თარგი:ახალი რჩეული 7

Autodesk 3D Studio Max ლოგო
Autodesk 3D Studio Max ლოგო

სამგანზომილებიანი გრაფიკა იმდენად შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში, რომ ჩვენ ამას ვერც კი ვამჩნევთ: რეკლამები-სარეკლამო პანელზე, სარეკლამო რგოლები, სპეცეფექტები ფილმებში. ბევრი ვერც კი ხვდება, ეს არ არის რეალური და ეს არის სამგანზომილებიანი გრაფიკის ოსტატის ნამუშევარი. სამგანზომილებიან გრაფიკის მოხმარების მხარები ძალიან ფართოა: რეკლამებიდან და კინოინდუსტრიიდან დაწყებული კომპიუტერული თამაშებით დამთავრებული.

რეკლამის შექმნისას სამგანზომილებიანი გრაფიკა გვეხმარება თვალსაჩინოდ წარმოვადგინოთ გასაყიდი საქონელი, მაგალითად, მისი საშუალებით შესაძლებელია შექმნად იდეალურად თეთრი მაისური, კრისტალურად სუფთა მინერალური წყლები, შოკოლადის ფილები, კარგად აქაფებადი სარეცხი საშუალება და ა.შ. რეალურ ცხოვრებაში სარეკლამო ობიექტს შესაძლებელია ჰქონდეს რაიმე ნაკლი, რომელიც ადვილად დაიფარება სამგანზომილებიან გრაფიკაში. ალბათ შეამჩნიეთ რომ რაიმეს გარეცხვის შემდეგ ის არ ბრწყინავს ისე როგორც რეკლამაში, ან თავის დაბანის შემდეგ თმები არ არის ისეთი ლამაზი როგორც ეს ტელევიზორში ჩანს. (წაიკითხე)