ვიკიწიგნები:ბიუროკრატების არჩევნები

აქ იმართება მომხმარებლების ბიუროკრატად არჩევნები და დაკავშირებული განხილვები


ვიკისაზოგადოება ბიუროკრატების სტატუსს ანიჭებს ნდობით აღჭურვილ რედაქტორებს, რომლებიც იცნობენ ვიკიწიგნების წესებს. ნომინანტებს ვიკიწიგნებში საკმაო ისტორია უნდა ჰქონდეთ, რათა მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცეთ გაეცნონ მათ თვისებებს. ბიუროკრატები ეთიკის მაღალ სტანდარტს უნდა პასუხობდნენ, ვინაიდან ისინი აღიქმებიან როგორც ვიკიწიგნების „ოფიციალური წარმომადგენელი“. ბიუროკრატები უნდა იყვნენ თავაზიანები, კეთილგანწყობილნი და სხვებთან ურთიერთობისას მომთმენნი. ბიუროკრატობა უფრო მაღალი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ადმინისტრატორობა. ბიუროკრატების ქმედება შეუცვლელი არ არის და არსებობს ცალკე პროცესი, რომელიც ბიუროკრატული უფლებების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში კონფლიქტებს იხილავს.

გადაწყვეტილების მიღება


ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, შეუძლია წამოაყენოს საკუთარი თავის კანდიდატურა. ნომინაცია თოთხმეტი დღის განმავლობაში რჩება აქტიური ამ გვერდზე, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს წერენ, უსვამენ კითხვებს კანდიდატებს და მისთ. პერიოდის დასასრულს უკვე არსებული ბიუროკრატი განიხილავს დისკუსიას რათა დარწმუნდეს, რომ მომხმარებელმა საზოგადოების ნდობის 75 % მიიღო.
ასევე სავალდებული მოხერხდეს საზოგადოების ინფორმირება შესაბამისი მედიავიკის საშუალებით და ფორუმში განცხადების განთავსებით.
რაოდენობა მომხმარებლების, რომლებიც მხარს უჭერენ, წინააღმდეგი არიან ან თავს იკავებენ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადი კონსენსუსის დასადგენად, თუმცა კანდიდატს წარმატებისთვის მომხმარებელთა მინიმუმ 75%-ის მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნების პერიოდში გამოთქმულმა მოსაზრებებმა და არგუმენტებმა შესაძლოა მონაწილეებს კანდიდატის შესახებ აზრი შეაცვლევინოს. ბიუროკრატს ასევე დამატებითი უფლება აქვს გადაწყვიტოს, თუ რამდენად მისაღებია ესა თუ ის კანდიდატი ადმინისტრატორად.
განსაკუთრებულ შემთხვევებში ბიუროკრატებმა შესაძლოა გაახანგრძლივონ არჩევნების პერიოდი თუ ამით კონსენსუსი უფრო ნათლად გამოიკვეთება. თუ კანდიდატი პირველ არჩევნებში ვერ გავიდა, გთხოვთ მოიცადოთ გარკვეული პერიოდი (სასურველია სამი თვე), სანამ ხელმეორედ წამოაყენებდეთ თქვენს კანდიდატურას.
იმ შემთხვევაში, თუ მეორე კანდიდატის თანხმობა გაჩნდება, პირველი კანდიდატის არჩევნების შემდეგ დაიწყება მეორის.

როგორ შეიძლება გავხდე ბიუროკრატი?


  • კანდიდატი დარეგისტრირებული უნდა იყოს არანაკლებ 1 წლის წინ.
  • კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს ვანდალიზმის ისტორია და მინიმუმ 2000 რედაქტირება უნდა ჰქონდეს.
  • კანდიდატის წამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ვისაც ხმის უფლება აქვს. უნდა იყოს კანდიდატის თანხმობა.

კენჭისყრაში მონაწილეთა უფლებები


  • კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომლებიც არანაკლებ 3 თვის წინ დარეგისტრირდნენ (ვირტუალების თავიდან ასაცილებლად). იგი აქტიური უნდა იყოს კანდიდატის წამოყენებამდე (ისევ ვირტუალებისგან დასაცავად).
  • კენჭისყრისას მომხმარებელს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს (მომხრე)-თი, (ნეიტრალური)-თ, ან (წინააღმდეგი)-თ. სასურველია ამის მიზეზიც მიუწეროს. ხმების დათვლისას (ნეიტრალური) არ მიიღება მხედველობაში.
  • საკუთარი თავისთვის მიცემული ხმები არ ითვლება.
  • მომხმარებელს მხოლოდ ერთი სახელით შეუძლია ხმა მისცეს. ეს „Checkuser“-მა (ჯერჯერბით ქართულ ვიკიწიგნებში არა გვყავს) უნდა შეამოწმოს.
  • დაუშვებელია აგრესიის და მუქარის გამოყენება.
  • კენჭისყრისას „თავის შეკავება“ არაა მიზანშეწონილი.
  • გახსოვდეთ, რომ თითოეულ მომხმარებელს მხოლოდ 1 ხმის უფლება აქვს. მიუღებელია ერთი მომხმარებლის მიერ ორის ნომინაცია, ან ორი თანხმობის მიცემა, თუმცა ნებადართულია მხარდაჭერის და უარყოფის ({{ჰო}} და {{არა}}) თარგების ჩასმა სხვადასხვა კანდიდატებისადმი.

ახალი მოთხოვნები გთხოვთ დატოვოთ შესაბამის ქვეგვერდებზე


აქტუალური

რედაქტირება

[[[:თარგი:P]]] [[[:თარგი:P]]] თარგი:ბკს