კულინარიული წიგნი:რუსული სამზარეულო

სალიანკა ”სბორნი” რუსული სალიანკა

რედაქტირება

მასალა: ხორცი: 1. საქონლის რბილობი - 500 გრ; 2. ძვლიანი ნაწილი - 200 გრ; 3. ქათმის - 300 გრ; 4. საქონლის ენა - ერთი ცალი.

ძეხვეული: 1. სოსისი: შესაწვავი, შებოლილი; ძეხვი: სარდელი, სალიამი; შებოლილი ხოცი (ვიჩინა). თითო სახეობა უნდა იყვეს 150-200 გრამი, გააჩნია სახეობათა რაოდენობას. ანუ შეზღუდული არ ხართ რამდენი სახეობის ძეხვეული იქნება გამოყენებული.

ბოსტნეული: ხახვი - 3საშუალო ზომის თავი; სტაფილო - 250 გრ; სოკო: 1. შამპინიონი - 1 ქილა, 2. "სლანოვიე უშკი" - 300 გრ;

მწნილები: 1. კიტრი - 1 ლიტრიანი ქილა; 2. ზეთის ხილი - მწვანე 1 ქილა; 3. ჯუჯა სიმინდის კონსერვი - 1 ქილა; 4. კაპერსი - 1 ქილა. შენიშვნა: კაპერსი რადგან ვერ გავიგე და ვერ ვიპოვე რა იყო, ჩავანაცვლე მჟავე გუგა სიმინდით.

სუნელები: მარილი, დაფნა, წიწაკა - ჩილი, შავი, სურნელოვანი (დაუფქვავი), ტომატის პასტა, ბულგარული წიწაკა - ნახევარი, ნიორი 3-4 კბილი.

მომზადების წესი: 1. მოამზადეთ რთული ბულიონი: პირველ რიგში იხარშება საქონლის ენა, შემდეგ ემატება საქონლის ძვლები და რბილობი და ბოლოს ქათმის ხორცი. (საქონლის ენა აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია). ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი და დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა თესლად. ცალკე მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, ამასვე დაუმატეთ გარეცხილი და კუბიკებად დაჭრილი სოკო "სლანოვიე უშკი".

ასევე შესაბაბისად კუბიკებად დაჭერით ძეხვეულიც. ნაწილი შეწვით , მეორე ნაწილს კი პირდაპირ ჩაუშვებთ ქვაბში მოგვიანებით. ხორცის მოხარშვის შემდეგ ამოალაგეთ ისინი ლანგარზე და დაჭერით ასევე კუბიკებად, სასურველია ცოტათი შეაწითლოთ და ისე ჩააბრუნოთ ქვაბში.

მწნილები და ბულგარული წიწაკა დაჭერით ასევე კუბიკებად, ოღონდ შედარებით მცირე ნაჭრებად ვიდრე ხორცი. ნიორი გაასუფტავეთ და ან დაჭერით წვრილად, ან გამოიყენეთ საჭყლეტი.

დასკვნითი ეტაპი: როცა ყველაფერი შემწვარ-მოხრაკულია და დაჭრილია მოემზადეთ ბოლო 10 წუთისათვის, რადგან სწორედ ეხლა არის ის გადამწყვეტი მომენტი ექნება თუ არა თითეულ კოვზს განსხვავებული გემო, მოკლედ: მზა ბულიონში ჩაუშვით მოთუშული ხახვი-სტაფილო-სოკო, მიაყოლეთ მოხარშული და დაჭრილი ხორცი, ასევე არ დაგავიწყდეთ ძეხვეულიც. ჩაამატეთ დაჭრილი მჟავე კიტრი, რგოლებად დაჭრილი მწვანე ზეთის ხილი, სიმინდიც და ქილის შამპინიონის, (თუ ზომა მოითხოვს ესეც გაჭერით შუაზე). არ დაგავიწყდეთ ბულგარული წიწაკა და ნიორი. 3-4 წუთის ხარშვის შემდეგ გასინჯეთ გემო და გემოვნების მიხედვით დაამატეთ მჟავე კიტრის წვენი : დაახლოებით 200 ლმ. თეფშზე ამოღებისას ამოურიეთ კარგად, რადგან მძიმე ხორცი უფრო ფსკერზე იდება, ძეხვეული და მზავე კი ზემოთ , ქვაბის ზედაპირზე "დაცურავს".

აი ასე შეგიძლიათ მიირთვათ "უამრავი" სხვადასხვა კერძი ერთი თეფშიდან