ცოტა მეტი ტექსტისა და სურათის განლაგებაზე

რედაქტირება

ამ ნაბიჯზე ჩვენ ტექსტის სურათისთვის ”მიკუთვნებას” უკვე ნაცნობი
ტეგის გამოყენებით ვისწავლით, თუმცა თუ წინა ნაბიჯზე რჩევას მიყევით და ცოტა წაივარჯიშეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ align ატრიბუტის დამატებითი მნიშვნელობებიც იგივეს აკეთებენ.

როგორც უკვე იცით,
ტეგს მის შემდეგ მომავალი ტექსტის შემდეგ ხაზზე გადატანა ევალება, მაგრამ ჯერ არაფერი იცით მისი ატრიბუტის - clear-ის შესახებ.

 

მაგრამ კონკრეტულ შემთხვევებში მათმა რაოდენობამ შეიძლება 5 და 10 ცალსაც კი გადააჭარბოს! ასეთ შემთხვევაში clear მისწრებაა - ერთი ტეგის და მისი ატრიბუტის დაწერით ამდენი ტეგის წერას ვიცილებთ თავიდან. მოკლედ, ვსწავლობთ გამოყენებას:

ატრიბუტ clear-ს სულ 3 მნიშვნელობა გააჩნია:

  1. all მნიშვნელობის მითითების შემდეგ ტექსტის გამოსახვა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტის ქვეშ გაგრძელდება.
  2. left მნიშვნელობა ტექსტს ობიექტის ქვეშ გადაიტანს იმ შემთხვევაში, თუ ის მარცხენა მხარესაა ”მიწებებული”.
  3. right მნიშვნელობა ტექსტს ობიექტის ქვეშ გადაიტანს იმ შემთხვევაში, თუ ის მარჯვენა მხარესაა ”მიწებებული”. 

ჩვენს მაგალითში მნიშვნელობა left-ს უდრის, თუმცა all-ის შემთხვევაშიც იგივე შედეგს მივიღებდით. მაგრამ right-ის დასმის შემთხვევაში არაფერი მოხდებოდა, კოდი იგივე იქნებოდა, რაც
.

გავეცნოთ ზემოთ მოყვანილი მაგალითის კოდს:


<img src="clearpri.gif" align="left"> დღევანდელი გადასახედიდან დაუჯერებელია, მაგრამ 1987 წელს (DOS 3-ში) კომპიუტერებისთვის 32 მეგაბაიტიანი დისკის წაკითხვა ბოლო მიღწევა იყო. DOS 6-ის ეპოქაში ეს ზომა 2 გიგაბაიტამდე გაიზარდა, მაგრამ დისკის მწარმოებლების მიღწევები ოპერაციული სისტემისგან სულ უფრო მეტს ითხოვდნენ.
ასე რომ, Windows 98-თან ერთად FAT32 გამოვიდა (მანამდე ახალი ფაილური სისტემა გამოცდილი იყო Windows 95 SR2-ში), რომელიც ლიმიტს (თეორიულად) 2 ტერაბაიტამდე ზრდიდა.



<<< ნაბიჯი 11: უკან | წინ: ნაბიჯი 13 >>>

მთავარი გვერდი | წიგნის სარჩევი