ბაჟე
ინგრედიენტები
რედაქტირება- ნიგოზი
- ყვითელი ყვავილი
- ნიორი
- მარილი (გემოვნებით)
- ხმელი ქინძი (გემოვნებით)
- ღვინის ძმარი (სურვილის შემთხვევაში) ან ბროწეულის წვენი
- ნიგვზის ზეთი
მომზადების წესი
რედაქტირებანიგოზი და ყვითელი ყვავილი ერთად დანაყეთ. ცალკე დანაყეთ ნიორი, მარილი და ხმელი ქინძი. ორივე მასა ერთად მოათავსეთ მომინანქრებულ ჯამში და ნელ-ნელა შეურიეთ ერთმანეთში (ხის კოვზით ან ხელით). დაუმატეთ ძმარი ან ბროწეულის წვენი (გემოვნებით). მზა ბაჟე ჩაასხით შესაბამის ჭურჭელში და ზემოდან მოასხით ნიგვზის ზეთი.
ბაჟეში შეგიძლიათ ქათმის, თევზის ან შემწვარი ინდაურის ნაჭრები.