრული ირიბნებით (დისიპაციური ზონები ღუნვის ან ძვრის შეერთებებში) αu/α1 შესაძლო მნიშვნელობები /7/
ნახ.2.34. ამოტრიალებული ქანქარა: ა)დისიპაციური ზონები სვეტის ფუძეში; ბ) დისიპაციური ზონები სვეტებში (αu/α1 შესაძლო მნიშვნელობები) /7/
ამ ნახაზებზე α1 არის სიდიდე, რომელზეც მრავლდება ჰორიზონტალური საანგარიშო სეისმური ზემოქმედება, რათა კონსტრუქციის ნებისმიერ ელემენტში პირველ რიგში მიღწეული იქნეს ღუნვაზე წინაღობა მაშინ, როცა ყველა დანარჩენი საანგარიშო ზემოქმედება უცვლელია;
αu არის სიდიდე, რომელზეც მრავლდება ჰორიზონტალური საანგარიშო სეისმური ზემოქმედება, რათა პლასტიკური სახსრის ფორმირება მოხდეს რამდენიმე კვეთში, საკმარისი იმისათვის, რომ განვითარდეს ერთიანი კონსტრუქციული არამდგრადობა, მაშინ როცა ყველა საანგარიშო ზემოქმედება უცვლელია.
ნახ.2.35. კონსტრუქციები ბეტონის გულით ან ბეტონის კედლებით /7/
ნახ.2.36. მომენტმედეგი ჩარჩო კომბინირებული კონცენტრულ ირიბნებთან (დისიპაციური ზონები მომენტმედეგ ჩარჩოში და გაჭიმულ დიაგონალებში) αu/α1 შესაძლო მნიშვნელობები /7/
ნახ.2.370. მომენტმედეგი ჩარჩო კომბინირებული შევსებებთან /7/
კოჭის კვეთის შემცირებით კავშირი ვუტების საშუალებით დაკავშირება ზესადები ფილით"
"ნახ.2.38. მომენტმედეგი ჩარჩოს მოდიფიცირებული კავშირების სქემები /7/
ნახ.2.39. ჩარჩოები K-სებრი ირიბნებით (დაუშვებელია) /7/
გეომეტრიის, დეტალებისა და მასალების იდენტიფიკაცია
რედაქტირებასაჭიროა შემდეგი ასპექტების გაანალიზება:
ა) ძირითადი კონსტრუქციული ლითონისა და შემაერთებელი დეტალების მასალის ფიზიკური მდგომარეობა არსებული დაზიანების გათვალისწინებით.
ბ) პირველადი და მეორადი სეისმური ელემენტების ფიზიკური მდგომარეობა არსებული დეგრადაციის გათვალისწინებით.
მოპოვებულ გეომეტრიულ მონაცემებში უნდა შედიოდეს შემდეგი პუნქტები:
ა) ჰორიზონტალური ძალების მზიდი სისტემების იდენტიფიკაცია.
ბ) ჰორიზონტალური დიაფრაგმების იდენტიფიკაცია.
გ) განივკვეთის საწყისი ფორმა და ფიზიკური ზომები.
დ) კრიტიკულ კვეთებში არსებულ განივკვეთის ფართობი, კვეთის წინაღობის მომენტი, ინერციის მომენტი და გრეხითი მახასიათებლები.
დეტალების მოპოვებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს შემდეგი პუნქტები:
ა) დამატებული შემაერთებელი ელემენტების - ზესადებების, კავშირებისა და სიხისტის ელემენტების ზომა.
ბ) ფოლადის გრძივი და განივი არმატურის და კომბინირებულ კოჭებში, სვეტებში და კედლებში გამოყენებული ჭანჭიკების (მანჭვალების) რაოდენობა.
გ) კრიტიკულ უბნებში შემომზღუდავი ფოლადის რაოდენობა და სათანადო განაწილება.
დ) არსებული შუალედური, გადადებით და კიდურა შეერთებების კონფიგურაცია და ხარისხი.
მასალების მოპოვებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს შემდეგი პუნქტები:
ა) ბეტონის სიმტკიცე.
ბ) ფოლადის სიმტკიცე დენადობის მიხედვით, დეფორმაციის განმტკიცება, მაქსიმალური სიმტკიცე და წაგრძელება.
შეძლებისდაგვარად უნდა შემოწმდეს კოჭი-სვეტის ბოლოებში თაროების კიდეებში და გარე ფირფიტების კონტურზე ძაბვები.
დისიპაციისათვის დაპროექტებული ელემენტების მასალის ხარისხის შესაფასებლად ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ცხლად ნაგლინი პროფილების კედლიდან.
არადისიპაციური ელემენტების და/ან შეერთებების მასალის თვისებების დასახასიათებლად გამოყენებული უნდა იქნეს თაროს ფირფიტებიდან ამოღებული ნიმუშები.
როცა შეზღუდულია დათვალიერება ან კომბინირებული ელემენტების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს სამშენებლო ნაწარმის გამა-რადიოგრაფული, ულტრასონური გამოცდები ან ბოროსკოპული დათვალიერება გაბურღული მისადგომი ხვრელების საშუალებით, რაც გამოცდის ქმედით მეთოდებს წარმოადგენს.
ძირითადი და შემავსებელი მასალის საიმედოობა დასაბუთებული უნდა იყოს ქიმიური და მეტალურგიული მონაცემების საფუძველზე.
იმის შესამოწმებლად, რომ ტემპერატურის გავლენის ზონებს, თუ არის ასეთი, და მის გარშემო მასალებს აქვთ ადეკვატური წინაღობა მყიფე ნგრევის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს დარტყმა-ბლანტი გამოცდები. შეიძლება გამოყენებული იქნეს დესტრუქციული და/ან არადესტრუქციული გამოცდები (თხევადი პენეტრანტი, მაგნიტური ნაწილაკები, აკუსტიკური ემისია) და ულტრასონური და ტომოგრაფიკული მეთოდები.
ახალი ელემენტების ფოლადის კვეთების სიგანის სისქესთან ფარდობა უნდა აკმაყოფილებდეს შეზღუდვას მოქნილობაზე.
განივი კავშირები ზრდის არსებული ან ახალი სვეტი-კოჭის წინაღობის უნარს მობრუნებაზე მოქნილი თაროებისა და კედლების შემთხვევაშიც კი. ასეთი განივი კავშირები უნდა მიდუღდეს თაროებს შორის.
განივი კავშირები უნდა განლაგდეს როგორც განივი ცალუღი გარცმულ ელემენტებში გამოსაყენებლად.
ახალი ნაწილებისათვის ან არსებული კონსტრუქციული ელემენტების შესაცვლელად გამოყენებული უნდა იქნას ფოლადი.
ყოველ ზღვრულ მდგომარეობაში (LS) კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცისა და სიხისტის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დატვირთვების ერთობლივი ქმედების ეფექტები.
განიერი თაროს მქონე კვეთებში ნიმუში უნდა ამოიჭრას შიდა ზონიდან თაროსა და კედელს შორის.
დისიპაციურ და არადისიპაციურ ზონებში ახალი ან მოდიფიცირებული ელემენტების გაძლიერებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს C კლასის ახალი ფოლადი.
სისტემის აღდგენა. ზოგადი
რედაქტირებაგლობალური აღდგენის სტრატეგიის გამოყენებით უნდა გაიზარდოს ჰორიზონტალური ძალის მზიდი სისტემების და ჰორიზონტალური დიაფრაგმების მზიდუნარიანობა და/ან შემცირდეს სეისმური ზემოქმედებით გამოწვეული მოთხოვნა.
აღდგენილი კონსტრუქციული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მასის, სიხისტის და სიმტკიცის განაწილების რეგულარობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი გრეხის ეფექტები და/ან მოქნილი სართულის მექანიზმი.
ბ). მასები და სიხისტეები საკმარისი უნდა იყოს კონსტრუქციის მაღალი მოქნილობის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დიდი არაკონსტრუქციული დაზიანება და მნიშვნელოვანი ეფექტები.
გ) უწყვეტობა და მარაგი ელემენტებს შორის როგორც გარანტია დატვირთვის თვალსაჩინო და ერთნაირი გადაცემისა და მყიფე დანგრევის პრევენციისა.
გლობალური ჩარევა უნდა შეიცავდეს შემდეგ სტრატეგიას:
ა) კონსტრუქციის და მისი საძირკვლის სისტემის გახისტებასა და გაძლიერებას.
ბ) კონსტრუქციის დამყოლობის გაზრდას.
გ) მასების შემცირებას.
დ) სეისმურ იზოლაციას.
ე) დამატებით ჩაქრობის შეყვანას.
მასების შემცირება შეიძლება მიღწეული იქნეს ერთერთი შემდეგი საშუალებით:
ა) მძიმე საფარი სისტემების შეცვლით შედარებით მსუბუქი სისტემებით.
ბ) გამოუყენებელი დანადგარების და შენახული ტვირთების გატანით.
გ) ქვის ტიხრების შეცვლით შედარებით მსუბუქი სისტემებით.
დ) ერთი ან მეტი სართულის მოხსნით.
ფუძის იზოლაცია არ უნდა იყოს გამოყენებული 1.0 წმ-ზე მეტი ძირითადი პერიოდის მქონე კონსტრუქციებისთვის. პერიოდები განსაზღვრული უნდა იქნეს მოდალური გაანგარიშებიდან.
მომენტმედეგი ჩარჩოები
რედაქტირებაფოლადის კოჭებსა და ბეტონის ფილებს შორის კომბინირებული მოქმედების ასამაღლებლად ძვრის სოგმანების მეშვეობით, გლობალური სიხისტის გასაზრდელად გამოყენებული უნდა იქნეს კოჭებისა და სვეტებისათვის რკინაბეტონის გარსაცმი ყველა ზღვრული მდგომარეობის შემთხვევაში.
ფოლადის ან კომბინირებული მომენტმედეგი ჩარჩოების აღდგენა შეიძლება განხორციელდეს ნახევრად ხისტი და/ან ნაწილობრივ ხისტი შეერთებებით.
ჩარჩო-კავშირებიანი კარკასები
რედაქტირებაკონცენტრულ-კავშირებიანი ჩარჩოების აღდგენისათვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს ექსცენტრულ კავშირებიან და ნახევრად-ირიბნიან ჩარჩოებს.
ნახევრად-ირიბნიანი ჩარჩოები ისეთი სისტემებია, რომლებშიც კავშირები მიერთებულია დისიპაციურ ზონასთან, და არა კოჭი-სვეტის კვანძთან.
კონცენტრულ, ექსცენტრულ კავშირებიანი და ნახევრად-ირიბნიანი ჩარჩოების დისიპაციურ ზონებში შეიძლება გამოყენებული იქნეს ალუმინი ან უჟანგავი ფოლადი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენება დასაბუთებულია გამოცდებით.
აღდგენის დროს დრეკადი რეაქციის გასაზრდელად და კოჭი-სვეტის არამდგრადობის პრევენციისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ფოლადის, ბეტონის და/ან კომბინირებული კედლები.
ფოლადის პანელებში შეიძლება გამოყენებული იქნეს დაბალი დენადობის ფოლადი და უნდა მოხდეს სამონტაჟო ჭანჭიკებით ჩამაგრება და ადგილზე მიდუღება.
მომენტმედეგ ჩარჩოებში ჰორიზონტალური სიხისტის გასაზრდელად შეიძლება გამოყენებული იქნეს სიხისტის კავშირები.
ელემენტების შეფასება და აღდგენა. ზოგადი მოთხოვნები
რედაქტირებამნიშვნელოვანი დაზიანების ზღვრული მდგომარეობის (SD LS) შემთხვევაში კოჭებში უნდა განვითარდეს სრული პლასტიკური მომენტები თაროსა ან კედელში ლოკალური მდგრადობის დაკარგვის გარეშე. დანგრევისპირა ზღვრული მდგომარეობში (NH LS) უნდა შეიზღუდოს ლოკალური მდგრადობის დაკარგვა.
უმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობის (DL LS)-სა და მნიშვნელოვანი დაზიანების ზღვრული მდგომარეობისთვის (SD LS), სვეტებში არ უნდა მოხდეს კუმშვა-გაჭიმვით და ღუნვით გამოწვეული დენადობა ან ლოკალური მდგრადობის დაკარგვა.
დიაგონალური კავშირები თავის თავზე უნდა იღებდეს პლასტიკურ დეფორმაციებსა და ენერგიის დისიპაციას დენადობის ციკლების მონაცვლეობით და აკმაყოფილებდეს მდგრადობას. უმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობის (DL LS) დროს თავიდან უნდა იქნეს ლოკალური მდგრადობის დაკარგვა.
მოქნილობის კოეფიციენტის შესამცირებლად ფოლადის ფირფიტები უნდა მიდუღდეს თაროებს და/ან კედლებს.
კოჭები. მდგრადობის დეფიციტი
რედაქტირებაენერგიის შთანთქმის გაზრდისათვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს კოჭებს, რომელთა მალის ფარდობა განივკვეთის სიმაღლესთან 15-სა და 18-ს შორისაა. ამიტომ აღდგენის შემთხვევაში გრძელი მალების დასამოკლებლად გამოყენებული უნდა იქნეს შუალედური საყრდენები.
მდგრადობის დეფიციტის მქონე თაროებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ჰორიზონტლური ჩამაგრება. ჰორიზონტლური ჩამაგრება არ მოეთხოვება ზედა თაროს, თუ კომბინირებული მოქმედება ფილასთან ერთად გარანტირებულია. სხვა შემთხვევაში, კომბინირებული მოქმედება უნდა გაიზარდოს.
წინაღობის დეფიციტი
რედაქტირებაკოჭის თაროებს ღუნვითი უნარის დეფიციტის გასაზრდელად უნდა დაემატოს ფოლადის ფირფიტები. არ მოითხოვება ფოლადის დამატება ზედა თაროზე, თუ კომბინირებული მოქმედება ფირფიტასთან ერთად გარანტირებულია. ალტერნატიულად, ღუნვითი უნარის დეფიციტიანი კონსტრუქციული ფოლადის კოჭები უნდა მოთავსდეს რკინაბეტონის გარსაცმიში.
გრძივი არმატურის ღეროები, რომლებიც უნდა დაემატოს ღუნვითი უნარის დეფიციტის შესამცირებლად, უნდა იყოს C კლასის.
წინაღობის დეფიციტის მქონე კოჭების აღდგენა უნდა შესრულდეს M დამყოლობის კლასისათვის.
H კვეთის მქონე კოჭის კედელს, ან ღრუტანიან კედელს უნდა დაემატოს ფოლადის ფირფიტები ძვრის უნარის დეფიციტის შესამცირებლად.
გაღუნული და დაბზარული თაროების აღდგენა
რედაქტირებაგაღუნული და/ან დაბზარული თაროები ან უნდა გაძლიერდეს ან შეიცვალოს ახალი ფირფიტებით.
გაღუნული ქვედა და/ან ზედა თაროები უნდა აღდგეს კოჭის კედლის ორივე მხარეს კედლის მთელ სიმაღლზე სიხისტის ელემენტის დამატებით და გაღუნული თაროს გაცხელებით გასწორებით, ან მათი მოხსნით და შეცვლით ანალოგიური ფირფიტით შემდეგნაირად:
კედლის სიხისტის ელემენტი უნდა განთავსდეს გაღუნული თაროს კიდესა და ცენტრში, შესაბამისად; სიხისტის ელემენტის სისქე ტოლი უნდა იყოს კოჭის კედლის სისქის.
ახალი ფირფიტები ან უნდა მიდუღდეს ძირითად თაროზე იმავე ადგილებში (ანუ უშუალოდ კოჭის კედელზე) ან მიდუღდეს არსებულ თაროზე. ორივე შემთხვევაში დამატებული ფირფიტები ორიენტირებული უნდა იყოს დაგლინვის მიმართულების გასწვრივ.
მოჭრისა და შეცვლის დროს თაროს ფირფიტების სპეციალური სამაგრი უნდა არსებობდეს.
თაროზე სქელი ფირფიტის მიდუღების ნაცვლად უმჯობესია ფოლადის კოჭი ჩაისვას რკინაბეტონის გარსაცმში.
კოჭების შესუსტება
რედაქტირებაფოლადის კოჭების დამყოლობა შეიძლება გაიზარდოს კოჭების თაროების შესუსტებით საჭირო ადგილებში, რათა დისიპაციურმა ზონამ გადაიწიოს შეერთებებიდან მოშორებით. კოჭის შესუსტებული კვეთები იქცევა როგორც დამცველი, რომელიც იცავს კოჭი-სვეტის შეერთებებს ნაადრევი რღვევისაგან.
სვეტები
რედაქტირებამდგრადობის დეფიციტი
რედაქტირებასიგანის სისქესთან ფარდობა შეიძლება შემცირდეს ფოლადის ფილების მიდუღებით თაროსთან და/ან კედელთან.
ღრუკვეთის სიგანის სისქესთან ფარდობა შეიძლება შემცირდეს გარედან ფოლადის ფირფიტების მიდუღებით.
ჰორიზონტალური ჩამაგრება უნდა განხორციელდეს ორივე თაროსთვის სიხისტის ელემენტებით.
წინაღობის დეფიციტი
რედაქტირებაკვეთის ღუნვითი უნარის გასაზრდელად, H კვეთის მქონე ელემენტის თაროებს და/ან კედლებს და ღრუტანიან კედელს შეიძლება მიდუღდეს ფოლადის ფირფიტები.
ღუნვის უნარის გასაზრდელად კონსტრუქციული ფოლადის სვეტები შეიძლება ჩაისვას რკინაბეტონის გარსაცმში.
გაღუნული და დაბზარული თაროებისა და დაბზარული პირაპირების აღდგენა
რედაქტირებაგაღუნული და/ან დაბზარული თაროები და დაბზარული პირაპირები უნდა გაძლიერდეს ან შეიცვალოს ახალი ფირფიტებით.
გაღუნული და დაბზარული თაროები უნდა აღდგეს თაროს გაღუნული ფირფიტის მოშორებით და ანალოგიური ფირფიტით შეცვლით ან გასწორდეს გაცხელებით.
პირაპირის ბზარები უნდა აღდგეს სვეტების თაროებზე (ზედაპირზე) გარე ფირფიტების დამატებით სრულყოფილი ღარული პენეტრაციული შედუღებით. დაზიანებული ნაწილი უნდა მოიხსნას და შეიცვალოს საიმედო მასალით. დამატებული ფირფიტების სისქე არსებულის ტოლი უნდა იყოს. შემცვლელი მასალა ისე უნდა მოთავსდეს, რომ ნაგლინის მიმართულება შეუთავსდეს სვეტისას.
სვეტებში ბზარის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ბზარის ბოლოებში მცირე ზომის ნახვრეტები უნდა გაიბურღოს.
გამოყენებული უნდა იქნეს მაგნიტური ფხვნილით ან თხევადი პენეტრანტით ტესტირება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბზარიდან 150მმ-მდე მანძილზე არავითარ დეფექტს და/ან წყვეტას არ ჰქონდეს ადგილი.
სვეტის პირაპირებთან დაკავშირებული მოთხოვნები
რედაქტირებასვეტის ზომის (სინათლეზე) სიმაღლის შუა მესამედში უნდა მოეწყოს ახალი პირაპირები. ისინი უნდა მოეწყოს იმისათვის, რომ განვითარდეს საანგარიშო სიმტკიცე ძვრაზე არა ნაკლები ორი დაკავშირებული ელემენტის ძვრაზე მოსალოდნელი სიმტკიციდან უმცირესის მნიშვნელობისა და ღუნვაზე საანგარიშო სიმტკიცის 50%-ზე ნაკლები ორი შეერთებული განივკვეთის ღუნვაზე მოსალოდნელი სიმტკიცის უმცირესი მნიშვნელობისა.
სვეტის პანელური ზონა
რედაქტირებააღდგენილი სვეტის პანელურ ზონაში, კოჭი-სვეტის შეერთების არეში, შენარჩუნებული უნდა იქნეს დრეკადობა უმნიშვნელო დაზიანების ზღვრულ მდგომარეობაში (DL LS).
სვეტის კედლის გასახისტებლად და გასაძლირებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს კედლის პარალელური და თაროს წვეროსთან შედუღებული ფოლადის (ორმაგი) ფირფიტები.
სვეტის კედელზე კოჭის თაროს დონეზე მიდუღებული უნდა იქნეს განივი სიხისტის ელემენტი.
ყველა ზღვრული მდგომარეობის დამაკმაყოფილებელი ქცევის უზრუნველსაყოფად სვეტის კედლის ორივე მხარეს სიმეტრიულად უნდა განთავსდეს უწყვეტი ფირფიტები კოჭის თაროების სისქეზე არანაკლები სისქის.
კავშირის ელემენტები
რედაქტირებამდგრადობის დეფიციტი
რედაქტირებადიაგონალური კავშირების ჰორიზონტალური სიხისტე შეიძლება გაუმჯობესდეს შეერთებაში ბოლოების სიხისტის გაზრდით.
აღდგენისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს X-სებრ კავშირებს V ან ამობრუნებულ V-სებრ კავშირებთან შედარებით. K-სებრი კავშირები შეიძლება არ იქნეს გამოყენებული.
კავშირის ელემენტში მდგრადობის დაკარგვის საწინააღმდეგოდ შემდგომი მუშაობის გასაუმჯობესებლად ეფექტურია ახლო-ახლოს განლაგებული ზესადები ფირფიტები, განსაკუთრებით ორმაგი კუთხოვანის ან ორმაგი შველერის შემთხვევაში. თუ არსებულ სვეტებში უკვე არის ეს ფირფიტები, მაშინ შეიძლება მიდუღებული იქნეს ახალი ფირფიტა და/ან არსებული ზესადებიანი შეერთებები უნდა გაძლიერდეს.
წინაღობის დეფიციტი
რედაქტირებაუმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობაში (DL LS) საანგარიშო სეისმური ზემოქმედების დროს ღერძული კუმშვა არ უნდა აღემატებოდეს კავშირის ელემენტის განივკვეთის ნორმალურ ძალებზე პლასტიკური წინაღობის საანგარიშო მნიშვნელობის 80%.
თუ მხოლოდ დანგრევისპირა ზღვრული მდგომარეობის (NC LS) შემოწმება არ ხდება, მაშინ კონცენტრულ-კავშირებიანი ჩარჩოს კავშირის ელემენტების კუმშვის უნარი ნაკლები არ უნდა იყოს განივკვეთის ნორმალურ ძალებზე, პლასტიკური წინაღობის საანგარიშო მნიშვნელობის 50%-ზე.
შეერთებების აღდგენა
რედაქტირებაზოგადი
რედაქტირებააღდგენილი ელემენტების შეერთებები უნდა შემოწმდეს აღდგენილი ელემენტების წინაღობების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება საწყისზე (აღდგენამდე) მეტი იყოს.
აღდგენის სტრატეგია შეიძლება გამოყენებული იქნეს ფოლადის ან კომბინირებული მომენტური და კავშირებიანი ჩარჩოებისთვის.
კოჭი-სვეტის შეერთება
რედაქტირებააღდგენის მიზანი უნდა იყოს კოჭის პლასტიკური სახსრის გადაწევა სვეტის ზედაპირიდან მოშორებით.
კოჭი-სვეტის შეერთების აღდგენა შეიძლება ან შედუღების განახლებით, ან შესუსტების სტრატეგიით ან გაძლიერების სტრატეგიით.
შედუღების შეცვლა
რედაქტირებაარსებული შუასადების მასალა უნდა მოიხსნას და შეიცვალოს გამძლე მასალით.
ქვესადები ღეროები შედუღების შემდეგ უნდა მოცილდეს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ბზარების წარმოქმნა.
სვეტის პანელის გაძლიერებისა და გახისტებისთვის პანელური ზონის ზევიდან და ქვევიდან გამოყენებული უნდა იქნეს განივი სიხისტის ელემენტები მათი სისქე არ უნდა იყოს კოჭის თაროების სისქეზე ნაკლები.
განივი სიხისტისა და კედლის სიხისტის ელემენტები შედუღებული უნდა იქნეს სვეტის თაროებთან და კედელთან შეერთების სრული პენეტრაციული შედუღებით.
შესუსტების სტრატეგია
რედაქტირებაშესუსტებული განივკვეთის მქონე კოჭების შეერთება
რედაქტირებაშესუსტებული განივკვეთების მქონე კოჭის შემთხვევაში, პლასტიკური სახსარი შეიძლება განვითარდეს შესუსტებული განივკვეთის ფარგლებში, რაც ამცირებს რღვევის ალბათობას კოჭის თაროს შედუღებებსა და მის გარშემო ტემპერატურული გავლენის ზონებში.
კოჭი უნდა დაუკავშირდეს სვეტის თაროს კედლების შედუღებით ან სვეტის თაროს ზედაპირსა და კოჭის კედელთან მიდუღებული ყურით. ყურის სიგრძე ტოლი უნდა იყოს 5მმ-ით გადაწეული შედუღების მისადგომ ნახვრეტებს შორის მანძილისა. ყურის მინიმალური საჭირო სისქე ტოლი უნდა იყოს 10მმ. ძვრის ყური გადაჭრილი უნდა იყოს კვადრატულად ან უნდა იყოს კონუსისებური დაბოლოებით (წამახვილების კუთხე დაახლოებით 150) და უნდა მოთავსდეს კოჭის კედლის ორივე მხარეს.
სვეტის თაროს შედუღებაში გამოყენებული უნდა იქნეს ღარული ან ლილვაკით შედუღება, ხოლო კოჭის კედლისთვის - ლილვაკით შედუღება. ალტერნატივის სახით დასაშვებია ძვრის მარყუჟების კოჭის კედელთან მიმაგრება ჭანჭიკებით.
შესუსტებული განივკვეთების მქონე კოჭების ზონაში არ უნდა განლაგდეს ძვრის მანჭვალები.
ნახევრად ხისტი შეერთებები
რედაქტირებანახევრად ხისტი და/ან ნაწილობრივ ხისტი შეერთებები, ეს იქნება ფოლადის თუ კომბინირებული, შეიძლება გამოყენებული იქნეს დიდი პლასტიკური დეფორმაციების მისაღწევად რღვევის რისკის გარეშე.
კოჭის ზედა თაროს უნდა მიედუღოს სრული ურთიერთზემოქმედების ძვრის მანჭვალები.
ნახევრადხისტი შეერთებები შეიძლება დაპროექტდეს იმ დაშვებით, რომ ძვრაზე წინაღობა უზრუნველყოფილი იყოს კედელზე მიმაგრებული ელემენტებით, ხოლო ღუნვაზე წინაღობა - კოჭის თაროებითა და ფილის არმატურით, თუ არის ასეთი.
გაძლიერების სტრატეგია
რედაქტირებავუტებით შეერთება
რედაქტირებაკოჭი-სვეტის შეერთება შეიძლება გაძლიერდეს კოჭის მხოლოდ ზედა თაროზე ან ზედა და ქვედა თაროებზე ვუტების დამატებით, რათა დისიპაციურმა ზონამ გადაიწიოს ვუტის ბოლოში. ვუტის დამატება ქვედა თაროზე უფრო მოხერხებულია, რადგან ქვედა თარო ჩვეულებრივად ბევრად უფრო ადვილად მისადგომია ვიდრე ზედა. გარდა ამისა, კომბინირებული ფილა, თუ არის ასეთი, არ უნდა მოიხსნას.
სხვადასხვა ტიპის ვუტის დეტალებს შორის ყველაზე ეფექტურია სამკუთხა თ-ფორმის ვუტები. თუ მხოლოდ ქვედა ვუტები ემატება, მაშინ მათი სისქე დაახლოებით ტოლი უნდა იყოს კოჭის განივკვეთის სიმაღლის დაახლოებით ერთი მეოთხედის. ზედა და ქვედა ვუტებით შეერთებებში, ვუტის განივკვეთის სიმაღლე დაახლოებით ტოლი უნდა იყოს კოჭის სიმაღლის მესამედის.
სვეტის პანელის ზონის გასაძლიერებლად გამოყენებული უნდა იქნეს განივი სიხისტის ელემენტები კოჭის ზედა და ქვედა თაროების დონეზე.
განივი სიხისტის ელემენტები გამოყენებული უნდა იქნეს ვუტის ბოლოებშიც სვეტის კედლისა და კოჭის კედლის გასაძლიერებლად.
კოჭის კედლის ვერტიკალური სიხისტის ელემენტები უნდა განლაგდეს მთელ სიმაღლეზე და მიდუღებული უნდა იქნეს კედლის ორივე მხარეს. მათი სისქე საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ წინაღობა გაუწიოს ვუტიან თაროში მოქმედი ძალის ვერტიკალურ მდგენელს ამ ადგილას და არ უნდა იყოს კოჭის თაროს სისქეზე ნაკლები.
ვუტები შედუღებული უნდა იქნეს როგორც სვეტის, ასევე კოჭის თაროებთან ერთიანი სრული პენეტრაციული შედუღებით.
ვუტებით შეერთებებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ნაბიჯ-ნაბიჯ დაპროექტების პროცედურა, როგორიცაა:
ვუტის წინასწარი ზომების შერჩევით ვუტის ფირფიტის მოქნილობაზე შეზღუდვის გათვალისწინებით.
ზესადები ფირფიტით შეერთება
რედაქტირებაზესადები ფირფიტით შეერთებით შესაძლებელია თაროსთან მიდუღების ადგილას ძაბვების შემცირება და კოჭში დენადობის ადგილის გადაწევა ზესადები ფირფიტის ბოლოში.
ზესადები ფირფიტები შეიძლება გამოყენებული იქნეს კოჭის ან მხოლოდ ქვედა თაროსთვის ან კოჭის ზედა და ქვედა თაროებისთვის.
ფოლადის ზესადებ ფირფიტებს მართკუთხა ფორმა უნდა ჰქონდეს და უნდა მოთავსდეს კოჭის პარალელურად დაგლინვის მიმართულებით.
უპირატესობა უნდა მიენიჭოს კოჭის კედლების შედუღებით შეერთებას და შედარებით თხელ და მოკლე ზესადებ ფირფიტებს ვიდრე ჩახრახვნით შეერთებას და მძიმე და გრძელ ფირფიტებს.
მოკლე მალიანი კოჭებისათვის და დიდი გადამჭრელი ძალების შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული გრძელი ფირფიტები
სხვადასხვა ძლიერი მიწისძვრის დროს ფოლადის შენობებში მოხდა ბევრი ”პათოლოგიური” დაზიანება: დამპროექტებლები ელოდებოდნენ, რომ შენობის ჩარჩოების ფოლადის ელემენტებში სრულად განვითარდებოდა დენადობა და საბოლოოდ კონსტრუქცია დაინგრეოდა მოქნილი სქემის მიხედვით მას შემდეგ, რაც შთანთქამდა გრუნტის ძლიერი მოძრაობის დროს გამოყოფილ ენერგიის ნაწილს. ამის საპირისპიროდ კი მოხდა ტიპიური დაბალი ენერგიული დაზიანება.
სვეტებში ლოკალური გაღუნვა უმეტესად გამოწვეულია ცუდი შედუღებით.
დაზიანება ძირითადად ხდება კავშირებში. ტიპიურია სვეტის ფუძის ფილის დაზიანება, რაც გამოწვეულია საანკერო ჭანჭიკების ღრვევით ან ჭანჭიკებით ჩამაგრებული ელემენტების მსხვრევით, გამოწვეული ნახვრეტების არსებობით, რაც იწვევს დაბალი წინაღობის მქონე ნაწილებად დაყოფას (სურ.2.21).
ელემენტის მოქნილობა განპირობებულია გლობალურად გაღუნვის ფენომენით. აქ კავშირის ელემენტების მთლიანმა გაღუნვამ გამოიწვია პერმანენტული დეფორმაცია, რომელმაც შეცვალა ჰისტერეზისის მარყუჟი და საბოლოოდ შეამცირა ენერგიის შთანთქმის უნარი (სურ.2.22).
სურ. 2.26. დაზიანებები კვეთში /9/
სურ.2.27. დაზიანებები კავშირებში /9/
სურ.2.28. ელემენტის დაზიანება/9/
ქვედა შედუღების დაზიანების გავრცელება დაზიანება კონსტრუქციულ ნაწილში
სურ. 2.29. ტიპიური დაზიანება მომენტმედეგი ჩარჩოს კავშირებში /9/
ბოლოდროინდელმა კვლევებმა შესაძლებელი გახადა ფოლადის შენობების დაზიანების ზოგიერთი მიზეზის დადგენა. ერთის მხრივ ეს არის ელემენტების შედუღებისას დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტების გამოყენება და მეორეს მხრივ – გაზრდილი სეისმური დატვირთვა და ცუდი დაპროექტება, რამაც განაპირობა ბრუნვაზე დამყოლობის დაბალი მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის მოთხოვნილი. სხვა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მსხვრევადობაზე, დაკავშირებულია მასალის თვისებებზე, ტემპერატურაზე, დეფორმაციის სიდიდეზე, კვანძის გეომეტრიაზე, ფილების სისქეზე და სხვა.
ქვის შენობები
რედაქტირებაამ ბოლო დრომდე ევროპაში ქვის წყობისათვის ნორმებისა და სტანდარტების არ არსებობა წარმოადგენდა მთავარ მიზეზს იმისა, რომ ქვის წყობას არ იყენებდნენ კონსტრუქციულ მასალად. გაანგარიშების კრიტერიუმები ძირითადად ემპირიული და ინტუიტური იყო, რაც ეფუძნებოდა მიახლოებით გაანგარიშებას და მოძველებულ ფორმატს. ბოლო დროს, ევროპულ დონეზე, ქვის წყობის კონსტრუქციების ტექნოლოგიური და მექანიკური ასპექტები დარეგულირდა ევროკოდი-6 “ქვის კონსტრუქციების დაპროექტება” და ევროკოდი-8 ”კონსტრუქციების სეისმომედეგობაზე დაპროექტება” - საშუალებით.
როგორც ცნობილია, მიწისძვრის ზემოქმედება ნაგებობაზე დამოკიდებულია მაგნიტუდაზე და მიწისძვრის დინამიკურ მახასიათებლებზე, ნაგებობის განლაგებაზე, გრუნტის გეოლოგიურ მდგომარეობაზე, ნაგებობის ფორმაზე, საძირკველზე, კონსტრუქციულ მასალაზე, დაპროექტების ადეკვატურ დებულებებზე, კონსტრუქციული ელემენტების დეტალიზაციაზე და სხვა. მაგრამ უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რეგულარობა გეგმაში და სიმაღლეში და ისეთი მასალის გამოყენება, რომლიც ადეკვატურად უზრუნველყოფს ნაგებობის სათანადო სეისმომედეგობას სეისმური ზემოქმედების მიმართ. სამწუხაროდ ბევრი ნაგებობა არ პასუხობს ამ მოთხოვნებს.
მე-20 საუკუნის დასაწყისში სამმა ძლიერმა მიწისძვრამ მნიშვნელოვანი მაგნიტუდით აჩვენა, რომ ნაგებობა ქვის წყობით დაუცველია მიწისძვრის ზემოქმედებისგან და ამიტომ ქვის მზიდი კონსტრუქციები შეცვლილი იქნა რკინაბეტონის და ფოლადის კონსტრუქციებით.
ბოლო წლებში განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ მიწისძვრის (აშშ – ლომა-პრიეტას მიწისძვრა-1989წ. და იაპონიაში, კობეს მიწისძვრა-1995წ.) - შედეგების გაანალიზებაში აჩვენა, რომ დაუარმატურებული ქვის წყობის გამოყენება სეისმურ რეგიონებში რეკომენდებულია მხოლოდ მცირე სართულიანი შენობებისათვის. თანამედროვე ნაგებობები, აგებული, ნორმების შესაბამისად: მოჩარჩოებული და დაარმატურებული ქვის წყობით კარგად მუშაობს სეისმური ზემოქმედების დროს და არსებული ნაგებობები, გაძლიერებული ანტისეისმური მოთხოვნების შესაბამისად, მიწისძვრის დროს იქცევიან ადეკვატურად.
სურ.2.30. მიწისძვრის დამანგრეველი ეფექტი: ა) სან-ფრანცისკო,აშშ,1906წ; ბ) მესინა, იტალია,1908წ. გ) ტოკიო,იაპონია,1923წ.
სურ. 2.31. აგურის შენობის დაზიანება /32/
ჰორიზონტალური ძალის მზიდი ბეტონის ან აგურის ელემენტებისათვის, დაუარმატურებელი, Mმოჩარჩოებული ან დაარმატურებული ქვის შენობების სისტემებისათვის დაწვრილებით უნდა იქნეს შესწავლილი შემდეგი საკითხები:
ზოგადი:
ა) ქვის წყობის შემადგენელი ელემენტები (მაგ. თიხა, დუღაბი, ღრუტანიანი, მასიური და ა.შ,)
ბ) ქვის წყობის შემადგენელი ელემენტების ფიზიკური მდგომარეობა და რაიმე დაზიანების არსებობა.
გ) ქვის წყობის შემადგენელი ელემენტების ფორმა და მათი კავშირები, ასევე ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდ ელემენტებს შორის დატვირთვის გადაცემის უწყვეტობა.
დ) ქვის წყობის შემადგენელი ელემენტების მასალების მახასიათებლები და შეერთების კვანძების ხარისხი.
ე) მოსაპირკეთებელი ფილების არსებობა და მიმაგრება, არამზიდი კომპონენტების არსებობა, ტიხრებს შორის მანძილი.
ვ) ინფორმაცია განსახილველი შენობისა და მეზობლად მდებარე შენობის პოტენციურ ურთიერთზემოქმედებაზე.
მოპოვებული მონაცემები უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
გეომეტრია:
ა) ყველა დიაფრაგმის ზომა - სიგანის, სიგრძის და სისქის ჩათვლით და მათი განლაგება.
ბ) ქვის წყობის შემადგენელი ელემენტების ზომები
გ) კედლებში ღიობების ზომა და განლაგება (კარები, ფანჯრები)
დ) გრავიტაციული დატვირთვების განაწილება მზიდ კედლებზე
დეტალები:
ა) კედლების კლასიფიკაცია: დაუარმატურებელი, მოჩარჩოებულული ან დაარმატურებული.
ბ) დუღაბის არსებობა და მისი ხარისხი.
გ) დაარმატურებული კედლების შემთხვევაში ჰორიზონტალური და ვერტიკალური არმატურის რაოდენობა.
დ) მრავალშრიანი ქვის წყობისათვის (რიყის ქვის გულიანი კედლები) შრეების რაოდენობის იდენტიფიკაცია, შესაბამისი მანძილები და საკოჭების განლაგება, თუ არსებობს.
ე) დუღაბიანი ქვის წყობის ტიპის, ხარისხისა და ნაკერების მდებარეობის განსაზღვრა.
ვ) დუღაბისა და დუღაბით გადაბმის ტიპის და მდგომარეობის განსაზღვრა; ხსნარის წინაღობის, ეროზიისა და გამკვრივების გამოკვლევა; ხსნარის დეფექტების იდენტიფიკაცია, როგორიცაა ბზარები, შიდა სიცარიელეები, დაბალი სიმტკიცის კომპონენტები და ხარისხის დაქვეითება.
ზ) ორთოგონალურ კედლებს შორის კავშირების ტიპისა და მდგომარეობის იდენტიფიკაცია.
თ) კედლებსა და სართულშუა გადახურვასა ან სხვენის გადახურვას შორის კავშირების ტიპისა და მდგომარეობის იდენტიფიკაცია.
ი) წყობის ჰორიზონტალურ ნაკერებში ჰორიზონტალური ბზარების, ვერტიკალურ ნაკერებსა და ქვის წყობის შემადგენელი ელემენტებში ვერტიკალური ბზარების და ღიობების მახლობლობაში დიაგონალური ბზარების იდენტიფიკაცია და განლაგების განსაზღვრა.
კედლების ვერტიკალურობიდან გადახრისა და გარე მოპირკეთების ან სხვა ელემენტების, როგორიცაა პარაპეტები და საკვამლე მილები, გამოყოფა.
მასალები:
კონსტრუქციის ხარისხის ერთგვაროვნებისა და ხარისხის დაქვეითების არსებობის რაოდენობრივი შეფასებისათვის და შესაბამისობის დასადგენად შეიძლება გამოყენებული იქნეს შემდეგი ტიპის არადესტრუქციული გამოცდები:
ა) ულტრასონური ან მექანიკური პულსირების სიჩქარე ქვის წყობის მასალების სიმკვრივისა და მოდულის ვარიაციების და ბზარებისა და წყვეტების არსებობის დასადგენად
ბ) ბგერითი იმპულსური გამოცდა რკინაბეტონის კედლების ცემენტით დაფარვის შესაბამისობის შესახებ.
დ) რადიოგრაფია და შრის მზომები ფოლადის არმატურის განლაგების შესაბამისობის დასადგენად, სადაც ეს საჭიროა.
დამატებითი გამოცდები შეიძლება ჩატარდეს ქვის წყობის მასალის მახასიათებლების სანდოობის დონის ასამაღლებლად ან ქვის წყობის მდგომარეობის შესაფასებლად. შესაძლო გამოცდებია:
ა) შმიდტის ჩაქუჩით გამოცდა ქვის წყობის გარე კედლების ზედაპირების სიმტკიცის შესაფასებლად.
ბ) ქვის წყობის ჰიდრავლიკური დომკრატით გამოცდა ძვრაზე სიმტკიცის ადგილზე გასაზომად.
გ) ჰიდრავლიკური დომკრატით გამოცდა ადგილზე ვერტიკალური მკუმშავი ძაბვის გასაზომად, რომელსაც წინაღობას უწევს ქვის წყობა. ეს გამოცდა იძლევა ინფორმაციას საკუთარი წონით დატვირთვის განაწილების, კედლებში ღუნვით გამოწვეული ძაბვების და ბეტონის ჩარჩოთი Mმოჩარჩოებული შეკუმშული ქვის შემავსებელ კედლებში ძაბვების შესახებ.
დ) დიაგონალურ კუმშვაზე გამოცდა ქვის წყობის ძვრაზე სიმტკიცისა და ძვრის მოდულის დასადგენად.
ე) განსაზღვრული უბნებისა ან ელემენტების ფართო მასშტაბიანი დესტრუქციული გამოცდები მთლიანი კონსტრუქციული მახასიათებლების სანდოობის დონის ასამაღლებლად ან გარკვეული ინფორმაციის, როგორიცაა სიბრტყის გარეთ სიმტკიცის, შეერთებების და ღიობების ქცევის, თავის სიბრტყეში სიმტკიცის და დეფორმაციის უნარის შესახებ. გაანგარიშების მეთოდები:
გაანგარიშების მოდელის დასადგენად კედლების სიხისტე უნდა განისაზღვროს ღუნვაზე და ძვრაზე დამყოლობის გათვალისწინებით, დაბზარული მდგომარეობის შესაბამისი სიხისტის გამოყენებით. უფრო ზუსტი განსაზღვრის არ არსებობის შემთხვევაში, ორივეს მონაწილეობა სიხისტეში შეიძლება აღებული იქნეს დაუბზარავის შესაბამისი მნიშვნელობის ნახევარი.
მოდელში ქვის წყობის ვერტიკალური ფანჯრებსშორისი (მოიცავს სივრცეს ერთი სართულის ფანჯრის ზღუდარსა და ზედა სართულის ფანჯრის რაფისქვეშა კედელს შორის) შეიძლება შევიდეს როგორც კედლის ორი ელემენტის შემაწყვილებელი კოჭი.
გაანგარიშების წრფივი მეთოდები: სტატიკური და მრავალმოდალური გამოიყენება შემდეგ პირობებში:
ა) ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდი კედლები რეგულარულად არის განლაგებული ორივე ჰორიზონტალური მიმართულებით.
ბ) კედლები თავის სიმაღლეში უწყვეტია.
გ) სართულშორის გადახურვებს აქვს საკმაო სიხისტე თავის სიბრტყეში და საკმაოდ კარგად არის დაკავშირებული პერიმეტრულ კედლებთან იმ თვალსაზრისით, რომ მათ შეუძლიათ, როგორც ხისტ დიაფრაგმას, გადაანაწილონ ინერციული ძალები ვერტიკალურ ელემენტებს შორის.
დ) საერთო კედლის მოპირდაპირე მხარეებზე სართულშორისი გადახურვები მოწყობილია ერთსა და იმავე ნიშნულზე
ე) ყოველ სართულზე, ყველაზე ხისტი კედლის და ყველაზე სუსტი პირველადი სეისმური კედლის სიბრტყეში, ღიობების არსებობის გათვალისწინებით, ჰორიზონტალური სიხისტეების ფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 2.5-ს.
ვ) ქვის წყობის ვერტიკალური ფანჯრებსშორისი ელემენტები, რომლებიც მოდელშია ჩართული, ქმნიან ბლოკებს, რომლებიც ადეკვატურად არის მიმაგრებული მომიჯნავე კედლებთან, ან გააჩნიათ შემკრავი საკოჭი.
გაანგარიშების არაწრფივი მეთოდები: სტატიკური და დინამიკური გამოყენებული უნდა იქნეს მაშინ, როდესაც ზემოთ მოყვანილი პირობები არ არის დაკმაყოფილებული.
უნარის შეფასება ხდება სხვენის გადახურვის გადაადგილების მიხედვით. მაქსიმალური გადაადგილების უნარი აიღება როგორც სხვენის გადაადგილება, რომლის შესაბამისი ჯამური ჰორიზონტალური წინაღობა (ძვრის ძალა ფუძეში) კონსტრუქციის პიკური წინაღობის 80%-ზე ნაკლებია, რაც გამოწვეულია ჰორიზონტალური დატვირთვის მზიდი ელემენტების ზრდადი დაზიანებით და რღვევით.
ნგრევისპირა ზღვრული მდგომარეობა - გლობალური რეაქციის მიხედვით შეფასების კრიტერიუმები შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ არაწრფივი გაანგარიშების შემთხვევაში. გლობალური უნარი ამ შემთხვევაში შეიძლება აღებული იქნეს როგორც არაწრფივი მეთოდებით განსაზღვრული მაქსიმალური გადაადგილების უნარის ტოლი.
მნიშვნელოვანი დაზიანების ზღვრული მდგომარეობა - გლობალური უნარი მნიშვნელოვანი დაზიანების ზღვრული მდგომარეობის (SD LS) შემთხვევაში შეიძლება აღებული იქნეს მაქსიმალური გადაადგილების უნარის 3/4-ის ტოლი.
უმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობა - წრფივი გაანგარიშების შემთხვევაში კრიტერიუმი გლობალური შეფასებისთვის ისაზღვრება ჰორიზონტალური სეისმური ზემოქმედებისას ფუძეში ძვრის ძალის მიხედვით. უნარი შეიძლება აღებული იქნეს ცალკეული კედლის ძვრაზე უნარების ჯამის ტოლი, რადგან იგი ისაზღვრება ღუნვის ან ძვრის მიხედვით სეისმური ზემოქმედების ჰორიზონტალური მიმართულებით. მოთხოვნა არის მაქსიმალური ძვრის ძალა ფუძეში, გამოთვლილი წრფივ გაანგარიშებაში განხილული მიმართულებისათვის.
არაწრფივი გაანგარიშების შემთხვევაში კრიტერიუმი გლობალური შეფასებისთვის ისაზღვრება, როგორც ერთი თავისუფლების ხარისხის მქონე ეკვივალენტური სისტემის იდეალიზებული დრეკად-პლასტიკური ძალა – გადაადგილებას შორის დამოკიდებულების დენადობის წერტილი (დენადობის ძალა - დენადობის გადაადგილება).
ღერძულ ძალაზე და ღუნვაზე მომუშავე ელემენტები
რედაქტირებადანგრევისპირა ზღვრული მდგომარეობის შემთხვევაში დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი, რომელიც მოწმდება ღუნვის მიხედვით, შეიძლება გამოისახოს სართულშორისი გადახრით და აიღება 3/4-ის ტოლი -დან პირველადი სეისმური კედლებისათვის და -დან – მეორადისთვის. სადაც:
არის კედლის სისქე ჰორიზონტალურ სიბრტყეში,
H0 არის მანძილი გადაღუნვის ხაზსა და იმ კვეთს შორის, სადაც ღუნვითი უნარი მიღწეულია. მნიშვნელოვანი დაზიანების ზღვრული მდგომარეობა (SD LS)
დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი მოწმდება ღუნვის მიხედვით და შეიძლება გამოისახოს სართულშორისი გადახრებით და აიღება -ის ტოლი პირველადი სეისმური კედლებისათვის, ხოლო -ის ტოლი – მეორადისთვის, სადაც:
არის კედლის სისქე ჰორიზონტალურ სიბრტყეში,
H0 არის მანძილი გადაღუნვის ხაზსა და იმ კვეთს შორის, სადაც ღუნვითი უნარი მიღწეულია.
დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი ძვრაზე, ღერძული ძალის ზემოქმედების დროს, დამოკიდებულია ღუნვაზე,
უმნიშვნელო დზიანების ზღვრული მდგომარეობის შემთხვევაში
დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი, რომელიც მოწმდება ღუნვის მიხედვით, შეიძლება აღებული იქნეს ძვრაზე უნარის სახით. დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი ძვრაზე, ღერძული ძალის ზემოქმედების დროს, დამოკიდებულია ღუნვაზე.
ძვრაზე მომუშავე ელემენტები
რედაქტირებადანგრევისპირა ზღვრული მდგომარეობის შემთხვევაში დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი, რომელიც მოწმდება ძვრის მიხედვით, შეიძლება გამოისახოს სართულშორისი გადახრით და აიღება 3/4-ის ტოლი 0.004-დან პირველადი სეისმური კედლებისათვის და 0.006-ის ტოლი – მეორადისთვის.
მნიშვნელოვანი დაზიანების ზღვრული მდგომარეობა (SD LS)
დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი მოწმდება ძვრის მიხედვით, შეიძლება გამოისახოს სართულშორისი გადახრით და აიღება 0.004-ის ტოლი პირველადი სეისმური კედლებისათვის, ხოლო 0.006-ის ტოლი – მეორადის დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი ძვრაზე, ღერძული ძალის ზემოქმედების დროს, დამოკიდებულია ძვრაზე.
უმნიშვნელო დაზიანების ზღვრული მდგომარეობის შემთხვევაში დაუარმატურებული ქვის წყობის კედლის უნარი მოწმდება ძვრის მიხედვით. სიმტკიცე შემდგომში იყოფა ქვის წყობის წილობრივ კოეფიციენტზე.
კონსტრუქციული ჩარევა
რედაქტირებაბზარების შევსება
რედაქტირებათუ ბზარის გახსნის სიდიდე 10მმ-ზე ნაკლებია და კედლის სისქეც შედარებით მცირე, მაშინ ბზარები შეიძლება ამოივსოს ცემენტის ხსნარით.
თუ ბზარის გახსნის სიდიდე მცირეა, მაგრამ ქვის წყობის სისქე კი არა, მაშინ გამოყენებული უნდა იყოს ცემენტის არაჯდენადი ხსნარით ინიექცია, შესაძლებლობის მიხედვით. წვრილი ბზარებისთვის შეიძლება გამოყენებული იქნეს ეპოქსიდით ამოვსება.
თუ ბზარის სიგანე 10მმ-ზე მეტია, მაშინ დაზიანებული ზონა უნდა აღდგეს ნაკერში დამტვრეული აგურის ან ქვის გამოყენებით. სხვა შემთხვევაში, ბზარის ორი ნაპირის შესაერთებლად გამოყენებული უნდა იქნეს 'მერცხლის კუდისებრი' მომჭერი, ფოლადის ფირფიტები ან პოლიმერული ბადეები. სიცარიელეები უნდა ამოივსოს ცემენტის სათანადო კონსისტენციის ხსნარით.
იქ სადაც წყობის ჰორიზონტალური ნაკერები სათანადო დონეზეა, კედლების ვერტიკალური ბზარების მიმართ წინაღობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჰორიზონტალურ ნაკერებში მცირე დიამეტრის მავთულის ღეროების ან პოლიმერული ბადის ზოლების ჩატანებით.
დიდი დიაგონალური ბზარების აღსადგენად შეიძლება ქვის კედლებში მოეწყოს არარეგულარულად განლაგებული ხვრელები, რომლებშიც ჩასმული იქნება ბეტონის ჩანართები. ჩანართები ჩვეულებრივად ეწყობა კედლის ორივე მხარეს და დაარმატურებული უნდა იქნეს მიჯრით განლაგებული ცალუღების ან გრძივი ღეროების გამოყენებით. მავთულის ღეროების კონა უნდა გავიდეს ბეტონის ჩანართებში. ალტერნატიულად, პოლიმერული ბადეები გამოყენებული უნდა იქნეს ქვის წყობის კედლების ერთი ან ორივე ზედაპირის დასაფარავად, სათანდო ხსნარით და მობათქაშებით.
კედლების ურთიერთგადაკვეთის აღდგენა და გაძლიერება
რედაქტირებაურთიერთგადამკვეთ კედლებს შორის კავშირის გასაძლიერებლად გამოყენებული უნდა იქნეს:
ა) განივად გადაბმული აგურები ან ქვები
ბ) რკინაბეტონის სარტყელის მოწყობა
გ) ჰორიზონტალურ ნაკერში ფოლადის ფირფიტების ან ბადეების დამატება
დ) ფოლადის დახრილი ღეროების შეყვანა ქვის წყობაში გაბურღულ ხვრელებში შემდგომი ჩაანკერებით
დ) ჭიმების მოწყობა.
ჰორიზონტალური დიაფრაგმების გაძლიერება და გახისტება
რედაქტირებახის სართულშორისი გადახურვები შეიძლება გაძლიერდეს და გახისტდეს თავის სიბრტყეში დაბრეცის გამოსარიცხად:
ა) ხის ფიცრების დამატებითი (ორთოგონალური ან დახრილი მიმართულების) ფენის მოწყობით არსებულზე დალურსმვნით.
ბ) ბეტონის ფენის დასხმით მავთულის შედუღებულ ბადესთან ერთად. ბეტონის ფენას უნდა ჰქონდეს ხის იატაკთან დამაკავშირებელი ძვრის კონექტორები და ჩაანკერებული უნდა იყოს კედლებში.
გ) პერიმეტრის კედლებსა და კოჭში ჩაანკერებული ფოლადის ბრტყელი ზოლებისაგან შედგენილი ორმხრივი ბადის მოწყობით.
სახურავის წამწეები დაკავშირებული და ჩაანკერებული უნდა იყოს მზიდ კედლებთან. წამწეების ქვედა სარტყელის დონეზე უნდა მოეწყოს ჰორიზონტალური ირიბნები.
შემკრავი კოჭები (რკინაბეტონის სარტყელი)
რედაქტირებათუ კედლებსა და სართულშორისი გადახურვას შორის არსებული შემკრავი კოჭები (რკინაბეტონის სარტყელი) დაზიანებულია, მაშინ ის უნდა იქნეს აღდგენილი ან რეკონსტრუირებული. თუ შენობაში თავიდან არ არსებობდა რკინაბეტონის სარტყელი, მაშინ უნდა დაემატოს.
შენობების გაძლიერება ფოლადის ჭიმებით
რედაქტირებაკედლების გასწვრივ ან განივად, კედლის გარე მხარეს ან კედელში დატანებულ ღარებში ფოლადის ჭიმების დამატება კედლების დაკავშირების და ქვის შენობების მთლიანი ქცევის გაუმჯობესების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
ჭიმების შემდგომი დაჭიმვა და ამით კედლის წყობის შეკუმშვა შეიძლება გამოყენებული იქნეს კედლების გაჭიმვაზე წინაღობის გასაზრდელად.
ფლეთილი ქვის (მრავალფენიანი) გულის მქონე კედლების გაძლიერება
რედაქტირებაფლეთილი ქვის გული შეიძლება გაძლიერებული იქნეს ცემენტის ხსნარით, თუ ხსნარის პენეტრაცია საკმარისია. თუ ხსნარის შეჭიდულობა ფლეთილ ქვასთან, სავარაუდოდ სუსტია, მაშინ დაცემენტებისას ფოლადის ღეროები უნდა ჩართული იქნას გულში და ჩაანკერდეს კედლის გარე მხარეს.
კედლების გაძლიერება რკინაბეტონის გარსაცმით ან ფოლადის პროფილებით
რედაქტირებაბეტონი შეიძლება გამოყენებული იქნეს ტორკრეტირების მეთოდით, ხოლო გარსაცმი უნდა განხორციელდეს მავთულის შედუღებული ბადით ან ფოლადის ღეროებით.
გარსაცმი შეიძლება გამოყენებული იქნეს კედლის ცალ მხარეს ან, უმჯობესია, ორივე მხარეს. კედლის ორივე ზედაპირზე გამოყენებული გარსაცმის ორი ფენა დაკავშირებული უნდა იქნეს მანჭვალების საშუალებით ქვის წყობის გამჭოლად. ცალ მხარეს გამოყენებული გარსაცმის შემთხვევაში ქვის წყობასთან დაკავშირებული უნდა იყოს ღარაკის საშუალებით.
შეიძლება გამოყენებული იქნეს ფოლადის პროფილები, თუ ისინი სათანადოდ არის დამაგრებული კედლის ორივე ზედაპირზე ან მხოლოდ ერთზე.
კედლების გაძლიერება პოლიმერული ბადეების გარსაცმით
რედაქტირებაპოლიმერული ბადეები შეიძლება გამოყენებული იქნეს არსებული ან ახალი ქვის ელემენტების გასაძლიერებლად. არსებული ელემენტების შემთხვევაში ბადეები კედლის წყობასთან დაკავშირებული უნდა იქნეს ერთ ან ორივე მხრიდან და ჩაანკერებული უნდა იქნეს კედლის პერპენდიკულარულად. ახალი ელემენტების შემთხვევაში ჩარევა გულისხმობს ბადეების დამატებას აგურებს ან ბლოკებს შორის ხსნარის ჰორიზონტალურ ფენებში. პოლიმერული ბადეების დამფარავი ბათქაში უნდა იყოს დამყოლი, უმჯობესია კირ-ცემენტით ფიბრო-არმატურასთან ერთად.
ქვის წყობის სიმტკიცე გაჭიმვაზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე კუმშვაზე. წყობის დაზიანების ფორმები დამოკიდებულია დატვირთვის მიმართულებაზე (პერპენდიკულარულად ან პარალელურად). ბლოკის სიმტკიცე გაჭიმვაზე ან ბლოკი/ხსნარის სიმტკიცე ძვრაზე განსაზღვრავს დაზიანების ფორმას. რღვევა ვითარდება ან ცუდი კავშირის გასწვრივ ან ბლოკის სიგრძის პარალელურად.
ნახ.2.40. გამჭიმავი ძაბვების შედეგად ქვის წყობის რღვევის ფორმები
ნახ.2.41. დიაფრაგმის დაზიანების ფორმები
ნახ.2.42. დიაფრაგმის (ღიობის გარეშე) დაზიანების ფორმები
ნახ.2.43. დიაფრაგმის (ღიობით) დაზიანების ფორმები
ნახ.2.44. ქვის წყობის ერთღერძა და ორღერძა დატვირთვის მაგალითები
აღდგენა-გაძლიერების სტრატეგია
რედაქტირებაქვის შენობების აღდგენა-გაძლიერებისთვის გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი – ფეროცემენტის, დაარმატურებული მობათქაშების და ტორკრეტირების და იგი უმეტეს წილად გამოცდილებას ეყრდნობა. თავის მხრივ ასეთი აღდგენა შეეხება მხოლოდ წყობის გარეგან მხარეს და მან შეიძლება შეცვალოს შენობის არქიტექტურული და ისტორიული იერსახე.
ფეროცემენტი წარმოადგენს ერთმანეთთან ახლოს განლაგებული წვრილი ღეროებისგან შემდგარ ბადეს, დაარმატურების კოეფიციენტით 3-8%, რომელიც ჩაფლულია მაღალი სიმტკიცის (15-30მპა) 10-15მმ-ის სისქის ცემენტის ხსნარის ფენაში. ხსნარი ფითხით (შპატელით), სისქით 1-5მმ, თავსდება ბადეში. ფეროცემენტის მექანიკური მახასიათებლები დამოკიდებულია თვით ბადის მახასიათებლებზე. ტიპიური ხსნარის ნარევი შედგება: 1 ნაწ.ცემენტის, 1.5-3 ნაწ. ქვიშასაგან მიახლოებით 0.4 წყალ/ცემენტის ფაქტორით. ხსნარის მოქმედების გაუმჯობესება შესაძლებელია პოლიპროპილენის ბოჭკოების 0.5-1%-ის დამატებით (ნახ.2.45, ა).
დაარმატურებული მობათქაშების შემთხვევაში მაღალი სიმტკიცის არმატურის ღეროებისგან შედგენილ ბადეზე ეწყობა ცემენტის ბათქაშის თხელი ფენა. Aარმატურის ღეროების განლაგება შეიძლება როგორც დიაგონალურად, ასევე ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ უჯრედებად (ნახ.2.45, ბ).
ტორკრეტირება კედლის ზედაპირზე ხორციელდება არმატურის ბადის ზემოდან. ასეთი მეთოდი უფრო მოსახერხებელია, იაფია ვიდრე გარსაცმის მოწყობა. ტორკრეტირების სისქე დამოკიდებულია სეისმურ მოთხოვნაზე და ზოგადად არ უნდა იყოს 60მმ-ზე ნაკლები (ნახ.2.45,გ).
ნახ.2.45. ა) ფეროცემენტისთვის გამოყენებული ბადე; ბ) დაარმატურებული მობათქაშება; გ) ტორკრეტირების გამოყენება.
ზოგადად ქვის შენობების გაძლიერების სტრატეგია
რედაქტირება1. მასების შემცირება, განსაკუთრებით შენობის მაღალ დონეებზე, მაგ. მძიმე სახურავების, მძიმე საჩრდილობლების და პარაპეტების მოხსნით
2. მასებს და სიხისტის ცენტრებს შორის ექსცენტრისიტეტის შემცირება დიდი მგრეხავი მომენტის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით იმ შენობებში, სადაც ადგილი აქვს ძლიერ დიაფრაგმულ ზემოქმედებას სართულშუა გადახურვებზე
3. ახალი სიხისტის კავშირებიანი კედლის დამატება
4. არსებულ ელემენტებს შორის კავშირის გაუმჯობესება (მაგ. გადამკვეთი კედლების შეკვრა, ჰორიზონტალური დიაფრაგმების ვერტიკალურ მზიდ ელემენტებთან ჩამაგრების მოწყობა და სხვა)
5. დიაფრაგმული ეფექტის გაზრდა სართულშორისი გადახურვებზე მათი განივი სიხისტისა და მედეგობის გაზრდით
6. ქვის ხარისხის ამაღლება (მაგ. ცემენტაციით). განხილვისას უნდა მოცემული იყოს შესაბამისად სიხისტის გაზრდა და ჩაქრობის შემცირება
7. კედლებისათვის ვერტიკალური და ჰორიზონტალური მომჩარჩოებელი ელემენტების გამოყენება
8. ქვის წყობის საყრდენი კონსტრუქციის კიდისათვის განივი არმატურის გამოყენება
9. ჰორიზონტალური დიაფრაგმების გაძლიერება და გახისტება
10. შენობის გაძლიერება ფოლადის კავშირებით
11. კედლების გაძლიერება რკინაბეტონის გარსაცმით ან ფოლადის პროფილით
12. საძირკვლების რემონტი და გაძლიერება
13. ახალი კონსტრუქციული ელემენტის, როგორიცაა შემვსები კედელი, ფოლადის, ხის ან რკინაბეტონის სარტყელები, ან ახალი კონსტრუქციული სისტემის დამატებით სეისმური ზემოქმედების ასატანად.
ხის შენობები
რედაქტირებახის შენობებს სეისმური ზემოქმედების შემთხვევაში შეუძლიათ გაუძლონ კატასტროფულ მიწისძვრას, რასაც ამტკიცებს ჩრდილოეთ ამერიკისა და იაპონიის გამოცდილება. ამის მიზეზია უმთავრესად ნაკლები საკუთარი წონა, შეერთებების მოქნილობა და შენობის რეგულარობა.
არსებული შენობების სეისმური გაძლიერებისას ხის კონსტრუქციები, როგორიცაა სართულშორისი გადახურვა ან სახურავის წამწე, იცვლება ახალი მასალით. ასეთი შეცვლა გაზრდილი დატვირთვის ან სხვა მიზეზის გამო ზოგჯერ იწვევს უარყოფით შედეგს, როგორიცაა კონსტრუქციის კოლაფსი, რომელიც შეიძლება განვითარდეს კონსტრუქციის გაძლიერების შემდგომ მომხდარი მიწისძვრის დროს. ხარისხიანი ინფორმაციის უქონლობა გაძლიერების ტექნიკის ეფექტურობაზე ხშირად უარის თქმის საბაბს იძლევა გაძლიერების ახალ მიდგომაზე, როცა საქმე ეხება ორიგინალური ხის ნაგებობის შენარჩუნებას. გარდა ამისა, არ უნდა იყოს დაშვებული ისტორიულ შენობის ან მონუმენტის მთლიან შეცვლა სეისმური გაძლიერების მიზნით.
ძველი შენობის სხვადასხვა შეერთებაში შესაძლებლია აღმოჩნდეს ხის კვანძის რამდენიმე ტიპი. აქ იგულისხმება ხის წამწეები, რომლებიც გამოყენებულია ქვის შენობების დახურვის საყრდენად.
ასეთ შენობებში შესაძლებელია ხის კავშირებს ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ლითონის კონექტორები, რომელთაც არანაირი როლი არ ენიჭებათ ტვირთამტანობაში და ზოგადად მათი დანიშნულებაა კვანძის გამაგრება სხვადასხვა არახელსაყრელი გარემოებების შემთხვევაში. შეერთებების სეისმური აღდგენის დროს უნდა მოხდეს კონექტორების განახლება იმავე ადგილას ან დაემატოს ახალი იმ მოთხოვნით, რომ შეერთებებმა იფუნქციონიროს შემცირებული კუმშვის შემთხვევაში, რაც შეიძლება განვითარდეს მიწისძვრის დროს. კვანძებისთვის აუცილებელია შემდეგი:
- გამოკვლეული უნდა იქნას ბრუნვისას მათი სიხისტის დონე და ციკლური პოსტდრეკადი ქცევა გაძლიერების (დაარმატურების) სხვადასხვა მეთოდისთვის;
- უნდა გადამუშავდეს ნახევრად ხისტი კვანძებისათვის მარტივი მოდელები ციკლური ქცევის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს მთლიანი კონსტრუქციის გაანგარიშებისათვის.
ზოგჯერ კვანძში შემავალ ელემენტებს აქვთ დაშლის მაღალი ხარისხი, ხშირად გამოწვეული ლოკალური გარემო პირობებისაგან. Aამ შემთხვევაში ელემენტის ნაწილობრივი გამოცვლა ან რეკონსტრუქცია საჭიროა შეერთების გაძლიერების (დაარმატურების) დაწყებამდე.
რაც შეეხება ხის სართულშორის გადახურვას, სეისმური გაძლიერებისთვის ჩარევა ჩვეულებრივად ითვალისწინებს სიხისტის გაზრდას და მის ვერტიკალურ კედელთან შეერთების გახისტებას. ჩარევის დონე დამოკიდებულია სიხისტის დონის მოთხოვნაზე.
ახალი ხის მასალისთვის ევროკოდი-8 განიხილავს 2 ტიპის ქცევას – კონსტრუქციის დისიპაციის შესაძლებლობას სხვადასხვა დონეზე და დისიპაციის დაბალ შესაძლებლობას. კოდების მიხედვით დისიპაცია ვლინდება ექსკლუზიურად კვანძში, რადგანაც ხის მასალა განიხილება დრეკად დიაპაზონში. იმავე კოდების მიხედვით დისიპაცია უნდა დადგინდეს ექსპერიმენტულად.
ყველაზე მნიშვნელოვნი და ხშირად გამოყენებული კავშირის ტიპია „მერცხალა“ კვანძი, რომელიც გვხვდება ტრადიციულ წამწეებში სხვადასხვა კონფიგურაციით (ნახ.2.49)
ნახ.2.46. სახურავის ხის წამწეში „მერცხალა“ კვანძის ტიპიური განლაგება/27/
ნახ.2.47. კვანძების სხვადასხვა გეომეტრია /28/
ნახ.2.48. ლითონის სამაგრების ტიპები /28/
სადურგლო შეერთებები, როგორც წესი, განიცდიან კუმშვას ღერძული დატვირთვისგან. ევროკოდი 3-ის მიხედვით ეს შეერთებები ისე უნდა იყოს დაკონსტრუირებული, რომ მათ არ მიეცეთ საშუალება განცალკევდნენ და ისინი უნდა დარჩნენ საწყის მდგომარეობაში. ამისათვის გამოიყენება ლითონის დეტალები, ურომლისოდაც ეს შეერთებები მხოლოდ ხახუნის ძალით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული.
ლითონის სამაგრები სადურგლო კვანძებში გამოიყენება მე-19 საუკუნიდან, მათ შეუძლიათ გააუმჯობესონ კვანძის მუშაობა სიბრტყიდან გასული ზემოქმედების შემთხვევაში და უდავოდ აუმჯობესებენ მის მექანიკურ მახასიათებლებს. ლითონის სამაგრები ხშირად გამოიყენება ხის წამწეების კვანძების და ძველი კვანძების გასაძლიერებლად (ნახ.2.48).
ხის ელემენტების გაძლიერების მეთოდები დამოკიდებულია პრობლემის ტიპზე, ელემენტზე დ მისაღწევ მიზანზე, აგრეთვე ხისა და სხვა მასალის, როგორიცაა ლითონი, ბეტონი, ბოჭკო, ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე. ეს მეთოდები შეიძლება დაიყოს ორ ძირითად ჯგუფად.
პირველი ჯგუფი - ხეში ჩაჭედილი მასალის დამატება, რითიც იზრდება კვანძის მექანიკური მახასიათებლები, რისი ნაკლებობაც იყო საწყის კონსტრუქციაში ან მასალის დაშლის ან სეისმური გაძლიერების შემთხვევაში ახალი ნორმების მოთხოვნების მიმართ არაადეკვატური დაპროექტების გამო.
მეორე ჯგუფი ეფუძნება დამატებული ახალი ელემენტების ძველ ელემენტებთან ურთიერთქმედების გაძლიერებას და შედეგად მიიღება ნარევი ან კომპოზიტური სისტემა. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება გადახურვის კოჭების გასაძლიერებლად.
დამატებული მასალით გაძლიერება. ასეთი მიდგომა მიღებულია ახალი ტიპის კავშირებში, კერძოდ თანამედროვე შეწებებულ კონსტრუქციებში და გამოიყენება არსებული კონსტრუქციების რემონტისა და გაძლიერებისათვის, განსაკუთრებით ლოკალური მაღალი სიხისტის და სიმტკიცის მოთხოვნის შემთხვევაში. ასეთი კავშირები იყენებს ფოლადის ელემენტებს (ღეროებს ან ფირფიტებს), რომლებიც მთლიანად განთავსებულია ხეში. არსებობს 2 ძირითდი ტიპი ასეთი გაძლიერებისა: პირველი - ფოლადის ღეროები ჩაწებებულია ხის ბოჭკოების პარალელურად და მუშაობს გაჭიმვაზე და მეორე - ფოლადის ღეროები ჩაწებებულია ხის ბოჭკოების პერპენდიკულრულად და მუშაობს ძვრის ძალაზე.
სეისმურ ზემოქმედებაზე გაძლიერების ასეთი მეთოდი განიხილება არა როგორც არსებული ტრადიციული კვანძის მოდერნიზაცია, არამედ უფრო როგორც კვანძის აღდგენა, ასევე როცა საჭიროა ძველი და ახალი მასალის გაერთიანება დაზიანებული ელემენტის ნაწილის ან მასალის დაშლის გამო. თუ ხის მასალა ელემენტში დამპალია ან დაზიანებული, მაშინ ეპოქსიდის ფისის, ეპოქსიდ-ბეტონის პროტეზის ან მათი მსგავსი მასალის გამოყენება არ შეიძლება მათი სიმყიფის გამო. ხის მასალის დაშლა უმეტესად ხდება სახურავის ხის კონსტრუქციის ბოლოში, იქ, სადაც ის ეყრდნობა ქვის წყობას. ამ შემთხვევაში ხის კონსტრუქციის მხოლოდ მცირე ნაწილი მოითხოვს ახალი, შეძლებისდაგვარად იმავე ტიპის და ასაკის, ხის მასალით შეცვლას (სურ.2.32).
ხშირად სეისმური გაძლიერება თხოულობს იატაკის ხის კონსტრუქციების მექანიკური მახასიათებლების მოდერნიზაციას. კომპოზიტური სისტემის გამოყენება არის ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალება გაძლიერებისათვის და იგი აკავშირებს ერთმანეთთან სხვა მასალის ელემენტებს არსებულ ხის კოჭებთან.
ახალი ხის კონსტრუქციებისათვის, არსებული სეისმური ნორმების მიხედვით, ხის ელემენტები უნდა დარჩეს დრეკადად იმ დროს, როდესაც დისიპაცია უნდა მოხდეს კვანძებში. არსებული კონსტრუქციების გაძლიერებისათვის საკმარისია პოსტდრეკად ქცევაში გადაადგილებისა და დისიპაციის უნარისადმი ზოგადი მოთხოვნები. ხახუნიან კვანძებში კონტაქტი უნდა უზრუნველყოფილი იქნეს აგრეთვე დატვირთვის არახელსაყრელ პირობებში. არსებული კონსტრუქციების გაძლიერებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს დისიპაციური ზონებისდმი, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიმყიფე ამ ზონებში.
სურ.2.32. ხის პროტეზით შეცვლილი დაზიანებული ნაწილი /28/
სხვადასხვა ქვეყნის ნორმებში მოცემული შენობის აღდგენა-გაძლიერების მეთოდები
რედაქტირებაFEMA 273-ის (ამერიკა) მიხედვით
რკინაბეტონის ელემენტების გაძლიერების მეთოდები:
ბეტონის მომენტიანი ჩარჩოს გაძლიერება:
1. არსებული კოჭების, სვეტების და კვანძების ახალი რკინაბეტონით, ფოლადის გარსაცმით ან ფიბრული მასალის საფარით დაფარვა
2. არსებული კოჭების, სვეტების ან კავშირების არმატურის შემდგომი დაჭიმვა გარე დაჭიმვის გამოყენებით
3. ელემენტის მოდიფიკაცია არსებული ელემენტისაგან ამოღებული მასალის შერჩევით
4. არსებული რკინაბეტონის დეტალების დეფექტების გაუმჯობესება
5. შენობის სქემის შეცვლა არსებულ ელემენტებზე მოთხოვნის შესამცირებლად
6. განივი კედლის ჩარჩოს ელემენტის შეცვლა, ან კვანძიანი ჩარჩოს ელემენტის შეცვლა ახალი მასალის დამატებით
7. ცალკეული დიაფრაგმების კომპონენტების გაძლიერება დამატებითი დაარმატურებით და ბეტონის მასით შევსებით
8. დიაფრაგმების სისქის გაზრდა
9.სეისმომედეგი ელემენტის დამატებაზე მოთხოვნის შემცირება დამატებითი ჩამქრობის შეყვანით ან შენობის ფუძის იზოლაციით
არაღრმა საძირკვლების რეაბილიტაციის საშუალებები
1. არსებული საძირკვლის გვერდული გაფართოება
2. საძირკვლის გამაგრება
3. საძირკვლის სიღრმის ეფექტური გაზრდა
4. საძირკვლის ბეტონის ფილის ეფექტური სიღრმის გაზრდა რკინაბეტონის დაფარვით
5. ბეტონის საძირკვლის ან საძირკვლის ფილის საშუალებით ხიმინჯის დაყრდნობის უზრუნველყოფა
6. შენობის კონსტრუქციების შეცვლა არსებულ ელემენტებზე მოთხოვნის შემცირებით
7. ახალი კლასის კოჭების დამატება
8. არსებული ფუძის გაუმჯობესება
ღრმა საძირკვლების რეაბილიტაციის საშუალებები:
1. დამატებითი ხიმინჯებით ან საყრდენებით უზრუნველყოფა
2. ხიმინჯების ჯგუფის ეფექტური სიღრმის გაზრდა
3. ხიმინჯების ჯგუფის მზიდუნარიანობის გაზრდა პასიური დაწნევის გაზრდით
4. შენობის სისტემის შეცვლა არსებული ელემენტების მოთხოვნის შემცირებით
5. დახრილი ხიმინჯების ან საყრდენების დამატება
6. გაჭიმული ელემენტების უნარის ამაღლება ხიმინჯებიდან ან საყრდენებიდან მთავარ ნაგებობაზე
აგურის (ქვის) ელემენტების გაძლიერების შესაძლო გზები:
1. ღიობების შევსება
2. ღიობების გაფართოება
3. ტორკრეტბეტონი
4. დაუარმატურებული ქვის კედლის დაფარვა
5. დაუარმატურებული ქვის კედლის გულის დაარმატურება
6. დაუარმატურებული ქვის კედლის გულის ბეტონის წინასწარი დაძაბვა
7. თხელი ბეტონით ინიექცია
8. კვანძიანი აგურის კედელი
9. ელემენტების გახისტება აგურით შევსების მეშვეობით
ზემოთხსენებულ მეთოდებთან ერთად დამატებით გამოიყენება 2 საშუალება აგურით შევსებულ პანელებისათვის:
1. შევსებული პანელების ჩამაგრება კონტურზე
2. შევსებული პანელების გარშემო კავშირების განხორციელება
აგურის (ქვის) საძირკვლის რეაბილიტაცია:
1. აგურის საძირკვლის თხელი ბეტონით ინიექცია 2. საძირკვლის დაარმატურება 3. ქვის საძირკვლის წინასწარი დაძაბვა 4. საძირკვლის გაფართოება ტორკრეტბეტონით დაარმატურებით 5. საძირკვლის გაფართოება რკინაბეტონის სექციების დამატებით
SERC- ის (ინდოეთი) მიხედვით
რკინაბეტონის ელემენტების გაძლიერება შეიძლება განხორციელდეს შემდეგნაირად:
1. რკინაბეტონის სვეტების გაძლიერება უნდა მოხდეს გარსაცმის საშუალებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამატებითი დაარამატურება განივი და გრძივი მიმართულებით სვეტის ირგვლივ და ბეტონის ჩასხმა.
2. ბეტონის კოჭის გარსაცმის შემთხვევაში ცალუღი უნდა დადგეს ბეტონის ფენაში ხვრელის მეშვეობით.
3. რკინაბეტონის დიაფრაგმის გაძლიერება უნდა განხორციელდეს პუნქტ 2-ში მოყვანილი მეთოდით.
4. რკინაბეტონის კოჭის ან სვეტის არაადეკვატური სექციების გაძლიერება უნდა მოხდეს ძველი ფოლადის მოშორებით, ახალი ფოლადის მიდუღებით და ბატონის საფარის შეცვლით.
5. რკინაბეტონის კოჭების გაძლიერება უნდა განხორციელდეს წინასწარი დაძაბვით.
საძირკვლების გაძლიერება:
1. ახალი საყრდენი ელემენტების დამატება საძირკვლის ჩათვლით, რათა განიტვირთოს სრულად დატვირთული ელემენტები.
2.საძირკვლის გარშემო სივრცის უზრუნველყოფა დრენაჟით გათხევადების პრევენციისათვის და წყლის მოშორება.
3. საძირკვლის გათხევადების პრევენციისათვის შენობის გარშემო ღარის მოწყობა და წყლის მოშორება.
4. რკინაბეტონის ყალიბში მძლავრი ელემენტების დამატება შენობის არსებულ ნაწილთან მიერთებით.
აგურით (ქვით) შევსება
1. ბზარების გარემონტება ცემენტის ინიექციით/ეპოქსიდის თხელი ფენით ბზარების სისქის შესაბამისად.
2.საყრდენი ელემენტებისათვის ვერტიკალური და ჰორიზონტალური არმატურის დამატებით და შემდგომ შემოწმებით, გადაეცა თუ არა სრულად საკუთარი წონის დატვირთვა მთლიანად ვერტიკალურ არმატურას.
ახალი ზელანდიის ნორმების პროექტი
სვეტების გაძლიერება:
1. ახალი ბეტონის გარსაცმის უზრუნველყოფა გრძივი და განივი არმატურით, შედუღებული ფოლადის თხელი ფირფიტის გარსაცმის ბეტონის ხსნარით შევსება, ხისტი ან შედგენილი ოთხკუთხა ფოლადის გარსაცმის თხელი ცემენტის ხსნარით, კომპოზიტური ფიბრო-მინა/ეპოქსიდის გარსაცმით შევსებით ან წინასწარ დაძაბული ფოლადის გაჭიმვის ქვეშ დახვევით.
2. ბეტონის შეზღუდვისათვის მხოლოდ განივი არმატურის დამატების უზრუნველყოფა, არსებული გრძივი არმატურის ღეროების შეზღუდვა ღუნვაზე, გრძივი არმატურის პირგადადების კვანძების დარღვევის შეზღუდვა და განივი მედეგობა.
3. ფოლადის თხელი ფირფიტის გარსაცმის გამოყენება დამატებითი განივი არმატურის ნაცვლად გრძივი არმატურის დამატების გარეშე.
სვეტი-კოჭის კვანძის გაძლიერება
1. გარსაცმის გამოყენებით კვანძის გაძლიერება ისე, რომ არ გამოიყენება ფოლადის გარეთა გარსაცმი ან ახალი ბეტონის გარსაცმი.
ცალკე მდგომი საძირკვლის გაძლიერება
1. არსებული საძირკვლის რკინაბეტონით დაფარვა ზემოდან
2. საძირკვლის გასაფართოებლად ახალი ნაწილის ან ხიმინჯის დამატება და ახალი საძირკვლით მათი დაფარვა.
3. საძირკვლის ფუძის გაძლიერება ცემენტის თხელი ფენით ან გრუნტის კონსოლიდაციით.
ევროკოდი 8
რკინაბეტონის ელემენტების გაძლიერების მეთოდები:
ა) ბზარების ინექცია
ბ) დაზიანებული ბეტონის და ფოლადის ლოკალური შეცვლა
გ) ფოლადის თხელი ფირფიტების გამოყენება რკინაბეტონის კოჭებისა და ფილების ღუნვაზე და ძვრაზე სიმტკიცის გასაზრდელად
დ) რკინაბეტონის ელემენტების (უმთავრესად სვეტების) მოჩარჩოება სარტყელებით, სპირალებით და ა.შ)
ე) რკინაბეტონის ფენის დამატება კოჭების ღუნვაზე და ძვრაზე სიმტკიცის გასაზრდელად
ვ) ჩარჩოების შევსება
ზ) რკინაბეტონის გარსაცმი სვეტებზე
ქვის შენობები
ა) მასების შემცირება, განსაკუთრებით ზედა სართულებზე, სახურავის მძიმე საფარის, მძიმე ჩარდახების და პარაპეტების შეცვლით.
ბ) მასებსა და სიხისტის ცენტრებს შორის ექსცენტრისიტეტის შემცირება დიდი მგრეხავი მომენტის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ისეთ შენობებში, სადაც არსებობს სართულის ძლიერი დიაფრაგმული ზემოქმედება
გ) ახალი სიხისტის კედლების დამატება
დ) კონსტრუქციულ ელემენტებს შორის კავშირების გაუმჯობესება (მაგ.ურთიერთმკვეთი კედლების შეკვრა, მოპირდაპირე პარალელური კედლების შეკვრა, ჰორიზონტალური დიაფრაგმების სათანადო ჩაანკერება ვერტიკალურ მზიდ ელემენტებთან და ა.შ.)
ე) სართულის დიაფრაგმული ზემოქმედების გაუმჯობესება სიბრტყეში ძვრის სიხისტისა და მედეგობის გაზრდით
ვ) ქვის წყობის ხარისხის გაუმჯობესება. შემდგომში გათვალისწინებული უნდა იყოს სიხისტის გაზრდა და ჩაქრობის შემცირება.
ზ) დაბზარული კედლების გარემონტება
თ) კედლებზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური მომჩარჩოებელი ელემენტების დამატება
ი) ქვის წყობის კუთხეებში კიდეების განივი მოჩარჩოების დამატება
კ) ჰორიზონტალური დიაფრაგმების გახისტება და გაძლიერება
ლ) შენობის გაძლიერება ფოლადის ჭიმების საშუალებით
მ) კედლების გაძლიერება რკინაბეტონის გარსაცმით ან ფოლადის პროფილებით
ნ) საძირკვლების გარემონტება ან გაძლიერება
გამოყენებული ლიტერატურა
რედაქტირება1. Ayala D.D. and Charleson A.W. Review of Seismic Strenghtening Guidlines for R.C. Buildings in Developing Countres. 12th ECEE, London,2003. paper 820.
2. Rai Durgesh C; Patwa Ami and Singh Ancur. Draft Code with Commentary on Seismic Evalution and Strenghtening of Existing Buildings. Indian Institute of Technology. Kanpur.
3. Rai Durgesh C. Review Documents of Seismic Strenghtening of Existing Buildings. Indian Institute of Technology. Kanpur.
4. Monti Goirgio. Seismic Upgrade of Rainforced Concrete Columns with FRP. Teheran, 22 July,2003.
5. Seismic Design of Buildings to Eurocode-8 . Edited by Ahmed Y. Elghazouli. 2009. 335p.
6. Michael N. Fardis. Earthquake-Resistant Design of Concrete Buildings According to EN 1998-1 (Eurocode-8)
7. Eurocode-8 : Design of structures for earthquake resistance.Part 1: General rules, seismic actions and rules for buildings. EN 1998-1 : 2004.November,2004.229p.
8.Eurocode-8: Design of structures for earthquake resistance.Part 3: Assessment and retrofitting of buildings. EN 1998-3 : 2005. March,2005. 89p.
9. Michael N. Fardis. Seismic Design, Assessment and Retrofitting of Concrete Buildings Based on EN- Eurocode-8.767p.
10. Costa A.G. Assessing and Managing Earthquake Risk. University of Porto. Oporto. Portugal.
11. F.M. Mazzolani. Steel against Earthquake University of Naples “Federico II”, Naples, Italy
12. Atilla Ansal, Mihail Garevski. Earthquake Engineering in Europe. 2010. 562p.
13. Abdelkhalek Saber Omar Mohamed. Behavior of Retrofitted Masonry Shear Walls Subjected to Cyclic Loading. Dissertation.2004.
14. ElGawady, P. Lestuzzi, M.Badoux. A Review of Conventional Seismic Retrofitting Techniques for URM. 13th International Brick and Masonry Conference, Amsterdam, July 4-7,2004.
15. Paulo B. Lorenco. Current Experimental and Numerical Issues in Masonry Research.
16. Kubilay Hicyilmaz. Can we trust building construction codes?, 12 october 2010.
17. გ.ჯაფარიძე. რკინაბეტონისა და ქვის კონსტრუქციები. თბილისი. 2008 წ.
18. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების გამოკვლევისა და სეისმომედეგობის თვალსაზრისით მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის ინსტრუქცია. თბილისი,1992.
19. Чураян А.Л., Джабуа Ш.А. Сейсмостойкость кирпичных и крупно-блочных зданий. «Мецниереба»,1970.
20. General Slope Stability Concepts. www.loc.gov./catdir/samples/wiley 031/2001026917. 25p.
21. Reinforced Soil Slopes and Embankments. www.geogrid.com./pdf/slopesman.pdf. 44p.
22. Geotechnical Design Manual M 46-03, Seismic Design.Chapter 6.December.2006. www.wsdot.wa.gov/fasc/Engineering Publications/Manuals/GDM/Chapter 6.pdf.1530k. 48p.
23. Recommended Procedures for Implementation. Draft.2005. ladpw.org/ldd/dmg 117 slope.pdf.
24. Guidelines for Evaluiting and Mitigating Seismic Hazards in California,1997. Special Publication 117. gmv.consrv.gov/shmp/web docs/sp.117 pdf.
25. Geotechnical Analysis and Design. Chapter 6. CHP 6%20 final.pdf.
26. კიზირია გ., ჯანელიძე შ., გრიგოლია ნ. შენობა-ნაგებობათა ავარიები, აღდგენა-გაძლიერება და ახალი კონსტრუქციები. თბილისი,1996. 250გვ.
27. Maria A.Parisi, Maurizio Plazza. Seismic Strengthening of Traditional Timber Struqtures. 13th World Conference on Earthquake Engineering. Vancouver,B.C. Canada.August 1-6,2004. Paper N909.
28. Pedro Palma, Helena Cruz. Mechanical Behavior of Traditional Timber Carpentry Joimts in Service Conditions – Results of Monotonic Tests XVI Intertnational Symposium _Florence, Venice and Vicenza 11th-16th November, 2007.
29. სამშენებლო ნორმები და წესები_,,ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები” (პნ 03.01-08)
30. ცისკრელი ც. ჩხიკვაძე კ. ბუნებრივი და ხელოვნური ფერდობების სეისმომედეგობა. მონოგრაფია. 2007. ჰტტპ://კა.წიკიბოოკს.ორგ/წიკი/
31. ცისკრელი ც. მიწისქვეშა მაგისტრალური მილსადენების სეისმომედეგობა. მონოგრაფია. 2003. თბილისი
32. Dr.Carlos E Ventura, P.Eng. Observed Seismic Response of Concrete Buildings during Earthquakes. Lectures 1,2,3,4,5, 2006.
33. ცისკრელი ც., ჩლაიძე ნ. ნაგებობის გაანგარიშება სეისმომედეგობაზე არაწრფივი სტატიკური მეთოდის ანუ Pუსჰოვერ-ის გამოყენებით. 2010. http://ka.wikibooks.org/wiki/
34. ცისკრელი ც. ნაგებობის სეისმომედეგობაზე გაანგარიშებისას გრუნტის გათხევადების ეფექტის გათვალისწინება. 2010. http://ka.wikibooks.org/wiki/
35. Seismic evalution and retrofit of concrete buildings. ATC 40. Volume 1. Report N.SSE 96-01. November, 1996. 346p.
36. P.Bisch,E.Carvalho,H.Degree,P.Fajfar,M.Fardis,P.Franchin and so on.”Eurocode 8:Seismic Design of Buildings, Worked examples presenterd at the Workshop “EC 8. Seismic Design of Buildings”, Lissbon,10-11 Feb.2011.
37. Giuseppe Oliveto and Massimo Marietta. Seismic Retrofitting of Reinforced Concrete Buildings Using Traditional and Innovative Techniques. ISET. J. of Earthquake Technology. Paper N.454.vol.42.June-September 2005.pp.21-46.