რუკები - როგორ გავხადოთ სურათის ნაწილი ბმული?

რედაქტირება

ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ სურათის ბმულად გადაქცევაზე. ამ ნაბიჯში კი საუბარი სურათის ნაწილის ბმულად გადაქცევაზე გვექნება.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: გვერდზე განათავსეთ სურათი, რომელზეც ძაღლი და კატა იქნება გამოსახული. გვინდა, რომ ძაღლის გამოსახულებაზე დაჭერისას სტუმარი ძაღლების ალბომს ხსნიდეს. კატის გამოსახულებაზე დაჭერისას კი კატისას. ჩვეულებრივ, თქვენ ორი სურათის განთავსება მოგიწევდათ, მაგრამ რუკების წყალობით ეს აღარ მოგიწევთ - სურათის სასურველ ნაწილს პირდაპირ ბმულად გადააქცევთ. მოკლედ, შევუდგეთ მუშაობას:

ალბათ მიხვდით, რომ ტეგს სახელად <map> ჰქვია, მაგრამ ის ჩვენს მიერ ნასწავლი ტეგებიდან გამოირჩევა - მხოლოდ მისი ან მისი ატრიბუტების დაწერით ვერაფერს შექმნით, აუცილებლად დამხმარე ტეგი <area> დაგჭირდებათ. კოდი მარტივია, ჯერ მთავარი ტეგის საშუალებით ვუთითებთ, რომ დაიწყო იმ არეების ჩამონათვალი, რომლებიც ბმულებად უნდა იქცნენ, შემდეგ კი დამხმარე ტეგის საშუალებით თვითონ იმ ადგილების ჩამონათვალს ვწერთ:


<map> <area ...> <area ...> ... <area ...> </map>


ტეგ <area>-ს გააჩნია ერთი აუცილებელი ატრიბუტი, რომლის გარეშეც ის არაფრისმაქნისია. ამ ატრიბუტს coords ჰქვია და სურათის იმ ნაწილის კოორდინატებს უჩვენებს, რომელიც ბმულად უნდა გადაიქცეს. კოორდინატები მძიმით გამოიყოფა.

თავიდან ჩვენ სურათი დაგვჭირდება. ავიღოთ შემდეგი:

 

 



<<< ნაბიჯი 16: უკან | წინ: ნაბიჯი 18 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი