კულინარული წიგნი:ჩაქაფული
ინგრედიენტები
რედაქტირება- 1 კილოგრამი ცხვრის ხორცი
- 600 გრამი მწვანე ხახვი
- 1 ჩაის ჭიქა ქინძი
- 10 ძირი ტარხუნა
- მარილი (გემოვნებით)
- ტყემალი ან ალუჩა (გემოვნებით)
- კამა (გემოვნებით)
- დანაყილი წიწაკა ან პილპილი (გემოვნებით)
- 1/2 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო (სურვილის შემთხვევაში)
მომზადების წესი
რედაქტირებაცხვრის ხორცი გარეცხეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩადეთ ქვაბში. დააფარეთ ხუფი, დადგით ნელ ცეცხლზე და მოშუშეთ. როცა ხორციდან გამოყოფილი წვენი გაშრობას დაიწყებს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მოაყარეთ მარილი და გააგრძელეთ შუშვა მანამ, სანამ ხახვი არ ჩაითუთქება (ხორცი და ხახვი არ უნდა მოიხრაკოს, ანუ არ უნდა შეწითლდეს). როცა წვენი შეშრება, დროდადრო დაუმატეთ ცოტ-ცოტა მდუღარე წყალი. შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ტარხუნა. ყველაფერი ეს რომ ჩაითუთქება, დაუმატეთ მთელ-მთელი ალუჩა ან ტყემალი, პილპილი ან დანაყილი წიწაკა. ბოლოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა და 1-2 წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით.
ჩაქაფულს მცირე რაოდენობის მოსქო წვენი უნდა ჰქონდეს.
სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ თეთრი ღვინო და გადმოდგით ცეცხლიდან.