სპეცსიმბოლოები, ანუ საჭირო თავის ტკივილი

რედაქტირება

26 ნაბიჯში სპეცსიმბოლოები ვახსენე, განმარტებას კი "დამატებაში" დაგპირდით. ვასრულებ დანაპირებს:

როგორც ვიცით, "<>"-ში მოქცეულ სიმბოლოებს HTML ტეგად აღიქვამს და გვერდზე არ გამოსახავს, თუნდაც ის ტეგი არ იყოს. გაიხსენეთ ჩვენი მაგალითები, სადაც მთელი კოდია გამოტანილი. ის რომ კოდში ჩვეულებრივად ჩაწეროთ, HTML მას კი არ გამოსახავს, შეასრულებს. ამიტომ არსებობს სპეცსიმბოლოები, რომლების კოდში ნახვისასაც HTML ვებ-გვერდზე გარკვეულ სიმბოლოებს გამოსახავს.

იგივე ითქმის ჰარიებზეც(და ზოგიერთ სხვა სიმბოლოებზეც). იმ შემთხვევაში, თუ ბრაუზერი კოდში დაწერილ ჰარის არ გამოსახავს, შეგიძლიათ სპეცსიმბოლო იხმაროთ, რომელიც ჰარის ნებისმიერ შემთხვევაში დაწერს.

ესეც საჭირო სპეცსიმბოლოების ნაკრები:



  1. < - <
2. > - >
3. " - "
4.   - ჰარი
5. & - &


ფრჩხილების ნიშანს ბრაუზერი ჩემთვის ნაცნობ ყველა შემთხვევაში მშვენივრად გამოსახავს, მაგრამ რახან არსებობს, საჭიროა ვიცოდეთ - სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

საჭიროა იცოდეთ, რომ ბრაუზერი ცხრილის ცარიელ უჯრებს არ ითვალისწინებს, ამიტომ საჭიროა ჰარის სპეცსიმბოლო ჩასვათ.

და ბოლოს, &amp თვითონ სპეცსიმბოლოების გვერდზე დასაწერად გამოიყენება. მაგალითად თუ გვინდა დავწეროთ " ", კოდში მისი ჩაწერა გვერდზე მხოლოდ ერთ დამატებით ჰარის მოგვცემს, ამიტომ კოდში საჭიროა &nbsp; დაიწეროს, რაც ვებ-გვერდზე სასურველ შედეგს მოგვცემს.

სპეცსიმბოლოების სრული ნაკრების დათვალიერება აქ შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ dreamweaver-ში დაწეროთ & და მთელი ნაკრები ჩამოიშლება ;).



<<< ნაბიჯი 35: უკან | წინ: ნაბიჯი 37 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი