ვიკიწიგნები განხილვა:Ყველა წიგნის თარო

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Sofi0178569s თემაში თარო ფენტეზი

თარო ფენტეზი

რედაქტირება

ჩვენი თაობა ხშირად საუბრობს ფანტასტიკაზე. ხშირად გვიფიქრია, რომ ფანტასტიკის მხოლოდ ბავშვებს სჯერათ,მაგრამ ასე არ არის. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ფენტეზის ჟანრის ნამუშევრებმა დაამტკიცეს, რომ ფანტასტიკა საბავშვო ნამდვილად არ არის. როცა ვსაუბრობთ ფენტეზის ჟანრზე, თვალწინ გვიდგება "ფენტეზის მამებად" წოდებული კლაივ ლუასი და მისი მეგობარი ტოლკინი. ამ ორმა ბუმბერაზმა ადამიანებმა მართლაც დიდი წვლილი შეიტანეს ფენტეზის, როგორც ჟანრის განვითარებაში და ლიტერატურის ბევრ "შედევრს" დიდი ჩრდილი მოჰფინეს. როცა ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ლუისის "ნარნიას ქრონიკები" და ტოლკინის "ჰობიტი" და "ბეჭდების მბრძანებელი". ჩემი აზრით, ფენტეზის ჟანრმა უამრავი მოზარდი და ნუ გაგიკვირდებათ, ზრდასრულიც ჩაითრია. ნუთუ გამოგონილმა არსებებმა, ჯურღმულებმა და "შელამაზებულმა შავ-თეთრმა სამყაროებმა" შესაძლებელია ამხელა წარმატებას მიაღწიონ? ფენტეზის ჟანრის გარჩევისას ალბათ მოელოდით,რომ ჯოან როულინგის "ჰარი პოტერსაც" ვახსენებდი. დიახ, ჯოან როულინგის ეს რვანაწილიანი ფანტასტიკა ნამდვილად უნდა ჩაითვალოს 21-ე საუკუნის ლიტერატურის მიღწევად. აღსანიშნავია, რომ ჯოან როულინგმა სწორედ ამ წიგნებით იშოვა მილიონები. და მაინც, ფენტეზის ჟანრი მოდებულია მთელ მსოფლიოს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ მიუწვდება ამ გენიალურ ჟანრზე ხელი და დარწმუნებული ვარ, ამ სიაში მოზარდების და ბავშვების გარდა, ზრდასრული ადამიანებიც არიან. Sofi0178569s (განხილვა) 14:35, 28 მარტი 2019 (UTC)პასუხი

პროექტის გვერდ „Ყველა წიგნის თარო“-ზე დაბრუნება.