გერმანული გრამატიკა/ბრძანებითი კილო
1. გერმანულ ენაში ბრძანებითი კილოს ფორმები აწმყო დროის ფორმებიდან იწარმოება. განმსაზღვრელი წინდებულები ასევე უცვლელი რჩება.
Hör(e) zu! – მოისმინე! Hören wir zu!/Wollen wir hören! - მოდით მოვუსმინოთ! (აქ მოსაუბრეც არის მოქმედების თანამონაწილე). Hört zu! - მოისმინეთ! (მიმართვა მრ.რიცხვის მე–2 პირის მიმართ) Hören Sie zu! - მოისმინეთ! (თავაზიანი "თქვენობითი" ფორმა).
2. სუფიქსი –e მხ. რიცხვის მე-2 პირისთვის არის ფაკულტატური (ე.ი. არასავალდებულო), გარდა იმ სუსტი ზმნებისა, რომელთა ფუძე მთავრდება შემდეგ ასოებზე: -d, -t, -n, -m, -el, -er, -chn, -ig.
Wiederhol(e)! - გაიმეორე! Komm(e)! - მოდი! Schreib(e)! - დაწერე! Sag(e)! - თქვი! Bade! - იბანავე! Zeichne! - დახატე! Ordne! - დაალაგე! Arbeite! - იმუშავე! Atme! - ისუნთქე! Öffne! -გააღე! Entschuldige! - მაპატიე/აპატიე! Warte! - დაიცადე! Widme! - მაუწყე! Antworte! - უპასუხე!
3. ძლიერ ზმნები, რომელთა ფუძე იცვლება "e"-დან "i"–ზე, არ იმატებენ -e სუფიქსს.
Lies! - წაიკითხე! Sprich! - ილაპარაკე! Hilf! - დაეხმარე/დამეხმარე!
4. ძლიერ ზმნებს, რომელთა ფუძეში არის –a, -au, -o, ბრძანებითი კილოს მხოლობითი რიცხვის მე-2 პირში არ იმატებენ უმლაუტს.
Du fährst schnell. Fahre nicht schnell! – შენ სწრაფად მგზავრობ. ნელა იმგზავრე! Du läufst nicht! Laufe! – შენ არ მირბიხარ. ირბინე! Du wäschst dich nicht. Wasche dich! – შენ არ ბანაობ. დაიბანე! Du stößt mich in die Seite. Stoße nicht! – შენ მე გვერდში მირტყავ. არ დამარტყა/არ მიჯიკო!
5. ბრძანებით კილოში მრავლობითი რიცხვის მე–2 პირში ზმნის ფორმა აწმყო დროის ფორმას ემთხვევა, იმ განსხვავებით, რომ არ გვაქვს პირის ნაცვალსახელი – ihr.
6.ბრძანებითი კილოს თავაზიანი ფორმა ასევე იდენტურია აწმყო დროის ფორმისა, იმ განსხვავებით, რომ Sie დგას ზმნის შემდეგ.
7. დამხმარე ზმნების ფორმა ბრძანებით კილოში:
Hab keine Angst! – ნუ გეშინია! Sei ganz ruhig! – იყავი მშვიდად! Werde nur nicht böse! – ოღონდ არ გაბრაზდე!
8. ბრძანებითი კილო გამოიყენება თხოვნის, მოწოდების, რჩევის ან აკრძალვის გამოსახატავად. ბრძანებითი კილო დამახასიათებელია პირდაპირი ნათქვამის დროს და წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანი დაისმის.
მრავლობითი რიცხვის მე-2 პირის ბრძანებითი კილოს ფორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მიმართავენ ორ ან მეტ პირს, რომლებსაც "შენობით" შეიძლება მიმართონ ცალ–ცაკლე:
Kinder! Steht auf! Setzt euch! Hört zu! - ბავშვებო! ადექით! დასხედით! მოისმინეთ!
თავაზიანი ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი პირის მიმართ ან რამოდენიმე პირთან (მაგალითად, სტუდენტებთან მიმართებით).
9. მოქალაქეების მიმართ მიმართვისას (ძირითადად აკრძალვის დროს) გამოიყენება ინფინიტივის ფორმა:
Nicht aus dem Fenster lehnen! - ფანჯრებიდან თავს ნუ გამოყოფთ! Nicht öffnen, bevor der Zug hält! – არ გააღოთ მატარებლის გაჩერებამდე!
10. თუ ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, გამოიყენება Partizip II:
Aufgepasst! Hiergeblieben! - ყურადღება! გაჩერდი!