ნაბიჯი 28
პრაქტიკა
რედაქტირებაახლა ვეცადოთ ყველა ჩვენ მიერ ნასწავლ მასალას გადავხედოთ. თუ ყველა ნასწავლ ინფორმაციას გამოვიყენებთ, შესაძლებლობა გვაქვს მივიღოთ შემდეგი სახის მაგალითი:
მგონი ურიგო არ გამოვიდა.
პირველი ბმული უკე ნაცნობი ხერხით წერილის გამოგზავნას სთავაზობს მომხმარებელს და საჭიროცაა, მაგრამ მეორე ბმულს ამ შემთხვევაში თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს - სურათების სანახავად არც სხვა გვერდზე გადასვლა და არც შიდა ბმულია საჭირო, ყველაფერი ისედაც ჩანს. ასეთ ბმულებს კოდერები ხშირად იყენებენ საიტის მაკეტის შესაქმნელად, ანუ მაშინ, როცა ბმულისთვის საჭირო გვერდი ჯერ არ გვაქვს, მაგრამ მაინც გვინდა, რომ ბმული არსებობდეს. საჭირო გვერდის გაკეთების შემდეგ ბმულსაც ავამუშავებთ.
ცუდი ნამუშევარი არაა. ახლა უკვე მისი ინტერნეტში განთავსებაც თავისუფლად შეიძლება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგიერთ ცნობილ კომპანიებსაც კი უფრო ცუდი გაფორმების საიტები აქვთ :) თქვენ შეგიძლიათ კიდევ იმუშავოთ ამ გვერდზე, შეცვალოთ ან ჩაამატოთ რაიმე, მაგრამ ეს უკვე თქვენი ფანტაზიის საქმეა, ჩვენ კი შემდეგ თავზე გადავდივართ.
გილოცავთ! თქენ ეს თავიც დაამთავრეთ და შემდეგ ნაბიჯზე ფრეიმებს გაეცნობით. ასე რომ, წინ, წინ, წინ! :)
(დაიმახსოვრეთ, რომ პრაქტიკა თითოელული გაკვეთილის შემდგომ აუცილებელია)!!!
<<< ნაბიჯი 27: უკან | წინ: ნაბიჯი 29 >>>
მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი