ნაგებობების სეისმომედეგობაზე გაანგარიშებისას გრუნტის გათხევადების ეფექტის გათვალისწინება/5

5. გათხევადების ეფექტის გათვალისწინება Eurocode-8-ის მე-5 ნაწილის მიხედვით

რედაქტირება

გათხევადების გამარტივებული გაანგარიშებისათვის გამოიყენება ემპირიული გრაფიკები (ნახ.6), რომელთა ჰორიზონტალურ ღერძზე მოცემულია გრუნტის მახასიათებლები, რაც გამოხატულია ნორმალიზებული პენეტრაციული მედეგობის ან განივი ტალღის გავლის სიჩქარის სიდიდით. ვერტიკალურ ღერძზე მოცემულია ციკლური ძაბვის კოეფიციენტი τe/σ’vo, ანუ მიწისძვრით გამოწვეული ციკლური ძვრის τe ძაბვის შეფარდება ეფექტურ σ’vo, ძაბვასთან. ციკლური მედეგობის ზღვრული მრუდი ჰყოფს გაუთხევადობის (მარჯვნივ) და გათხევადების (მარცხნივ და ზემოთ) შესაძლებლობას. ერთზე მეტი მრუდია მოცემული სხვადასხვა სიწმინდის მარცვლების შემცველი გრუნტისათვის ან განსხვავებული მაგნიტუდისათვის. ნახ. 6-ზე მოცემული გრაფიკები შეესაბამება 7,5 მაგნიტუდის მნიშვნელობას, 2 ცხრილში კი მოცემულია მარეგულირებელი კოეფიციენტები სხვადასხვა მაგნიტუდისათვის, რომელთა გადამრავლებით ორდინატაზე შესაძლებელია ციკლური ძაბვის კოეფიციენტის მნიშვნელობის მიღება შესაბამისი მაგნიტუდისათვის.

როდესაც გათხევადებული ფუძე, სისქით 10სმ, გვხვდება გრუნტის შრეებს შორის, მაშინ ემპირიული გრაფიკების გამოყენებისაგან უმჯობესია თავის შეკავება.

გათხევადება არ უნდა განვითარდეს τc-ს გარკვეული ზღვარის დაბლა, რადგანაც ფუძე იქცევა როგორც დრეკადი ტანი და არც ფოროვანი დაწნევის აკუმულაცია ხდება,

ცხრილი 2.

მარეგულირებელი კოეფიციენტი სხვადასხვა მაგნიტუდისათვის

M კოეფიციენტი
5.5 2,86
6.0 2,20
6.5 1,69
7.0 1,30
9.0 0,67
 

ნახ. 6. დამოკიდებულება გათხევადების გამომწვევ ციკლური ძაბვის კოეფიციენტსა, τc/σ’vo და N1(60) –ის სიდიდეს შორის 7,5 მაგნიტუდისათვის სუფთა ქვიშისათვის (A) და სხვადასხვა სიწმინდის თიხნარიანი ქვიშისათვის (B): 1 მრუდი -35% სიწმინდით, 2 მრუდი – 15% სიწმინდით, 3 მრუდი - <5% სიწმინდით.