გერმანული გრამატიკა/არსებითი სახელის ბრუნვა
ბრუნვები
რედაქტირებაგერმანულ ენაში ოთხი ბრუნვაა: სახელობითი (Nominativ), აკუზატივი (Akkusativ), მიცემითი (Dativ), ნათესაობითი (Genetiv).
ნომინატივი, ისევე როგორც ქართული სახელობითი ბრუნვა პასუხობს კითხვებს Wer? Was? (ვინ? რა?). იგი ზუსტად ისევე გამოიყენება როგორც ქართული სახელობითი ბრუნვა.
აკუზატივის ანალოგიური ბრუნვა ქართულ ენაში არ გვაქვს. გერმანულსი აკუზატივი პასუხობს კითხვებს Wen? Was?. აკუზატივი გამოიყენება, როდესაც მოქმედება არის საგანზე მიმართული. მაგალითად
Ich sehe den Mann
(ვუყურებ კაცს) აქ მოქმედება მიმართულია კაცისკენ, და იგი ჯდება აკუზატივში. ანუ აკუზატივში ჯდება წინადადების პირდაპირი დამატება.
გერმანული დატივი წააგავს ქართულ მიცემით ბრუნვას. დატივში ჯდება წინადადების ირიბი დამატება. მაგალითად:
Er gibt dem Mann den Löffel
(იგი აძლევს კაცს კოვზს). ქართულად კაციც და კოვზიც მიცემით ბრუნვაში გვაქვს, როდესაც კაცი ირიბი დამატებაა, ხოლო კოვზი პირდაპირი. გერმანულში კი dem Mann მიცემითშია, ხოლო den Löffel აკუზატივში.
გერმანული გენეტივიც ქართული ნათესაობითი ბრუვნის ანალოგია. იგი პასუხობს კითხვაზე Wessen? (ვისი? რისი?).
აკუზატივი თუ დატივი
რედაქტირებაგერმანულის ქართულენოვან შემსწავლელებს ყოველთვის უჭირთ დატივის და აკუზატივის სწორად გამოყენება, ვინაიდან ქართულში გვაქვს მხოლოდ დატივის ანალოგიური ბრუნვა - მიცემითი, ხოლო აკუზატივი საერთოდ არ გვაქვს.
ბრუნვის ტიპები
რედაქტირებაგერმანულ ენაში განასხვავებენ მდედრობითი სქესის სახელების ბრუნვას, ძლიერ ბრუნვას, სუსტ ბრუნვას და განსაკუთრებულ ბრუნვას.
მდედრობითი სქესის სახელების ბრუნვა
რედაქტირებაამ ბრუნვას მიეკუთვნება ყველა მდედრობითი სქესის არსებითი სახელი. მდედრობითი სქესის ბრუნვისას იცვლება მარტო არტიკლი, ხოლო არსებითი სახელი უცვლელია.
მხოლობითი | მრავლობითი | ||||
Nominativ | Die | eine | Mutter | Die | Mutter |
Akkusativ | Die | eine | Mutter | Die | Mutter |
Dativ | Der | einer | Mutter | Den | Mutter |
Genetiv | Der | einer | Mutter | Der | Mutter |
ძლიერი ბრუნვა
რედაქტირებაძლიერ ბრუნვას მიეკუთვნება ყველა საშუალო სქესის არსებითი დახელი Das Herz-ის გარდა და მამრობითი სქესის სახელების უმეტესობა. ძლიერი ბრუნვისას არტიკლის ბრუნვის გარდა ნათესაობით ბრუნვაში არსებით სახელს ემატება მხოლობითში s და მრავლობითში n.
მხოლობითი | მრავლობითი | ||||
Nominativ | Der | ein | Mann | Die | Männer |
Akkusativ | Den | einen | Mann | Die | Männer |
Dativ | Dem | einem | Mann | Den | Männer |
Genetiv | Des | eines | Mannes | Der | Männern |
სუსტი ბრუნვა
რედაქტირებასუსტ ბრუნვას განეკუთვნებიან -e, -and, -ant, -ent ზე დაბოლოვებული მამრობითი სქესის არსებითი სახელები და უცხოური წარმოშვნების სახელები, ასევე პროფესიის აღმნიშdვნელი სიტყვები.
სუსტ ბრუნვაში არსებითი სახელის ფუძეს მხოლობითი რიცხის სახელობითი ბრუნის გარდა, ყველგან ემატება n.
მხოლობითი | მრავლობითი | ||||
Nominativ | Der | ein | Junge | Die | Jungen |
Akkusativ | Den | einen | Jungen | Die | Jungen |
Dativ | Dem | einem | Jungen | Den | Jungen |
Genetiv | Des | eines | Jungen | Der | Jungen |
სუსტი ბრუნვის სახელთა სია
რედაქტირებაe
der Affe, der Bote, der Bube, der Bulle, der Bursche, der Erbe, der Experte, der Gefährte, der Genosse, der Hase, der Heide, der Hirte, der Insasse, der Jude, der Junge, der Knabe, der Kollege, der Komplize, der Kunde, der Laie, der Lotse, der Löwe, der Mensch, der Nachkomme, der Neffe, der Ochse, der Pate, der Rabe, der Riese, der Sklave, der Zeuge
and, ant, ent
der Doktorand, der Elfant, der Demonstrant, der Lieferant, der Musikant, der Präsident, der Produzent, der Student, der Idealist, der Jornalist, der Kapitalist, der Kommunist, der Polizist, der Sozialist, der Terrorist, der Utopist
პროფესიის აღმნიშნავი და შემოსული სახელები
der Biologe, der Soziologe, der Demokrat, der Bürokrat, der Diplomat, der Automat, der Satellit, der Fotograf, der Seismograph, der Architekt, der Philosoph, der Monarch, der Katolik, der Soldat
კიდევ
der Bär, der Nachbar, der Narr, der Prinz, der Herr, der Rebell, der Bauer, der Fürst, der Graf, der Held, der Kamerad
განსაკუთრებული ბრუნვა
რედაქტირებაგანსაკუთრებულ ბრუნვას შერეულსაც უწოდებენ, ვინაიდან იგი შეიცავს როგორც სუსტი ასევე ძლიერი ბრუნვის ელემენტებს. განსაკუთრებული ბრუნვის ტიპს მკაცრად განსაზღვრული მამარობითი სქესის სახელები მიეკუთვნება, ესენია: der Name, der Same, der Friede, der Fels, der Haufe, der Glaube, der Wille, der Funcke, der Gedanke, der Buchstabe და ერთი საშუალო სქესის სახელი: Das Herz.
მხოლობითი | მრავლობითი | ||||
Nominativ | Der | ein | Same | Die | Samen |
Akkusativ | Den | einen | Samen | Die | Samen |
Dativ | Dem | einem | Samen | Den | Samen |
Genetiv | Des | eines | Samens | Der | Samen |