ლათინური ენა/გრამატიკა/პერფექტი

როდესაც ვსწავლობთ ლათინურ ზმნებს, ვსწავლობთ მათ ოთხ ფორმას, მაგალითად laudo, laudare, laudavi, laudatum. laudavi არის სწორედ ზმნის პერფექტის ფორმა.

ლათინურ ენაში არსებობს პერფექტ აქტივი, ეს დრო აღნიშნავს ისეთ წარსულ მოქმედებას, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ან შესაძლოა განმეორდეს.

პლუსპერფექტი არის "წარსულის წარსული", აღნიშნავს წარსულში დასრულებულ განგრძობად მოქმედებას.

მომავალი პერფექტი კი აღნიშნავს მოქმედებას რომელიც დაიწყო და უნდა მომავალში დასრულდეს.

ზმნების უღლება შემდეგი წესით ხდება:


პერფექტი
laudavi egi fui დაბოლოებები
laudavi egi fui -i
laudavisti egisti fuisti -isti
laudavit egit fuit -it
laudavimus egimus fuimus -imus
laudavistis egistis fuistis -istis
laudaverunt egerunt fuerunt -erunt

როგორც ცხრილიდან ვხედავთ, პერფექტის უღლებისას განსხვავებული დაბოლოებები გვაქვს მხოლოდ მხოლობითი რიცხვის პირველ და მეორე პირში (-i -isti) და მრავლობითი რიცხვის მეორე და მესამე პირებში (-istis -erunt)

პლუსპერფექტი
laudavi fui
laudav-eram fu-eram
laudav-eras fu-eras
laudav-erat fu-erat
laudav-eramus fu-eramus
laudav-eratis fu-eratis
laudav-erant fuerant

პლუსპერფექტში ზმნებისთვის დამახასიათებელია ფუძისთვის ზმნა esse-ს წარსული დროის შესაბამისი პირის დამატება. ანალოგიურად ხდება მომავლის პერფექტშიც.


მომავლის პერფექტი
laudavi fui
laudav-ero fu-ero
laudav-eris fu-eris
laudav-erit fu-erit
laudav-erimus fu-erimus
laudav-eritis fu-eritis
laudav-erint fu-erint

გამოყენების წესები:

  • აწმყო პერფექტი გამოიყენება წარსულში დასრულებულ მოქმედებასთან მიმართებაში. მარტივი წარსულისგან იგი სწორედ ამით განსხვავდება. მარტივი წარსული არნისნავს მოქმედებას რომელიც მოხდა, მაგრამ შეიძლება განმეორდეს მომავალში. ხოლო აწმყო პერფექტი დასრულებული მოქმედებაა.
მაგათილად:
Cicero te laudavit - ციცერონი შენ გადიდებდა (ციცერონი არაა ცოცხალი და ახლა აღარ გადიდებს, მოქმედება დასრულდა).
Bene discebas - კარგად სწავლობდი (შენ შესაძლოა ახლაც სწავლობ).
  • წარსული პერფექტი აღნიშნავს მოქმედებას რომელიც მოხდა და დასრულდა სხვა მოქმედებამდე ან მოვლენამდე.
მაგალითად:
Fundano filiam amisit, illa puella non XIII annos vixerat. - ფუნდანომ დაკარგა ქალიშვილი, იმ გოგომ 13 წელიც კი არ იცხოვრა. აქ პირველი ზმნა არის აწმყო პერფექტში, ანუ დაკარგა, ხოლო გოგო ცხოვრობდა არის წარსულ პერფექტში, რაც იმაზე მიუთითებს რომ გოგო ჯერ ცხოვრობდა და მერე მამამ იგი დაკარგა.
  • მომავლის პერფექტი აღნიშნავს მოქმედებას, რომელიც უნდა დასრულდეს მომავალში განსაზღვრულ დრომდე ან სხვა მოვლენამდე.
მაგალითად:
si studueris, disces - თუ მეცადინეობ, ისწავლი. აქ ზმნა მეცადინეობ (studueris) მომავლის პერფექტშია, რადგან მეორე მოქმედებამდე - სწავლამდე იგი დასრულდება.