თარგი:ახალი რჩეული 4
ArchiCAD-ის პაკეტი ბაზირებულია ”ვირტუალური შენობის” იდეაზე, რომელიც 1984 წელს გამოუშვა კომპანია Graphisoft-მა. ინსტრუმენტებისა და მათი მოხმარების წესების სრულყოფით წლიდან წლამდე, ვერსიიდან ვერსიამდე, პაკეტი უფრო და უფრო მოსახერხებელი და ძლიერი ხდებოდა, მაგრამ მისი ბაზური იდეა უცვლელი დარჩა. ”ვირტუალური შენობის” შესაბამისად არქიტექტორს წარმოუდგება აქრიტექტურული პროექტირების სპეციალიზირებულ ინსტრუმენტებზე ორიენტირებული მთელი კრებული, რომელთა დახმარებითაც იქმნება ”ვირტუალური შენობა” - რეალური შენობის შესაბამისი კომპიუტერტის მახსოვრობაზე მყოფი მოცულობითი შენობა. ამ მოდელისაგან მოდის სხვადასხვა ინფორმაცია :
- ესკიზები(სართულური გეგმები, ჭრილები და ფასადები, კვანძები და დეტალები და ა.შ.);
- ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვლის რეზულტატები(სიები, სპეციფიკაციები, კომენტარები და ა.შ.);
- საპრეზენტაციო მატერიალები(ფოტორეალისტური გამოსახულებები, ანიმაციური ფილმები, ვირტუალური რეალობის სცენები);
- სხვადასხვა ფორმატის ფაილები მონაცემების გასაცვლელად შემკვეთებთან, კონსულტანტებთან და პროექტირების პროცესის სხვა მონაწილეებთან, რომლებსაც ხმარობენ სხვა პროგრამები(AutoCAD, Microstation, 3D Studio Max და ა.შ.)
”ვირტუალური შენობა” ერთმანეთისგან გამოყოფილ ესკიზებზე მუშაობის საშუალებას იძლევა. ხოლო რეალური შენობის მოდელთან მუშაობისას, სადაც ყველა ელემენტი ერთმანეთზე დამოკიდებულია, პროექტში შეტანილი ყოველი ცვლილება ავტომატურად აისახება დოკუმენტაციაში. (წაიკითხე/PDF/ამოსაბეჭდი ვერსია)