ლათინური ენა/გრამატიკა/ზმნის უღლება

ლთინურ ენაში არსებობს ზმის უღლების ოთხი ტიპი.

პირველი უღლების ტიპი

რედაქტირება

პირველი უღლების ტიპის ზმნების პერფექტი სრულდება -avi-თ, სახელზმნა იწარმოება სუფიქსი -atum-ით და ინფინიტივი -are-თი.

laudare
მხოლ. მრავლ.
laudo laudamus
laudas laudatis
laudat laudant

მეორე უღლების ტიპი

რედაქტირება

მეორე ტიპის უღლებით იუღლება ზმნების ნაწილი, რომლებიც ინფინიტივს -ere სუფიქსით წარმოწმნის.

monere
მხოლ. მრავლ.
moneo monemus
mones monetis
monet monent

მესამე უღლების ტიპი

რედაქტირება

მესამე ტიპის უღლება ყველაზე პრობლემატურია, ვინაიდან ამ უღლების ზმნები ფუძეში შეიცავენ მოკლე უმახვილო -e-ს, რომელიც უღლებისას შესაძლოა სხვა ბგერად გარდაიქმნას.

monere
მხოლ. მრავლ.
ago agimus
agis agitis
agit agunt

ყურადღებით იყავით, მეორე და მესამე უღლების ზმნების განსხვავებაში.

როდესაც მესამე უღლების ზმნის პირველი პირი სრულდება -io-თი, მაშინ უღლება შემდეგი სქემით ხდება:

capere, capio
მხოლ. მრავლ.
capio capimus
capis capitis
capit capiunt

ამ ზმნების ინფინიტივი მესამე უღლებას ეკუთვნის, ხოლო იუღლებიან როგორც მეოთხე უღლების ზმნები.

მეოთხე უღლების ტიპი

რედაქტირება

მეოთხე უღლების ზმნების ინფინიტივი მთავრდება -ire-თი. თვალსაჩინო მაგალითია ზმნა audio, audire, audivi, auditum. ეს ზმნები შემდეგი სქემით იუღლებიან:


მხოლ. მრავლ.
audio audimus
audis auditis
audit audiunt

როგორც ხედავთ ისინი იუღლებიან როგორც პირველი და მეორე უღლების ზმნები, ერთი განსხვავებით, მრავლობითი რიცხვის მესამე პირში, პირის ნიშანს წინ u ერთვის.