ანიმაცია - 3Ds Max/ესთეთიკური მოთხოვნილებები

ესთეთიკური მოთხოვნილებები - ეს არის ის, თუ როგორ წარმოგიდგენიათ შიდა სახე, როგორ აღიქვამთ სილამაზეს. ესთეთიკურია ის, რაზეც შესაძლებელია ითქვას : ”გლიჯავს”. ასაკი, გემოვნება, ფორმირება, საყვარელი კინო, თამაშები და გრაფიკული შემოქმედების შექმნა აერთიანებს ამ წარმოდგენას. ანიმე და მანგა - საკმაოდ კარგი წყაროებია რეალურ დროში თამაშების გმირების შექმნისას შემოქმედებითი შთაგონებისათვის. განსაკუთრებით ეს ეხება ტრადიციული მოდელიორის და განსაცვიფრებელი დიზაინერის იასუში ნირასავას (Yasushi Nirasawa) ნამუშევრებს. ღირს მოვიხსენიოთ ასევე ფენტეზისა და მეცნიერული ფანტასტიკის შემქმნელი მხატვრები : ოსკარ ჩიჩონი (Oscar Chichoni), ბრომი (Brom), საიმონ ბისლეი (Simon Bisley), ლუის როიო (Luis Royo), WarHammer-ის სამყაროს შემქმნელი კევინ უოლკერი (Kevin Walker) და მისი წევრების Mutant Chronical-ის შემქმნელები ალესანდრო ჰორლეი (Alessandro Horley) და პოლ ბონერი (Paul Bonner). ისინი მუშაობენ ცოცხალ მხატვრულ სტილში, მათ მიერ შექმნილი ყველა პერსონაჟი ძალზედ განსაცვიფრებელია.

ყოველი ადამიანი თავის მხრივ განსაზღვრავს იმას, თუ რა ახარებს მის თვალს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებსაც ზეგავლენა აქვთ თამაშის პერსონაჟის დიზაინის ესთეთიკურობაზე და/ან მართავენ მას. დიზაინი უნდა იყოს უნიკალური, ასევე უნდა შეიცავდეს წერილობით აღწერილობას, რომლებიც მასზე გამოიყენება. წინასწარგანსაზღვრულად ბანალური აღწერისასაც კი შესაძლებელია შეიქმნას სიკაშკაშე, ინდივიდუალური პერსონაჟი, თუკი არ გენანებათ დრო და მისი კარგად მოფიქრება. უნიკალურობა განისაზღვრება არა მხოლოდ ადრე შექმნილი პერსონჟების მიმართ, არამედ ამავე თამაშში სხვა პერსონაჟების მიმართაც. ინდივიდუალური პერსონაჟის შექმნის უბრალო საშუალებაა - გამოიყენოთ განსხვავებული ფერის კომბინაციები, მაგრამ მსგავსი და განსხვავებული პერსონაჟის შექმნის ეფექტური მეთოდია - სილუეტის პრინციპის გამოყენება. სურ. 1-ზე გამოიყენება Betty Bad-ში რამდენიმე მტრის დიზაინის განსხვავებული გამოსახულება.

უნიკალური პერსონაჟების ჯგუფების ფორმირებისას გამოიყენება ერთი ილეთი. ეს არის შემუშავებული საერთო წესების და შექმნილი პერსონაჟის ხასიათისათვის. მაგალითად, თამაშში Betty Bad უცხოები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ზომითა და კონფიგურაციებით, მაგრამ ყველას აქვს დიზაინის საერთო ელემენტი : კაშკაშა ლაქა(თვალი, ან ნაპრალი). თითქმის ყოველთვის ეს ლაქა წითელია, მაგრამ ზოგჯერ მისი ფერი იცვლება. სურ. 2-ზე გამოსახულია რამდენიმე პერსონაჟი, რომელიც Betty Bad-ის დამუშავებისას ამ უბრალო დიზაინერული ილეთით შექმნა ცნობილმა მხატვარმა და დიზაინერმა - რიჩარდ ჰესკოქსმა (Richard Hescox).

ამას გარდა, აუცილებელია განსაზღვროთ შეესაბამება თუ არა პერსონაჟის დიზაინი თამაშის ჟანრს. და ბოლოს, დიზაინში გამოჩნდება დიდი ზეგავლება პოლიგნური დიზაინის რიცხვისა, თუმცა ამის მოგვარება შესაძლებელია ტექნიკური აღჭურვილობით. რეალურ დროში თამაშის პერსონაჟებს გააჩნიათ პოლიგონური ბუნება, ამიტომ განსაცვიფრებლად დამაჯერებელი ეფექტის მიღწევა საკმაოდ რთულია, თუ პერსონაჟი შექმნილია 1000-ზე ნაკლები სამკუთხედისაგან.