გერმანული გრამატიკა/მოდალური ზმნები
მოდალური ზმნები
რედაქტირებაგერმანულ ენაში მოდალური ზმნები გამოხატავენ მოდალობას, ანუ მოქმედი პირის დამოკიდებულებას ზმნით გადმოცემული შესასრულებელი მოქმედების მიმართ (სურს თუ არა/შეუძლია თუ არა/ მოსწონს თუ არა მას ამა თუ იმ ქმედების შესრულება). მოდალურ ზმნასთან ერთად წინადადებაში აუცილებლად უნდა იყოს მოქმედების ან მდგომარეობის გამოგხატველი ზმნა, რომელიც საწყისი ფორმით _ Infinitiv-ით არის წარმოდგენილი. თხრობით წინადადებაში მოდალური ზმნა მეორე ადგილს იკავებს, მოქმედების ან მდგომარეობის გამომხატველი ზმნა კი ბოლო ადგილზეა.
Es ist sechs Jahre alt.
Er kann schon gut rechnen.
კითხვითი წინადადება მოდალური ზმნით იწყება. მოქმედების ან მდგომარეობის გამომხატველი ზმნა ამ შემთხვევაშიც ბოლო ადგილზე იქნება.
Kannst du das noch einmal wiederholen?
მოდალური ზმნებისთვის დამახასიათებელია ორი მორფოლოგიური ნიშანი:
1) მათ არ აქვთ პირის ნიშანი მხოლობითი რიცხვის პირველ და მესამე პირში, რის შედეგადაც ეს ფორმები ერთმანეთს ემთხვევა; 2) მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში (გარდა sollen ზმნისა) მათ აქვთ სხვადასხვა ფუძისეული ხმოვანი. ამასთან ფუძისეული ხმოვნის ცვლა რაიმე ერთ კანონზომიერებას არ ექვემდებარება. ამიტომ გერმანულ ენაში არსებული ექვსი მოდალური ზმნიდან თითოეულის პარადიგმა საგანგებოდ დამახსოვრებას ითხოვს. ზმნები სუსტ უღლებას მიეკუთვნება, მაგრამ ძირითადი ფორმების წარმოებისას ისინი ზოგიერთ თავისებურებას იჩენენ: können – konnte – gekonnt dȕrfen – durfte – gedurft mȕssen – musste – gemusst sollen – sollte – gesollt wollen – wollte – gewolt mögen – mochte - gemocht können – konnte – gekonnt
Präsens - პრეზენსი
können dȕrfen mȕssen sollen wollen mögen
ich kann darf muss soll will mag
du kannst darfst musst sollst willst magst er/sie/es kann darf muss soll will mag wir können dȕrfen mȕssen sollen wollen mögen ihr könnt dȕrft mȕsst sollt wollt mögt sie/Sie können dȕrfen mȕssen sollen wollen mögen
Präteritum - პრეტერიტუმი können dȕrfen mȕssen sollen wollen mögen
ich konnte durfte musste sollte wollte mochte
du konntest durftest musstest solltest wolltest mochtest er/sie/es konnte durfte musste sollte wollte mochte wir konnten durften mussten sollten wollten mochten ihr konntet durftet musstet solltet wolltet mochtet sie/Sie konnten durften musstet sollten wollte mochten
1. können können გამოხატავს შესაძლებლობას (შემიძლია, ძალა შემწევს), უნარსა (შემიძლია/ვიცი რაიმეს კეთება; უნარი შემწევს) და ხელსაყრელი პირობების არსებობას რაიმე მოქმედების შესასრულებლად. ამდენად, წართქმით წინადადებაში იგი მიუთითებს, რომ სუბიექტს არაფერი უშლის ხელს, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ხოლო უკუთქმითში - რომ მოქმედების შესრულება ვერ ხერხდება. ნიმუშები: Wir können Ihnen helfen – შეგვიძლია დაგეხმაროთ. Ich kann deine Schrift nicht entziffern – შენს ხელნაწერს ვერ ვარჩევ. Kann ich was fȕr Sie tun? – რითი შემიძლია გემსახუროთ? können ზმნა აღნიშნავს რაიმეს ცოდნას და ამდენად შესაბამისი მოქმედების შესრულების უნარს: Ich kann kein Spanisch – ესპანური არ ვიცი. Kannst du schon auf Deutsch lesen? – უკვე კითხულობ გერმანულად? Das Kind kann schon lesen – ბავშვმა უკვე იცის კითხვა.
2. dȕrfen dȕrfen ზმნა გამოხატავს რაიმე მოქმედების შესრულების უფლებას ან ნებართვას (შემიძლია/უფლება მაქვს). dȕrfen ზმნის მნიშვნელობა და შესაბამისი ხმარების სფეროც können -თან შედარებით ბევრად უფრო ვიწროა: წართქმით წინადადებაში იგი აღნიშნავს უფლების ქონას (უფლება/ნება მაქვს), ხოლო უკუთქმითში - აკრძალვას/ნების არ ქონას. წართქმითი ფორმა: Heute darfst du ins Kino gehen – დღეს შეგიძლია/ნება გაქვს კინოში წახვიდე. Die Kinder dȕrfen vor unserem Haus spielen – ბავშვებს შეუძლიათ/უფლება აქვთ ჩვენი სახლის წინ ითამაშონ. უკუთქმითი ფორმა: Das darfst du nicht tun – ამის გაკეთების უფლება არ გაქვს. Ich darf keinen Alkohol trinken – დალევა აკრძალული მაქვს. So dȕrfen Sie nicht reden! - ამის თქმის უფლება არ გაქვთ! 3. sollen sollen ზმნა გულისხმობს, რომ მოქმედი პირი ასრულებს მოქმედებას, რომელსაც მისგან ფარე ფაქტორი (პიროვნება, საზოგადოება, დადგენილი წესი, ზნეობრივი პრინციპი და ა.შ.) მოითხოვს. sollen გამოხატავს მოვალეობას ან რაიმე მოქმედების შესრულების შინაგან მოთხოვნილებას( უნდა გავაკეთო/ვალდებული ვარ გავაკეთო). ქართულად მას ძირითადად, უნდა შეესაბამება: Warum soll ich aufstehen? – რატომ უნდა ავდგე? Du sollst aufstehen, weil in einer Stunde die Schule beginnt – უნდა ადგე, იმიტომ, რომ ერთ საათში გაკვეთილები იწყება. Ihr sollt leise sein! – წყნარად იყავით! (წყნარად უნდა იყოთ!) 4. mȕssen mȕssen ზმნა აღნიშნავს, რომ სუბიექტი იძულებულია ან ვალდებულია შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება - მოქმედების შესრულების აუცილებლობა (როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური) შეიძლება განპირობებული იყოს ფიზიკური,ფსიქოლოგიური, ემოციური, სოციალური, ყოფითი და ა.შ. ფაქტორებით. ამასთან იგი მიუთითებს, რომ სუბიექტი ასრულებს აუცილებელ მოქმედებას, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალტერნატივა არ აქვს. mȕssen გამოხატავს იძულებას ან რაიმე მოქმედების შესრულების აუცილებლობას (უნდა გავაკეთო/იძულებული ვარ გავაკეთო): Ich muss zu Hause anrufen – შინ უნდა დავრეკო/შინ მაქვს დასარეკი. Kinder! Ihr mȕsst sofort ins Bett! – ბავშვებო! სწრაფად ლოგინში! Wo muss ich unterschreiben? – სად მოვაწერო ხელი? (სად უნდა მოვაწერო ხელი?) Ich muss jetzt leider gehen – ვწუხვარ, მაგრამ უნდა წავიდე. Wie lange mȕssen wir hier bleiben? – რამდენ ხანს მოგვიწევს აქ დარჩენა? (რამდენ ხანს უნდა დავრჩეთ?) 5. wollen wollen ზმნა გამოხატავს სურვილს, განზრახვას, ნება-სურვილს (მინდა, მსურს): Ich will dir mal was sagen – რაღაც მინდა გითხრა. Was willst du denn hier? – აქ რა გინდა? Willst du Tee oder Kaffee? – ჩაი გინდა თუ ყავა? Wollen wir nicht heiraten? – ხომ არ დავქორწინდეთ? 6. mögen mögen სრულმნიშვნელოვანი ზმნის შინაარსით ხმარებისას (ანუ ინფინიტივის გარეშე) სიმპათიას, სიყვარულს გამოხატავს. ამ მნიშვნელობას აძლიერებს ჩვეულებრივ ლექსიკური ერთეულები gern, lieber და სხვ. mögen გამოხატავს კეთილგანწყობას ან ანტიპათიას (მომწონს/მიყვარს).mögen გამოიყენება არა მარტო როგორც მოდალური ზმნა; ზოგჯერ მას წინადადებაში ძირითადი ზმნის ფუნქციაც აკისრია. მისი მნიშვნელობა ამ შემთხვევაშიც იგივეა: Ich mag Peter gern – პიტერი მიყვარს. Mögen Sie Eis? – გიყვართ ნაყინი? Das mag ich total gerne – ეს უზომოდ მიყვარს. Ich mag kein Fleich – ხორცი არ მიყვარს. Jeans mag ich ȕberhaupt nicht – ჯინსები საერთოდ არ მიყვარს/ჯინსებს ვერ ვიტან.